📋

იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2025 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 20.01.2025
მოქმედების პერიოდი 20.01.2025 — 24.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1043
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
20.01.2025
24.09.2025
იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2025 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1043 2025 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2025 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2​​2 პუნქტისა და მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხა (დანართი №1), სადაც 2025 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება იმ დასახლებებში (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში), სადაც სანოტარო მომსახურება 2025 წელს სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ამ ბრძანებით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული ოდენობის ნოტარიუსთა დასანიშნად. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრიანრი ოხანაშვილი დანართი №1 იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხა, სადაც 2025 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის № დასახლება 2025 წელს დასანიშნ ნოტარიუსთა რაოდენობა შენიშვნა 1 ქალაქი ქობულეთი 1 2 დაბა შუახევი 1 მაღალმთიანი დასახლება 3 ქალაქი ცაგერი 1 მაღალმთიანი დასახლება 4 დაბა ადიგენი 1 მაღალმთიანი დასახლება 5 დაბა ასპინძა 1 მაღალმთიანი დასახლება 6 ქალაქი წალკა 1 მაღალმთიანი დასახლება 7 ქალაქი თეთრიწყარო 1 მაღალმთიანი დასახლება 8 სოფელი საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი) 1 9 სოფელი მარტყოფი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) 1 10 სოფელი გამარჯვება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) 1 11 ქალაქი საგარეჯო 1 12 სოფელი კაჭრეთი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) 1 13 ქალაქი სიღნაღი 1