სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2025
ძალაში შესვლა 01.01.2027
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024914 114
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/02/2025
📖 ტერმინთა განმარტებები (34)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ სპეციალური წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული შემდგომი ღონისძიებები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან მსხვილფეხა საქონლის საქართველოში ტრანზიტით გავლისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №24
2025 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესები“.
მუხლი 2🔗
შესაბამისმა სამინისტროებმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ მოქმედი ნორმატიული აქტების ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესები
თავი I
ზოგადი დებულებები, მოქმედების სფერო, ტერმინთა განმარტებები
მუხლი 1🔗. ზოგადი
დებულებები
და
მოქმედების
სფერო
1. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესები (შემდგომ – წესები) განსაზღვრავს:
ა) კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესებს;
ბ) სახელმწიფო კონტროლის ფინანსური უზრუნველყოფის პირობებს;
გ) სხვა ქვეყნებში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებს;
დ) პირობებს, რომლებიც უნდა იქნეს დაკმაყოფილებული საქართველოში ცხოველებისა და საქონლის შემოსვლისას;
ე) სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების მართვისათვის, კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემის შექმნის პირობებს.
2. წესები ვრცელდება სახელმწიფო კონტროლზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით და მოიცავს:
ა) სურსათსა და სურსათის უვნებლობას, მის სტაბილურობას და სასარგებლო თვისებებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, იმ წესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სურსათით ვაჭრობის სამართლიან პრაქტიკას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და ინფორმირებულობას, ასევე სურსათთან შეხებაში მყოფი მასალების და ნაკეთობების/ნაწარმის წარმოებასა და გამოყენებას;
ბ) სურსათისა და ცხოველის საკვების წარმოების მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (შემდგომში – გმო) გარემოში განზრახ ინტროდუქციას;
გ) ცხოველის საკვებსა და ცხოველის საკვების უვნებლობას, მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის იმ წესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველის საკვების ვაჭრობის სამართლიან პრაქტიკას, მომხმარებელთა ჯანმრთელობის, ინტერესების და ინფორმირებულობის დაცვას;
დ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებს;
ე) ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების და მეორეული პროდუქტებიდან გამოწვეული რისკების პრევენციას და მინიმუმამდე შემცირებას;
ვ) ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნებს;
ზ) მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის ზომებს;
თ) მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსების და გამოყენების მოთხოვნებს და პესტიციდების მდგრად გამოყენებას, გარდა პესტიციდების გამოყენებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის მიმართ მოთხოვნებისა;
ი) ორგანულ წარმოებას და ორგანული პროდუქტების ეტიკეტირებას;
კ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის და ტრადიციული პროდუქტების დასახელების გამოყენებას და ეტიკეტირებას.
3. წესები ვრცელდება ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, საქართველოში ცხოველებისა და საქონლის შემოსვლის და ექსპორტის დროს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე.
4. წესები არ ვრცელდება შესაბამისობის დადასტურებისათვის სახელმწიფო კონტროლზე, რომელიც ხორციელდება:
ა) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრების ერთიანი ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნით, თუმცა ვრცელდება აგროსასურსათო პროდუქციის დარგობრივ რეგლამენტებთან და/ან მარკეტინგულ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისათვის;
ბ) სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენებული ცხოველების დაცვისთვის;
გ) ვეტერინარულ პრეპარატებზე, თუმცა ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული პრეპარატებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.
5. ამ წესების მე-4-მე-6, მე-8 მუხლები, მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-15, მე-18 -27-ე, 31-ე- 34-ე, 37-ე -42-ე და 78-ე მუხლები, 86-ე-96-ე მუხლები, 110-ე -118-ე მუხლები, ასევე ვრცელდება სხვა ოფიციალურ საქმიანობაზე, რომელსაც კომპეტენტური ორგანო ახორციელებს ამ წესების ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო
კონტროლი
და
სხვა
ოფიციალური
საქმიანობა
1. სახელმწიფო კონტროლი – კომპეტენტური ორგანოების ან უფლებამოსილი ორგანოების ან ფიზიკური პირის მიერ, რომელსაც ამ წესების შესაბამისად დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების შესრულება, განხორციელებული საქმიანობა შემდეგის დადასტურებისათვის:
ა) შეესაბამება თუ არა ბიზნესოპერატორის საქმიანობა ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტს;
ბ) ცხოველები ან საქონელი აკმაყოფილებს თუ არა ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, ოფიციალური სერტიფიკატის ან ოფიციალური მოწმობის გაცემისთვის საჭირო მოთხოვნებს.
2. სხვა ოფიციალური საქმიანობა – სახელმწიფო კონტროლისგან განსხვავებული საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ კომპეტენტური ორგანოები, ან უფლებამოსილი ორგანოები ან ფიზიკური პირები, რომლებსაც ამ წესების შესაბამისად, დელეგირებული აქვთ სხვა ოფიციალური საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, საქმიანობა, რომელიც მოიცავს ცხოველთა დაავადებების ან მცენარეთა მავნე ორგანიზმების არსებობის შეფასებას, მათი გავრცელების პრევენციას, შეკავებას ან აღმოფხვრას, ასევე ავტორიზაციას ან აღიარებას და ოფიციალური სერტიფიკატების ან ოფიციალური მოწმობის გაცემას.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სურსათის კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ზოგადად სურსათს და სურსათის უვნებლობის საკითხებს და მოიცავენ წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპს, ასევე, იმ ცხოველის საკვებს, რომელიც წარმოებულია ან რომლითაც იკვებება სასურსათო დანიშნულების ცხოველი;
ბ) ცხოველის საკვების კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ ზოგადად ცხოველის საკვებს და ცხოველის საკვების უვნებლობის საკითხებს წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე ან ცხოველის საკვების გამოყენებას;
გ) კომპეტენტური ორგანო :
გ.ა) სახელმწიფო ორგანო, რომელიც, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პასუხისმგებელია სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობების ორგანიზებაზე;
გ.ბ) ნებისმიერი სხვა უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა;
გ.გ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანო;
დ) ორგანული წარმოების მაკონტროლებელი ორგანო – ორგანული წარმოებისა და ორგანული პროდუქტების ეტიკეტირების იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტურმა ორგანომ სრულად ან ნაწილობრივ მიანიჭა უფლებამოსილება, „ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის №149 დადგენილების გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანო;
ე) დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანო – ცალკეული იურიდიულ პირი, რომელსაც კომპეტენტური ორგანოს მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლის განსაზღვრული ამოცანის ან სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;
ვ) კონტროლის დადასტურების პროცედურები – სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობების თანმიმდევრულობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, კომპეტენტური ორგანოს მიერ შემუშავებული/განხორციელებული ღონისძიება და ქმედება;
ზ) კონტროლის სისტემა – სისტემა, რომელიც მოიცავს კომპეტენტურ ორგანოებს, არსებულ რესურსებს, სტრუქტურებს, ღონისძიებებსა და პროცედურებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ წესების შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
თ) კონტროლის პროგრამა – კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი მონაცემები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო კონტროლის სისტემის სტრუქტურის და ორგანიზების, მისი ფუნქციონირების და სახელმწიფო კონტროლის დეტალური დაგეგმვის შესახებ, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში;
ი) ცხოველი – ხერხემლიანი და უხერხემლო ცხოველი;
კ) ცხოველთა დაავადება – ერთი ან მეტი დაავადების გამომწვევი აგენტით ინფექციების და ინვაზიების გაჩენა ცხოველში, კლინიკური ან პათოლოგიური გამოვლინებით ან მის გარეშე;
ლ) საქონელი – ყველაფერი, რასაც ეხება ამ წესებით დამტკიცებული ერთი ან მეტი მოთხოვნა, გარდა ცხოველებისა;
მ) სურსათი/სასურსათო პროდუქტი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება ან პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს (გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის), მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;
ნ) ცხოველის საკვები – ცხოველის პერორალური კვებისათვის განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება ან პროდუქტი, საკვებ დანამატის ჩათვლით;
ო) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი ( შემდგომ-ცწადპ) – ცხოველის მთლიანი სხეული ან მისი ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის ოოციტი, ემბრიონი და სპერმა;
პ) მეორეული პროდუქტი – ცწადპ-ს ერთი ან მეტი დამუშავების, გარდაქმნის (ტრანსფორმაციის) ან გადამუშავების პროცესის გავლის შედეგად მიღებული პროდუქტი;
ჟ) მცენარეები – ცოცხალი მცენარეები და მათი შემდეგი ცოცხალი ნაწილები:
ჟ.ა) თესლები, ბოტანიკური მნიშვნელობით, გარდა თესლებისა, რომლებიც არ არის განკუთვნილი დასათესად;
ჟ.ბ) ნაყოფები, ბოტანიკური მნიშვნელობით;
ჟ.გ) ბოსტნეული;
ჟ.დ) ტუბერები, გორგლ-ბოლქვები, ბოლქვები, ფესურები, ფესვები, ძირხვენები, სტოლონები;
ჟ.ე) ყლორტები , ღეროები, პწკალები;
ჟ.ვ) მოჭრილი ყვავილები;
ჟ.ზ) ტოტები ფოთლებით ან მის გარეშე;
ჟ.თ) მოჭრილი ხეები, შენარჩუნებული ფოთლებით;
ჟ.ი) ფოთლები, მწვანე მასალა;
ჟ.კ) მცენარეთა ქსოვილოვანი კულტურები, მათ შორის, უჯრედული კულტურები, ჩანასახოვანი პლაზმა, მერისტემები, ქიმერული კლონები, მიკროგასამრავლებელი მასალა;
ჟ.ლ) ცოცხალი მტვერი და სპორები;
ჟ.მ) კვირტები, საკვირტეები, საძირეები, კალმები, გადანაჭერები (დაფესვიანებული და დაუფესვიანებელი სანამყენეები საძირე რქა);
რ) მცენარეთა მავნე ორგანიზმები – მცენარის, ცხოველის, პათოგენური აგენტის ან პარაზიტული მცენარის ნებისმიერი სახეობა, შტამი ან ბიოტიპი, რომელიც აზიანებს მცენარეს ან მცენარეულ პროდუქტს;
ს) მცენარეთა დაცვის საშუალებები – პროდუქტები, ისეთი სახით, რა სახითაც ის მიეწოდება მომხმარებელს, შედგება ან შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს, ანტიდოტებს ან სინერგისტებს და გამოიყენება ერთ-ერთი მიზნისათვის:
ს.ა) მცენარეების ან მცენარეული პროდუქტების ნებისმიერი მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ან ასეთი ორგანიზმების ზემოქმედების პრევენციის მიზნით, თუ ამ პრეპარატის ძირითადი დანიშნულებაა მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების დაცვა და არა ჰიგიენური დანიშნულებით გამოყენება;
ს.ბ) მცენარის სასიცოცხლო პროცესებზე ზემოქმედებისთვის, როგორებიცაა ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ მათ ზრდაზე, გარდა საკვები ნივთიერებებისა და ბიოსტიმულატორებისა;
ს.გ) მცენარეული პროდუქტების შენახვისათვის/პრესერვაციისათვის, იმ შემთხვევაში, თუ მათზე არ ვრცელდება კონსერვანტებისთვის განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნები;
ს.დ) არასასურველი მცენარეებისა და მცენარეთა არასასურველი ნაწილების განადგურებისათვის, გარდა წყალმცენარეებისა, თუ პრეპარატი არ გამოიყენება ნიადაგზე ან წყალში მცენარეთა დაცვისათვის;
ს.ე) მცენარეთა არასასურველი ზრდის კონტროლის ან პრევენციისათვის, გარდა წყალმცენარეებისა, თუ პრეპარატი არ გამოიყენება ნიადაგზე ან წყალში მცენარეთა დაცვისათვის;
ტ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – პროდუქტები, მათ შორის:
ტ.ა) ცხოველური წარმოშობის სურსათი, მათ შორის, თაფლი და სისხლი;
ტ.ბ) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები, ცოცხალი კანეკლიანები, ცოცხალი ტუნიკატები და ცოცხალი ზღვის მუცელფეხიანი მოლუსკები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის;
ტ.გ) სხვა ცხოველები, გარდა ამ პუნქტის „ტ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა, რომლებიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ცოცხალი სახით მიწოდების მიზნით მომზადებისათვის;
უ) გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალა – სპერმა, ოოციტები და ემბრიონები, რომლებიც განკუთვნილია ხელოვნური განაყოფიერებისათვის, ასევე საინკუბაციო კვერცხი;
ფ) მცენარეული პროდუქტები – მცენარეული წარმოშობის დაუმუშავებელი მასალა და ის დამუშავებული პროდუქტები, რომლებიც თავისი ბუნებიდან ან გადამუშავების თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლოა მცენარეთა მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკს ქმნიდეს. ხის მასალა მცენარეულ პროდუქტს წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეესაბამება ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს:
ფ.ა) სრულად ან ნაწილობრივ შენარჩუნებული აქვს თავისი ბუნებრივად მრგვალი ზედაპირი ქერქით ან მის გარეშე;
ფ.ბ) შენარჩუნებული არა აქვს თავისი ბუნებრივად მრგვალი ზედაპირი დახერხვის, დაჭრის ან დაჩეხვის გამო;
ფ.გ) არის ბურბუშელის, ნაწილაკების, ნახერხის, მერქნის ნარჩენების, ნათალის ან ნატეხების სახით და არ დამუშავებულა წებოს, მაღალი ტემპერატურის ან წნევის, ან მათი კომბინაციის გამოყენებით გრანულების, ბრიკეტების, ფანერის ან ნახერხის დაწნეხილი ფილის დასამზადებლად;
ფ.დ) არის შესაფუთი მასალა ან განკუთვნილია შესაფუთ მასალად გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, ფაქტობრივად გამოიყენება თუ არა საქონლის ტრანსპორტირებისთვის;
ქ) სხვა ობიექტები – მცენარისა და მცენარეული პროდუქტის გარდა ნებისმიერი მასალა ან ობიექტი, მათ შორის, ნიადაგი ან საკვები (ზრდის) არე, რომელმაც შესაძლებელია შეინახოს ან გაავრცელოს მავნე ორგანიზმები;
ღ) საფრთხე – ნებისმიერი აგენტი ან მდგომარეობა, რომელსაც აქვს პოტენციური უნარი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე, ცხოველის კეთილდღეობაზე ან გარემოზე;
ყ) რისკი – ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე მცენარის სიჯანსაღეზე, ცხოველის კეთილდღეობაზე ან გარემოზე საფრთხის ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი გავლენის ალბათობა და სიმძიმე;
შ) ოფიციალური სერტიფიცირება – პროცედურა, რომლის საშუალებითაც კომპეტენტური ორგანოები ადასტურებენ ამ წესებით განსაზღვრულ ერთ ან მეტ მოთხოვნასთან შესაბამისობას;
ჩ) მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირი – წარმოადგენს ერთ-ერთს:
ჩ.ა) კომპეტენტური ორგანოების ნებისმიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც უფლებამოსილია ხელმოწერით დაამოწმოს ამ ორგანოს ოფიციალური სერტიფიკატები;
ჩ.ბ) ნებისმიერ სხვა ფიზიკურ პირს, რომელიც კომპეტენტური ორგანოების მიერ უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ოფიციალურ სერტიფიკატებს ამ წესების შესაბამისად;
ც) ოფიციალური სერტიფიკატი – მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერით დამოწმებულია მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირის მიერ და ადასტურებს ამ წესებით განსაზღვრულ ერთ ან მეტ მოთხოვნასთან შესაბამისობას;
ძ) ოფიციალური მოწმობა – ნებისმიერი ეტიკეტი, ნიშანი ან მოწმობის სხვა ფორმა, რომელიც გაცემულია ბიზნესოპერატორის მიერ კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობით სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ან კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც იძლევა გარანტიას ამ წესებით განსაზღვრულ ერთ ან მეტ მოთხოვნასთან შესაბამისობის შესახებ;
წ) ბიზნესოპერატორი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიზნესოპერატორი, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელზედაც ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრული ერთი ან მეტი ვალდებულება;
ჭ) აუდიტი – სისტემატური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ხორციელდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა საქმიანობა და საქმიანობის შედეგები დაგეგმილ ღონისძიებებს, ეფექტიანად იქნა თუ არა ეს ღონისძიებები გამოყენებული და შესაბამისია თუ არა ისინი დასახული მიზნების მიღწევისათვის;
ხ) რეიტინგი – ბიზნესოპერატორთა კლასიფიკაცია, რომელიც ეფუძნება რეიტინგის კრიტერიუმებთან მათი შესაბამისობას;
ჯ) სახელმწიფო/ოფიციალური ვეტერინარი – კომპეტენტური ორგანოს მიერ დანიშნული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, კომპეტენტური ორგანოს თანამშრომელი ან სხვა პირი, რომელიც კომპეტენტური ორგანოს მიერ უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი ან სხვა ოფიციალური საქმიანობა ამ წესების შესაბამისად;
ჰ) მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო/ოფიციალური ოფიცერი – კომპეტენტური ორგანოს მიერ დანიშნული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, კომპეტენტური ორგანოს თანამშრომელი ან სხვა პირი, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო ტრენინგი/სწავლება და კომპეტენტური ორგანოს მიერ უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი ან სხვა ოფიციალური საქმიანობა ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ჰ1) განსაკუთრებული რისკის მასალა – მასალა, რომელიც მიღებულია ისეთი მსხვილფეხა ან წვრილფეხა ცხოველისგან, რომელიც წარმოშობილია გადამდებ ღრუბლისებრ ენცეფალოპათიაზე კონტროლირებად ან დაუდგენელი სტატუსის მქონე ქვეყანაში ან მის რეგიონში, მათ შორის:
ჰ1. ა) მსხვილფეხა საქონლისათვის:
ჰ1.ა.ა) 12 თვეზე მეტი ასაკის ცხოველებისათვის – თავის ქალა, ქვედა ყბის გარეშე, ტვინით და თვალებით, და ზურგის ტვინი;
ჰ1.ა.ბ) 30 თვეზე მეტი ასაკის ცხოველებისათვის – ხერხემლის სვეტი, გარდა კუდის მალებისა, კისრის, გულმკერდის, წელის მალები გრძივი და განივი მორჩებით, გულმკერდის შუასაყარი და გავის ფრთები, დორსალური ფესვის განგლიის ჩათვლით;
ჰ1.ა.გ) ყველა ასაკის ცხოველისათვის – ნუშურა ჯირკვლები, წვრილი ნაწლავის ბოლო ოთხი მეტრი, ბრმა ნაწლავი და მეზენტერიუმი (წვრილი ნაწლავის ჯორჯალი);
ჰ1.ბ) ცხვრისა და თხისათვის – 12 თვეზე მეტი ასაკის ცხოველისთვის ან ცხოველისთვის, რომელსაც ამოჭრილი აქვს მუდმივი საჭრელი კბილი (ეშვი), თავის ქალა ტვინით და თვალებით, და ზურგის ტვინი;
ჰ1.გ) თუ სხვა რამ არ არის მითითებული, განსაკუთრებული რისკის მასალა არ მოიცავს პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს ან მიიღება ამ ქსოვილებიდან;
ჰ2) ხანგრძლივი მგზავრობა – მგზავრობა, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 8 საათს, ტვირთის პირველი ცხოველის გადაადგილების დაწყების მომენტიდან;
ჰ3) აღჭურვილობა პესტიციდების გამოყენებისთვის – პესტიციდების გამოყენებისათვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა, ამ აღჭურვილობის ეფექტიანად გამოყენებისათვის საჭირო ისეთი აქსესუარების ჩათვლით როგორებიცაა, ბუნიკები, მანომეტრები, ფილტრები, ამრევები და მოწყობილობები ავზების გასუფთავებისათვის;
ჰ4) ტვირთი – ცხოველების ან საქონლის განსაზღვრული რაოდენობა, რომელზედაც გაცემულია ერთი ოფიციალური სერტიფიკატი, ოფიციალური მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გადაადგილდება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით, გამოდის ერთი და იმავე ტერიტორიიდან ან ქვეყნიდან, გარდა იმ საქონლისა, რომელზედაც ვრცელდება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესები და მიეკუთვნებიან ერთი და იმავე ტიპს, კლასს ან აღწერილობას;
ჰ5) სასაზღვრო კონტროლის პუნქტი (შემდგომ – სკპ) – ამ წესის 59-ე მუხლის შესაბამისად აღიარებული საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასაზღვრო კონტროლი;
ჰ6) გასვლის პუნქტი – სკპ, სადაც „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №317 დადგენილების რეგულირების სფეროთი განსაზღვრული ცხოველი ტოვებს ქვეყნის საბაჟო ტერიტორიას;
ჰ7) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა – ცხოველების შემოყვანა და საქონლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე;
ჰ8) დოკუმენტური შემოწმება – ოფიციალური სერტიფიკატების, ოფიციალური მოწმობის და სხვა, მათ შორის, კომერციული ხასიათის დოკუმენტების შემოწმება, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, თან უნდა ახლდეს ტვირთს გადაზიდვისას;
ჰ9) იდენტურობის შემოწმება – ვიზუალური დათვალიერება, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო საშუალების, ლუქის, ტვირთის და მისი ეტიკეტირების, მათ შორის, ცოცხალი ცხოველის ნიშანდების შემოწმებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანმხლები დოკუმენტების ტვირთთან შესაბამისობის დადგენა;
ჰ10) ფიზიკური შემოწმება – ცხოველების ან საქონლის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეფუთვის, სატრანსპორტო საშუალების, ეტიკეტირების და ტემპერატურის შემოწმება, ნიმუშის აღება გამოკვლევისათვის, ტესტირებისა ან დიაგნოსტიკისათვის და ნებისმიერი სხვა აუცილებელი შემოწმება, ამ წესებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის;
ჰ11) ტრანზიტი – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყნებს შორის ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით;
ჰ12) საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;
ჰ13) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
ჰ14) ოფიციალური დაკავება – პროცედურა, რომლითაც კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ რომ არ მოხდეს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველებისა და საქონლის გადაადგილება ან ხელყოფა, მათი დანიშნულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; იგი მოიცავს ბიზნესოპერატორების მიერ მათ შენახვას, ინსტრუქციის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოების კონტროლის ქვეშ;
ჰ15) მგზავრობის ჟურნალი – „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №317 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანართი №2 -ით განსაზღვრული „მგზავრობის ჟურნალი“;
ჰ16) ოფიციალური დამხმარე – კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენელი, რომელიც გადამზადებულია ამ წესების მე-18 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და დაქირავებულია (დასაქმებულია) სახელმწიფო კონტროლის კონკრეტული ამოცანების ან სხვა ოფიციალური საქმიანობის კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად;
ჰ17) ხორცი და საკვებად განკუთვნილი ხორცის სუბპროდუქტები – მ№21ს სეს ესნ კოდი 0201-0208-ით განსაზღვრული პროდუქტები;
ჰ18) ჯანმრთელობის ნიშანდება – ნიშანი, რომელიც გამოიყენება ამ წესების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შემდეგ, და, რომელიც ადასტურებს, რომ ხორცი ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.
თავი II
კომპეტენტური ორგანოები
მუხლი 4🔗. კომპეტენტური ორგანოები
1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრულია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით.
2. კომპეტენტური ორგანოები სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ ამ წესების და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს ან სხვა ოფიციალურ საქმიანობას:
ა) უზრუნველყოფენ ეფექტიან და ქმედით კოორდინაციას ყველა მონაწილე ორგანოს შორის და, ასევე, სახელმწიფო კონტროლისა ან სხვა ოფიციალური საქმიანობის თანმიმდევრულ და ეფექტიან განხორციელებას;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაკოორდინირებელ ორგანოდ, სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ამ წესების პირველი მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ რეგულირებულ სფეროებში განსაზღვრულია სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო);
გ) ტვირთის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას სახელმწიფო კონტროლს და სხვა ოფიციალურ საქმიანობას ახორციელებს − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ – სამსახური).
4. კომპეტენტური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წესებთან შესაბამისობის დადასტურებაზე, უფლებამოსილია ერთ ან რამდენიმე ორგანული წარმოების მაკონტროლებელ ორგანოს გადასცეს ორგანული წარმოების სახელმწიფო კონტროლთან ან სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების შესრულების პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევებში, თითოეულ მათგანს უნდა მიანიჭოს კოდური ნომერი.
5. საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის ინტერნეტში:
ა) კომპეტენტური ორგანოების შესახებ;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაკოორდინირებელი ორგანოს შესახებ;
გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ორგანული წარმოების კონტროლის განმახორციელებელი მაკონტროლებელი ორგანოს შესახებ;
დ) ამ წესების 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს შესახებ.
მუხლი 5🔗. კომპეტენტური
ორგანოების
და
ორგანული
წარმოების
მაკონტროლებელი
ორგანოების
ზოგადი
ვალდებულებები
1. კომპეტენტური ორგანოები და ორგანული წარმოების მაკონტროლებელი ორგანოები უნდა:
ა) ფლობდნენ კონტროლის დადასტურების პროცედურებს და/ან მექანიზმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის ეფექტური და სათანადო განხორციელება;
ბ) ფლობდნენ პროცედურებს და/ან მექანიზმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის მიუკერძოებლობა, ხარისხი და თანმიმდევრულობა ყველა დონეზე;
გ) ფლობდნენ პროცედურებს და/ან მექანიზმებს, რათა უზრუნველყონ, რომ პერსონალი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს და სხვა ოფიციალური საქმიანობას, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისაგან;
დ) ფლობდნენ ან ჰქონდეთ წვდომა გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტიკისათვის ადეკვატურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებზე;
ე) ჰყავდეთ საკმარისი რაოდენობის სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალი, ან ჰქონდეს მათზე წვდომა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის ეფექტურად და სათანადოდ განხორციელება;
ვ) ჰქონდეთ შესაბამისი და სათანადო საშუალებები და მოწყობილობები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პერსონალის მიერ სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის ეფექტურად და სათანადოდ განხორციელება;
ზ) ჰქონდეთ უფლებამოსილება განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი და სხვა ოფიციალური საქმიანობა და, ასევე, გაატარონ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ღონისძიებები;
თ) ჰქონდეთ პროცედურები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება უფლებამოსილი პირის ბიზნესოპერატორის შენობა-ნაგებობაში შესვლა და დოკუმენტებთან წვდომა, რათა სათანადოდ იქნეს შესრულებული მათზე დაკისრებული ამოცანები;
ი) ჰქონდეთ გაუთვალისწინებელი გარემოებებისათვის სათანადო გეგმები და იყვნენ მზად საგანგებო სიტუაციის დროს, საჭიროების მიხედვით, ამ გეგმების გამოყენებისათვის ამ წესების შესაბამისად.
2. სახელმწიფო ვეტერინარის ნებისმიერი დანიშვნა უნდა გაფორმდეს წერილობით და განსაზღვრული უნდა იქნეს ის ამოცანები, რომელიც მან უნდა განახორციელოს დანიშვნის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობების დროს. კომპეტენტური ორგანოების პერსონალის მიმართ მოთხოვნები, მათ შორის ამ წესებით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არარსებობასთან დაკავშირებული ვრცელდება ყველა სახელმწიფო ვეტერინარზე.
3. მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო/ოფიციალური ოფიცერის ნებისმიერი დანიშვნა უნდა გაფორმდეს წერილობით და განსაზღვრული უნდა იქნეს ის ამოცანები, რომელიც მან დანიშვნის შემდეგ, უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალურ საქმიანობების დროს. კომპეტენტური ორგანოების პერსონალის მიმართ ამ წესებით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არარსებობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება ყველა მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო/ოფიციალურ ოფიცერზე.
4. სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განმახორციელებელმა პერსონალმა უნდა:
ა) კომპეტენციის სფეროს შესაბამისად, გაიაროს შესაბამისი ტრენინგი/სწავლება, რათა მათ შეძლონ თავიანთი მოვალეობების კომპეტენტურად შესრულება და სათანადოდ განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი და სხვა ოფიციალური საქმიანობა;
ბ) განაახლოს კომპეტენციის სფერო უახლესი მონაცემებით და საჭიროების შემთხვევაში რეგულარულად გაიაროს დამატებითი ტრენინგები/სწავლებები;
გ) გაიაროს ტრენინგი/სწავლება ამ წესების დანართი №1-ის „კომპეტენტური ორგანოს პერსონალის ტრენინგი/სწავლება“ თავი I-ით „სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის განმახორციელებელი პერსონალისათვის სასწავლო ტრენინგის/სწავლების თემებით“ განსაზღვრულ საკითხებზე და საჭიროების მიხედვით კომპეტენტური ორგანოების ვალდებულებებზე.
5. კომპეტენტურმა ორგანომ, ორგანული წარმოების მაკონტროლებელმა ორგანომ და დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანომ უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ სასწავლო პროგრამები, რათა უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განმახორციელებელი პერსონალისათვის ტრენინგის/სწავლების ჩატარება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
6. თუ კომპეტენტური ორგანოს ერთზე მეტი სტრუქტურული ერთეულია უფლებამოსილი განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი ან სხვა ოფიციალური საქმიანობა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ეფექტური კოორდინაცია და თანამშრომლობა.
მუხლი 6🔗. კომპეტენტური
ორგანოების
აუდიტი
1. ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის, კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ შიდა აუდიტი ან ორგანიზება გაუწიონ თავიანთი საქმიანობის აუდიტს და აუდიტის შედეგების მიხედვით განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აუდიტი ექვემდებარება დამოუკიდებელ შემოწმებას და უნდა განხორციელდეს გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 7🔗. გასაჩივრების
უფლება
1. კომპეტენტური ორგანოს მიერ, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ამ წესების 55-ე მუხლით, 66-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით, 67-ე მუხლით, 116-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. გასაჩივრების უფლება არ ზღუდავს კომპეტენტურ ორგანოებს, გაატარონ ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარეთა სიჯანსაღესთან, ცხოველთა კეთილდღეობასთან, ან, გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში, გარემოსთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების ან შეზღუდვის/შეკავების გადაუდებელი ღონისძიებები, ამ წესების შესაბამისად.
მუხლი 8🔗. კომპეტენტური
ორგანოების
ვალდებულება
კონფიდენციალურობის
დაცვასთან
დაკავშირებით
1. კომპეტენტური ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან არ გადასცენ მესამე პირს სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბიზნესოპერატორის კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს. ამ მიზნით განსაზღვრული უნდა იქნეს კონფიდენციალურობის ვალდებულებები პერსონალისათვის და სხვა პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს ან სხვა ოფიციალურ საქმიანობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ორგანული წარმოების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ მაკონტროლებელ ორგანოზე, დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოზე და ფიზიკურ პირებზე, რომელთაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალური ამოცან(ებ)ის განხორციელების უფლებამოსილება, ასევე სახელმწიფო ლაბორატორიებზე.
3. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების უპირატესი საზოგადოებრივი ინტერესი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გარეშე, ასეთი ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს, თუ იგი უარყოფითად არ იმოქმედებს:
ა) ინსპექტირების, მოკვლევისა და აუდიტის მიზნებზე;
ბ) ბიზნესოპერატორის ან სხვა ფიზიკური და ან იურიდიული პირის კომერციული ინტერესების დაცვაზე;
გ) სასამართლო წარმოება/პროცესებსა და სამართლებრივი დახმარების გაწევაზე.
4. როდესაც კომპეტენტური ორგანოების მიერ ხდება იმის დადგენა, წარმოადგენს თუ არა საზოგადოებრივ ინტერესს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, სხვა საკითხებთან ერთად მათ მიერ ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან ან გარემოსთან დაკავშირებული რისკები, რისკების ბუნება, მისი სიმძიმე და ასეთი რისკების გავრცელება.
5. ამ მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებამ ხელი არ უნდა შეუშალოს კომპეტენტურ ორგანოს, გამოაქვეყნოს ან სხვა სახით გახადოს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ცალკეული ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლის შედეგების შესახებ, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული გამჟღავნების ვალდებულებისთვის ზიანის მიუყენებლად იმ პირობით, რომ დაცული იქნება შემდეგი პირობები:
ა) შესაბამის ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, გააკეთოს კომენტარები იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელთა გამოქვეყნებას ან სხვა სახით გასაჯაროებას საზოგადოებისთვის აპირებს კომპეტენტური ორგანო გამოქვეყნებამდე ან გასაჯაროებამდე, არსებული მდგომარეობის გადაუდებლობის გათვალისწინებით;
ბ) ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა ან ხელმისაწვდომი ხდება სხვა საშუალებით, უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი ბიზნესოპერატორის კომენტარებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თავი III
სახელმწიფო კონტროლი და სხვა ოფიციალური საქმიანობები
მუხლი 9🔗. სახელმწიფო
კონტროლის
ზოგადი
წესები
1. კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად და შესაბამისი სიხშირით, რისკის საფუძველზე, ყველა ბიზნესოპერატორის მიმართ ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) იდენტიფიცირებული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია:
ა.ა) ცხოველებთან და საქონელთან;
ა.ბ) ბიზნესოპერატორის კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობასთან;
ა.გ) ბიზნესოპერატორის საქმიანობის და აქტივობების ადგილმდებარეობასთან;
ა.დ) იმ პროდუქტების, პროცესების, მასალების ან ნივთიერებების გამოყენებასთან, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ სურსათის უვნებლობაზე, სტაბილურობაზე და სარგებლიანობაზე, ან ცხოველის საკვების უვნებლობაზე, ცხოველის ჯანმრთელობაზე ან კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე ან გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან, რომლებმაც შესაძლოა ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინონ გარემოზე;
ბ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლებელია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის ნამდვილ ბუნებასთან, იდენტურობასთან, თვისებებთან, შედგენილობასთან, რაოდენობასთან, ვარგისიანობის ვადასთან, წარმოშობის ქვეყანასთან ან წარმოშობის ადგილთან, დამზადების ან წარმოების მეთოდთან დაკავშირებით;
გ) ბიზნესოპერატორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგების ჩანაწერები (ისტორია) და მათი შესაბამისობა ამ წესებთან;
დ) ბიზნესოპერატორის ან მესამე მხარის მიერ, ბიზნესოპერატორის მოთხოვნით განხორციელებული შიდა კონტროლის სანდოობა და შედეგები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის კერძო სქემები/სისტემები, ამ წესებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით;
ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ამ წესებთან შეუსაბამობას.
2. კომპეტენტურმა ორგანოებმა რეგულარულად, ყველა ბიზნესოპერატორის მიმართ, რისკზე დაფუძნებული სიხშირით, შესაბამისი პერიოდულობით უნდა განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი, რათა გამოვლენილი იქნეს ამ წესების შესაძლო შეცდომაში შემყვანი ან მოტყუებითი წინასწარგანზრახული დარღვევები. ამ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია ასეთი დარღვევების შესახებ, რომელიც მიღებულია ამ წესების 95-ე-96-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მექანიზმების საშუალებით და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ამგვარი დარღვევების შესაძლებლობების შესახებ.
3. სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ცხოველისა და საქონლის ბაზარზე განთავსებამდე ან გადაადგილებამდე ოფიციალური სერტიფიკატის ან ოფიციალური მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით, როგორც გარკვეული ცხოველებისა და საქონლის ბაზარზე განთავსების ან გადაადგილების პირობა, უნდა განხორციელდეს:
ა) ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ამ წესების მე-18-27-ე მუხლების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების მიხედვით.
4. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გაფრთხილება აუცილებელია და სათანადოდ არის დასაბუთებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის. ბიზნესოპერატორის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი გაფრთხილებით ან წინასწარი გაფრთხილების გარეშე სახელმწიფო კონტროლის ჩატარებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო კონტროლი წინასწარი გაფრთხილებით არ გამორიცხავს სახელმწიფო კონტროლის ჩატარებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
5. სახელმწიფო კონტროლი შეძლებისდაგვარად, უნდა განხორციელდეს ისე, რომ ადმინისტრაციული დატვირთვა და ოპერაციული შეფერხება ბიზნესოპერატორისთვის მინიმუმამდე იქნეს შემცირებული, მაგრამ ისე, რომ ამან უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობაზე.
6. კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს ერთი და იგივე წესებით, ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად კონტროლის ადაპტაციის აუცილებლობა მიუხედავად იმისა, ცხოველი და საქონელი:
ა) უკვე განთავსებულია საქართველოს ბაზარზე და წარმოშობილია ქვეყნიდან, სადაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი;
ბ) განკუთვნილია საქართველოდან ექსპორტისათვის;
გ) განკუთვნილია საქართველოში შემოსატანად.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო
კონტროლს
დაქვემდებარებული
ბიზნესოპერატორები
1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის, კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება:
ა) ცხოველების და საქონლის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და გამოყენების ნებისმიერ ეტაპზე;
ბ) იმ ნივთიერებების, მასალების და სხვა საგნების/ნაწარმის/ნაკეთობების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის და გამოყენების ნებისმიერ ეტაპზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ცხოველებისა და საქონლის მახასიათებლებზე ან ჯანმრთელობაზე და დადგენილ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობაზე;
გ) ბიზნესოპერატორებზე, მათი საქმიანობების შესაბამისად, მათ შორის, ცხოველების მოვლა-შენახვაზე, მოწყობილობებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, შენობა-ნაგებობებსა და სხვა ადგილებზე, რომელიც ექვემდებარება მათ მიერ კონტროლს, მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე შესაბამის დოკუმენტებზე.
2. ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად არსებული სიების ან რეესტრების გარდა, კომპეტენტური ორგანოები ქმნიან და აახლებენ ბიზნესოპერატორთა სიას. თუ ასეთი რეესტრი ან სია უკვე არსებობს სხვა მიზნებისათვის, მათი გამოყენება შესაძლებელია ამ წესების მიზნებისათვისაც.
3. ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს იმ ბიზნესოპერატორთა კატეგორიები, რომლებიც შესაძლებელია არ იყვნენ შეყვანილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სიაში, თუ მათი ამ სიაში შეყვანა არაპროპორციული ტვირთია, მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო
კონტროლის
გამჭვირვალობა
1. კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალობის მაღალი დონით. მათ, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, სახელმწიფო კონტროლის და ამ კონტროლის ორგანიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გახადონ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების გზით. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) სახელმწიფო კონტროლის მექანიზმს, რაოდენობას და სახელმწიფო კონტროლის შედეგებს;
ბ) გამოვლენილი დარღვევების ტიპს /სახეს და რაოდენობას;
გ) იმ დარღვევების ტიპს და რაოდენობას, როდესაც კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია ზომები ამ წესების 117-ე მუხლის შესაბამისად;
დ) ამ წესების 118-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმების ტიპს და რაოდენობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია წარდგენილი იქნეს ამ წესების მე-100 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წლიური ანგარიშის გამოქვეყნებით.
3. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ პროცედურები, რათა უზრუნველყონ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაში არსებული ნებისმიერი უზუსტობის სათანადო გამოსწორება.
4. კომპეტენტურ ორგანოებს, ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე, შეუძლიათ გამოაქვეყნონ ან სხვაგვარად გახადონ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ცალკეული ბიზნესოპერატორის რეიტინგის შესახებ, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) რეიტინგის კრიტერიუმები ობიექტური, გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომია;
ბ) არსებობს შესაბამისი ღონისძიებები, რეიტინგის განსაზღვრის პროცესის სამართლიანობის, თანმიმდევრულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 12🔗. კონტროლის
დოკუმენტირებული
პროცედურები
1. კომპეტენტურმა ორგანოებმა სახელმწიფო კონტროლი უნდა განახორციელონ დოკუმენტურად გაფორმებული პროცედურების შესაბამისად, რომელიც მოიცავს ამ წესების „კომპეტენტური ორგანოების პერსონალის ტრენინგი/სწავლება „(დანართი №1) მე-2 თავის – „კონტროლის პროცედურების თემატური სფეროები“ შესაბამისად განსაზღვრულ თემატურ სფეროს და უნდა შეიცავდეს ინსტრუქციებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირებისათვის.
2. კომპეტენტურ ორგანოებს ადგილზე უნდა ჰქონდეთ კონტროლის დადასტურების პროცედურები.
3. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა:
ა) განახორციელონ მაკორექტირებელი ქმედებები ყველა შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურებით გამოვლენილი იქნება შეუსაბამობები;
ბ) საჭიროების მიხედვით, განაახლონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, დოკუმენტურად გაფორმებული პროცედურები.
4. ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ასევე დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოზე და ორგანული წარმოების მაკონტროლებელ ორგანოზე.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო
კონტროლის
წერილობითი
ჩანაწერები/ოქმები
1. კომპეტენტური ორგანოები, მათ მიერ განხორციელებულ ყოველ სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, ადგენენ წერილობით ჩანაწერებს/ოქმებს. ეს ჩანაწერები/ოქმები შეიძლება იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ჩანაწერები/ოქმი უნდა შეიცავდეს:
ა) სახელმწიფო კონტროლის მიზნის აღწერას;
ბ) გამოყენებული კონტროლის მექანიზმებს/მეთოდებს;
გ) სახელმწიფო კონტროლის შედეგებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში ქმედებებს, რომლებიც, კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით, სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე, უნდა განახორციელოს შესაბამისმა ბიზნესოპერატორმა.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ბიზნესოპერატორს მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გაცემულია ოფიციალური სერტიფიკატი ან ოფიციალური მოწმობა. ბიზნესოპერატორს დაუყოვნებლივ, წერილობით, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოვლენილი შეუსაბამობის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ.
3. თუ სახელმწიფო კონტროლი მოითხოვს პერსონალის ან კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის მუდმივ ან რეგულარულ ყოფნას იმ შენობა-ნაგებობაში, სადაც ბიზნესოპერატორი ახორციელებს საქმიანობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები უნდა იწარმოებოდეს ისეთი სიხშირით, რომელიც საშუალებას მისცემს კომპეტენტურ ორგანოს და ბიზნესოპერატორს:
ა) რეგულარულად იყვნენ ინფორმირებულები შესაბამისობის დონის შესახებ;
ბ) დროულად იყვნენ ინფორმირებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი შეუსაბამობის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ.
4. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ასევე დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოზე, ორგანული წარმოების მაკონტროლებელ ორგანოზე და ფიზიკურ პირზე, რომელთაც დაევალათ სახელმწიფო კონტროლის გარკვეული ამოცანების განხორციელება.
მუხლი 14🔗. სახელმწიფო
კონტროლის
მექანიზმები/მეთოდები
და
საშუალებები
სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები/მეთოდები და საშუალებები საჭიროებისამებრ უნდა მოიცავდეს:
ა) ბიზნესოპერატორის მიერ გამოყენებული კონტროლის და მიღებული შედეგების შემოწმებას;
ბ) ინსპექტირებას:
ბ.ა) აღჭურვილობა-მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, შენობა-ნაგებობების და ბიზნესოპერატორის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ადგილების და მიმდებარე ტერიტორიის;
ბ.ბ) ცხოველებისა და საქონლის, ნახევარფაბრიკატების, ნედლეულის, ინგრედიენტების, დამხმარე ტექნოლოგიური საშუალებების და სხვა პროდუქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებული იქნა საქონლის დამზადებისა და წარმოებისათვის ან ცხოველთა გამოკვების ან დამუშავებისათვის (მკურნალობისათვის);
ბ.გ) მოვლა-დასუფთავების საშუალებებისა და პროცესების;
ბ.დ) მიკვლევადობის, ეტიკეტირების, წარდგენის, რეკლამის და შესაბამისი შესაფუთი მასალის, იმ მასალების ჩათვლით, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის;
გ) ბიზნესოპერატორის შენობა-ნაგებობებში ჰიგიენური პირობების კონტროლს;
დ) კარგი საწარმოო პრაქტიკის (შემდგომში – GMP)), კარგი ჰიგიენის პრაქტიკის (შემდგომში – GHP), კარგი ფერმერული პრაქტიკის (შემდგომში – GFP) პროცედურების და საფრთხის ანალიზის კრიტიკული საკონტროლო წერტილების (შემდგომში – HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების შეფასებას;
ე) დოკუმენტების შემოწმებას/შესწავლას, მიკვლევადობის შესახებ ჩანაწერების და სხვა მონაცემების შემოწმებას, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში იმ დოკუმენტების შემოწმებას, რომლებიც თან ახლავს სურსათს, ცხოველის საკვებს, ნებისმიერ ნივთიერებას და მასალებს საწარმოში შესვლისას ან საწარმოდან გასვლისას;
ვ) ბიზნესოპერატორის და მისი პერსონალის გამოკითხვას;
ზ) ბიზნესოპერატორის მიერ განხორციელებულ გაზომვებს და სხვა გამოკვლევების/ტესტირებების შედეგების დადასტურებას;
თ) ნიმუშების აღებას, ლაბორატორიულ გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, ტესტირებას;
ი) ბიზნესოპერატორთა აუდიტებს;
კ) ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც საჭიროა მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოსავლენად.
მუხლი 15🔗. ბიზნესოპერატორის
ვალდებულებები
1. სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისას, ბიზნესოპერატორებმა, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საჭიროების მიხედვით, უნდა უზრუნველყონ, რომ კომპეტენტური ორგანოების პერსონალს ჰქონდეს წვდომა:
ა) აღჭურვილობებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, შენობა-ნაგებობებზე, სათავსებზე და სხვა ადგილებზე, რომლებიც ექვემდებარება მათ კონტროლს, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ) ინფორმაციის მართვის კომპიუტერიზებულ სისტემებზე;
გ) ცხოველებსა და საქონელზე, რომელიც იმყოფება მათი კონტროლის ქვეშ;
დ) მათ დოკუმენტებზე და ნებისმიერ შესაბამის ინფორმაციაზე.
2. სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისას ბიზნესოპერატორმა ხელი უნდა შეუწყოს კომპეტენტური ორგანოების და ორგანული წარმოების მაკონტროლებელი ორგანოს პერსონალს და მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისას ითანამშრომლოს მათთან.
3. ბიზნესოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში შესატან ტვირთზე, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, ვალდებულია მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით, შეფერხების გარეშე, წარადგინოს ცხოველთან და საქონელთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია.
4. ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორსა და კომპეტენტურ ორგანოებს შორის ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის შემოტანისა და გადმოტვირთვის შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის წესები, თუ ეს აუცილებელია ამ ცხოველებისა და საქონლის სრულყოფილად იდენტიფიკაციისა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისათვის.
5. ამ წესების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესოპერატორმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიაწოდოს განახლებული, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:
ა) დასახელებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესახებ;
ბ) მათ მიერ განხორციელებული კონკრეტული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, დისტანციური კომუნიკაციით განხორციელებული საქმიანობის და იმ ადგილების შესახებ, რომლებიც მათ კონტროლს ექვემდებარებიან.
6. ამ მუხლით განსაზღვრული ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ვრცელდება ასევე იმ შემთხვევებზეც, როდესაც სახელმწიფო კონტროლი და სხვა ოფიციალური საქმიანობები ხორციელდება სახელმწიფო ვეტერინარის, მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო ოფიცრის, დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს, მაკონტროლებელი ორგანოს და ფიზიკური პირის მიერ, რომელთაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლთან ან სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების შესრულება.
თავი IV
დამატებითი მოთხოვნები ზოგიერთ სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისათვის
მუხლი 16🔗. დამატებითი მოთხოვნები
1. ამ თავით რეგულირებულ სფეროებში, ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით გამოყენებული უნდა იქნეს ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. ამ თავით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) კომპეტენტური ორგანოებისა და სურსათის და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის გამოცდილება „ტექნიკური რეგლამენტების „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით განსაზღვრული საფრთხის ანალიზისა და კრიტიკულ საკონტროლო წერტილებთან დაკავშირებული პროცედურების დანერგვის შესახებ;
ბ) სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები;
გ) მომხმარებლის მოლოდინები სურსათის შემადგენლობის და სურსათის მოხმარების ცვლილებებთან დაკავშირებით;
დ) რისკები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობას, ასევე მცენარის სიჯანსაღეს, რომელიც ცხოველებთან და საქონელთანაა დაკავშირებული;
ე) ინფორმაცია შესაძლო, წინასწარგანზრახული დარღვევების პრაქტიკის შესახებ, რომელიც ჩადენილია მოტყუებით ან შეცდომაში შეყვანით.
3. ამ თავით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღებისას, თუ ეს ხელს არ უშლის ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მიზნების მიღწევას, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) მცირე ბიზნესის ტიპისა და ზომის გათვალისწინებით, გამარტივებული წესების გამოყენების აუცილებლობა;
ბ) წარმოების, გადამუშავების ან დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე ტრადიციული მეთოდების გამოყენების აუცილებლობა და ტრადიციული სურსათის წარმოება;
გ) იმ რეგიონებში არსებული ბიზნესოპერატორების საჭიროებები, რომლებზედაც ვრცელდება სპეციფიკური გეოგრაფიული შეზღუდვები.
მუხლი 17🔗. სპეციალური
განმარტებები
ამ წესების მე-18 მუხლის მიზნებისათვის:
ა) „სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით“ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვეტერინარი აკისრებს რაიმე სახის საქმიანობის/ქმედებების განხორციელებას ოფიციალურ დამხმარეს/ვეტერინარ-ტექნიკოსს;
ბ) „სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით“ ნიშნავს, რომ საქმიანობას/ქმედებებს ახორციელებს ოფიციალური დამხმარე/ვეტერინარი ტექნიკოსი სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით და სახელმწიფო ვეტერინარი ადგილზე იმყოფება ამ საქმიანობის შესასრულებლად საჭირო მთელი დროის განმავლობაში;
გ) „დაკვლისწინა ინსპექტირება/შემოწმება“ ნიშნავს ცხოველის დაკვლის წინ ადამიანის და ცხოველთა ჯანმრთელობის, ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას, მათ შორის, სადაც საჭიროა, თითოეული ცხოველის კლინიკურ გამოკვლევას და „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებით განსაზღვრული სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას;
დ) „დაკვლის შემდგომი ინსპექტირება/შემოწმება“ ნიშნავს სასაკლაოზე ან ნანადირევი ცხოველების დამუშავების საწარმოში იმ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას, რომელიც ვრცელდება:
დ.ა) „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებით განსაზღვრული ცხოველის ტანხორცზე და ცხოველის შიგნეულზე, რათა განისაზღვროს, თუ რამდენად ვარგისია ხორცი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის;
დ.ბ) განსაკუთრებული რისკის მასალის უსაფრთხოდ მოცილებაზე;
დ.გ) ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
მუხლი 18🔗.
სპეციალური
წესები
სახელმწიფო
კონტროლისა
და
კომპეტენტური
ორგანოების
მიერ
ადამიანის
მიერ
სურსათად
მოხმარებისთვის
განკუთვნილი
ცხოველური
წარმოშობის
პროდუქტების
წარმოებასთან
დაკავშირებით
განხორციელებული
ქმედებების
შესახებ
1. სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის, იმ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, მოიცავს, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემდეგი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას:
ა) ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის № 173 დადგენილება;
ბ) „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილება;
გ) „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილება;
დ) „მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №36 დადგენილება;
ე) „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება ხორცის წარმოებასთან დაკავშირებით, მოიცავს:
ა) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სასაკლაოში ჩატარებულ დაკვლისწინა ინსპექტირებას/შემოწმებას, რომელსაც, ცხოველთა წინასწარ შერჩევასთან დაკავშირებით, შეიძლება დაეხმაროს ამ მიზნით დატრენინგებული/მომზადებული ოფიციალური დამხმარე(ებ)ი/ვეტერინარი ტექნიკოს(ებ)ი;
ბ) ფრინველისა და ბოცვრისნაირების დაკვლისწინა ინსპექტირებას/შემოწმებას სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით ან ადგილზე საკმარისი გარანტიების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით;
გ) დაკვლისშემდგომ ინსპექტირებას/შემოწმებას სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით ან ადგილზე საკმარისი გარანტიების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით;
დ) სასაკლაოში, დამჭრელ საწარმოში და ნანადირევი ცხოველის დამუშავების საწარმოში სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით ან, ადგილზე საკმარისი გარანტიების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით ჩატარებულ სხვა სახელმწიფო კონტროლს, რომელიც ხორციელდება შესაბამისობის დადასტურების მიზნით შემდეგ დადგენილ მოთხოვნებთან;
დ.ა) ჰიგიენის მოთხოვნები ხორცის წარმოების მიმართ;
დ.ბ) მოთხოვნები ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტების) არსებობის შესახებ;
დ.გ) მოთხოვნები HACCP პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების და კარგი ჰიგიენის პრაქტიკის აუდიტთან დაკავშირებით;
დ.დ) ლაბორატორიული გამოკვლევები ზოონოზური აგენტების, ცხოველთა დაავადებების არსებობის გამოსავლენად და „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებთან შესაბამისობის შემოწმებისათვის (დადასტურებისათვის);
დ.ე) მოთხოვნები ცწადპ-ების და განსაკუთრებული რისკის მასალის დამუშავებასა (ჰენდლინგთან) და განკარგვასთან დაკავშირებით;
დ.ვ) მოთხოვნები ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით.
3. კომპეტენტურ ორგანოს, რისკის ანალიზის საფუძველზე, შეუძლია ნება დართოს სასაკლაოს პერსონალს, დახმარება გაუწიოს მას სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაში, ფრინველების ან ბოცვრისნაირების სასაკლაოში ან საწარმოში, რომელშიც ხდება სხვა სახის ცხოველების დაკვლა, განახორციელონ ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო კონტროლთან იმ პირობით, რომ:
ა) პერსონალი იმოქმედებს სასაკლაოს პერსონალისგან დამოუკიდებლად;
ბ) პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი/სწავლება ამ ამოცანების შესასრულებლად;
გ) პერსონალი ამ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო ვეტერინარის ან ოფიციალური დამხმარის/ვეტერინარ ტექნიკოსის თანდასწრებით და მათი ინსტრუქციების შესაბამისად.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას არ იქნება გამოვლენილი რაიმე გადაცდომა, რომელიც ხორცს ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისად გახდის, ჯანმრთელობის ნიშანდების დატანა ხდება შინაურ ჩლიქოსნებზე, მოშენებულ გარეული ძუძუმწოვარი ცხოველის ტანხორცზე, გარდა ბოცვრისნაირებისა და დიდი ზომის გარეული ცხოველისა, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით, სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით ან, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სასაკლაოს პერსონალის მიერ.
5. სახელმწიფო ვეტერინარი პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიერ გარკვეული ქმედებების განხორციელება დავალებული აქვს ოფიციალურ დამხმარეს /ვეტერინარ ტექნიკოსს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო კონტროლის მიზნებისთვის, რომელიც ხორციელდება ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანი მოლუსკების მიმართ, კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ წარმოების არეალის და რეტრანსლაციის არეალის კლასიფიცირება.
7. ამ წესებთან ერთად, ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უნდა იქნეს:
ა) კრიტერიუმები და პირობები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან ნაწილობრივი გადახვევით, როდესაც შესაძლებელია ზოგიერთ სასაკლაოზე დაკვლისწინა ინსპექტირების/შემოწმების განხორციელება სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით ან პასუხისმგებლობით იმ პირობით, რომ ეს გადახვევა არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ მიზნებს;
ბ) კრიტერიუმები და პირობები, რომლითაც განსაზღვრული იქნება მდგომარეობა, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფრინველებისა და ბოცვრისნაირების დაკვლისწინა ინსპექტირება/შემოწმება, საკმარისი გარანტიების არსებობის შემთხვევაში, განხორციელდეს სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით;
გ) კრიტერიუმები და პირობები, რითაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ნაწილობრივი გადახვევით, განსაზღვრული იქნება დაკვლისწინა ინსპექტირების/შემოწმების განხორციელება, სასაკლაოს გარეთ იძულებითი დაკვლის შემთხვევაში;
დ) კრიტერიუმები და პირობები, რითაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებიდან ნაწილობრივი გადახვევით განსაზღვრული იქნება დაკვლისწინა ინსპექტირების/შემოწმების განხორციელება წარმოშობის საწარმოში;
ე) კრიტერიუმები და პირობები, რომლითაც განსაზღვრული იქნება მდგომარეობა, როდესაც არის საკმარისი გარანტიები, რომ სახელმწიფო კონტროლი განხორციელდეს სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაკვლის შემდგომ ინსპექტირებასა/შემოწმებასა და აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
ვ) კრიტერიუმები და პირობები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან ნაწილობრივი გადახვევით, როდესაც გადაუდებელი დაკვლისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს დაკვლის შემდგომი ინსპექტირება/შემოწმება;
ზ) კრიტერიუმები და პირობები, რითაც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ნაწილობრივი გადახვევით, განსაზღვრული იქნება, თუ რა შემთხვევებში არ ექვემდებარება წარმოების არეალი და რეტრანსლაციის არეალი კლასიფიკაციას:
ზ.ა) ზღვის სავარცხელას (Pectinidae) მიმართ;
ზ.ბ) კანეკლიანების (echinoderms) და ზღვის მუცელფეხიანების (marine gastropods) მიმართ, თუ ისინი არ იკვებებიან ფილტრაციის გზით;
თ) კრიტერიუმები და პირობები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ნაწილობრივი გადახვევით, რათა განსაზღვრულ იქნეს, თუ როდის არის შესაძლებელი დამჭრელ საწარმოში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება კომპეტენტური ორგანოს მიერ დანიშნული პერსონალის მიერ, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგი/სწავლება;
ი) სპეციალური მინიმალური მოთხოვნები კომპეტენტური ორგანოების პერსონალის, ასევე სახელმწიფო ვეტერინარისა და ოფიციალური დამხმარეს/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართ, მათ მიერ ამ მუხლით განსახორციელებელი ამოცანების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სპეციალური მინიმალური მოთხოვნები ტრენინგისათვის/სწავლებისთვის;
კ) სათანადო მინიმალური მოთხოვნები ტრენინგის/სწავლების მიმართ სასაკლაოს იმ პერსონალისათვის, რომლებიც, სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასრულებენ გარკვეულ ამოცანებს.
8. მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ი, რომლითაც განსაზღვრული იქნება წესები, ამ მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის:
ა) სპეციალური მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასა და მის ერთიან მინიმალურ სიხშირესთან დაკავშირებით იმ სპეციფიკური საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს თითოეულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტთან და ყველა იმ სხვადასხვა პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც გაივლის პროდუქტი, როდესაც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე იმ მსგავს საფრთხეებზე და რისკებზე რეაგირებისათვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან;
ბ) ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანი მოლუსკებისათვის კლასიფიცირებული წარმოების არეალის და რეტრანსლაციის არეალის კლასიფიკაციის და მონიტორინგის პირობები;
გ) შემთხვევები, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა კონკრეტულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით უნდა განახორციელონ ამ წესების 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 117-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზომები;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაკვლისწინა ინსპექტირების/შემოწმების და დაკვლის შემდგომი ინსპექტირების/შემოწმების პრაქტიკული ღონისძიებები, მათ შორის, ერთიანი მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია საკმარისი გარანტიების უზრუნველყოფისათვის, როდესაც სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით;
ე) ჯანმრთელობის ნიშანდების ტექნიკური მოთხოვნები და პრაქტიკული ღონისძიებები მისი გამოყენებისათვის;
ვ) სპეციალური მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასა და მის ერთიან მინიმალურ სიხშირესთან დაკავშირებით ნედლი რძის, რძის ნაწარმისა და თევზპროდუქტების მიმართ, სადაც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე იმ მსგავს საფრთხეებზე და რისკებზე რეაგირებისათვის, რომლებიც მათში შეიძლება წარმოიშვას.
9. ამ წესების მიზნებიდან, მათ შორის, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს ღონისძიებები შეზღუდული დროისა და მოცულობის საპილოტე პროექტების განხორციელების მიზნით, ხორცის წარმოების სახელმწიფო კონტროლის ალტერნატიული პრაქტიკული ღონისძიებების შეფასებისათვის.
10. ამ წესების 30-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის დაშვებულია ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ზოგიერთი ამოცანის დელეგირება ერთ ან მეტ ფიზიკურ პირზე.
მუხლი 19🔗. სპეციალური
წესები
სახელმწიფო
კონტროლისა
და
კომპეტენტური
ორგანოების
მიერ
განსახორციელებელი
ქმედებების
შესახებ
სურსათისა
და
ცხოველის
საკვებში
ზოგიერთი
ნივთიერების
ნარჩენებთან
დაკავშირებით
1. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, რომელიც მოიცავს, ასევე, შესაბამისი ნივთიერებების სახელმწიფო კონტროლს, მათ შორის, იმ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენება სურსათთან შეხებაში მყოფ მასალებში, დამაბინძურებლებს (კონტამინანტებს), დაუშვებელ/არაავტორიზებულ, აკრძალულ და არასასურველ ნივთიერებებს, რომელთა გამოყენებამ ან არსებობამ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ან ცხოველებში, ან სურსათის/ ცხოველის საკვების წარმოებასა და გადამუშავებაში შეიძლება გამოიწვიოს მათი ნარჩენების სახით არსებობა სურსათში ან ცხოველის საკვებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებისა და სახელმწიფო კონტროლის შემდგომი ქმედებების განსაზღვრისათვის, ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მოთხოვნები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:
ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალურ მოთხოვნებს, რომელიც, საჭიროების მიხედვით, მოიცავს ნიმუშების რაოდენობას (დიაპაზონს) და წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებს, რომელზედაც უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და გამოკვლევა ამ წესების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშის აღების და ლაბორატორიული გამოკვლევების მეთოდების შესაბამისად, სპეციფიკური საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნივთიერებებთან;
ბ) შემთხვევებს, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა, ამ წესების 116-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 117-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები შეუსაბამობების ან შეუსაბამობებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში;
გ) შემთხვევებს, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა, სხვა ქვეყნიდან შემოყვანილი ცხოველებისა და შემოტანილი საქონლის მიმართ შეუსაბამობის ან შეუსაბამობაზე ეჭვის შემთხვევაში უნდა მიიღონ ამ წესების 65-ე-72-ე მუხლებით განსაზღვრული ერთი ან მეტი ზომა.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პრაქტიკული ღონისძიებები და ქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელოს კომპეტენტურმა ორგანომ სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით, რომლითაც დადგენილი იქნება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირე;
ბ) ამ წესების 98-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური დამატებითი ღონისძიებები და სპეციალური დამატებითი შინაარსი შესაბამის მრავალწლიან ეროვნულ კონტროლის პროგრამებთან დაკავშირებით, ამ წესების 97-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) ამ წესების 95-ე-96-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის მექანიზმის ამოქმედების სპეციალური პრაქტიკული ღონისძიებები.
4. ამ წესების 30-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის დასაშვებია ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის ზოგიერთი ამოცანის დელეგირება ერთ ან რამდენიმე ფიზიკურ პირზე.
მუხლი 20🔗. სპეციალური
წესები
სახელმწიფო
კონტროლისა
და
კომპეტენტური
ორგანოების
მიერ
განხორციელებული
ქმედებების
შესახებ
ცხოველებთან, ცხოველური
წარმოშობის
პროდუქტებთან, გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალასთან, ცწადპ-თან
და
მეორეულ
პროდუქტებთან
დაკავშირებით
1. სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, მოიცავს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის, ცწადპ-ს და მეორეული პროდუქტების სახელმწიფო კონტროლს.
2. ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის, ცწადპ-ს და მეორეული პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების და, ასევე, სახელმწიფო კონტროლის შემდეგ კომპეტენტური ორგანოების მიერ განსახორციელებელი ქმედებების მიზნით, ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მოთხოვნები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:
ა) სპეციალურ მოთხოვნებს ცხოველებთან, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან, გასამრავლებელ (გენეტიკური) მასალასთან დაკავშირებული, ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისთვის აღიარებულ საფრთხეებსა და რისკებზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, რათა დადასტურებულ იქნეს შესაბამისობა დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ზომებთან, რომლებიც დადგენილია ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) სპეციალურ მოთხოვნებს ცწადპ-სთან და მეორეულ პროდუქტებთან დაკავშირებული, ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისთვის სპეციფიკურ საფრთხეებსა და რისკებზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, რათა დადასტურებულ იქნეს შესაბამისობა დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ზომებთან, რომლებიც დადგენილია ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) შემთხვევებს, როდესაც შეუსაბამობის არსებობის ან შეუსაბამობაზე ეჭვის არსებობისას, კომპეტენტური ორგანოს მიერ გატარებული უნდა იქნეს ამ წესების 116-ე მუხლის მეორე პუნქტით და 117-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზომები.
3. შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი პრაქტიკული ღონისძიებები, რომლითაც დადგენილი იქნება:
ა) ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე და გასამრავლებელ (გენეტიკური) მასალაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი მინიმალური სიხშირე, სადაც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისთვის მსგავს საფრთხეებსა და რისკებზე რეაგირების მიზნით, რათა დადასტურებულ იქნეს შესაბამისობა დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ზომებთან, რომლებიც დადგენილია ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად
ბ) ცწადპ-ზე და მეორეულ პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი მინიმალური სიხშირე, სადაც, ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისთვის სპეციფიკურ საფრთხეებსა და რისკებზე რეაგირების მიზნით, აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე, რათა დადასტურდეს შესაბამისობა ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
4. ამ წესების 30-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის, დასაშვებია ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის ზოგიერთი ამოცანის დელეგირება ერთ ან რამდენიმე ფიზიკურ პირზე.
მუხლი 21🔗. სპეციალური
წესები
სახელმწიფო
კონტროლისა
და
კომპეტენტური
ორგანოების
მიერ
ცხოველების
კეთილდღეობის
მოთხოვნებთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი
ქმედებების
შესახებ
1. სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, მოიცავს აგროსასურსათო ჯაჭვის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებს.
2. სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №317 დადგენილებით განსაზღვრულ ცხოველთა ტრანსპორტირებისას კეთილდღეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, მოიცავს:
ა) დიდ მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში, ჩატვირთვამდე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, ცხოველის ტრანსპორტირებისთვის ვარგისიანობის დასადგენად;
ბ) დიდ მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში შინაურ ცხენისებრთა, გარდა რეგისტრირებული ცხენისებრებისა და შინაური ცხოველებიდან მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხის და ღორის, ყოველი გამგზავრების წინ:
ბ.ა) „მგზავრობის ჟურნალის“ სახელმწიფო კონტროლს, იმის შესამოწმებლად, რომ „მგზავრობის ჟურნალი“ შეესაბამება „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №317 დადგენილებით განსაზღვრულ წესებს;
ბ.ბ) სახელმწიფო კონტროლს, იმის შესამოწმებლად, რომ „მგზავრობის ჟურნალში“ მითითებულ გადამზიდავს აქვს გადამზიდავის მოქმედი ავტორიზაცია, ხანგრძლივი მგზავრობისთვის სატრანსპორტო საშუალების სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა და მძღოლებისა და თანმხლები პირების კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) ამ წესების 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სკპ-სა და გასვლის პუნქტზე:
გ.ა) სახელმწიფო კონტროლს, იმის შესამოწმებლად, რომ გადასაყვანი ცხოველები და სატრანსპორტო საშუალებები შეესაბამება „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №317 დადგენილების დანართი №1-ის „ტექნიკური წესების“ თავი II – „სატრანსპორტო საშუალებები“ და ამავე დანართის თავი VI დამატებითი მოთხოვნები შინაური ცხენისებრებისა და მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის შინაური სახეობის ცხოველების ხანგრძლივი მგზავრობისთვის“ განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ.ბ) სახელმწიფო კონტროლს, იმის შესამოწმებლად, რომ გადამზიდავები შეესაბამებიან მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებებს და ფლობენ მოქმედ სატრანსპორტო საშუალების სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობას და მძღოლებისა და თანმხლები პირების კვალიფიკაციის დამადასტურებელ მოწმობას;
გ.გ.) სახელმწიფო კონტროლს, იმის შესამოწმებლად, ცხოველები – ცხენისებრი, მსხვილფეხა საქონელი, თხები, ცხვრები და ღორები იმყოფებოდნენ თუ არა ხანგრძლივ მგზავრობაში ან ექვემდებარებიან თუ არა ტრანსპორტირებას ხანგრძლივ მგზავრობაში.
3. სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის დროს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმადე იქნეს შემცირებული ნებისმიერი დაყოვნება/შეფერხება ცხოველების ჩატვირთვის, გამგზავრებისა ან ტრანსპორტირების დროს.
4. კომპეტენტურმა ორგანოებმა არ უნდა დააყოვნონ/შეაფერხონ ცხოველები გამგზავრების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ცხოველების კეთილდღეობის ან ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის გამო. თუ გადაზიდვის დროს ცხოველები ორ საათზე მეტი დროის განმავლობაში უნდა დაყოვნდნენ, კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მათი მოვლის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოკვების, დაწყურების, ჩამოტვირთვისა და განთავსებისათვის შესაბამისი ზომების გატარება.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგენილი იქნება შეუსაბამობა და ეს შეუსაბამობა ორგანიზატორის მიერ არ იქნება გამოსწორებული ხანგრძლივ მგზავრობამდე, გადაზიდვის პირობებში სათანადო ცვლილებების განხორციელებით, კომპეტენტური ორგანო აკრძალავს ასეთ მგზავრობას.
6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილი იქნება, რომ ცხოველები არ არის ვარგისი მგზავრობისათვის, მათ უნდა გასცენ ბრძანება ცხოველების ჩამოტვირთვის, მათი გამოკვების, დაწყურების და დასვენების შესახებ, ვიდრე ისინი მზად არ იქნებიან გადაზიდვისა და მგზავრობის გაგრძელებისთვის.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეტყობინება/ნოტიფიკაცია გაგზავნილი უნდა იქნეს:
ა) ქვეყანაში, რომელმაც გასცა ავტორიზაცია გადამზიდავზე;
ბ) ქვეყანაში, რომელმაც გასცა სატრანსპორტო საშუალებაზე შესაბამისი სანიტარიულ-ტექნიკური მოწმობა, იმ შემთხვევაში, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ წესებთან მიმართებაში;
გ) ქვეყანაში, რომელმაც გასცა მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლის მიმართ.
8. ამ წესების 30-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის დასაშვებია ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის ზოგიერთი ამოცანის დელეგირება ერთ ან რამდენიმე ფიზიკურ პირზე.
9. შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის დამატებითი წესები, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ცხოველთა კეთილდღეობის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან, ცხოველების ტრანსპორტირებასთან, დაკვლასა და მოკვლასთან. ამ წესებით განსაზღვრული უნდა იქნეს:
ა) სპეციალური მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ცხოველების სხვადასხვა სახეობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ რისკებზე, ასევე შეუსაბამობის პრაქტიკის თავიდან აცილებისა და ცხოველთა ტანჯვის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით;
ბ) შემთხვევები, როდესაც კონკრეტული შეუსაბამობების დროს, კომპეტენტურმა ორგანომ, ამ წესების 116-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 117-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა განახორციელოს ერთი ან რამდენიმე ზომა;
გ) ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება სკპ-ებსა და გასვლის პუნქტებში, ასევე, ამ პუნქტებში მოქმედი მინიმალური მოთხოვნები;
დ) სპეციალური კრიტერიუმები და პირობები, ადმინისტრაციული ხელშეწყობის მექანიზმების ამოქმედებისათვის, ამ წესების 95-ე-96 -ე მუხლების შესაბამისად;
ე) შემთხვევები და პირობები, რომლის დროსაც ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება შეიძლება მოიცავდეს ცხოველთა კეთილდღეობის კონკრეტული ინდიკატორების გამოყენებას, რომელიც დამყარებული იქნება ეფექტურობის გაზომვად კრიტერიუმებზე, ასევე, ამ ინდიკატორების შემუშავებას, მეცნიერულ და ტექნიკურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
10. ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს წესები სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ, რომელიც ამოწმებს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნებთან შესაბამისობას, და კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლის შემდგომ განხორციელებული მოქმედებების შესახებ, რომელიც მოიცავს:
ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიან მინიმალურ სიხშირეს, სადაც ცხოველების სხვადასხვა სახეობასთან და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ რისკზე და ასევე შეუსაბამობის პრაქტიკის თავიდან აცილებისა და ცხოველთა ტანჯვის შემცირების საჭიროებაზე რეაგირების მიზნით, აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე;
ბ) პრაქტიკულ ღონისძიებებს სახელმწიფო კონტროლის წერილობითი ოქმების/ჩანაწერების შენახვასა და შენახვის ვადებთან დაკავშირებით.
