პუბლიკაციის თარიღი 22.01.2025
მოქმედების პერიოდი 22.01.2025 — 08.01.2026
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2025 წლის 21 იანვარი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და დამტკიცდეს საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ‘‘ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 დეკემბრის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/01/2025; 010250050.35.143.016707)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი
დანართი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა
№
რანგი
თანამდებობა
საშტატო ერთეული
საბაზისო
კოეფიციენტი
თანამდებობრივი სარგო
პოლიტიკური თანამდებობა
1
საკრებულოს თავმჯომარე
1
1460
4.1
5986
2
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1
1460
3.1
4526
3
საკრებულოს თავმდომარის მოადგილე
2
1460
2.7
3942
4
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
1460
2.2
3212
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
3
1460
2.0
2920
6
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
6
1460
1.6
2336
აპარატი
7
I რანგი
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საკრებულოს აპარატის უფროსი
1
2482
8
II რანგი
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი
1
1460
1.4
2044
III რანგი
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
4
1460
1.1
1606