სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.04.2006
ძალის დაკარგვა 05.10.2010
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №179
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.008.454
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 17/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,770 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.04.2006 მიღება
05.10.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.008.454 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №179 2006 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შე­სახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის II პუნ­­ქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს და სამოქმედოდ იქნეს შემოღებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარა­ტის თანდართული დებულება (დანართი №1). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სამსახურის უფ­როსის 2005 წლის 25 ივლისის №257 ბრძანებით დამ­­ტკი­ცებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამ­სა­­­ხურის აპარატის დებულება (სსმ III, 01.08.2005 წ., №89, მუხ. 1023). 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 4. კონტროლი წინამდებარე ბრძანების შესრუ­ლებაზე დაევალოს სამსახურის აპარატის უფროსს, სახელ­მწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკ გ. სალაძეს. ო. ქველიძე დანართი №1 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქარ­თველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (სსმ III, 01.05.2003 წ., №39, მუხ. 330) დამტკიცებული „საქარ­თველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსა­ხურის დებულე­ბის“ მე-15 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამ­სახური) ფუნქციონირებს სამსახურის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელიც წარმოად­გენს სამსა­ხურის სტრუქტურულ დანაყოფს და თავის კომპე­ტენციის ფარგლებში აწესრიგებს სამსახურის ორგანი­ზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი სა­ფუძ­ვლე­ბი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზი­დენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით. თავი II. აპარატის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 2🔗. აპარატის ამოცანები 1. აპარატის ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმია­ნობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამარ­თლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება; გ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნ­­ველყოფა; დ) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და გატანის სპეცია­­ლური ნებართვების რეესტრის წარმოება; ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ვ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; თ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფინგები, პრესკონფერენციები, ინტერ­ვიუები); ი) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა. 2. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორ­ციელებლად აპარატი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და მასალები სამ­სახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან.     მუხლი 3🔗. აპარატის ფუნქციები დაკისრებული ამოცანების გათვალისწინებით, აპარა­ტის ფუნქციები მოიცავს: ა) სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ და ინფორ­მაციულ უზრუნველყოფას; ბ) სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ქვედანა­ყოფებისა და თანამდებობის პირების მიერ სამსახურის უფროსის ბრძანებების, აგრეთვე სიტყვიერი მითითე­ბებისა და განკარგულებების შესრულებაზე კონტროლს, მათი საქმიანობის წარმართვას არსებული ნორმატიული აქტების შესაბამისად; გ) სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებზე დაკისრე­ბული ფუნქციების ან ცალკეულ დავალებათა შესრუ­ლების მდგომარეობის შესწავლას და შედეგების სამ­სახურის უფროსისთვის მოხსენებას; დ) სამსახურის შიდანორმატიული დოკუმენტების (ბრძა­ნებები, ინსტრუქციები), აგრეთვე სხვა – ინდივი­დუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუ­შავებას; ე) სამსახურის უფროსის ოპერატიული თათბირების ორგანიზებასა და თათბირის ოქმის შედგენას; ვ) ოპერატიული და ლიტერული საქმეების აღრიც­ხვას; ზ) სამსახურის უფროსის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხის რეგულირებას; თ) სამსახურის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების გადაწ­ყვეტას; ი) სამსახურის ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებას; კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურ­თიერ­თობას; ლ)     სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. თავი III. აპარატის ორგანიზაცია და მმართველობა     მუხლი 4🔗. აპარატის ორგანიზაცია 1. აპარატის შიდასტრუქტურული ორგანიზაცია ეფუძ­ნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების პრინ­ციპებს. აპარატი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამ­ხედველობას მის საქმიანობაზე. 2. აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სამსახუ­რის საშტატო განრიგის მიხედვით.     მუხლი 5🔗. აპარატის ხელმძღვანელობა 1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი; 2. აპარატის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რო­მელ­­საც აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამ­დე­ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.     მუხლი 6🔗. აპარატის უფროსის კომპეტენცია აპარატის უფროსი: ა) უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს აპარატის საქმიანობას; გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის უფროსს აპარატის საქმიანობის შესახებ; ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს აპარატის სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, აპარატის პირადი შემადგენ­ლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუ­­ხის­მგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; ვ) აკონტროლებს აპარატის საქმისწარმოებას; ზ) აპარატის ქვედანაყოფებისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გასცემს მითითებებსა და განკარგულებებს; თ) აკონტროლებს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ი) კონტროლს უწევს სამსახურის სტრუქტურული    დანაყოფების მიერ სამსახურის უფროსის ბრძანებების, სიტყვიერი მითითებებისა და განკარგულებების შესრუ­ლებას; კ) სამსახურის უფროსთან შუამდგომლობს აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; ლ) ასრულებს სამსახურის უფროსის კონკრეტულ დავალებებს; მ) პასუხს აგებს აპარატის წინაშე დასმული ამოცა­ნების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.     მუხლი 7🔗. აპარატის უფროსის მოადგილის კომპეტენცია აპარატის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლე­ბამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვე­ვაში, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარტის უფროსის მოადგილე, რომელიც მოქმედებს აპარატის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.     მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსის კომპეტენცია განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) აპარატის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ; გ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, განყოფილების პირადი შემად­გენ­ლობის წახალისების ან მათთვის დისციპლი­ნარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; დ) ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს; ე) აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) წინადადებით შედის აპარატის უფროსთან განყოფილების თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშ­ვნისა და გათავისუფლების თაობაზე; ზ) კონტროლს უწევს განყოფილების მიერ აპარატის უფროსის კონკრეტული დავალების შესრულებას და განსაზღვრავს მასზე პასუხისმგებელ პირს; თ) ზედამხედველობას უწევს განყოფილებაში საი­დუმ­­ლო საქმისწარმოების რეჟიმის მოთხოვნათა შესრუ­ლებას; ი) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებას.     მუხლი 9🔗. განყოფილების უფროსის მოადგილე 1. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, აპარატის უფროსის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს განყოფილების უფროსის მოადგილე. 2. განყოფილების უფროსის მოადგილე: ა) ორგანიზაციას უწევს თავისი საკურატორო ქვეგან­ყოფილების (რომელიც განისაზღვრება განყოფი­ლების უფროსის მიერ აპარატის უფროსთან შეთან­ხმებით) საქმიანობას, რისი სწორი ორგანიზა­ციისათვის პასუხისმგებელია განყოფილების უფროსის, აპარატის უფროსის მოადგილისა და აპარატის უფროსის წინაშე; ბ) ასრულებს აპარატის უფროსის, მისი მოადგი­ლისა და შესაბამისი განყოფილების უფროსის ცალ­კეულ დავალებებს.     მუხლი 10🔗. ქვეგანყოფილების უფროსი 1. განყოფილების სტრუქტურულ შემადგენლობაში არსებულ თითოეულ ქვეგანყოფილებას ჰყავს უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდე­ბო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს სამსახურის უფროსი. 2. ქვეგანყოფილების უფროსი: ა) წარმართავს ქვეგანყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია მისი სწორი ორგანიზაციისათვის; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს აპარატის უფროსისა და მისი მოადგილის, აგრეთვე განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის ცალ­კეულ დავალებებს.     მუხლი 11🔗. აპარატის სხვა თანამშრომლები აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები გამომდინარეობს აპარატის შესაბამისი ქვედანაყოფების (რომელშიც ირიცხება თანამშრომელი) ამოცანებიდან და მოიცავს აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად ზემდგომ პირთა შესაბამის დავალებათა შესრულებასაც. შრომითი ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლის ფუნქციები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. თავი IV. აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები     მუხლი 12🔗. აპარატის სტრუქტურა 1. აპარატის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახუ­რის უფროსის ბრძანებით და მასში ცვლილებების შე­ტანა წარმოადგენს მხოლოდ სამსახურის უფროსის კომპეტენციას. 