პუბლიკაციის თარიღი 30.01.2025
მოქმედების პერიოდი 30.01.2025 — 23.01.2026
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2025 წლის 28 იანვარი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 იანვრის დადგენილება №3 (სსმ www.matsne.gov.ge, 30/01/2024, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.156.016509).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG * ITL * C * K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 45-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,23
1,0
0,24
45
2,484
3. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,242 ლარს.