მუხლი 22🔗.
სპეციალური
წესები
სახელმწიფო
კონტროლისა
და
მცენარეთა
სიჯანსაღესთან
დაკავშირებით
კომპეტენტური
ორგანოების
მიერ
განხორციელებული
ქმედებების
შესახებ
1. სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, მოიცავს სახელმწიფო კონტროლს მცენარეთა მავნე ორგანიზმებზე, მცენარეებზე, მცენარეულ პროდუქტებზე და სხვა ობიექტებზე, ასევე ბიზნესოპერატორებზე და სხვა პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება ეს წესები.
2. ამ წესებთან ერთად ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს წესები მცენარეებზე, მცენარეულ პროდუქტებზე და სხვა ობიექტებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე, ამ წესების 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, რომელიც გამოიყენება ამ საქონლის მიმართ და, ასევე, კომპეტენტური ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის შემდეგ განსახორციელებულ, ქმედებების მიმართ:
ა) სპეციალური მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, რომლებიც ვრცელდება საქართველოში კონკრეტული მცენარის, მცენარეული პროდუქტების და სხვა ობიექტების შემოტანასა და გადაადგილებაზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, აღიარებულ საფრთხეებსა და მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით, რომლებიც ეხება კონკრეტულ მცენარეებს, მცენარეულ პროდუქტებს და სხვა ობიექტებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული წარმოშობა ან წარმომავლობა;
ბ) შემთხვევები, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა კონკრეტულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით უნდა განახორციელონ ამ წესების 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 117-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
3. ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს წესები ერთიანი პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ მცენარეებზე, მცენარეულ პროდუქტებზე და სხვა ობიექტებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის, რომლებიც ხორციელდება ამ წესების 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის და სახელმწიფო კონტროლის შემდგომ კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის. ეს წესები მოიცავს:
ა) სახელმწიფო კონტროლის ერთიან მინიმალურ სიხშირეს, სადაც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე განსაზღვრული წარმოშობის ან წარმომავლობის კონკრეტულ მცენარეებთან, მცენარეულ პროდუქტებთან და სხვა ობიექტებთან დაკავშირებული მცენარის ჯანმრთელობისთვის აღიარებულ რისკებსა და საფრთხეებზე რეაგირების მიზნით;
ბ) სახელმწიფო კონტროლის ერთიან სიხშირეს, რომელიც ხორციელდება კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ ბიზნესოპერატორების მიმართ, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზებულნი არიან გასცენ მცენარის პასპორტი, იმის გათვალისწინებით, რომ მათ დანერგილი აქვთ მავნე ორგანიზმების რისკის მართვის გეგმა, მათ მიერ წარმოებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ობიექტების მიმართ;
გ) სახელმწიფო კონტროლის ერთიან სიხშირეს, რომელიც ხორციელდება კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ ბიზნესოპერატორების მიმართ, რომელთაც, „ტექნიკური რეგლამენტის „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილების შესაბამისად, მინიჭებული აქვთ შესაფუთი ხის მასალის მარკირების გამოყენების უფლება.
4. ამ წესების 30-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის დასაშვებია ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის ზოგიერთი ამოცანის დელეგირება ერთ ან რამდენიმე ფიზიკურ პირზე.
მუხლი 23🔗. სპეციალური
წესები
სახელმწიფო
კონტროლისა
და
კომპეტენტური
ორგანოების
მიერ
სურსათისა
და
ცხოველის
საკვების
წარმოებისათვის
განკუთვნილი
გმო-ს
და
გენმოდიფიცირებული
სურსათსა
და
ცხოველის
საკვებთან
დაკავშირებული
ქმედებების
შესახებ
1. სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, მოიცავს სურსათისა და ცხოველის საკვების წარმოებისათვის განკუთვნილ გმო-ს და გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
2. ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის დამატებითი წესები და ქმედებები, რომელიც კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლის შედეგების შესაბამისად. ამ წესებში გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის თავიდან აცილებას. ამ წესებით განისაზღვრება:
ა) სპეციალური მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, აღიარებულ მსგავს საფრთხეებსა და რისკებზე რეაგირების მიზნით. მათ შორის:
ა.ა) აგროსასურსათო ჯაჭვში სურსათის და ცხოველის საკვების წარმოებისათვის განკუთვნილი გმო, ასევე, გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების არსებობა, რომლებიც „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №549 დადგენილებით არ არის ავტორიზებული;
ა.ბ) „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №549 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის გეგმის სწორად გამოყენებისათვის;
ბ) შემთხვევები, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა კონკრეტულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით უნდა განახორციელონ ამ წესების 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 117-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი ზომა.
3. ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს წესები, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე, რათა თავიდან იქნეს აცილებული იმ წესების დარღვევა, რომლებიც დაკავშირებულია ასეთი სახელმწიფო კონტროლის ერთიან მინიმალურ სიხშირესთან, როდესაც სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე აუცილებელია ისეთ აღიარებულ ერთიან საფრთხეებსა და რისკებზე რეაგირებისთვის, როგორიცაა:
ა) აგროსასურსათო ჯაჭვში სურსათის და ცხოველის საკვების წარმოებისათვის განკუთვნილი გმო, ასევე გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების არსებობა, რომლებიც „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №549 დადგენილებით არ არის ავტორიზებული;
ბ) „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №549 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის გეგმის სწორად გამოყენებისათვის.
4. ამ წესების 30-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის დაშვებულია ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ზოგიერთი ამოცანის დელეგირება ერთ ან მეტ ფიზიკურ პირზე.
მუხლი 24🔗. სპეციალური
წესები
სახელმწიფო
კონტროლისა
და
კომპეტენტური
ორგანოების
მიერ
მცენარეთა
დაცვის
საშუალებებთან
დაკავშირებული
ქმედებების
შესახებ
1. სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, მოიცავს სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოქმედ (აქტიურ) ნივთიერებებსა და დამცავ საშუალებებზე, სინერგისტებზე, კოფორმულანტებსა და ადიუვანტებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის სიხშირის დადგენის მიზნით, კომპეტენტური ორგანოების მიერ ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების შედეგები, მათ შორის, პესტიციდების ნარჩენებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილებით და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით;
ბ) ინფორმაცია საქართველოში არარეგისტრირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების, მათ შორის, მცენარეთა დაცვის საშუალებების უკანონო ვაჭრობის შესახებ და სააგენტოს შესაბამისი კონტროლის შედეგები, რომელიც ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის – „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილებისა და „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 2 ოქტომბრის №2-751 ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) ინფორმაცია მოწამვლების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის საშუალებებთან, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მცენარეთა დაცვის საშუალებების პოტენციურად მავნე ან მიუღებელ ეფექტებთან დაკავშირებით და ასევე, ინფორმაცია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ, რომელიც წარმოდგენილია სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებისათვის ნორმატიული აქტებით შეიძლება განისაზღვროს:
ა) სპეციალური მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხო და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფისა და მათი უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის აღიარებულ მსგავს საფრთხეებსა და რისკებზე რეაგირების მიზნით, რომლებიც შეიძლება წარმოქმნას მცენარეთა დაცვის საშუალებებმა, წარმოების, ბაზარზე განთავსების, შემოტანის, ეტიკეტირების, შეფუთვის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენებისას;
ბ) შემთხვევები, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა კონკრეტულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით უნდა განახორციელონ ამ წესების 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 117-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზომები.
4. ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს დეტალური წესები, რომლებითაც დადგენილი იქნება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი პრაქტიკული ღონისძიებები, მათ შორის:
ა) სახელმწიფო კონტროლის ერთიანი მინიმალური სიხშირე, სადაც სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე აუცილებელია მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხო და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფისა და მათი უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, აღიარებულ მსგავს საფრთხეებსა და რისკებზე რეაგირების მიზნით, რომლებიც შეიძლება წარმოქმნას მცენარეთა დაცვის საშუალებებმა, წარმოების, ბაზარზე განთავსების, შემოტანის, ეტიკეტირების, შეფუთვის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენებისას;
ბ) მცენარეთა დაცვის საშუალებებით სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მონიტორინგი და ანგარიშგება;
გ) არარეგისტრირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მონიტორინგი და ანგარიშგება, რაც ასევე მოიცავს მცენარეთა დაცვის საშუალებების უკანონო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციას.
5. ამ წესების 30-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის დაშვებულია ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ზოგიერთი ამოცანის დელეგირება ერთ ან მეტ ფიზიკურ პირზე.
მუხლი 25🔗.
სახელმწიფო
კონტროლისა
და
სხვა
ოფიციალური
საქმიანობის
სპეციალური
წესები
ორგანული
წარმოებისა
და
ორგანული
პროდუქტების
ეტიკეტირებასთან
დაკავშირებით
ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს წესები, რომლითაც დადგენილი იქნება სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი პრაქტიკული ღონისძიებები, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, მათ შორის:
ა) სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი შინაარსი, ამ წესების 98-ე მუხლით განსაზღვრული მრავალწლიანი კონტროლის ეროვნული გეგმის შესაბამისი ნაწილების შემუშავებისათვის და სპეციალური დამატებითი შინაარსი ანგარიშისათვის, რომელიც განსაზღვრულია ამ წესების მე-100 მუხლით;
ბ) ამ წესების 95-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის მექანიზმის ამოქმედების სპეციალური პრაქტიკული ღონისძიებები, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა შეუსაბამობების შემთხვევების ან სავარაუდო შეუსაბამობების შესახებ, კომპეტენტურ ორგანოსა და დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს შორის;
გ) ნიმუშების აღების, ლაბორატორიული გამოკვლევებისა და ტესტირების მეთოდები, გარდა ნებისმიერი იმ წესებისა, რომელიც დაკავშირებულია ზღვრული მაჩვენებლების დადგენასთან.
მუხლი 26🔗. სახელმწიფო
კონტროლისა
და
სხვა
ოფიციალური
საქმიანობის
შესახებ
სპეციალური
წესები, რომელსაც
ახორციელებს
კომპეტენტური
ორგანოები
დაცულ
ადგილწარმოშობის
აღნიშვნებთან, დაცულ
გეოგრაფიულ
აღნიშვნებთან
და
გარანტირებულ
ტრადიციულ
პროდუქტებთან
დაკავშირებით
1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ წესებთან დაკავშირებით, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან მაკონტროლებელ ორგანოებზე მოახდინონ შემდეგი ზომების დელეგირება, რათა:
ა) გასცეს მითითება, რომ ბიზნესოპერატორის გარკვეული საქმიანობა დაექვემდებაროს სისტემატურ ან გაძლიერებულ სახელმწიფო კონტროლს;
ბ) გასცეს მითითება ბიზნესოპერატორის მიმართ, რომ მან გაზარდოს თვითკონტროლის სიხშირე;
გ) გასცეს მითითება ეტიკეტის შეცვლის შესახებ, პროდუქტის სპეციფიკაციებსა და ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს სახელმწიფო კონტროლის დამატებითი წესები, რომლებითაც დადგენილი იქნება:
ა) ამ წესების მე-12 და მე-14 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები, მეთოდები და მექანიზმები სახელმწიფო კონტროლისთვის, რომელიც ხორციელდება პროდუქტის სპეციფიკაციებსა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით;
ბ) ამ წესების მე-14 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური მექანიზმები/მეთოდები და საშუალებები, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებზე მიკვლევადობის უზრუნველყოფას საქონლისა და ცხოველებისათვის, რომლებზედაც ვრცელდება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებულ წესებთან შესაბამისობის გარანტიების უზრუნველყოფას;
გ) შემთხვევები, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა კონკრეტულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით უნდა განახორციელონ ამ წესების 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 117-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით,განსაზღვრული ზომები.
3. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, ნორმატიული აქტით შეიძლება დამტკიცდეს წესები სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის:
ა) ამ წესების 95-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის მექანიზმის ამოქმედების სპეციალური პრაქტიკული ღონისძიებები, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა შეუსაბამობების შემთხვევის ან სავარაუდო შეუსაბამობების შესახებ კომპეტენტურ ორგანოსა და დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს შორის;
ბ) დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ანგარიშგების კონკრეტული ვალდებულებები.
4. ამ წესების 30-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის დაშვებულია ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ზოგიერთი ამოცანის დელეგირება ერთ ან მეტ ფიზიკურ პირზე.
მუხლი 27🔗. სახელმწიფო
კონტროლისა
და
კომპეტენტური
ორგანოების
მიერ
განხორციელებული
ქმედებების
სპეციალური
წესები
სურსათსა
და
ცხოველის
საკვებში
ახლად
გამოვლენილი
რისკების
შემთხვევაში
1. ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გარკვეული კატეგორიის სურსათზე და ცხოველის საკვებზე სახელმწიფო კონტროლის წესები და ქმედებები, რომელიც კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლის შედეგების შესაბამისად, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის. ეს წესები უნდა ეხებოდეს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ახლად გამოვლენილ რისკებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სურსათის ან ცხოველის საკვებიდან, ხოლო გმო-ებთან და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით – რისკებს გარემოსთვის, ასევე, ნებისმიერ მსგავს რისკებს, რომლებიც წარმოიქმნება სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოების ახალი მოდელების გამოყენებით ან სურსათის ან ცხოველის საკვების მოხმარებით, და რომელთა ეფექტურად აღმოფხვრა შეუძლებელია შესაბამისი საერთო წესების გამოყენების გარეშე. ამ წესებით დადგენილი უნდა იქნეს:
ა) ერთიანი სპეციალური მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, სპეციფიკურ საფრთხეებზე და რისკებზე რეაგირების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია სურსათის ან ცხოველის საკვების ცალკეულ კატეგორიასთან;
ბ) შემთხვევები, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა კონკრეტულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით უნდა განახორციელონ ამ წესების 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 117-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზომები.
2. ნორმატიული აქტით შეიძლება დამტკიცდეს წესები სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთიანი პრაქტიკული ღონისძიებების და ქმედებების შესახებ, რომელიც უნდა განახორციელოს კომპეტენტურმა ორგანომ გარკვეული კატეგორიის სურსათზე ან ცხოველის საკვებზე, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ წესებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის, რათა აღმოფხვრილი იქნეს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახლად გამოვლენილი რისკები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სურსათის ან ცხოველის საკვებიდან, ხოლო გარემოსთვის – გმო და მცენარეთა დაცვის საშუალებებით, ან ნებისმიერი მსგავსი რისკები, რომლებიც წარმოიქმნება სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოების ახალი მოდელების გამოყენებით ან სურსათის ან ცხოველის საკვების მოხმარებით, და რომელთა ეფექტურად აღმოფხვრა შეუძლებელია შესაბამისი საერთო წესების გამოყენების გარეშე. ეს წესები ეხება სახელმწიფო კონტროლის ერთიან მინიმალურ სიხშირეს, სადაც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის მინიმალური დონე ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისთვის სპეციფიკურ საფრთხეებსა და რისკებზე რეაგირების მიზნით, რომლებიც არსებობს/წარმოიქმნება ცალკეული კატეგორიის სურსათსა და ცხოველის საკვებში და სხვადასხვა პროცესებში.
3. გადაუდებელი და სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევის არსებობისას, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან გარემოსთვის სერიოზულ რისკთან, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი შესასრულებლად.
თავი V
კომპეტენტური ორგანოების მიერ გარკვეული ამოცანების დელეგირება
მუხლი 28🔗. კომპეტენტური
ორგანოების
მიერ
სახელმწიფო
კონტროლის
გარკვეული
ამოცანების
დელეგირება
1. კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ გადასცენ სახელმწიფო კონტროლის გარკვეული ამოცანების შესრულება ერთ ან რამდენიმე დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან ფიზიკურ პირს ამ წესების 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. კომპეტენტური ორგანო უნდა დარწმუნდეს, რომ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან ფიზიკურ პირს, რომელსაც გადაეცა ასეთი ამოცანები, ჰქონდეს უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია ამ ამოცანების ეფექტურად შესასრულებლად.
2. თუ კომპეტენტური ორგანოს მიერ მოხდება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით სახელმწიფო კონტროლის გარკვეული ამოცანების დელეგირება ერთ ან რამდენიმე დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოზე, მან თითოეულ მათგანს უნდა მიანიჭოს კოდი და განსაზღვროს მათ აღიარებასა და ზედამხედველობაზე შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანო.
მუხლი 29🔗. სახელმწიფო კონტროლის გარკვეული ამოცანების დელეგირება დელეგირებულ ორგანოებზე
ამ წესების 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის გარკვეული ამოცანების დელეგირება დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოზე უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) დელეგირება მოიცავს სახელმწიფო კონტროლის იმ ამოცანების ზუსტ აღწერილობას, რომლებიც შეიძლება შეასრულოს დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანომ, ასევე ამ ამოცანების შესრულების პირობებს;
ბ) დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს:
ბ.ა) აქვს გამოცდილება, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის გარკვეული დელეგირებული ამოცანების შესრულებისათვის;
ბ.ბ) ჰყავს სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალის საკმარისი რაოდენობა;
ბ.გ) არის მიუკერძოებელი და თავისუფალი ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტისაგან, კერძოდ, არ იმყოფება ისეთ სიტუაციაში, რომელმაც შეიძლება, პირდაპირ ან ირიბად, გავლენა მოახდინოს მისი პროფესიული ქცევის მიუკერძოებლობაზე, სახელმწიფო კონტროლის მასზე დელეგირებული გარკვეული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ.დ) საქმიანობს და აკრედიტებულია დელეგირებული ამოცანების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, მათ შორის, სსტ ისო/იეკ 17020 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის“ მიხედვით;
ბ.ე) აქვს საკმარისი შესაძლებლობა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლის მასზე დელეგირებული ამოცანები;
გ) არსებობს კომპეტენტურ ორგანოსა და დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს შორის ეფექტური და ქმედითი კოორდინაციის მექანიზმები.
მუხლი 30🔗. სახელმწიფო
კონტროლის
გარკვეული
ამოცანების
დელეგირება
ფიზიკურ
პირებზე
კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ გადასცენ სახელმწიფო კონტროლის გარკვეული ამოცანები ერთ ან მეტ ფიზიკურ პირს ამ წესების მე-18–26-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. დელეგირება უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) დელეგირება მოიცავს სახელმწიფო კონტროლის იმ ამოცანების ზუსტ აღწერილობას, რომლებიც შეიძლება შეასრულოს ფიზიკურმა პირ(ებ)მა ასევე ამ ამოცანების შესრულების პირობებს;
ბ) ფიზიკურ პირებს:
ბ.ა) აქვს გამოცდილება, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის გარკვეული დელეგირებული ამოცანების შესრულებისათვის;
ბ.ბ) აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება;
ბ.გ) არის მიუკერძოებელი და თავისუფალი ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტისაგან, სახელმწიფო კონტროლის მასზე დელეგირებული გარკვეული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით;
გ) არსებობს კომპეტენტურ ორგანოსა და ფიზიკურ პირ(ებ)ს შორის ეფექტური და ქმედითი კოორდინაციის მექანიზმები.
მუხლი 31🔗. სხვა
ოფიციალურ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
გარკვეული
ამოცანების
დელეგირების
პირობები
1. კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების დელეგირება ერთ ან რამდენიმე დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოზე შემდეგი პირობებით:
ა) ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ კრძალავს ასეთ დელეგირებას;
ბ) სრულდება ამ წესების 29-ე მუხლით განსაზღვრული პირობები, გარდა „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.
2. კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების დელეგირება ერთ ან რამდენიმე ფიზიკურ პირზე იმ შემთხვევაში:
ა) თუ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებით დაშვებულია ასეთი დელეგირება;
ბ) სრულდება ამ წესების 30-ე მუხლით განსაზღვრული პირობები საჭირო ცვლილებებით.
3. კომპეტენტური ორგანოები არ გადასცემენ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან ფიზიკურ პირს ამ წესების 117-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.
მუხლი 32🔗. დელეგირებული
უფლებამოსილების
მქონე
ორგანოსა
და
ფიზიკური
პირის
ვალდებულებები
დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანო და ფიზიკური პირი, რომელსაც, ამ წესების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოების მიერ დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლის ან ამ წესების 31-ე მუხლის თანახმად, სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების შესრულება, ვალდებულნი არიან:
ა) რეგულარულად და მოთხოვნისთანავე მიაწოდონ კომპეტენტური ორგანოს ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობების შედეგების შესახებ;
ბ) კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ და ყოველ ჯერზე, მოთხოვნისთანავე, მიაწოდონ ინფორმაცია, როდესაც სახელმწიფო კონტროლის შედეგები მიუთითებს შეუსაბამობებზე ან შეუსაბამობის ალბათობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპეტენტურ ორგანოსა და დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან ფიზიკურ პირს შორის არის სხვა კონკრეტული შეთანხმება;
გ) კომპეტენტურ ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ თავიანთი შენობა-ნაგებობები და მოწყობილობები, ითანამშრომლონ მათთან და გაუწიონ დახმარება.
მუხლი 33🔗. მადელეგირებელი (კომპეტენტური
ორგანო, რომელიც
ახდენს
დელეგირებას) კომპეტენტური
ორგანოს
ვალდებულებები
1. კომპეტენტური ორგანოები, რომლებმაც, ამ წესების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის ან, ამ წესების 31-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების შესრულება გადასცეს დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან ფიზიკურ პირს ვალდებულნი არიან:
ა) განახორციელონ ამ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან ფიზიკური პირის აუდიტი ან ინსპექტირება, საჭიროების მიხედვით და ამ წესების 29-ე მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი აკრედიტაციის დუბლირების თავიდან აცილებისათვის;
ბ) სრულად ან ნაწილობრივ გააუქმონ დელეგირება, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა მაინც:
ბ.ა) არსებობს მტკიცებულება, რომ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფიზიკური პირი სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დელეგირებულ ამოცანებს;
ბ.ბ) დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფიზიკური პირი არ იღებს სათანადო და დროულ ზომებს გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებლად;
ბ.გ) დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფიზიკური პირის დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა კომპრომენტირებულია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ზღუდავს კომპეტენტურ ორგანოს, გააუქმოს დელეგირება სხვა მიზეზებით, გარდა ამ წესებით განსაზღვრულისა.
თავი VI
ნიმუშის აღება, ლაბორატორიული გამოკვლევა, ტესტირება და დიაგნოსტირება
მუხლი 34🔗. ნიმუშის
აღების, ლაბორატორიული
გამოკვლევების, ტესტირებისა
და
დიაგნოსტირების
მეთოდები
1. სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის დროს ნიმუშების აღების, ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირებისა და დიაგნოსტიკისთვის გამოყენებული მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ადგენენ ამ მეთოდებს ან ამ მეთოდების შესრულების კრიტერიუმებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესების არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისას, ოფიციალური ლაბორატორიები, მათი სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირებისა და დიაგნოსტიკური საჭიროებების შესაბამისად, გამოიყენებენ ერთ-ერთ შემდეგ მეთოდს:
ა) არსებული/ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ წესებსა და პროტოკოლებს, მათ შორის, მეთოდები, რომლებიც აღიარებულია სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ; ან ევროკავშირის რეფერენს-ლაბორატორიების მიერ შემუშავებული ან რეკომენდებული მეთოდები, რომლებიც ვალიდირებულია საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო პროტოკოლების შესაბამისად;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი წესებისა და პროტოკოლების არარსებობის შემთხვევაში სხვა ხელმისაწვდომი სტანდარტიზებული მეთოდები, ან შესაბამისი მეთოდები, რომლებიც შემუშავებული და რეკომენდებულია ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო პროტოკოლების შესაბამისად; ან შესაბამისი მეთოდები, რომლებიც შემუშავებული და ვალიდირებულია მეთოდების ვალიდაციის ლაბორატორიათშორისი გამოკვლევებით და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე სამეცნიერო პროტოკოლებით.
3. თუ სასწრაფოდ საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევები, ტესტირება ან დიაგნოსტირება და არ არსებობს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული არცერთი მეთოდი, შესაბამისმა ეროვნულმა რეფერენს-ლაბორატორიამ ან, თუ ასეთი ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია არ არსებობს, ნებისმიერმა სხვა ლაბორატორიამ, რომელიც განსაზღვრულია ამ წესების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი მეთოდის ვალიდაციამდე, საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო პროტოკოლების შესაბამისად, შეიძლება გამოიყენოს სხვა მეთოდები, გარდა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მეთოდებისა.
4. ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის გამოყენებული მეთოდები, შეძლებისდაგვარად უნდა შეესაბამებოდეს ამ წესების დანართი №2-ით – „გამოკვლევის მეთოდის მახასიათებლები“ დადგენილ კრიტერიუმებს.
5. ნიმუშების აღება, დამუშავება და ნიშანდება უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი სამართლებრივი, სამეცნიერო და ტექნიკური ვალიდურობა.
6. ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს წესები, რომლითაც დადგენილი იქნება:
ა) ნიმუშის აღების, ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტირების მეთოდები;
ბ) შესრულების კრიტერიუმები/სამუშაო მახასიათებლები, ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირების ან დიაგნოსტირების პარამეტრები, გაზომვის ცდომილება და ამ მეთოდის ვალიდაციის პროცედურები;
გ) ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტირების შედეგების ინტერპრეტაცია.
მუხლი 35🔗. მეორე
ექსპერტის
დასკვნა
1. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბიზნესოპერატორებს, რომელთა ცხოველები ან საქონელი, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ექვემდებარება ნიმუშის აღებას, ლაბორატორიულ გამოკვლევას, ტესტირებას ან დიაგნოსტირებას, ჰქონდეთ უფლება, საკუთარი ხარჯებით მოითხოვონ მეორე ექსპერტის მოსაზრება. ეს უფლება ბიზნესოპერატორს აძლევს საშუალებას მოითხოვოს სხვა აღიარებული და სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის მიერ, ნიმუშის აღების, ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირების ან დიაგნოსტირების დოკუმენტური შემოწმება.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მიზანშეწონილია და ტექნიკურად შესაძლებელია, ცხოველის ან საქონლის მიმართ საფრთხის წარმოშობის ან გავრცელების, ნიმუშისა და საქონლის მალფუჭებადობის, ასევე ხელმისაწვდომი სუბსტრატის რაოდენობის გათვალისწინებით უფლებამოსილმა ორგანომ უნდა:
ა) ნიმუშების აღებისას, თუ აღნიშნულს მოითხოვს ტვირთზე პასუხისმგებელი პირი, უზრუნველყოს, რომ აღებულ იქნეს მეორე ექსპერტის დასკვნისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადამოწმებისათვის საკმარისი რაოდენობის ნიმუში; ან
ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკმარისი რაოდენობის ნიმუშის აღება, აცნობოს ტვირთზე პასუხისმგებელ პირს. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის (დადასტურებისათვის) მცენარეებზე, მცენარეულ პროდუქტებში და სხვა ობიექტებში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის შესაფასებლად.
3. კომპეტენტურ ორგანოებსა და ბიზნესოპერატორს შორის, მეორე ექსპერტის დასკვნის საფუძველზე წამოჭრილი დავის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი ხარჯით პირველად დასკვნასა და ლაბორატორიულ კვლევასთან დაკავშირებული დოკუმენტების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში სხვა ოფიციალურ ლაბორატორიაში განმეორებითი ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირებისა და დიაგნოსტირების ჩატარება.
4. ბიზნესოპერატორის მიერ მეორე ექსპერტიზაზე განაცხადი, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ ახდენს გავლენას კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებაზე, გაატარონ დაუყოვნებლივი ზომები ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარეთა სიჯანსაღესთან და ცხოველის კეთილდღეობასთან, ასევე, გარემოს დაცვასთან – გმო და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისათვის, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 36🔗. დისტანციური
კომუნიკაციის
საშუალებით
გასაყიდად
შეთავაზებული
ცხოველებისა
და
საქონლის
ნიმუშების
აღება
1. ცხოველებისა და საქონლის შემთხვევაში, რომლებიც გასაყიდად შეთავაზებულია დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, კომპეტენტური ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორისათვის მოთხოვნილი ნიმუშები, კომპეტენტური ორგანოს იდენტიფიკაციის გარეშე, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სახელმწიფო კონტროლის მიზნებისათვის.
2. კომპეტენტური ორგანოები, ნიმუშის მიღების შემდეგ, ვალდებულნი არიან გაატარონ ყველა აუცილებელი ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბიზნესოპერატორები, რომელთაც შეუკვეთეს ნიმუშები ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იყვნენ ინფორმირებულები, რომ:
ა) ნიმუშები აღებულია სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლის მიზნებისათვის ნიმუშს ჩაუტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები;
ბ) ნიმუშები, ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგ, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ წესების 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მეორე ექსპერტის მოსაზრებისთვის.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოზე და ფიზიკურ პირზე, რომელთაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლის გარკვეული ამოცანების შესრულება.
მუხლი 37🔗. ოფიციალური
ლაბორატორიის
განსაზღვრა/დასახელება
1. კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრავენ/ასახელებენ ოფიციალურ ლაბორატორიებს, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლის ან სხვა ოფიციალური საქმიანობის ფარგლებში აღებული ნიმუშების ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ტესტირებასა და დიაგნოსტირებას.
2. კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია ოფიციალურ ლაბორატორიად განსაზღვროს/დაასახელოს სხვა ქვეყნის ლაბორატორია, იმ პირობით, თუ ეს ლაბორატორია უკვე განსაზღვრულია, როგორც ოფიციალური ლაბორატორია იმ ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.
3. ოფიციალური ლაბორატორიის განსაზღვრა/დასახელება გაფორმებული უნდა იქნეს წერილობით და მასში მოცემული უნდა იქნეს ზუსტი აღწერილობები:
ა) დავალებების, რომლებსაც ლაბორატორია ასრულებს როგორც ოფიციალური ლაბორატორია;
ბ) პირობების, რომელშიც ლაბორატორია ახორციელებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას;
გ) ღონისძიებების, რომლებიც საჭიროა ლაბორატორიასა და კომპეტენტურ ორგანოებს შორის ეფექტური კოორდინაციისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
4. კომპეტენტური ორგანოს მიერ, ოფიციალურ ლაბორატორიად განსაზღვრული/დასახელებული უნდა იქნეს მხოლოდ ის ლაბორატორია, რომელსაც:
ა) აქვს საჭირო გამოცდილება, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირებისა და დიაგნოსტირებისათვის;
ბ) ჰყავს მოცემულ სფეროში სათანადო რაოდენობის კვალიფიციური, გამოცდილი და მომზადებული პერსონალი;
გ) უზრუნველყოფს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მასზე დაკისრებულ დავალებებს, რომელსაც იგი ახორციელებს როგორც ოფიციალური ლაბორატორია, ასრულებს მიუკერძოებლად, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტის გარეშე;
დ) შეუძლია დროულად მიაწოდოს სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის ფარგლებში აღებული ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირების და დიაგნოსტირების შედეგები;
ე) საქმიანობს EN ISO/IEC 17025 (სსტ ისო/იეკ 17025– „ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობის მიმართ“) სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით და აკრედიტებულია ამ სტანდარტის შესაბამისად სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის ან ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში უფლებამოსილი ორგანოების მიერ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აკრედიტაციის სფეროები:
ა) მოიცავს ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირებისა და დიაგნოსტირების იმ მეთოდებს, რომლებსაც ლაბორატორია, როგორც ოფიციალური ლაბორატორია, გამოიყენებს ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტირების დროს;
ბ) შეიძლება მოიცავდეს ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირების და დიაგნოსტირების ერთ ან მეტ მეთოდს ან მეთოდების ჯგუფს;
გ) შეიძლება იქნეს განსაზღვრული მოქნილი გზით, რათა აკრედიტაციის სფერომ, ლაბორატორიის მიერ განხორციელებული საკუთარი ვალიდაციის საფუძველზე, მოიცვას ოფიციალურ ლაბორატორიის მიერ აკრედიტაციის მინიჭებისას გამოყენებული მეთოდების მოდიფიცირებული ვერსიები ან ამ მეთოდებთან ერთად დამატებითი ახალი მეთოდები, სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის ან ევროკავშირის ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (შემდგომში OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ამ მოდიფიცირებული ან ახალი მეთოდების გამოყენებამდე, სპეციალური შეფასების გარეშე.
6. როდესაც საქართველოში არცერთ ოფიციალურ ლაბორატორიას არ გააჩნია გამოცდილება, აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურა და არ ჰყავს პერსონალი, რომელიც აუცილებელია ახალი ან განსაკუთრებით იშვიათი ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირების ან დიაგნოსტიკის ჩასატარებლად, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება მიმართონ ლაბორატორიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე მოთხოვნას, ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტირების ჩატარებისთვის.
მუხლი 38🔗. ოფიციალური
ლაბორატორიის
ვალდებულებები
1. თუ სახელმწიფო კონტროლის ან სხვა ოფიციალური საქმიანობის დროს აღებული ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირების ან დიაგნოსტირების შედეგები მიუთითებს ადამიანის, ცხოველის ან მცენარეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზე, ან, გმო-ს და მცენარეთა დაცვის საშუალებებით – გარემოს რისკებზე, ან მიუთითებენ შეუსაბამობის ალბათობაზე, ოფიციალურმა ლაბორატორიებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებმაც განსაზღვრეს ისინი ამ ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირების ან დიაგნოსტირებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან ფიზიკურ პირს, რომლებსაც გადაეცათ ეს ამოცანა შესასრულებლად. თუმცა, კომპეტენტურ ორგანოს, დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან ფიზიკურ პირს და ოფიციალურ ლაბორატორიას შორის სპეციალური შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს, რომ ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება არ არის საჭირო.
2. ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის მოთხოვნის საფუძველზე, ოფიციალური ლაბორატორიები მონაწილეობას იღებენ ლაბორატორიათშორის შედარებით გამოკვლევებში ან საკვალიფიკაციო ტესტირებებში (PT-proficiency tests), იმ ლაბორატორიულ გამოკვლევებში, ტესტირებებსა და დიაგნოსტირებებში, რომლებსაც ისინი განახორციელებენ, როგორც ოფიციალური ლაბორატორიები.
3. ოფიციალური ლაბორატორიები, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდიან იმ მეთოდების დასახელებას, რომლებიც, სახელმწიფო კონტროლის ან სხვა ოფიციალური საქმიანობის ფარგლებში, გამოიყენება ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირების ან დიაგნოსტირებისათვის.
4. ოფიციალურმა ლაბორატორიებმა, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, შედეგებთან ერთად უნდა მიუთითონ მეთოდი, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ან სხვა ოფიციალური საქმიანობის ფარგლებში გამოიყენება თითოეული ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირების ან დიაგნოსტირებისას.
მუხლი 39🔗. ოფიციალური
ლაბორატორიის
აუდიტი
1. კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად და ყოველთვის, როდესაც ამას აუცილებლად მიიჩნევენ, ახორციელებენ მათ მიერ ამ წესების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული/დანიშნული ოფიციალური ლაბორატორიების აუდიტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი, ამ წესების 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი აკრედიტაციის შეფასების გათვალისწინებით, ჩათვლიან, რომ აუდიტის ჩატარება არ არის საჭირო.
2. კომპეტენტურმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმონ ოფიციალური ლაბორატორიების განსაზღვრა/დასახელება სრულად ან გარკვეული ამოცანების შესრულებისათვის, თუ მის მიერ არ იქნება განხორციელებული შესაბამისი და დროული გამოსასწორებელი ზომები ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად განხორციელებული აუდიტის შედეგების შესაბამისად, რომლის დროსაც გამოვლენილი იქნა ერთ-ერთი:
ა) აღარ შეესაბამება ამ წესების 37-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს;
ბ) ვერ ასრულებს ამ წესების 38-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
გ) არადამაკმაყოფილებელია ამ წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ლაბორატორიათაშორისი შედარებით ტესტირების შედეგები.
მუხლი 40🔗.
