პუბლიკაციის თარიღი 10.07.1998
მოქმედების პერიოდი 10.07.1998 — 21.07.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
ნომერი №34
„საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №34
1998 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი

საქართველოს კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ მე-5 მუხლის 1-ლი და
მე-2 პუნქტების საფუძველზე და საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემის მომსახურების მიზნით:
1. დამტკიცდეს დებულება „საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ“. (დანართი 1)
2. შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ ადეიშვილი – მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის საგზაო ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფში, კომისიის თავმჯდომარე.
დავით ძოწენიძე – საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
რამაზ ტურაშვილი – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი.
ინგა ნემსაძე – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს ევროპული ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი.
კობა მეტრეველი – დარგთაშორისი კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
3. კომისიას დაევალოს გასცეს ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების მსურველ იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე სათანადო განაცხადისა და საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე. ნებართვების არსებული რაოდენობაზე მოთხოვნის გადამეტების შემთხვევაში ჩაატაროს ღია კონკურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.
მინისტრი მერაბ ადეიშვილი
დანართი
დებულება
საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1.1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის (ტექსტში შემდგომ „კონფერენციის“) ოფიციალური დოკუმენტის –„სახელმძღვანელო სამთავრობო მოხელეებისა და გადამზიდავებისათვის კონფერენციის მრავალმხრივი ქვოტების გამოყენების თაობაზე“, მოთხოვნათა გათვალისწინებით.
1.2. დებულება, რომელიც წარმოადგენს ბრძანების დანართს, განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესებს, კომისიის სტატუსს, უფლებამოსილებებს და საქმიანობის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს.
1.3. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები საქართველოს საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადამზიდავებზე გაიცემა საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანებით შექმნილი საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სპეციალური კომისიის მიერ(ტექსტში შემდგომ „კომისია“).
II. საქართველოს საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებზე კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემის წესები
2.1. საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებზე კონფერენციის მრავალმხრივ ნებართვებს გასცემს კომისია ერთი კალენდარული წლის ფარგლებში.
2.2. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები გაიცემა კომისიის მიერ მსურველი იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე სათანადო განაცხადისა და საქართველოს კანონით „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირების შესახებ“ განსაზღვრული საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებზე „საქსტანდარტის“ შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე.
2.3. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები ფორმდება სპეციალურ ბლანკზე, რომელიც მიღებულია (მოწოდებულია) კონფერენციის სამდივნოსაგან და ექვემდებარება მკაცრი აღრიცხვას.
მრავალმხრივი ნებართვების შენახვა, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.4. კომისიის მიერ გაცემული კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები არ შეიძლება გადაეცეს სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირს.
2.5. კომისიის მიერ გაცემული კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები გაიცემა, ან მოტივირებული უარი ეცნობება განმცხადებელს განაცხადის შემოსვლის თარიღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
2.6. კომისია, რომელიც გასცემს კონფერენციის მრავალმხრივ ნებართვებს უფლებამოსილია გააუქმოს (ამოიღოს) ან შეაჩეროს მათი მოქმედება განმცხადებლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში.
2.7. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები შეიძლება გაუქმებულ (ამოღებულ) იქნენ აგრეთვე მრავალმხრივი ნებართვების არადანიშნულებისამებრ გამოყენების ან მხოლოდ ორმხრივი სატრანსპორტო ოპერაციების ჩატარების შემთხვევაში.
2.8. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები, რომლებიც გაუქმებულია (ამოღებულია) კომისიის მიერ ან ჩაბარებულია მესაკუთრის მიერ, შეიძლება ხელმეორედ გაიცეს სხვა მსურველ იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე მოქმედების დარჩენილი ვადის დასრულებამდე. ამ შემთხვევაში, დროის დარჩენილი პერიოდისათვის სხვა გადამზიდავისათვის გაცემამდე ამოღებული ან ჩაბარებული მრავალმხრივი ნებართვები უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს სარეზერვო მრავალმხრივი ნებართვებით.
2.9. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გადაცვლის ან გაუქმების შემთხვევები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კონფერენციის გენერალურ მდივანს.
III. მრავალმხრივი ნებართვების გამოყენება, მათი მოქმედების სფერო და შეზღუდვები
3.1. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალებისათვის ერთდროულად.
3.2. იმ შემთხვევაში, როდესაც ტრაილერი (ძარა) ან ნახევრად ტრაილერი არ არის რეგისტრირებული ან ჩართული მოძრაობაში (ბრუნვაში) იმავე საწარმოს სახელით, რომლითაც რეგისტრირებულია გამწევი, ან მოძრაობს ქვეყანაში, სადაც არ არის რეგისტრირებული, მთავარი სატრანსპორტო საშუალებად მიიჩნევა გამწევი დაწყვილებულ კომბინაციაში.
3.3. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები შეიძლება გამოყენებულ იქნას სატრანსპორტო საწარმოების მიერ, ვიზედაც ის არის გაცემული, დაქირავებული ან იჯარით გაცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის, მძღოლის გარეშე.
