„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2025 წლის 22 იანვარი ქ. ტყიბული |
1. დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს 2.4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.4. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ორჯერ“.
2. დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების და ასაკის პენსიონერების სტაციონარული გადაუდებელი მომსახურების დაფინანსება ტყიბულის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ჰოსპლიტლებში/კლინიკებში“.
3. დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის 3.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.1. მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის მინიჭების შემდგომ ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებულ მონაცემთა ბაზაში ჩასართავად დახმარების მთხოვნელმა საბიუჯეტო წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის ცნობა;
გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
4. დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 3-დან 18-წლამდე ასაკის შშმ პირებისათვის საქართველოს კურორტებზე სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების ვაუჩერული დაფინანსება.
5. დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოდაავადებულები, რომლებსაც ესაჭიროებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია, სხივური თერაპია, ციტოსტატიკური თერაპია და ტარგეტული თერაპია“.
6. დანართს დაემატოს 171 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„171 სტუდენტთა სწავლის დაფინანსება:
1. 50 და 70-პროცენტიანი გრანტით ჩარიცხული სტუდენტთა თანადაფინანსება.
1.1. პროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 50 და 70-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
1.2. დაფინანსება ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ტყიბულის მუნიციპალიტეტი.
1.3. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად სტუდენტის გადასახდელი თანხის გათვალისწინებით (ყოველ სემესტრში).
1.4. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის დაფინანსებას, რომლის აკადემიური მოსწრება წინა სემესტრის საშუალო მონაცემით არის 90 ქულიდან 100 ქულამდე, ხოლო პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში გრანტის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
1.5. პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) პირის რეგისტრაციის შესახებ;
დ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).
ე) ცნობა სასწავლებლიდან, რომელშიდაც მითითებული იქნება: საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, სემესტრი, სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასების შესახებ (100-ქულიანი სისტემიდან), სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასური, რა ოდენობის გრანტით სარგებლობს სტუდენტი, სტუდენტის გადასახდელი თანხის ოდნობა.
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი).
1.6. პროგრამით ისარგებლებენ 2024 წლის და შემდგომ წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 50 და 70-პროცენტიანი გრანტის მფლობელი სტუდენტები.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ომის ვეტერანების და ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირების შვილების/შვილიშვილების სწავლის დაფინანსების პროგრამა.
2.1. პროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ომის ვეტერანებისა და ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირების შვილების/შვილიშვილების სწავლის დაფინანსების პროგრამას.
2.2. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად სტუდენტის გადასახდელი თანხის გათვალისწინებით (ყოველი სემესტრის შესაბამისად).
2.3. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის დაფინანსებას, რომლის აკადემიური მოსწრება წინა სემესტრის საშუალო მონაცემით არის 90 ქულიდან 100 ქულამდე, ხოლო პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
2.4. პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) ომის ვეტერანის/გათანაბრებული პირის და სტუდენტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით;
დ) ომის ვეტერანისა და ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სტუდენტის დაბადების მოწმობა, მშობლის დაბადების მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა სასწვლებლიდან, რომელშიდაც მითითებული იქნება: საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, სემესტრი, სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასების შესახებ (100-ქულიანი სისტემიდან), სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასური, რა ოდენობის დაფნანსებით სარგებლობს სტუდენტი, სტუდენტის გადასახდელი თანხის ოდნობა;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი).
2.5. პროგრამით ისარგებლებენ 2024 წლის და შემდგომი წლების სტუდენტები.
|