საქართველოს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ „საქთევზის“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 14.01.1998
ძალის დაკარგვა 17.04.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-16
სარეგისტრაციო კოდი 000001500.12(0).003.000165 2
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 20/01/1998
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ „საქთევზის“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2–16
1998 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ „საქთევზის“ დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს დეპარტამენტი „საქთევზის“ დებულება (დანართი №1), ხარჯთა ნუსხა (დანართი № 2).
2. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) დეპარტამენტი „საქთევზთან“ (ო. აბდუშელიშვილი) ერთად უზრუნველყონ:
ა) კანონით და დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ვ. გვარჯალაძეს.
მინისტრი ბ. გულუა
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ „ს ა ქ თ ე ვ ზ ი ს“
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტი „საქთევზი“ (შემდგომში დეპარტამენტი) შექმნილია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 ოქტომბრის №659 დადგენილებით და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს 1995 წლის 8 დეკემბრის №3-388 ბრძანებით, საქართველოს თევზის მეურნეობის სახელმწიფო კონცერნ „საქთევზის“ ბაზაზე. მისი ადგილსამყოფელია ქ. თბილისი კოსტავას ქუჩა № 41.
2. დეპარტამენტი არის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას მეთევზეობის დარგში, საქართველოში მოქმედი კანონების, სამინისტროს ბრძანებების და ამ დებულების საფუძველზე.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
დეპარტამენტის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სათევზმეურნეო ორგანიზაციებსა და საწარმოებისათვის.
4. დეპარტამენტს აქვს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ბლანკი საკუთარი ემბლემით. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
II. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
5. საქართველოში თევზის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, სათევზმეურნეო საწარმოთა და ორგანიზაციათა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიუხედავად.
6. თევზის რესურსების (ოკეანე, ზღვა, შიდა წყლები) მაქსიმალური ათვისება, თევზისა და თევზის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენება, საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება, ბაზრების მოპოვება და თევზის ინდუსტრიის განვითარებისათვის ხელშეწყობა.
7. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა. მეთევზეობის დარგის პროდუქციის სტანდარტიზაციაში და სერთიფიცირებაში მონაწილეობა.
8. სახელმწიფო ინტერესების დაცვა მეთევზეობის საერთაშორისო ორგანიზაციებში და შესაბამის კონვენციებში.
9. დარგის საინვესტიციო პროგრამის შემუშავება და მისი რეალიზაციისათვის გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა.
10. სათევზმეურნეო სახელმწიფო საწარმოთა აქციონირებისა და პრივატიზაციის ხელშეწყობა.
11. დარგისათვის სპეციალისტების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ორგანიზაცია, კვალიფიცირებული სპეციალისტების სათევზმეურნეო საწარმოებში გამოყენების კოორდინაცია და ხელშეწყობა.
12. სახელმწიფო მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად თევზის პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების კოორდინაცია.
III. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი
13. სათევზმეურნეო საწარმოთა შექმნისა და მათ მიერ პროდუქციის წარმოებაში პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვაში დახმარება. სხვა უწყებებთან ერთად თევზის მარაგების დადგენაში მონაწილეობა, მეთევზეობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია.
14. სათევზმეურნეო საწარმოთა ერთიანი რეესტრის წარმოება, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე.
15. სათევზმეურნეო საწარმოებში თევზის ინკუბაციის ჩატარების, სასაქონლო თევზის გამოზრდის, დაავადებათა წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების რეკომენდაციების შემუშავება და დაყვანა.
16. დარგის საწარმოების უზრუნველყოფა მათთვის აუცილებელი კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, ზემდგომი ორგანოების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტებით და სააღრიცხვო-საანგარიშო დოკუმენტების ნიმუშებით.
17. მეთევზეობის დარგში სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საწარმოთა შორის ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზაცია და ხელშეწყობა.
18. დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით დარგის საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან სტატისტიკური მონაცემებისა და სხვა აუცილებელი საინფორმაციო ცნობების მიღება, დარგის საქმიანობის გაანალიზება და ზემდგომ ორგანოებში წარდგენა.
19. დარგში მარკეტინგული სამსახურის შექმნა სახელშეკრულებო საფუძველზე, საბაზრო კონიუქტურის სისტემატური შესწავლა და დარგის საწარმოებისათვის ინფორმაციის მიწოდება არსებული სიტუაციისა და ტენდენციების შესახებ.
20. არსებული სათევზმეურნეო საწარმოების აღდგენისა და განვითარების პერსპექტიული გეგმების შედგენა.
21. საწარმოებისათვის პროდუქციის მიწოდებაზე დაკვეთების განთავსებასა და რეალიზაციაში საშუამავლო მომსახურების გაწევა.
22. მოაწყოს აუქციონები, კონკურსები, ტენდერები, სექტორში სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეთა და სახელმწიფო შეკვეთების (საჭიროების შემთხვევაში) შემსრულებელთა გამოსავლენად. დადგენილი წესით გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები.
23. დადგენილ ვადებში და მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგინოს პროექტები და წინადადებები კანონპროექტების, ინდიკატური გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტის, სახელმწიფო პროგრამებისა და სხვათა შესამუშავებლად.
24. დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები ზემდგომ ორგანოებში გადაწყვეტილების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება.
25. განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი სამინისტროს მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა და იმ სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვის უფლება დელეგირებულია დეპარტამენტისათვის.
IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
26. სათევზმეურნეო საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელ კადრების შერჩევა და კანდიდატურების წარდგენა სამინისტროში.
27. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ და წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ორგანოებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
28. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან შეთანხმებით.
29. დეპარტამენტის აპარატის საშტატო რიცხოვნობა შედგება 10 ერთეულისაგან.
დეპარტამენტის თავმჯდომარე ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებსა და სხვა მუშაკთა შორის, ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს არსებული კანონის დაცვით სტრუქტურისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში ამტკიცებს საშტატო განრიგს, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციით მიკუთვნებულ საკითხებზე. ხელმძღვანელობს დეპარტამენტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, განსაზღვრავს მის შემადგენლობასა და ამტკიცებს დებულებას.
30. დეპარტამენტი უწევს მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას შემდეგ სათევზმეურნეო საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაობას:
- აჭარის თევზჭერისა და გადამუშავების საწარმოო გაერთიანებას – ქ. ბათუმი
- სააქციო საზოგადოება „ფოთითევზს“ – ქ. ფოთი
- საქართველოს მეთევზეთა კოოპერაციულ კავშირს – ქ. ფოთი
- მრავალდარგოვანი საწარმოო გაერთიანება „დელფინს“ – ქ. ქუთაისი
- შიდა წყლების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები) – სათევზმეურნეო საწარმოებს (საკუთრების ფორმების მიუხედავად) – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
V. დასკვნითი დებულებები
31. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ, კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ „საქთევზის“ 1998 წლის ხარჯთაღრიცხვა
N
ხარჯების დასახელება
წლიური ხარჯები
1
მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
მ.შ. ხელფასი
პრემია
დახმარება
8670
6120
2040
510
2.
სოც. და სამედიცინო დაზღვევის
ერთიანი ფონდი
მ.შ.ა) სოც. დაზღვევის ფონდი
ბ) ჯანდაცვის ფონდი
2601
2341
260
3.
მივლინება
- ქვეყნის შიგნით
470
470
4.
4. მომსახურებისა და სამეურნეო ხარჯები
მ.შ. ა) ოფისის ხარჯები
ბ) კომუნალური ხარჯები
2530
1930
600
5.
სულ ხარჯები
14271