ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-93.93250137
2025 წლის 13 იანვარი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1
მიენიჭოს აკაკი წერეთლის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში (კართუბნის ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.
მუხლი 4
განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.
საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე“?
- „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე“ მიღებულია 13.01.2025. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-93. 93250137. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.167.016030.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე“, №გ-93. 93250137, 13.01.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6388636/