პუბლიკაციის თარიღი 30.01.2025
მოქმედების პერიოდი 30.01.2025 — 31.12.2025
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2025 წლის 29 იანვარი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლების მეორე პუნქტების, მე-19 მუხლის და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების გათვალისწინებით, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა სარგოების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 190020020.35.119.016539, 25/12/2024) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №27 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იგი გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
რანგი, კატეგორია
თანამდებობა
რაოდენობა
სარგო
1
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარე
1
6000
2
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1
4538
3
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2
3952
4
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
3220
5
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
3
2928
6
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
7
2341
7
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საკრებულოს აპარატის უფროსი
1
2920
8
II რანგი (მე-2 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა)
განყოფილების უფროსი
2
2336
9
III რანგი ( I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა)
უფროსი სპეციალისტი
12
1460