აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
მინისტრი - მაია ხაჯიშვილი;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი - ნინო ნიჟარაძე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ბათუმი,
2024 წლის 31 დეკემბერი
№16-რს