ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთ წოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
მიღების თარიღი 13.01.2025
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-93. 93250135
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016033
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/01/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე ცენტრალური სპორტული მოედნისთვის (საკადასტრო კოდი 54.13.51.027 ) ვახტანგი რეხვიაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის ილია ჭავჭვაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის გიორგი
მთაწმინდელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ზაქათლის ქუჩასთან
მდებარე საერთო საცხოვრებლების მიმდებარე სპორტული მოედანი, საკადასტრო კოდი
54.01.51.045) გიორგი(გოგიტა) ბარამიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთ წოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-93.93250135
2025 წლის 13 იანვარი
ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთწოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1🔗
მიენიჭოს ჯემალ ჯიბლაძის სახელი ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთ სპორტულ მოედანს (ეგრეთ წოდებული „რანის“ საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) თანდართული რუკის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.
მუხლი 4🔗
განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.
საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია