გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4390-24
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №080210324010685173

№2/4390-24

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2025 წლის 20 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯემალ გელოვანი

განმცხადებელი (მოვალე) – შპს „საქგრანიტის“ დირექტორი ლევან სილაგაძე;

 მოთხოვნა გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

 სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „საქგრანიტის“ დირექტორი ლევან სილაგაძის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

  გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2024 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქგრანიტის“ დირექტორმა ლევან სილაგაძემ, რომელმაც მოითხოვა შპს „საქგრანიტის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

 განმცხადებლის განმარტებით, 2022 წლის 12 თებერვლიდან არის შპს „საქგრანიტის“ (ს/კ 412751160) დირექტორი და 100 % წილის მფლობელი, აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ქვის გადამუშავება და რეალიზაცია, დღეის მდგომარეობით შპს „საქგრანიტი“ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, არის უფუნქციოდ და შესაბამისად დასაქმებულიც არ ჰყავს.

კომპანიას დებიტორული მოთხოვნები, უზრუნველყოფილი, კრედიტორული და პირობითი ვალდებულებები, საინვესტიციო ქონება არ გააჩნია, შპს „საქგრანიტს“ ბალანსზე არ ერიცხება არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები. შპს „საქგრანიტს“ სხვა კომპანიებში წილები არ აქვს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იურიდიული პირების მონაცემებით კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული საზოგადოების/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

 შპს „საქგრანიტს“ არ ერიცხება თანხა საქართველოში არსებულ, არცერთი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, მის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის საქმის წარმოება, შპს „საქგრანიტს“ მიმდინარე ხელშეკრულებები, რეგულარული ვალდებულებები და სასამართლოს დავები არ აქვს, ასევე კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 შპს „საქგრანიტის“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სსიპ „შემოსავლების სამსახური“, რომლის მიმართ 2024 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას ერიცხება დავალიანება 69 847,87 ლარის ოდენობით.

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, შპს „საქგრანიტის“ დირექტორს ლევან სილაგაძეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge); გამოქვეყნდა 2024 წლის 31 დეკემბერს. 2025 წლის 13 იანვარს (კანონით დადგენილ ვადაში) მოვალემ წარმოადგინა განცხადება, რითაც შეავსო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

 საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „საქგრანიტი“ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, არის უფუნქციო. კომპანიას დებიტორული მოთხოვნები, უზრუნველყოფილი, კრედიტორული და პირობითი ვალდებულებები, საინვესტიციო ქონება არ გააჩნია, შპს „საქგრანიტს“ ბალანსზე არ ერიცხება არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები. შპს „საქგრანიტს“ სხვა კომპანიებში წილები არ აქვს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იურიდიული პირების მონაცემებით კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული საზოგადოების/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. შპს „საქგრანიტს“ არ ერიცხება თანხა საქართველოში არსებულ, არცერთი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, მის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის საქმის წარმოება, შპს „საქგრანიტს“ მიმდინარე ხელშეკრულებები, რეგულარული ვალდებულებები და სასამართლო დავები არ აქვს, ასევე კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 შპს „საქგრანიტის“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სსიპ „შემოსავლების სამსახური“, რომლის მიმართ 2024 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას ერიცხება დავალიანება 69 847,87 ლარის ოდენობით.

  შპს „საქგრანიტი“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, სახეზეა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ -„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება.

 განმცხადებელი ითხოვს, მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნას, მაგრამ, ვინაიდან ამავე კანონის, 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, შესაბამისად, კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „საქგრანიტი“ გადახდისუუნაროა და არა, მოსალოდნელი გადახდისუუნარო, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განცხადების წარდგენა არ საჭიროებს პარტნიორთა კრების თანხმობას, ვინაიდან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მისი პარტნიორების თანხმობა უნდა წარადგინოს, მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „საქგრანიტის“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის /კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან).

 მოვალეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ერიცხება დავალიანება 69 847,87 ლარის ოდენობით.

 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: (ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; (ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

 მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 დ ა ა დ გ ი ნ ა:

 1. უარი ეთქვას შპს „საქგრანიტის“ (ს/კ 412751160) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

 2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

 3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

 4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე ჯემალ გელოვანი