„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4/2025
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016776
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია –

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4/2025

2025 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010210010.15.008.016026) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1.   მე-6 მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სარჩევნო კოდექსი” დარღვევის შემჩნევისთანავე, ამავე კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.”;

ბ) მე-9 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;”.

2.   მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტის, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით, 83-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებითა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 174​2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.”;

ბ) მე-4 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტით, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის თაობაზე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები გადაწყვეტილებებს იღებენ 10 დღის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 88-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას არასაარჩევნო პერიოდში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შესაბამისი არჩევნების დანიშვნამდეა ჩადენილი, იღებს 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო 83-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების მიღებიდან 2 დღის ვადაში. განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლი). სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი). საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტით, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს, ხოლო 83-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს. სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).“.

3.   მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცესკოში შემოსული საჩივრები (გარდა შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საჩივრებისა) და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;”;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება (გარდა შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საჩივრებისა), საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილებასთან ერთად.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 20 იანვრიდან.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.01.2025.
როდის იქნა მიღებული „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 17.01.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №4/2025. სარეგისტრაციო კოდი — 010210010.15.008.016776.
რამდენი მუხლისგან შედგება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.01.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №4/2025, 17.01.2025, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016776 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6385378/