2. აპარატის სტრუქტურულ შემადგენლობაშია: ა) იურიდიული განყოფილება, რომელიც სტრუქ­ტურულად მოიცავს სამართალშემოქმედების, აგრეთვე პარლამენტთან ურთიერთობის და ინფორმაციის ქვეგანყოფილებას; ბ) სამდივნო განყოფილება, რომელიც სტრუქტუ­რულად მოიცავს არქივის, აგრეთვე საქმისწარმოებისა და კონტროლის ქვეგანყოფილებას; გ) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება.     მუხლი 13🔗. იურიდიული განყოფილება 1. იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს სამსახუ­რის უფროსის ნორმატიული და ინდივიდუა­ლურ-სამართლებრივი აქტების შემუშავებას, საქარ­თველოს პარლამენტთან და სხვა სახელმწიფო ორგა­ნოებთან სამსახურის ურთიერთობის სამართლებრივი საკითხების მოგვარებას, სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავში­რებული საკითხების გადაწყვეტას. 2. იურიდიული განყოფილების ამოცანებია: ა) სამსახურში შემოსული კანონებისა და კანონქვემ­დებარე აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერ­ტიზა, მათზე დასკვნების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის ან სამსახურის აპარა­ტის უფროსის წერილობითი კორესპონდენციის მომზადება; ბ) სამსახურის ინტერესების წარმოდგენა სასამარ­თლო ორგანოებში; გ) სამსახურის ხელმძღვანელობისათვის სამართლებ­რივი ხასიათის საცნობარო მასალების მომზადება და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამარ­თლებრივი კონსულტაცია; დ) უწყებრივი ნორმატიული აქტებისა და სამსახურ­ში შემოსული საქართველოს კანონების, კანონქვემდე­ბარე აქტების სისტემატიზებული აღრიცხვის უზრუნ­ველყოფა; ე) სამსახურის შიდანორმატიული აქტების, დოკუმენ­ტებისა და მათი პროექტების საქართველოს კანონ­მდებლობასთან და უწყებრივ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაზე კონტროლი. 3. იურიდიული განყოფილების სამართალშემოქმე­დების ქვეგანყოფილების ამოცანებია: ა) სამსახურში შესამუშავებელი სამართლებრივი აქტების ოპტიმალურ ვადებში მომზადებისა და დამტკი­ცების უზრუნველყოფა; ბ) საკანონმდებლო აქტების სისტემატიზაცია სამსახუ­რის შიდა კომპიუტერულ ქსელში განსათავსებლად; გ) სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი უწყებ­რივი ნორმატიული აქტების პერიოდული კოდიფი­ცირება. 4. იურიდიული განყოფილების პარლამენტთან ურ­თიერ­თობის და ინფორმაციის ქვეგანყოფილების ამოცანებია: ა) საქართველოს პარლამენტთან სამსახურის ურ­თიერ­თობის სამართლებრივ-ორგანიზაციული საკით­ხების მოგვარება; ბ) ბეჭდვითი და ელექტრონული მასობრივი საინფორ­მაციო საშუალებებით ინფორმაციის მოპო­ვება. გ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგი, ანალიტიკური ხასიათის ცნობების მომზადება განსაზღვრული თემატიკის მიხედვით, ოფიციალური კორესპონდენციებითა და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნო­ბე­ბის დამუშავება და შედარებითი ანალიზი; დ) მასობრივი ინფორმაციების საშუალებებში, უწყებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტების კომენტარების, აგრეთვე სამსახურის სახელით, ოფი­ციალური განცხადებების გამოქვეყნების უზრუნ­ველ­ყოფა; ე) მასმედიასთან ურთიერთობის რეგულირება სამ­სახურის ხელმძღვანელობის მითითებების შესაბა­მისად.     მუხლი 14🔗. სამდივნო განყოფილება 1. სამდივნო განყოფილება უზრუნველყოფს სამსახურის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარ­მოებას, საიდუმლოების რეჟიმის დაცვის და დოკუ­მენტების შესრულების კონტროლს. 2. სამდივნო განყოფილების ამოცანებია: ა) სამსახურში შემოსული, სამსახურიდან გასული და შიდაუწყებრივი ბრუნვის დოკუმენტების აღრიცხვა, მოძრაობის უზრუნველყოფა; ბ) დოკუმენტების სახეზე ყოფნის შემოწმება; გ) სამსახურში შემოსული დოკუმენტების შესრუ­ლების კონტროლი; დ) თანამშრომლების სამსახურებრივი მივლინე­ბების გაფორმება; ე) სამსახურის საქმისმწარმოებლებისა და აპარა­ტის თანამშრომლებისათვის საიდუმლო საქმისწარ­მოე­ბის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება; ვ) სამსახურიდან სხვადასხვა უწყებებში გასაგზავნი დოკუმენტების კონტროლი. 3. სამდივნო განყოფილების არქივის ქვეგანყოფი­ლების ამოცანებია: ა) სამსახურის დანაყოფების საქმეთა ნომენკლა­ტურების შეთანხმება; ბ) არქივში შესანახად მიღებულ საქმეთა აღრიც­ხვა-განთავსება; გ) შენახვის ვადაგასული საქმეების და ცალკეული დოკუმენტების დადგენილი წესით განადგურება. 4. სამდივნო განყოფილების საქმისწარმოებისა და კონტროლის ქვეგანყოფილების ამოცანებია: ა) აპარატის სეიფების, ლითონის კარადების და საიდუმლო დოკუმენტების შესანახი სხვა სათავსოე­ბისა და მათი გასაღებების აღრიცხვა; ბ) საიდუმლო დოკუმენტების გამრავლების წესების დაცვის კონტროლი; გ) სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში საი­დუმ­­ლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმის­წარმოების მდგომარეობის, აგრეთვე დოკუმენ­ტების სახეზე ყოფნის შემოწმება.     მუხლი 15🔗. ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ამოცა­ნებია: ა) ოპერატიული აღრიცხვის საქმეთა რეგისტრა­ცია და აღრიცხვა; ბ) ლიტერული საქმეების რეგისტრაცია და აღ­რიც­ხვა; გ) ოპერატიული არქივის ფუნქციონირება.     მუხლი 16🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან დამა­ტებების შეტანა ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.