საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ.199) დაემატოს შემდეგი შინაარსის 154-ე მუხლი:

„მუხლი 154. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის მოთხოვნით

1. განუსაზღვრელი ვადით დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას.

2. პატივსადებია მიზეზი, თუ:

ა) დამქირავებელმა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები ბრალეულად მნიშვნელოვნად დაარღვია;

ბ) დამქირავებელი უარს ამბობს გადაიხადოს გამქირავებლის მიერ შემოთავაზებული გაზრდილი ქირა, რომელიც შეესაბამება ბაზარზე არსებულ ბინის ქირას;

გ) გამქირავებელს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის;

დ) დამქირავებელმა გამქირავებლის მიმართ ჩაიდინა ისეთი მართალსაწინააღმდეგო ან ამორალური მოქმედება, რომელიც შეუძლებელს ხდის მათ შორის ურთიერთობის გაგრძელებას.

3. თუ განუსაზღვრელი ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საგანია ავეჯით მოწყობილი ბინა, გამქირავებელს ყოველთვის შეუძლია ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადის დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება.

4. განუსაზღვრელი ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულების მოშლისას გამქირავებელმა დამქირავებელი უნდა გააფრთხილოს სამი თვით ადრე, გარდა მ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

5. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა წერილობით უნდა გაფორმდეს“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

 

1997 წლის 15 აპრილი

623-II