კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 17.01.2025
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016009
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/01/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.01.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის ზოგიერთი სახელწოდების არქმონე ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელეო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №3
2025 წლის 17 იანვარი
კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2024 წლის 05 დეკემბრის წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 12 ივლისის №151655 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტში მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 12 ივლისის N151655 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. მიენიჭოს, კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩებს სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე;
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი