საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
ბრძანებულება
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების მე-4 მუხლში დამატების შეტანის შესახებ“ 1988 წლის 14 დეკემბრისა და „კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მათი კუთვნილი საბინაო ფონდის განკარგვის უფლებების გაფართოების შესახებ“ 1989 წლის 10 მაისის სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებების შესაბამისად, აგრეთვე რესპუბლიკის საბინაო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., N6, მუხ. 199; 1986 წ., №12, მუხ. 285) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-8 მუხლს სიტყვების „საცხოვრებელი სახლები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები “და ბინები“.
2. 46-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეთერთმეტე პუნქტი:
„II) სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ინტერნაციონალური ვალი მოიხადეს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე“.
3. 47-ე მუხლს მესამე პუნქტის შემდეგ დაემატოს მეოთხე პუნქტი შემდეგი შინაარსისა:
„4) I ჯგუფის ინვალიდებს, რომლებმაც ინტერნაციონალური ვალი მოიხადეს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე და დაინვალიდდნენ საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობების, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად, ანდა სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისას“.
ამ მუხლის მეოთხე პუნქტი ჩაითვალოს მეხუთე პუნქტად.
4. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541. კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახლებში საცხოვრებელი სადგომებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის თავისებურებანი
კოლმეურნეობების სახლებში საცხოვრებელი სადგომებით მოქალაქეთა უზრუნველყოფისას კოლმეურნეობებს უფლება აქვთ დააწესონ კოლმეურნეებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით კოლმეურნეობებში მომუშავე პირებისა და სხვა მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ეძლევათ საცხოვრებელი სადგომები კოლმეურნეობების სახლებში, საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად მათი ცნობის შეღავათიანი საფუძვლები. კოლმეურნეობის წევრები და სხვა მუშაკები შეიძლება აყვანილ იქნენ საბინაო პირობების გასაუმჯობესებელთა აღრიცხვაზე და უზრუნველყოფილ იქნენ საცხოვრებელი ფართობით კოლმეურნეობების სახლებში, მიუხედავად იმისა მუდმივად ცხოვრობენ თუ არა ამ დასახლებულ პუნქტებში. ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებსა და სხვა მუშაკებს, მათი შრომითი წვლილის გათვალისწინებით, აგრეთვე კოლმეურნეობაში სამუშაოდ მიწვეულ პირებს კოლმეურნეობების სახლებში საცხოვრებელი სადგომები შეიძლება მიეცეთ რიგგარეშე.
საცხოვრებელი ფართობი კოლმეურნეობების სახლებში შეიძლება მიეცეთ ამ კოდექსის 48-ე მუხლით დაწესებული საცხოვრებელი ფართობის ნორმის გადამეტებით.
გადაწყვეტილებანი ამ მუხლით გათვალისწინებული კოლმეურნეობების სახლებში საცხოვრებელი სადგომებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის შეღავათიანი პირობების დაწესების შესახებ, აგრეთვე საცხოვრებელი სადგომებით მოქალაქეთა რიგგარეშე უზრუნველყოფისათვის გამოსაყოფი საცხოვრებელი ფართობის რაოდენობის შესახებ მიიღება კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების მიერ.
სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ამ კოოპერატივების სახლებში საცხოვრებელი სადგომებით მოქალაქეთა უზრუნველყოფისას სარგებლობენ ისეთივე უფლებებით, როგორც კოლმეურნეობები“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ო. ჩერქეზია
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია
თბილისი, 1989 წლის 10 ივლისი.
№2238-XI