საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2829
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1990
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

 

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ. 199) შემდეგი დამატებანი:

1. 77-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „კოოპერატივის წევრს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საკუთარი საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) მფლობელს“;

2. 149-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი ნაწილი:

„მესაკუთრეს უფლება აქვს თავისი კუთვნილი სახლი (სახლის ნაწილი) გაცვალოს სახელმწიფო, საზოგადოებრივი და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საბინაო ფონდის საცხოვრებელ სახლსა ან ბინაზე, აგრეთვე სხვა მესაკუთრის კუთვნილ სახლზე (სახლის ნაწილზე)“.

ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებად.

 

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                   გ. გუმბარიძე

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                                             ვ. კვარაცხელია

 

თბილისი, 1990 წლის 5 ოქტომბერი

№2829 – XI 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.10.1990.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“ მიღებულია 05.10.1990. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №2829. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.1990 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“, №2829, 05.10.1990, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.1990). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6396242/