არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 040000000.32.061.016422 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/01/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
427 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 24.05.2016 ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 11.10.2023 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 22.03.2021 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 25.02.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 28.02.2025
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
29.01.2025
21.03.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №3 2025 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად: 1. დაწყებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო კოდი N405376659) ლიკვიდაციის პროცესი. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) გოგი მანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე – სალიკვიდაციო კომიისიის თავმჯდომარე; ბ) თამარ დალაქიშვილი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ დირექტორი - სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) გიორგი აქუბარდია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - სალიკვიდაციო კომისიის წევრი; დ) ხატია მირცხულავა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ შრომის, უსაფრხთოების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი; ე) ლელა გულუა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ შესყიდვებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი; ვ) ვლადიმერ ნიქაცაძე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი - სალიკვიდაციო კომისიის წევრი. 3. სალიკვიდაციო კომისიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა. 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრი“ ლიკვიდირებულად ჩაითვალოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის რეგისტრაციის ასახვის დღიდან. 6. თამარ დალაქიშვილს (პირადი N01027047799) დაევალოს, ამ დადგენილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ყველა აუცილებელი მოქმედება, მათ შორის, ხელი მოაწეროს ყველა შესაბამის დოკუმენტს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მარეგისტრირებელ ორგანოში. მუხლი 2🔗 დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა  (ნ. ჯალაღონია). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი