„სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელწმიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის № 1-3/548 ბრძანებასა და მასში 1998 წლის 15 სექტემბრის № 1-3/611 ბრძანებით შეტანილ ცვლილებებში შესწორებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/647
1998 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელწმიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/548 ბრძანებასა და მასში 1998 წლის 15 სექტემბრის № 1-3/611 ბრძანებით შეტანილ ცვლილებებში შესწორებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს კანონის „სახელწმიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საფუძველზე, პრივატიზაციის პროცესის შემდგომი სრულყოფისა და დარეგულირების მიზნით, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება სახელწმიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების კონკურსის წესით პრივატიზების დებულებაში“:
- მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბეს სიდიდეს (რომელიც როგორც წესი საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის მინიმუმ 10%-ს შეადგენს)“
- მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება „კომისიის გადაწყვეტილებით განსაკუთრებულ შემთხვევებში გამარჯვებული შეიძლება გამოცხადდეს კონვერტის გახსნიდან არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში“
2. გაუქმდეს სამინისტროს 1998 წლის 15 სექტემბრის ბრძანების პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის გ), დ), ე) და ვ) აბზაცები.
3. სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის № 1-3/548 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის წესით პრივატიზების დებულების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ სამინისტროს ბრძანების გამოცემიდან 20 დღის ვადაში ფორმდება სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს გადასახდელი საბოლოო ფასის არანაკლებ 51%, ხოლო დარჩენილი ღირებულება არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება და გამარჯვებულს გადახდილი „ბე“ არ უბრუნდება.
3. გამყიდველსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
- შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
- მხარეთა ურთიერთვალდებულებები;
- საკონკურსო პირობების უზრუნველყოფის საშუალებები;
- სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. სახელწმიფო ქონების შეძენისას შეტანილი „ბე“ მყიდველს ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. ყველა დანარჩენ მონაწილეს კი კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მონაწილის მოთხოვნით, „ბე“ უბრუნდება „ბეს“ შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ.
5. სახელწმიფო ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემა ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
6. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების (აქციების) ღირებულების სრულად დაფარვამდე მყიდველს (აქციები) გადაეცემა მინდობილ საკუთრებაში.
7. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები იფარება „მყიდველის“ მიერ.“.
4. დაევალოს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს უზრუნველყოს ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით რეგისტრაცია.
5. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ „მესაკუთრეში“ და „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნება.
6. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
მ. გაბუნია