3.4. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები, საგზური საერთაშორისო გადაზიდვებისათვის და საჭიროების შემთხვევაში ეკოლოგიური უსაფრთხოების სერტიფიკატი უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალებებში და წარედგინოს კომპეტენტურ მაკონტროლებელი ორგანოს მოთხოვნისთანავე.
3.5. საგზური საერთაშორისო გადაზიდვებისათვის შევსებული უნდა იყოს მგზავრობის დაწყებამდე, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ყოველ პუნქტი და ყოველი დაუტვირთავი გარბენისათვის.
3.6. თუ ტვირთის მიღება ხდება გარკვეულ პუნქტში, ნაჩვენები უნდა იყოს მხოლოდ მგზავრობა, რომელიც სრულდება საბოლოოდ დატვირთული ავტომანქანით, მიღებისა და განაწილებისათვის შესრულებული გადაადგილების გაუთვალისწინებლად.
3.7. საგზურში საერთაშორისო გადაზიდვებისათვის შესწორებები შეტანილ უნდა იქნას ისე, რომ შესაძლებელი იყოს თავდაპირველი სიტყვებისა და ციფრების გარჩევა.
3.8. შევსებული ფორმები უნდა დაუბრუნდეს მისი გამცემი წევრი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს მგზავრობის დასრულების მომდევნო თვის ორი კვირის განმავლობაში.
3.9. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ეცნობოს კომისიას.
მრავალმხრივი ნებართვები შეიძლება შეიცვალოს სხვა ნებართვებით მათი მოქმედების ვადის დასრულებამდე. კონფერენციის სამდივნო ინფორმირებული უნდა იყოს მოპარული ან დაკარგული და გადაცვლილი (შეცვლილი) ნებართვების რაოდენობაზე.
3.10. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გამოყენება აკრძალულია და ბათილად ჩაითვლება, თუ მასში არ იქნება შემდეგი რეკვიზიტები:
ა) საწარმოს სრული სახელწოდება, ფიზიკური პირის სახელი და გვარი და მათი იურიდიული მისამართი;
ბ) მრავალმხრივი ნებართვების გამცემი ორგანოს (კომისიის) თავმჯდომარის ხელმოწერა და ბეჭედი;
გ) მრავალმხრივი ნებართვების მოქმედების ვადის დასაწყისი და დასასრული;
დ) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის თარიღი.
3.11. იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდავების მიერ გამოიყენება ვადაგასული, ბათილი, ყალბი ნებართვა, ან ნებართვა, რომელიც გაცემული იყო სხვა დამქირავებლისათვის, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოღებული და გადაეგზავნოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც გაიცა ნებართვა იგივე წესები გამოიყენება ყალბი სერტიფიკატების წარდგენის შემთხვევაში.
3.12. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო ოპერაციებისათვის (გადაზიდვებისათვის) მხოლოდ კონფერენციის წევრ ქვეყნებში და ტრანზიტისათვის ამ ქვეყნების ტერიტორიის გავლით, იმ შემთხვევაში სადაც ეს ნებართვები მოითხოვება.
3.13. საქართველო, როგორც კონფერენციის მონაწილე ქვეყანა, აღიარებს მრავალმხრივ ნებართვებს, რომლებიც გაცემულია კონფერენციის წევრ სხვა ქვეყნებში.
3.14. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები არ აძლევს უფლებას გადამზიდავებს გადმოტვირთონ ტვირთები იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ტვირთი დაიტვირთა. მრავალმხრივი ნებართვები არ ათავისუფლებს გადამზიდავებს სხვა სახის ნებართვების მოთხოვნებისაგან, რომლებიც შეეხებიან სპეციფიური ტვირთების გადაზიდვას.
IV. კომისიის სტატუსი, უფლებამოსილებანი, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები
4.1. კონფერენციის მრავალმხრივ ნებართვებს მსურველ იურიდიული ან ფიზიკურ პირზე გასცემს კომისია ამ დებულებით დადგენილი წესით.
4.2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ”, საქართველოს კანონით „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირების შესახებ”, სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით და ამ დებულებით.
4.3. კომისიის ძირითადი დანიშნულებაა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების ქვოტების სისტემაში საქართველოს ინტერესების დაცვა, კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების მიღება და მათი გამოყენების მეთოდური ზედამხედველობა.
4.4. კომისია აქტიურად თანამშრომლობს კონფერენციასთან, ამყარებს მასთან მჭიდრო ურთიერთობებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
4.5. კომისია ახდენს კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას.
4.6. კომისია საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადამზიდველებს პერიოდულად უტარებს ინსტრუქტაჟს კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასა და გამოყენების წესების შესახებ.
4.7. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს გადამზიდველებსაგან შემოსულ წინადადებებს მრავალმხრივი ნებართვების ქვოტების სისტემაში მონაწილეობისა და ნებართვების გაცემის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
4.8. კომისია აქტიურად თანამშრომლობს კონფერენციის წევრ სხვა ქვეყნებთან, ახდენს ინფორმაციების გაცვლას და ატყობინებს მათ ყალბი ან ვადაგადასული, აგრეთვე მოპარული ან დაკარგული და შეცვლილი ნებართვების რაოდენობაზე.
4.9. საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებისაგან ყოველწლიურად ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.