„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგანა საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.008.414
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №460
2006 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №38, მუხ. 399) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის შენიშვნა;
ბ) ნუსხის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. მინისტრის მოადგილის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში სამინისტროს მოსამსახურეების თანამდებობრივი გადაადგილება (დანიშვნა-გათავისუფლება) განხორციელდეს კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, თუ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და/ან გათავისუფლება ამ ბრძანებით ერთდროულად განეკუთვნება კურატორი მინისტრის მოადგილისა და მის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფის ხელმძღვანელის ან სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელების კომპეტენციას (პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა).“;
გ) ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:
,,მუხლი 11. მინისტრის ერთი მოადგილის საკურატორო დანაყოფიდან მინისტრის მეორე მოადგილის საკურატორო დანაყოფში სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილებისას, შესაბამის ბრძანებას გამოსცემს მინისტრის ის მოადგილე, რომლის საკურატორო დანაყოფში ხდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა.“.
2. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი