,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.116.016637
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2025 წლის 16 იანვარი

ქ. ცაგერი

 

„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 2 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის ((საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.102434),  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის   შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის  დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 2 აგვისტოს  №27დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016346)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის  დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.(დანართი №1)’’

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი  №1 თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .

 


ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი



დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა
რანგირება   თანამდებობათა დასახელება რიცხოვნობა თანამდებობრივი სარგო (ლარი) შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული კოეფიციენტი 1   საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები 21         საკრებულოს თავმჯდომარე 1 5986       საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 1 4526       საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2 3942       კომისიის თავმჯდომარე 5 3212       ფრაქციის თავმჯდომარე 4 2920       ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 2336           საკრებულოს აპარატი 17     2   ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები           საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –   აპარატის უფროსი - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი 1 3358       საკრებულოს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  მოადგილე – აპარატის უფროსის მოადგილე – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი 1 2920   3   იურიდიული და ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილება         II რანგი საკრებულოს  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1 2628 1.8   III რანგი  I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი   5 1898 1.3 4   საორგანიზაციო განყოფილება         II რანგი საკრებულოს  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1 2628 1.8   III რანგი  I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი   7 1898 1.3    IV რანგი   II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი 1 1314 0.9