“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებლო ბიუროების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№405
სარეგისტრაციო კოდი
070.010.010.22.027.008.444
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 12/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.008.444

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №405

2006 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში (სსმ III, 2001 წ., №6, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულების:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სხვა ბრძანებებით.“.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.

ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – თბილისის სააღსრულებო ბიურო“, ბიუროს გახსნილი აქვს სადეპოზიტო ანგარიში, სააღსრულებო წარმოების სარეგისტრაციო ჟურნალი და ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვის ჟურნალი.“.

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, III კვარტალი, 8ა კორპუსი.“.

დ) მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) მე-10 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე აღასრულოს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტები;“;

ბ) მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ვ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13.

ბიუროს უფროსი:

ა) იღებს სააღსრულებო ფურცლებს და უნაწილებს სასამართლო აღმასრულებლებს დადგენილი წესის მიხედვით;

ბ) აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მიამაგრებს სხვა აღმასრულებლებს;

გ) წყვეტს სასამართლო აღმასრულებლის აცილებისა და აცილებული სასამართლო აღმასრულებლის სხვა სასამართლო აღმასრულებლით შეცვლის საკითხს;

დ) პერიოდულად მოახსენებს სააღსრულებო დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;

ე) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ვ) აღსრულების პერიოდში მოვალის სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლისას აცნობებს იმ სააღსრულებო ბიუროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გადავიდა მოვალე;

ზ) კოორდინაციას უწევს სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილეების საქმიანობას;

თ) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბიუროს სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან კანდიდატურას ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

ზ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14.

1. ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც ბიუროს სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

2. ბიუროს უფროსის მოადგილე:

ა) დადგენილი წესის შესაბამისად აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას;

ბ) ასრულებს ბიუროს უფროსის ცალკეულ დავალებებს;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

დ) კოორდინაციას უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფის უფროსებისა და ჯგუფების საქმიანობას;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. ბიუროს უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია ბიუროს უფროსის წინაშე.

4. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.“.

თ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15.

1. თბილისის სააღსრულებო ბიურო იყოფა სასამართლო აღმასრულებლებით დაკომპლექტებულ ხუთ ჯგუფად.

2. ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

3. ჯგუფის უფროსი:

ა) აძლევს დავალებებსა და მითითებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სასამართლო აღმასრულებლებს;

ბ) აღასრულებს კანონით გათვალისწინებულ აღსრულების ქვემდებარე აქტებს;

გ) ასრულებს ბიუროს უფროსისა და მოადგილეების ცალკეულ მითითებებს;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

ი) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 161.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

2. ბრძანების №5 დანართით დამტკიცებული იმერეთის სააღსრულებო ბიუროს დებულების:

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ქუთაისი, სადგურის ქ. №3.“.

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

3. ბრძანების №6 დანართით დამტკიცებული ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს დებულების:

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. რუსთავი, რუსთაველის ქ. №21.“.

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

4. ბრძანების №7 დანართით დამტკიცებული შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს დებულების:

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. გორი, შმაგის ქ. №1.“.

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

5. ბრძანების №8 დანართით დამტკიცებული კახეთის სააღსრულებო ბიუროს დებულების:

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქ. №5.“.

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

6. ბრძანების №9 დანართით დამტკიცებულ გურიის სააღსრულებო ბიუროს დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

7. ბრძანების №10 დანართით დამტკიცებული სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დებულების:

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, ლაღიძის ქ. №12.“.

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

8. ბრძანების №11 დანართით დამტკიცებულ მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

9. ბრძანების №12 დანართით დამტკიცებულ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

10. ბრძანების №13 დანართით დამტკიცებულ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

11. ბრძანების №14 დანართით დამტკიცებულ აჭარის სააღსრულებო ბიუროს დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

ბიუროს კანცელარია

    მუხლი 151.

1. ბიუროს შემადგენლობაში შედის კანცელარია, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას, სტატისტიკასა და ანალიზს.

2. ბიუროს კანცელარია აწარმოებს:

ა) სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვას სარეგისტრაციო ჟურნალში;

ბ) აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას;

გ) ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წარმოებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპერაციების აღრიცხვას.

3. კანცელარიის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე