⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2026)
გაუქმებულია:

შპს „სერვისი – 7“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №489
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.024884 190
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2024
1,403 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
01.01.2026 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
შესყიდვა
საწარმოს მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები
მუხლი 2
შემსყიდველი (შემდგომში
საწარმო) – შპს „სერვისი - 7“
მუხლი 2
საქონელი
ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა  უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას
მუხლი 2
მომსახურება
შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან/საწარმოსთან დადო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
მუხლი 2
გამარტივებული შესყიდვა
შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით
მუხლი 2
ფასთა გამოკითხვა
შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „სერვისი – 7“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №489 2024 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი შპს „სერვისი – 7“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს „სერვისი – 7“-ის (ს/ნ: 204532899) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედება გაგრძელდეს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე შპს „სერვისი - 7“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი ზოგადი დებულებები 1. შპს „სერვისი - 7“  მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სერვისი - 7“ (ს/კ 204532899) მიერ (შემდგომში – საწარმო) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა. 3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება. 4. ამ წესის მიზანია შემსყიდველი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქონლისა და მომსახურების შესყიდვების პროცედურების გამარტივება, შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. 5. ამ წესის დანართი #1-ით გათვალისწინებული საქონლისა და  მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები; ბ) შემსყიდველი (შემდგომში – საწარმო) – შპს „სერვისი - 7“; გ) შესყიდვის ობიექტი - შესასყიდი საქონელი და მომსახურება; დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები - იდენტური, ასევე  არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით; ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა  უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს; ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან/საწარმოსთან დადო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; თ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით; ი) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს; მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. საწარმო ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები 1. ამ წესის ფარგლებში შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვით ან, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ფასთა გამოკითხვის საშუალებით. 2. საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელშეკრულების თანასწორი იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული დოკუმენტი/საბუთი. 3. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ შესაბამისი მინდობილობით/უფლებამოსილებით განსაზღვრული პირ(ებ)ი. მუხლი 5🔗. ფასთა გამოკითხვა 1. შემსყიდველი ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში. 2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველის მიერ წინასწარ, სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 2 პირს. 3. შემსყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით. 4. შემსყიდველი დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 5 დღის ვადაში იღებს მიწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწილეობის თაობაზე, ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 15 დღის ვადაში იღებს განაცხადებს, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას მონაწილეობის შესახებ; ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ; გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ. 5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები იურიდიული პირის შემთხვევაში უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი. 6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეულ უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 5 დღის ვადით. 8. მიწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველს, შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. 9. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი. მუხლი 6🔗. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მოთხოვნებს. 2. ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. მათ შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობის მინიჭების საკითხი წყდება ხელშეკრულებით. 3. ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4. მიმწოდებელთან, გამარტივებული შესყიდვისას ან ფასთა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვისას, დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. ანგარიშის წარდგენა 1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საწარმოს წილის 50%-ზე მეტის მფლობელს, არა უგვიანეს მომდევნო წლის პირველი მარტისა. მუხლი 8🔗. ცვლილების შეტანის წესი წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი №1 საქონლისა და მომსახურების ნუსხა საქონელი 1 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები  CPV- 09200000 2 სამთო მრეწველობასთან და კარიერის დამუშავებასთან დაკავშირებული პროდუქტები CPV-14500000 3 პლასტიკური ბარათები ატრაქციონებისთვის CPV- 30100000 4 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების    CPV- 24900000 5 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები    CPV- 31100000 6 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები   CPV- 31400000 7 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები   CPV- 31500000 8 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა    CPV- 31600000 9 ნაწილები აქსესუარები სატ. საშუალებებისა და მათი ძრავებისთვის  CPV- 34300000 10 თამაშები და სათამაშოები. ატრაქციონები  CPV - 37500000 11 ავეჯი - CPV - 39100000 12 ავეჯის აქსესუარები CPV - 39200000 13 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის   CPV- 42100000 14 მექანიკური ჩარხების ნაწილები და აქსესუარები   CPV- 42600000 15 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები  CPV-44100000 16 სტრუქტურული მასალები   CPV- 44200000 17 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული   CPV- 44400000 18 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები   CPV- 44300000 19 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები    CPV- 44500000 20 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები   CPV- 44600000 21 საღებავები, ლაქები და მასტიკები   CPV- 44800000 მომსახურება 1 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები CPV- 45200000 2 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაობი, საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოები, კონსტრუქციების მშენებლობა, პერსონალის ოთახის სამონტაჯო სამუშაოები. გადახურვისა და სხვა სპეციალური სამშენებლო სამუშაოები, ბეტონის სამუშაოები.    CPV- 45200000 3 სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ელექტროგაყვანილობებისა და ელექტრომოწყობილობების მონტაჟი,  მილგაყვანილობისა და სანტექნიკის მონტაჟი, სამონტაჟო სამუშაოები, საინჟირო სამონტაჟო სამუშაოები.    CPV- 45300000 4 შენობის დასრულების სამუშაოები CPV- 45400000 5 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, ელექტრო ძრავების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, გენერატორები შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.      CPV- 50500000 6 უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების სეკეთება და ტექნიკური მომსახურება, უსაფრთხოების მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.    CPV- 50600000 7 შენობის ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება CPV - 50700000 8 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება, საზოგადოებრივი კვების საწარმოების მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. (პარკის ტერიტორიაზე განთავსებული პიცერიებისა და ყავის სახლის შეკეთება). CPV - 50800000 9 ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი CPV – 51100000 10 საკომუნიკაციო მოწყობილობების მონტაჟი CPV – 51300000 11 მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი CPV – 51500000 12 მართვისა და კონტროლის სისტემების მონტაჟი CPV – 51900000 13 ტვირთების მიღებისა და გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურებების, საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქონელის და მომსახურება (საქართველოს საზღვრებს გარეთ და მის შიგნით).   CPV- 63100000 14 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები - CPV - 63500000 15 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები CPV - 63700000 16 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები CPV - 66500000 17 არქიტექტურული საკონსულტაციო მომსახურებები, არქიტექტურულ დაპროექტებასთან დაკავშირებული მომსახურებები  CPV - 71200000 18 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები, მომსახურებები ტექნიკური შემოწმების სფეროში.   CPV- 71600000 19 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურება CPV- 72200000 20 პერსონალური კომპიუტერების, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.   CPV- 72500000 21 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები CPV- 72600000 22 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები (პარკების მოვლა, მოედნების მოვლა) CPV- 77300000 23 საბუღალტრო აუდიტორული მომსახურებები, აუდიტორული მომსახურება.    CPV- 79200000 24 სპეციფიკური მარკეტინგული და საინფორმაციო მომსახურება, სპეციფიკური რეკლამის დამზადების, რეკლამის განთავსების მომსახურება, მათ შორის საგამოფენო სტენდი და/ან დაჯავშნასთან დაკავშირებული მომსახურებები, სხვადასხვა ინფორმაციის განთავსება უცხოურ და ქართულ ვებ-გვერდებზე და პლატფორმებზე, პირდაპირი და ირიბი მარკეტინგული მომსახურებები    CPV- 79300000 25 დასამზადებელი ან დამზადებული პროდუქციის რეკლამირების მიზნებისთვის საჭირო ბეჭდვისა და სხვა სარეკლამო მომსახურებები, სხვადასხვა სარეკლამო მასალები   CPV- 79800000 26 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული (კულტურული ღინისძიებების, ფესტივალების, გამოფენების ორგანიზება) CPV- 79900000 27 სატრენინგო მომსახურებები CPV- 80500000