„საქართველოს მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)" პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 04.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №297
სარეგისტრაციო კოდი 200.110.040.22.033.008.413
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,748 სიტყვა · ~9 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)" პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.040.22.033.008.413 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №297 2006 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების („კომპაქტის“) II მუხლის 2.3(ე) ნაწილის შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, „კომპაქტით“ განსაზღვრული პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების („კომპაქტის“) პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“.     მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი ინსტრუქცია საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების „(კომპაქტის“) პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას (რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახით („MCC“) შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების („კომპაქტის“) შესაბამისად და განსაზღვრავს „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამის ფარგლებში განმახორციელებელი ერთეულების (შემდგომში – განმახორციელებელი ერთეულები) მიერ გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „მუდმივი რეზიდენტი“ – ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ჩვეულებრივ იმყოფება საქართველოში და სამართლებრივად აღიარებულია და კანონიერად რეგისტრირებულია როგორც საქართველოში იმიგრირებული პირი. არც ერთ შემთხვევაში პირი, რომელიც იმყოფება საქართვლოში „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამასთან დაკავშირებით, არ იქნება მიჩნეული როგორც მუდმივი რეზიდენტი. ბ) „ადგილობრივი“ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ ორგანიზაცია, MCG-ის და ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის გარდა, რომელიც შეიქმნა მხოლოდ პროგრამის მართვასა და მის განხორციელებაზე ზედამხედველობის მიზნით, ან წარმოადგენს სრულ მფლობელობაში არსებულ ფილიალს, განყოფილებას ან აფილირებულ საწარმოს, რომელიც არ არის რეგისტრირებული ან დაარსებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის დაფინანსების დაბეგვრა 1. „კომპაქტის“ II მუხლის 2.3 ნაწილის შესაბამისად, MCC-ის დაფინასება, პროგრამის აქტივები და დარიცხული პროცენტი გათავისუფლებულია საქართველოში „კომპაქტის“ მოქმედების პერიოდში ძალაში მყოფი ან მომავალში ძალაში შესული კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი გადასახადისაგან (დღგ-ის გარდა, რომლის გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ (შემდგომში – „MCG“) შორის 2006 წლის 24 მარტს გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში – „საგადასახადო შეთანხმება“). ეს შეღავათი გამოიყენება ნებისმიერი პროგრამის აქტივის, MCC-ს დაფინანსების და დარიცხული პროცენტის ნებისმიერი გამოყენების მიმართ, მათ შორის, ნებისმიერი დაბეგვრისაგან გათავისუფლებული გამოყენების და ნებისმიერი იმ სამუშაოს ან საქმიანობის მიმართ (დღგ-ის გარდა), რომელიც განხორციელებულია „კომპაქტის“ შესაბამისად MCC-ის დაფინანსების მიმღები ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის (მათ შორის, კონტრაქტორები და გრანტის მიმღებები) მიერ კომ-პაქტის მოქმედების პერიოდში. განთავისუფლება ვრცელდება ყველა გადასახადზე, ტარიფზე, გადასახდელზე ან სხვა დაბეგვრის თანხაზე (ცალკე „გადასახადი“ და ერთობლივად „გადასახადები“), მათ შორის: ა) MCC-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ადგილობრივის გარდა, სხვა ორგანიზაციებზე ან საწარმოებზე (რომლებიც იღებენ MCC-ის დაფინანსებას) დაწესებულ გადასახადებზე და მოგებაზე ან ბიზნესზე დაწესებულ სხვა გადასახადებზე, მათ შორის, საქართველოში უძრავი ან პირადი ქონების შეძენაზე, მფლობელობაზე, იჯარაზე, განკარგვაზე ან სხვაგვარ გამოყენებაზე, ინვესტიციასთან ან დეპოზიტთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე და ვალუტის კონტროლზე დაწესებულ გადასახადებზე ან ნებისმიერი სახის სხვა გადასახადზე, მოსაკრებელზე ან საზღაურზე, გარდა სპეციალურად გაწეული მომსახურებების ჰონორარისა; ბ) საბაჟო მოსაკრებელზე, ტარიფზე, იმპორტზე და ექსპორტზე დაწესებულ გადასახდელებზე ან სხვა სახის გადასახადებზე, რომლებიც დაწესებულია საქონლის, მომსახურების ან პირადი ნივთების (მათ შორის, პირადი ავტომობილების) იმპორტზე, გამოყენებასა და რეექსპორტზე აღნიშნული პროგრამისათვის, ან იმ ფიზიკური პირების (ან მათი ოჯახის წევრების) პირადი გამოყენების მიზნით, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივი რეზიდენტები და რომლებიც იმყოფებიან საქართველოში პროგრამის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ყველა ხარჯზე ასეთი იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით; გ) გადასახადებზე ყველა პირის შემოსავალზე ან პირად საკუთრებაზე, რომლებიც არ არიან არც საქართველოს მოქალაქეები და არც მუდმივი რეზიდენტები, მათ შორის, ყველა ტიპის საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებზე და ასეთი პირების მფლო-ბელობაში არსებულ პირად ქონებაზე ყველა გადასახადზე, იმ პირობით, თუ ასეთი შემოსავალი ან საკუთრება დაკავშირებულია MCC-ის დაფინანსებასთან;  დ) გადასახადებზე ან მოსაკრებლებზე, რომლებიც დაწესებულია MCC-ის მიერ დაფინანსებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვაზე, მათ შორის, გაყიდვის გადასახადზე, ტურიზმზე დაწესებულ გადასახადებზე ან სხვა მსგავს გადასახადზე (დღგ-ის გარდა). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ (შემდგომში – დაბეგვრისაგან გათავისუფლებული): ა) MCC-ის მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებული ნებისმიერი გარიგებით, მომსახურებით, საქმიანობით, კონტრაქტით, გრანტით ან სხვა ხელშეკრულებებით; ბ) ნებისმიერი მოწოდებული საქონლით, მოწყობილობით, მასალებით, საკუთრებით ან სხვა საქონლით, რომელიც საქართველოში შემოტანილი, შეძენილი, გამოყენებული ან სხვაგვარად განკარგული, ან საქართველოში იმპორტირებული ან საქართველოდან ექსპორტირებულია (ერთობლივად მითითებულია როგორც „საქონელი“) MCC-ის ან ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის (მათ შორის, კონტრაქტორები და გრანტის მიმღებები), როგორც MCC-ის დაფინანსების ან პროგრამის ნაწილის ან მასთან დაკავშირებულის მიერ; გ) ნებისმიერი კონტრაქტორით, გრანტის მიმღებით ან სხვა ორგანიზაციით, რომელიც ახორციელებს MCC-ის მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებულ საქამიანობებს; დ) ასეთი ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომლით.     მუხლი 4🔗. ინფორმაცია ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაზე 1. კვარტალური ინტერვალით MCG-ის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდებული სიის (სიების) ან სრულყოფილი განახლებული სიის (სიების) მიწოდებამდე ნებისმიერი წინასწარი ახალი ინფორმაციის მიწოდებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო MCG-ის მიერ მოწოდებული სიით ან განახლებული ინფორმაციით გათვალისწინებულ თითოეულ განმახორციელებელს ოფიციალურად წერილობით აცნობებს, რომ დახმარების პროექტის ფარგლებში საქონლის (მოხმარების საგნების, ნაწილების, მოწყობილობების), სამუშაოს ან მომსახურების შეძენაზე, „კომპაქტის“ საფუძველზე, თავისუფალია გადასახადებისაგან (დღგ-ის გარდა) და საბაჟო გადასახდელებისაგან (გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან). წერილი უნდა შეიცავდეს დახმარების პროექტის დასახელებას, დაწყებისა და დასრულების თარიღს. 2. ფინასთა სამინისტრო, საგადასახადო ორგანოები ათასწლეულის გამოწვევის პროგრამასთან და MCC-ის დაფინასებასთან დაკავშირებით არ მოითხოვენ განმახორციელებელი ერთეულებისაგან დამატებით ინფორმაციას, წინასწარ MCG-სთან ან MCC-სთან ასეთი მოთხოვნის განხილვის გარეშე.     მუხლი 5🔗. საშემოსავლო გადასახადი 1. MCC-ის დაფინანსების მიმღები ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია ვალდებულია დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქისა და საქართველოს მუდმივი რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის საზღაურის გადახდისას მოახდინონ საშემოსავლო გადასახადის დაკავება საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარის შესაბამისად და უზრუნველყონ დაკავებული გადასახადების ბიუჯეტში გადარიცხვა. 2. „კომპაქტის“ II მუხლის 2.3(ე) (i) (3) ნაწილის შესაბამისად, MCC-ის დაფინანსების მიმღები ნებისმიერი პირი ან ორგანიზაციაში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან არც საქართველოს მოქალაქეები და არც მუდმივი რეზიდენტები, თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.     მუხლი 6🔗. მოგების გადასახადი MCC-ის დაფინანსების მიმღები ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, ადგილობრივის გარდა, „კომპაქტის“ II მუხლის 2.3 (ე) ნაწილის შესაბამისად, თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან.     მუხლი 7🔗 სოციალური გადასახადი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის შესაბამისად სოციალური გადასახადით იბეგრება MCC-ის დაფინანსების მიმღებ ნებისმიერ პირთან ან ორგანიზაციაში დაქირავებით მომუშავე ან მომსახურების გამწევ მუდმივ რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება.  2. კომპაქტის II მუხლის 2.3 (ე) (i) (3) ნაწილის შესაბამისად MCC-ის დაფინანსების მიმღები ნებისმიერი პირი ან ორგანიზაციაში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან არც საქართველოს მოქალაქეები და არც მუდმივი რეზიდენტები, თავისუფლდებიან სოციალური გადასახადით დაბეგვრისაგან.     მუხლი 8🔗. ქონების გადასახადი MCC-ის დაფინანსების მიმღები ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, ადგილობრივის, საქართველოს მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, „კომპაქტის“ II მუხლის 2.3. (ე) (i) (1) ნაწილის შესაბამისად, თავისუფლდება ქონების გადასახადით დაბეგვრისაგან.     მუხლი 9🔗. აქციზი MCC-ის დაფინანსების მიმღები ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, ადგილობრივის გარდა, „კომპაქტის“ II მუხლის 2.3. (ე) (i) (2) ნაწილის შესაბამისად, თავისუფლდება აქციზისაგან.     მუხლი 10🔗. საბაჟო გადასახდელები 1. „კომპაქტის“ ფარგლებში „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურების ან პირადი ნივთების (მათ შორის, პირადი ავტომობილების) იმპორტი და ექსპორტი კომპაქტის II მუხლის 2.3 (ე) ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლებულია საბაჟო გადასახდელებისგან (გადასახადები და მოსაკრებლები).  2. ნებისმიერი იმპორტირებული თუ ექსპორტირებული საქონელი, რომელიც განკუთვნილია განმახორციელებელი ორგანიზაციის თანამშრომლების (საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს მუდმივი რეზიდენტების გარდა) პირადი მოხმარებისათვის, კომპაქტის 2.3 (ე) ნაწილის შესაბამისად, გათავისუფ-ლებულია საბაჟო გადასახდელებისგან (გადასახადები და მოსაკრებლები). 3. საქონლის, მომსახურების ან პირადი ნივთების (მათ შორის, პირადი ავტომობილების) იმპორტისას, სულ მცირე ათი სამუშაო დღით ადრე განმახორციე-ლებელმა ერთეულმა წერილობით უნდა მიმართოს ფინანსთა სამინისტროს და MCG-ს და წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განმახორციელებლის დასახელება და მისამართი; ბ) იმ პროექტის მოკლე მიმოხილვა, რომლის ფარგლებშიც ხდება საქონლის იმპორტი; გ) საიმპორტო საქონლის მოცულობა, ღირებულება და ჩამონათვალი; დ) ტვირთის თანმხლები დოკუმენტაცია, როგორიცაა ინვოისის და კონოსამენტის (სასაქონლო ზედდებული) ან ავიაზედდებულის ასლი. 4. იმ შემთხვევაში, როცა განმახორციელებელი ერთეული საქონლის იმპორტს ახდენს პირადი მოხმარებისათვის, მაშინ განაწილების გეგმაში უნდა აღინიშნოს, რომ საქონელი გამოყენებულ იქნება პროექტთან დაკავშირებით განმახორციელებლის პირადი მოხმარებისათვის ან პროგრამის განხორციელებისათვის. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურად, წერილობით აცნობებს პროექტის განმახორციელებელს პროგრამის ფარგლებში იმპორტზე თანხმობის ან უარის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო არ გასცემს პასუხს აღნიშნულ ვადაში, მაშინ ეს ჩაითვლება თანხმობად და განხორციელდება იმპორტი საბაჟო გადასახდელების (გადასახადები და მოსაკრებლები) გადახდევინების გარეშე. უარის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მიერ წერილობით ეცნობება პროგრამის განმახორციელებელს, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს და MCG-ს. წერილში მითითებული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი. 6. წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან და პროექტის განმახორციელებელთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო ორგანოები თავდაპირველად მიმართავენ MCG-ის. 7. ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი უცხო ენაზე შესრულებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ქართულად ნათარგმნი და თარგმნის სისწორე ნოტა-რიალურად დამოწმებული განმახორციელებლის მიერ.     მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებანი თუ გადასახადის დარიცხვა და გადახდა მოხდება „კომპაქტის“ II მუხლის 2.3 (ე) ნაწილის და წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უყურადღებობით, მაშინ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაუხადოს MCG-ის ან განმახორციელებელ ერთეულს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ასეთი გადასახადის თანხა ქართულ ვალუტაში, MCG-ის ან განმახორციელებელი ერთეულის მიერ ასეთი მოსაკრებლის ან გადასახადის გადახდის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, წინამდებარე ინსტრუქციას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ შორის გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმებას ან „კომპაქტს“ შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობების შემთხვევაში, „კომპაქტის“ ნორმებს ენიჭება უპირატესი ძალა.