გამონაკლისები
ზოგიერთი
ოფიციალური
ლაბორატორიისთვის
სავალდებულო
აკრედიტაციის
პირობებთან
დაკავშირებით
1. კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ოფიციალურ ლაბორატორიად განსაზღვრონ/დაასახელონ ლაბორატორია, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა ეს ლაბორატორია ამ წესების 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ:
ა) ლაბორატორიები:
ა.ა)რომელთა ერთადერთი საქმიანობა ხორცში ტრიქინელას (Trichinella) აღმოჩენაა;
ა.ბ) რომლებიც ტრიქინელას (Trichinella) აღმოჩენისათვის გამოიყენებენ მხოლოდ „ხორცში ტრიქინელას სახელმწიფო კონტროლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 დეკემბრის №575 დადგენილებით განსაზღვრულ მეთოდს;
ა.გ) რომლებიც ტრიქინელას აღმოჩენას განახორციელებენ კომპეტენტური ორგანოს ან ამ წესების 37-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოფიციალური ლაბორატორიის ზედამხედველობით, რომელიც EN ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდის გამოყენებაზე;
ა.დ) რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ და აქვთ დამაკმაყოფილებელი შედეგები ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიების მიერ ორგანიზებულ ლაბორატორიათაშორის შედარებით გამოკვლევებში ან საკვალიფიკაციო ტესტირებებში (PT-proficiency tests), ტრიქინელას აღმოჩენის იმ მეთოდებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ;
ბ) ლაბორატორიები, რომლებიც განახორციელებენ ლაბორატორიულ გამოკვლევას, ტესტირებას ან დიაგნოსტირებას მხოლოდ სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისას, იმ პირობით, რომ:
ბ.ა) იყენებენ ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირებისა ან დიაგნოსტირების მხოლოდ იმ მეთოდებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით;
ბ.ბ)ლაბორატორიულ გამოკვლევას, ტესტირებას ან დიაგნოსტირებას განახორციელებენ კომპეტენტური ორგანოს ან ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის ზედამხედველობით, იმ მეთოდებზე, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ;
ბ.გ) მონაწილეობენ და აქვთ დამაკმაყოფილებელი შედეგები ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიების მიერ ორგანიზებულ ლაბორატორიათაშორის შედარებით გამოკვლევებში ან საკვალიფიკაციო ტესტირებებში (PT-proficiency tests), იმ მეთოდებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ;
ბ.დ) აქვთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებების ან დიაგნოსტირებისათვის გამოყენებული მეთოდების შედეგების სანდოობას და უტყუარობას.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიების მიერ გამოყენებული მეთოდები საჭიროებენ ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირების ან დიაგნოსტირების შედეგების დადასტურებას, ოფიციალური ლაბორატორია, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესების 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განახორციელებს დამადასტურებელ ლაბორატორიულ გამოკვლევას, ტესტირებას ან დიაგნოსტირებას.
მუხლი 41🔗.
ოფიციალური
ლაბორატორიების
მიერ
გამოსაყენებელი
ლაბორატორიული
ანალიზის, ტესტირებისა
და
დიაგნოსტირების
მეთოდების
სავალდებულო
აკრედიტაციის
შესახებ
პირობის
გაუქმების
უფლებამოსილება
შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის შემთხვევები და პირობები, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება განსაზღვრონ/დაასახელონ ოფიციალურ ლაბორატორიებად ის ლაბორატორიები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესების 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, ყველა იმ მეთოდთან მიმართებაში, რომელსაც ისინი იყენებენ სახელმწიფო კონტროლის ან სხვა ოფიციალური საქმიანობისთვის, იმ პირობით, რომ ასეთი ლაბორატორიები აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
ა) მუშაობენ და აკრედიტებული არიან EN ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად ერთი ან მეტი მეთოდის გამოსაყენებლად, რომლებიც სხვა გამოყენებული მეთოდების ანალოგიური და რეპრეზენტატულია;
ბ) რეგულარულად და ძირითადად (მნიშვნელოვნად) იყენებენ მეთოდებს, რომლებზედაც ისინი აკრედიტებული არიან ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს ამ წესების 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალიდური მეთოდები, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისთვის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების გამოსავლენად.
მუხლი 42🔗.
ოფიციალური
ლაბორატორიების
სავალდებულო
აკრედიტაციის
პირობებიდან
დროებითი
გადახვევა
1. კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ არსებული ოფიციალური ლაბორატორია, ამ წესების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დროებით განსაზღვრონ/დაასახელონ ოფიციალურ ლაბორატორიად, ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებების ან დიაგნოსტირების იმ მეთოდების გამოსაყენებლად, რომლებზედაც მათ ვერ მიიღეს ამ წესების 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აკრედიტაცია, ერთ-ერთი პირობით, თუ:
ა) შესაბამისი მეთოდების გამოყენება განპირობებულია ახალი ნორმატიული აქტით;
ბ)გამოყენებულ მეთოდში შეტანილი ცვლილებები საჭიროებენ ახალ აკრედიტაციას ან ოფიციალური ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას;
გ) მეთოდის გამოყენება განპირობებულია საგანგებო სიტუაციით ან ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარის სიჯანსაღესთან ამ ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული ახალი (საგანგებო) რისკებით, ხოლო გარემოსთან მიმართებაში – გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებებით გამოწვეული რისკებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი განსაზღვრა/დასახელება უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ოფიციალური ლაბორატორია უკვე აკრედიტებულია EN ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად ისეთი მეთოდის გამოყენებაზე, რომელიც იმ მეთოდის ანალოგიურია, რომელიც არ არის განსაზღვრული მისი აკრედიტაციის სფეროთი;
ბ)ოფიციალურ ლაბორატორიას აქვთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებების ან დიაგნოსტირებისათვის გამოყენებული იმ მეთოდების შედეგების სანდოობას და უტყუარობას, რომელიც არ არის შეტანილი აკრედიტაციის სფეროში;
გ) ამ მეთოდის გამოყენებით ლაბორატორიულ გამოკვლევას, ტესტირებას ან დიაგნოსტირებას განახორციელებენ კომპეტენტური ორგანოს ან ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის ზედამხედველობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ დროებითი განსაზღვრის/დასახელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს, მისი გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად, ერთი წლით.
თავი VII
საქართველოში შემომსვლელი ცხოველების და საქონლის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 43🔗. საქართველოში შემომსვლელი ცხოველების და საქონლის სახელმწიფო კონტროლი
საქართველოში შემომსვლელ ცხოველებსა და საქონელზე უნდა განხორციელდეს რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლი. ამ წესების 47-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრულ ცხოველებზე და საქონელზე სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს ამ წესების 47-ე – 64 -ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 44🔗. ცხოველებისა
და
საქონლის
სახელმწიფო
კონტროლი,
გარდა
იმ
ცხოველებისა
და
საქონლისა, რომლებიც 47-ე–64-ე
მუხლების
თანახმად
ექვემდებარება
სკპ-ში
სახელმწიფო
კონტროლს
1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წესებთან შესაბამისობის დასადგენად, კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად, რისკის საფუძველზე და სათანადო სიხშირით ახორციელებენ ცხოველების და საქონლის საქართველოში შემოსვლის სახელმწიფო კონტროლს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ წესების 47-ე-48-ე მუხლების მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ცხოველებზე და საქონელზე სახელმწიფო კონტროლის სათანადო სიხშირის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარის სიჯანსაღესთან, ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული რისკები, ხოლო გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში – გარემოს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველების და საქონლის სხვადასხვა სახეობასთან;
ბ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან, იდენტურობასთან, თვისებებთან, შემადგენლობასთან, რაოდენობასთან, ვარგისიანობის ვადასთან, წარმოშობის ქვეყანასთან და წარმოშობის ადგილთან, წარმოების ან დამზადების მეთოდთან;
გ) ცხოველების ან საქონლის ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ისტორია, რაც დაკავშირებულია:
გ.ა) სხვა ქვეყანასთან და მწარმოებელ საწარმოსთან ან წარმოების ადგილთან, საჭიროებისამებრ;
გ.ბ) ექსპორტიორთან;
გ.გ) ტვირთზე პასუხისმგებელ ბიზნესოპერატორთან;
დ) შესაბამის ცხოველებსა და საქონელზე, უკვე განხორციელებული კონტროლი;
ე) გარანტიები, რომლებიც პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანოებმა გასცეს ცხოველებისა და საქონლის ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან არანაკლებ ეკვივალენტურად აღიარებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილებში, რაც მოიცავს:
ა) შემოსვლის პუნქტს;
ბ)საბაჟო კონტროლის პუნქტს;
გ) თავისუფალი მიმოქცევის გაშვების ადგილებს;
დ) საწყობებს და ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის შენობა-ნაგებობებს;
ე) დანიშნულების ადგილებს.
4. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, კომპეტენტური ორგანო, სკპ-ში სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს, როდესაც აქვს სავარაუდო საფუძველი, რომ მათი ქვეყანაში შემოსვლა შესაძლოა წარმოქმნიდეს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარის სიჯანსაღესთან, ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებულ რისკებს, ასევე გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში – გარემოს რისკებს. კონტროლი ხორციელდება:
ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის, ცარიელ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ბ) შეფუთვაზე, მათ შორის, პალეტებზე.
5. კომპეტენტური ორგანო სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქონელზე, რომელიც საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ექვემდებარება საბაჟო პროცედურებს და დროებით შენახვას.
მუხლი 45🔗. სახელმწიფო
კონტროლის
სახეები
ცხოველებსა
და
საქონელზე, გარდა 47-ე – 64-ე
მუხლებით
განსაზღვრული
სკპ-ებში
სახელმწიფო
კონტროლს
დაქვემდებარებულისა
1. ამ წესების 44-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი მოიცავს:
ა) დოკუმენტურ შემოწმებას;
ბ) იდენტურობის შემოწმებას და ფიზიკურ შემოწმებას, რომელიც დამოკიდებულია ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარის სიჯანსაღესთან, ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებულ რისკებზე, ასევე გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში – გარემოს რისკებზე.
2. კომპეტენტური ორგანოები ამ მუხლის პირველი პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ შემოწმებას უნდა ახორციელებდნენ შესაბამის პირობებში, რაც სათანადო მოკვლევის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტური შემოწმებები, იდენტურობის და ფიზიკური შემოწმებები აჩვენებს, რომ ცხოველები და საქონელი არ შეესაბამება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, გამოყენებული უნდა იქნეს ამ წესების 66-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებით, 67-ე – 69-ე მუხლებით, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და 116-ე-117-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები.
4. ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს წესები იმ შემთხვევებთან და პირობებთან დაკავშირებით, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა ბიზნესოპერატორებს შესაძლებელია მოსთხოვონ შეტყობინება, გარკვეული საქონლის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით.
მუხლი 46🔗. ცხოველების და საქონლის ნიმუშის აღება, გარდა იმ ცხოველებისა და საქონლისა, რომლებიც სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება
1. ცხოველებისა და საქონლის ნიმუშების აღების დროს, კომპეტენტურმა ორგანოებმა, ამ წესების 34-ე-42-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა:
ა) აცნობოს შესაბამის ბიზნესოპერატორებს და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება ცხოველების ან საქონლის დაკავების შესახებ ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებების ან დიაგნოსტირების პასუხების მიღებამდე, ან გადაწყვეტილება მათი დაშვების შესახებ იმ პირობით, რომ ცხოველები და საქონელი იქნება მიკვლევადი.
2. ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს:
ა) პროცედურები, რომელიც აუცილებელია ცხოველების და საქონლის მიკვლევადობისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც თან უნდა ახლდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცხოველს ან საქონელს, კომპეტენტური ორგანოს მიერ ნიმუშების აღების დროს.
მუხლი 47🔗. ცხოველები
და
საქონელი, რომლებიც
სკპ-ებში
ექვემდებარებიან
სახელმწიფო
კონტროლს
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენტური ორგანო საქართველოში შემომსვლელ თითოეულ ტვირთზე, სკპ-ში ახორციელებს, შემდეგი კატეგორიის საქონლის სახელმწიფო კონტროლს:
ა) ცხოველები;
ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალა, ცწადპ, თივა და ჩალა, სასურსათო პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ როგორც მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, ისე ცხოველური წარმოშობის გადამუშავებულ პროდუქტებს („კომპოზიციური პროდუქტები“/შედგენილი პროდუქტები);
გ) მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ობიექტები, რომლებიც განსაზღვრულია „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის წესის“ დანართი №1-ით;
დ) განსაზღვრული ქვეყნებიდან საქართველოში საქონლის შემოტანისას, რომელთა მიმართ არსებული ან წარმოქმნილი რისკების გამო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფართოდ გავრცელებულ და მნიშვნელოვან შეუსაბამობას, კომპეტენტური ორგანო, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამოსცემს ნორმატიულ აქტ(ებ)ს სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებული დროებითი ღონისძიებების შესახებ;
ე) ცხოველები და საქონელი, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარება საგანგებო ზომებს, იდენტიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდების მეშვეობით, როგორც შემოტანისას სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული;
ვ) ცხოველები და საქონელი, რომელთა საქართველოში შემოტანის პირობები და ზომები განსაზღვრულია ამ წესების 106-ე ან 108-ე მუხლების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტებით ან ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებით, რომლებითაც მოთხოვნილია, რომ ზემოაღნიშნულ პირობებთან და ზომებთან შესაბამისობა უნდა დადასტურდეს ცხოველების ან საქონლის შემოსვლისას.
2. შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უნდა იქნეს:
ა) ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ყველა ცხოველსა და საქონელს, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისი კოდების მითითებით;
ბ) საქონლის ჩამონათვალი, რომლებიც მიეკუთვნება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებს, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისი კოდების მითითებით. ამ ჩამონათვალის განახლება უნდა მოხდეს საჭიროების მიხედვით, ამ პუნქტით განსაზღვრული რისკების გათვალისწინებით.
3. შესაბამისი ნორმატიული აქტებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტვირთების კატეგორიების ცვლილებები, კომპოზიციური პროდუქტების, თივისა და ჩალის ჩათვლით, ასევე, სხვა მკაცრად შეზღუდული პროდუქტების, რომლებიც წარმოქმნიან ახლად აღმოჩენილ ან მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკებს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარეთა სიჯანსაღისთვის, ხოლო გარემოსთვის რისკებს – გმო და მცენარეთა დაცვის საშუალებები.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ‘ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ არაკომერციული ხასიათის ცხოველებისა და საქონლის კატეგორიებზე.
5. ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორები უზრუნველყოფენ, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ცხოველებისა და საქონლის კატეგორიები წარდგენილ იქნეს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის შესაბამის სასაზღვრო კონტროლის პუნქტში.
მუხლი 48🔗. სკპ-ებში
სახელმწიფო
კონტროლისგან
გათავისუფლებული
ცხოველები
და
საქონელი
შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უნდა იქნეს წესები, რომლითაც დადგენილი იქნება შემთხვევები და პირობები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ცხოველების და საქონლის ის კატეგორიები, რომლებზედაც არ გავრცელდება ამ წესების 47-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი. ეს გამონაკლისები დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) საქონელი, რომელიც იგზავნება სავაჭრო ნიმუშის სახით ან საგამოფენო ექსპონატად და რომლებიც არ არის განკუთვნილი ბაზარზე განთავსებისათვის;
ბ) ცხოველები და საქონელი, რომლებიც განკუთვნილია სამეცნიერო მიზნებისათვის;
გ) საერთაშორისო გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალებების ბორტზე არსებული საქონელი, რომელთა გადმოტვირთვა არ ხდება და რომლებიც განკუთვნილია ეკიპაჟისა და მგზავრების მოხმარებისთვის;
დ) საქონელი, რომელიც წარმოადგენს მგზავრთა პირადი ბარგის ნაწილს და განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის;
ე) ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი საქონლის მცირე ტვირთები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ბაზარზე განთავსებისათვის;
ვ) შინაური ბინადარი ცხოველები, როგორც ეს განმარტებულია „შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №551 დადგენილებით დამტკიცებული „შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით;
ზ) საქონელი, რომელმაც გაიარა სპეციალური დამუშავება და არ აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით;
თ) ცხოველების ან საქონლის კატეგორიები, რომლებიც წარმოადგენენ დაბალ რისკს ან არ შეიცავს განსაკუთრებულ (სპეციფიკურ) რისკს და, შესაბამისად, მათი კონტროლი სკპ-ებზე არ არის აუცილებელი.
მუხლი 49🔗. სახელმწიფო
კონტროლი
სკპ-ში
1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნების შესრულების შემოწმების (დადასტურების) მიზნით, კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების სახელმწიფო კონტროლს სკპ-ში შემოსვლისას, რომელიც მოიცავს დოკუმენტურ შემოწმებას, იდენტურობის შემოწმებას და ფიზიკურ შემოწმებას.
2. ფიზიკური შემოწმებები ტარდება, როდესაც ეს შემოწმებები ეხება:
ა) ცხოველებს, გარდა წყლის ცხოველებისა, ან ხორცს და საკვებად განკუთვნილ ხორცის სუბპროდუქტებს, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელსაც შეიძლება დაეხმაროს პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი/სწავლება ვეტერინარულ საკითხებში ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ამ მიზნით დანიშნულია კომპეტენტური ორგანოების მიერ;
ბ) წყლის ცხოველებს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ცხოველური პროდუქტებისა, გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალას, ცწადპ-ს, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელსაც შეიძლება დაეხმაროს პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი/სწავლება ვეტერინარულ საკითხებში ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ამ მიზნით დანიშნულია კომპეტენტური ორგანოების მიერ;
გ) მცენარეებს, მცენარეულ პროდუქტებს და სხვა ობიექტებს – მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო ოფიცრის მიერ.
3. კომპეტენტური ორგანო, სკპ-ში სისტემატურად ახორციელებს გადასაყვანი ცხოველების ტვირთსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნების შესრულების შემოწმების (დადასტურება) მიზნით. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განახორციელოს ღონისძიებები და განსაზღვროს გადასაყვანი ცხოველების სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტები, რათა კონტროლის განხორციელებისას შემცირდეს დაყოვნებები/შეფერხებები.
4. შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს წესები, რომლებიც ეხება ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების ტვირთების, სატრანსპორტო ერთეულების ან ქვეერთეულების, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდუალურ ტვირთებს, წარდგენის პრაქტიკულ ღონისძიებებს და ადგენენ თითოეულ ტვირთში ასეთი სატრანსპორტო საშუალებების ერთეულებისა ან ქვეერთეულების მაქსიმალურ რაოდენობას, რა დროსაც აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ეფექტური და სწრაფი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და ტვირთების მართვა, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
5. შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება სპეციალური მოთხოვნები ან წესები, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პერსონალის ტრენინგის/სწავლების შესახებ, მათ მიერ სკპ-ში ფიზიკური შემოწმების განხორციელებისათვის.
მუხლი 50🔗. სერტიფიკატები
და
დოკუმენტები, რომლებიც
თან
ახლავს
ტვირთს
და
დაყოფილ
ტვირთებს
1. ოფიციალური სერტიფიკატები ან დოკუმენტების ორიგინალები ან ეკვივალენტური დოკუმენტები ელექტრონული ფორმით, რომლებიც ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესების შესაბამისად, თან უნდა ახლდეს ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცხოველებისა და საქონლის კატეგორიებს, კომპეტენტურ ორგანოს უნდა წარედგინოს სკპ-ში, რომელიც ინახება მასთან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესებით.
2. კომპეტენტურმა ორგანომ ტვირთზე პასუხისმგებელ ბიზნესოპერატორს უნდა გადასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოფიციალური სერტიფიკატების ან დოკუმენტების დამოწმებული მატერიალური ან ელექტრონული ასლები, ხოლო დაყოფილი ტვირთის შემთხვევაში, ინდივიდუალურად დამოწმებული ოფიციალური სერტიფიკატების ან დოკუმენტების მატერიალური ან ელექტრონული ასლები.
3. ტვირთის დაყოფა დაუშვებელია, სანამ არ განხორციელდება სახელმწიფო კონტროლი და არ იქნება გაფორმებული ამ წესების 56-ე მუხლით განსაზღვრული „ჯანმრთელობის/სიჯანსაღის საერთო შესვლის დოკუმენტი“ 56-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 57-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს შემთხვევები და პირობები, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტი დანიშნულების ადგილამდე თან უნდა ახლდეს ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების ტვირთს.
მუხლი 51🔗. სკპ-ებში
სახელმწიფო
კონტროლის
განხორციელების
სპეციალური
წესები
1. შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) პირობები და შემთხვევები, რომლის დროსაც სკპ-ში კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება ნება დართოს ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების ტვირთის დანიშნულების ადგილამდე შემდგომ გადაადგილებაზე ფიზიკური შემოწმებების შედეგების მიღებამდე, თუ ასეთი შემოწმებები არის საჭირო;
ბ) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების იმ ტვირთის დოკუმენტური და, საჭიროების შემთხვევაში იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმებების ჩატარების ვადები და ღონისძიებები, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ან საჰაერო გზით სხვა ქვეყნიდან და საბაჟოს ზედამხედველობით იმავე პორტში ან აეროპორტში, გადაიტვირთება სხვა საზღვაო ან საჰაერო ხომალდში შემდგომი გადაადგილებისათვის („გადატვირთული ტვირთი“);
გ) შემთხვევები და პირობები, რომლის დროსაც საჰაერო ან საზღვაო გზით შემოსული „გადატვირთული ტვირთები“ და ცხოველები, რომლებიც ჩამოდიან და რჩებიან იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე შემდგომი გადაადგილებისათვის, იდენტურობის შემოწმება და ფიზიკური შემოწმება შეიძლება განხორციელდეს პირველადი შემოსვლის პუნქტის გარდა სხვა სკპ-ში;
დ) შემთხვევები და პირობები, რომლის თანახმად შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების ტვირთის ტრანზიტი და ასევე სკპ-ებში ამ ტვირთებზე განხორციელდეს განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის, თავისუფალ ზონებში ან სპეციალურად აღიარებულ საბაჟო საწყობებში ტვირთის შენახვის შემთხვევებსა და პირობებზე;
ე) შემთხვევები და პირობები, რომლის თანახმად, ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „გადატვირთულ ტვირთებსა“ და საქონლის ტრანზიტზე გავრცელდება იდენტურობის შემოწმების და ფიზიკური შემოწმების ნაწილობრივად გამარტივებული წესები.
2. შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ით შესაძლოა განისაზღვროს წესები იმ შემთხვევებისა და პირობების შესახებ, რომლითაც დადგენილი იქნება დოკუმენტური შემოწმების ნაწილობრივად გამარტივებული წესები ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „გადატვირთულ ტვირთებსა“ და საქონლის ტვირთების ტრანზიტზე.
მუხლი 52🔗. დოკუმენტური
შემოწმების, იდენტურობის
შემოწმებისა
და
ფიზიკური
შემოწმების
დეტალური
წესები
სახელმწიფო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისა და ამ წესების 49-ე-51-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ით განისაზღვრება დეტალური წესები იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს დოკუმენტური, იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმების განხორციელების დროს და მის შემდგომ.
მუხლი 53🔗. სახელმწიფო
კონტროლი, რომელიც
არ
ხორციელდება
სკპ-ებში
1. შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ით განისაზღვრება წესები იმ შემთხვევებისა და პირობების შესახებ, რომლითაც დადგენილი იქნება:
ა) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცხოველებისა და საქონლის კატეგორიებზე იდენტურობის შემოწმება და ფიზიკური შემოწმება, კომპეტენტური ორგანოების მიერ შესაძლებელია განხორციელებულ იქნეს, გარდა სკპ-ებისა, საკონტროლო პუნქტებში იმ პირობით, რომ ეს საკონტროლო პუნქტები აკმაყოფილებს ამ წესების 64-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შემთხვევები, როდესაც კონტროლის სპეციფიკური ამოცანები შესაძლებელია შესრულდეს საბაჟო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამოცანები არ წარმოადგენს მათი პასუხისმგებლობის სფეროს, კერძოდ:
ბ.ა) ამ წესების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტვირთები;
ბ.ბ) მგზავრის პირადი ბარგი;
ბ.გ) საქონელი, რომელიც შეძენილია ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით შეკვეთილი დისტანციური კონტრაქტით;
ბ.დ) შინაური ბინადარი ცხოველები, „შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №551 დადგენილებით დამტკიცებული „შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ობიექტების ტვირთების დოკუმენტური შემოწმება შეიძლება განხორციელდეს სკპ-დან დაშორებით.
2. ამ წესების 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 59-ე მუხლით, მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით და 62-ე და 63-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ საკონტროლო პუნქტებზე.
მუხლი 54🔗. დოკუმენტური
შემოწმების, იდენტურობის
შემოწმების
და
ფიზიკური
შემოწმების
სიხშირე
1. ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების ყველა ტვირთი უნდა დაექვემდებაროს დოკუმენტურ შემოწმებას.
2. ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების ტვირთები უნდა დაექვემდებაროს იდენტურობის შემოწმებას და ფიზიკურ შემოწმებას, რომლის სიხშირე დამოკიდებულია იმ რისკზე, რომელსაც შეიძლება წარმოადგენდეს თითოეული ცხოველი, საქონლის ან ცხოველთა კატეგორია ან საქონელი, რაც დაკავშირებულია ადამიანის და ცხოველთა ჯანმრთელობის ან მცენარეთა სიჯანსაღესა და ცხოველთა კეთილდღეობასთან, ხოლო გარემოსთვის – გმო და მცენარეთა დაცვის საშუალებებმა.
3. შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ით განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემოწმებების სიხშირის ერთგვაროვანი გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეს სიხშირე აღემატებოდეს ნულს და ადგენს:
ა) კრიტერიუმებს და პროცედურებს იდენტურობის შემოწმებისა და ფიზიკური შემოწმების სიხშირის განსაზღვრისა და მისი ცვლილებისათვის, ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიებისათვის და მათ კორექტირებებს, ამ კატეგორიების რისკის დონის შესაბამისად, ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა.ა.) კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ წესების 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია;
ა.ბ) კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ წესების 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელებული კონტროლის შედეგები;
ა.გ) ბიზნესოპერატორის ჩანაწერები ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად;
ა.დ) მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია ამ წესების 111-ე მუხლში მითითებული სახელმწიფო კონტროლის ინფორმაციის მართვის სისტემის (შემდგომში – IMSOC) საშუალებით;
ა.ე) ხელმისაწვდომი სამეცნიერო შეფასებები;
ა.ვ) სხვა ნებისმიერი ინფორმაცია რისკების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ცხოველების და საქონლის კატეგორიებთან.
ბ) პირობები, რომლის დროსაც შესაძლებელია იდენტურობის შემოწმების და ფიზიკური შემოწმების ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიხშირის გაზრდა, ადგილობრივი რისკფაქტორების გათვალისწინებით;
გ) პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ იდენტურობის შემოწმების და ფიზიკური შემოწმების ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიხშირის დროულ და ერთგვაროვან გამოყენებას.
4. შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ით განისაზღვრება:
ა) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცხოველებისა და საქონლის კატეგორიებზე იდენტურობის შემოწმებისა და ფიზიკური შემოწმების სიხშირე;
ბ) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ცხოველებისა და საქონლის კატეგორიებზე იდენტურობის შემოწმებისა და ფიზიკური შემოწმების სიხშირე, თუ აღნიშნული უკვე არ არის დადგენილი შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 55🔗. გადაწყვეტილებები ტვირთებთან დაკავშირებით
1. კომპეტენტური ორგანოების მიერ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების თითოეული ტვირთის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის, მათ შორის დოკუმენტური შემოწმების და, საჭიროების შემთხვევაში იდენტურობის შემოწმების და ფიზიკური შემოწმების შემდეგ, იმის მითითებით, შეესაბამება თუ არა ტვირთი ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საჭიროების შემთხვევაში მისაღებია თუ არა საბაჟო ფორმალობებისთვის.
2. გადაწყვეტილება, ტვირთთან დაკავშირებით უნდა იქნეს მიღებული:
ა) სახელმწიფო/ოფიციალური ვეტერინარის მიერ, თუ ეს გადაწყვეტილება ეხება ცხოველებს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, გასამრავლებელ (გენეტიკური) მასალას ან ცწადპ-ს;
ან
ბ) მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო/ოფიციალური ოფიცრის მიერ, თუ ეს გადაწყვეტილება ეხება მცენარეებს, მცენარეულ პროდუქტებს და სხვა ობიექტებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისგან განსხვავებით, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება დაადგინონ, რომ ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზის პროდუქტების, ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, ცოცხალი კანეკლიანების, ცოცხალი ტუნიკატების და ცოცხალი ზღვის მუცელფეხიანი მოლუსკების მიმართ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს სათანადოდ მომზადებული პერსონალის მიერ, და რომელიც ამ მიზნით დანიშნულია კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 56🔗. „ჯანმრთელობის
საერთო
შესვლის
დოკუმენტის“ გამოყენება
ბიზნესოპერატორისა
და
კომპეტენტური
ორგანოს
მიერ
1. ტვირთზე პასუხისმგებელმა ბიზნესოპერატორმა, ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ცხოველების და საქონლის კატეგორიის თითოეულ ტვირთზე, უნდა შეავსოს „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტის“ შესაბამისი ნაწილი, რითაც წარადგენს ინფორმაციას ტვირთის დაუყოვნებლივი და სრული იდენტიფიკაციისა და დანიშნულების ადგილის შესახებ.
2. ამ წესებით განსაზღვრული „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტი“ მოიცავს მის ელექტრონულ ეკვივალენტსაც.
3. „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტი“ უნდა იქნეს გამოყენებული:
ა) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ცხოველების და საქონლის კატეგორიის ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის მიერ იმ მიზნით, რომ სკპ-ს წინასწარ შეატყობინონ ტვირთის შემოტანის შესახებ;
ბ) სკპ-ში, რათა:
ბ.ა.) ასახულ იქნეს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები და ამის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გადაწყვეტილება ტვირთის უარყოფასთან დაკავშირებით;
ბ.ბ) მიწოდებულ იქნეს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია IMSOC-ის საშუალებით.
4. ტვირთის საქართველოში ფიზიკურად შემოსვლამდე ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სკპ-ს წინასწარ ატყობინებს „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტის“ შესაბამისი ნაწილის შევსებითა და წარდგენით, IMSOC-ის საშუალებით.
5. სკპ-ში, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა დაასრულოს „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტის“ შევსება, როგორც კი:
ა) განხორციელდება ამ წესების 49-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი;
ბ) ხელმისაწვდომია ფიზიკური შემოწმების შედეგები, თუ ასეთ შემოწმებას საჭიროებდა;
გ) მიღებულია გადაწყვეტილება ტვირთზე ამ წესების 55-ე მუხლის შესაბამისად და ასახულია ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტში.
მუხლი 57🔗.
„ჯანმრთელობის
საერთო
შესვლის
დოკუმენტის“ გამოყენება
საბაჟო
ორგანოს
შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეულების
მიერ
1. ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების ტვირთების საბაჟო პროცედურის ქვეშ განთავსება და დამუშავება (ჰენდლინგი), მათ შორის საბაჟო საწყობებში ან თავისუფალ ზონებში შესვლა ან დამუშავება (ჰენდლინგი), საჭიროებს ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის მიერ „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტის“ საბაჟო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენას, გარდა ამ წესების 48-ე მუხლით განსაზღვრული გამონაკლისებისა, 53-ე და 54-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ეტაპისთვის სასაზღვრო კონტროლის პუნქტის კომპეტენტური ორგანოს მიერ „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტი“ უკვე სათანადოდ უნდა იყოს IMSOC-ში დასრულებული.
2. საბაჟო ორგანოს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა:
ა) არ უნდა დაუშვას ტვირთის სხვა საბაჟო პროცედურაში მოქცევა, გარდა სკპ-ში კომპეტენტური ორგანოს მიერ მითითებული საბაჟო პროცედურისა;
ბ) ამ წესების 48-ე, 53-ე-54-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, უნდა დაუშვას ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება მხოლოდ სათანადოდ დასრულებული „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტის“ წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ ტვირთი შეესაბამება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წესებს.
3. თუ საბაჟო დეკლარაცია შევსებულია ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიის ტვირთზე და „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტი“ არ არის წარდგენილი, საბაჟო ორგანოს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უნდა შეაჩეროს ასეთი ტვირთი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს სკპ-ს. კომპეტენტური ორგანო იღებს სათანადო ზომებს ამ წესების 66-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 58🔗. „ჯანმრთელობის
საერთო
შესვლის
დოკუმენტის“ გამოყენების
ფორმა, ვადები
და
სპეციალური
წესები
შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს:
ა) „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტის“ ფორმა და მისი წარდგენისა და გამოყენების ინსტრუქციები, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით;
ბ) მოთხოვნები, ამ წესების 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის მიერ ტვირთის წინასწარი შეტყობინების მინიმალურ ვადებთან დაკავშირებით, რათა სკპ-ს საშუალება მიეცეს დროულად და ეფექტურად განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი.
მუხლი 59🔗. სკპ-ების
აღიარება
ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცხოველის და საქონლის ერთი ან მეტი კატეგორიის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის სკპ-ები აღიარებული უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 60🔗. სკპ-ების
ჩამონათვალი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს საქართველოს ტერიტორიაზე სკპ-ების განახლებული ჩამონათვალი, თითოეულ სკპ-ს შესახებ შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
ა) საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) სამუშაო საათები;
გ) ზუსტი მდებარეობა და ტიპი – პორტი, აეროპორტი, სარკინიგზო თუ საავტომობილო შესვლის პუნქტი;
დ) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიები, რომლებიც შედის მისი აღიარების სფეროში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი აქტით უნდა განსაზღვროს საქართველოს ტერიტორიაზე სკპ-ების ჩამონათვალითვის საჭირო ფორმა, კატეგორია, აღიარების აბრევიატურა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
მუხლი 61🔗. არსებული
სკპ-ის
აღიარების
გაუქმება
და
ხელახალი
აღიარება
1. სასაზღვრო კონტროლის პუნქტების აღიარების საკანონმდებლო საფუძვლების ცვლილებების შემთხვევაში, აღნიშნული აღიარება უნდა გაუქმდეს.
2. დასაშვებია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით არსებული სკპ-ს ხელახალი აღიარება, თუ ის დააკმაყოფილებს ამ წესების 64-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 62🔗. სკპ-ების
აღიარების
გაუქმება
თუ სასაზღვრო კონტროლის პუნქტი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესების 64-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით უნდა:
ა) გაუქმდეს ამ წესების 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასაზღვრო კონტროლის პუნქტის აღიარება ყველა ან ზოგიერთი ცხოველისა და საქონლის იმ კატეგორიისათვის, რომელთა მიმართაც განხორციელებულია აღნიშნული აღიარება;
ბ) ამ წესების მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს სასაზღვრო კონტროლის პუნქტი, რომლის მიმართაც ზოგიერთი ცხოველისა და საქონლის კატეგორიისათვის გაუქმდა აღიარება.
მუხლი 63🔗.
სკპ-ების
აღიარების
შეჩერება
1. ცხოველისა და საქონლის ყველა ან ზოგიერთი კატეგორიისთვის შეჩერდება სკპ-ს აღიარება და საქმიანობა, თუ ამ საქმიანობას შეუძლია გამოიწვიოს რისკი ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისთვის, მცენარის სიჯანსაღისთვის, ცხოველთა კეთილდღეობისთვის, ასევე გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში – გარემოსთვის. მნიშვნელოვანი რისკის შემთხვევაში შეჩერება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. სკპ-ს აღიარების შეჩერებისა და ამ შეჩერების მიზეზების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ხელმისაწვდომი ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების გზით.
3. ამ წესების მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ჩამონათვალში უნდა მიეთითოს სკპ-ს აღიარების შეჩერების თაობაზე.
4. შეჩერება უნდა გაუქმდეს, როგორც კი:
ა) კომპეტენტური ორგანო დარწმუნდება, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი რისკი აღარ არსებობს; და
ბ) ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს შეჩერების გაუქმებას.
5. შესაძლებელია სკპ-ს აღიარების შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ამ წესებში მითითებული მიზეზებისგან განსხვავებული მიზეზით.
მუხლი 64🔗. მინიმალური
მოთხოვნები
სკპ-ს-თვის
1. სკპ უნდა მდებარეობდეს შემოსასვლელი პუნქტის უშუალო სიახლოვეს ან საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად აღიარებულ ადგილას ან თავისუფალ ზონაში.
2. შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ის შემთხვევები და პირობები, რომელთა მიხედვითაც, როდესაც სპეციფიკური გეოგრაფიული შეზღუდვების არსებობისას, სასაზღვრო კონტროლის პუნქტი მდებარეობდეს არა შემოსასვლელი პუნქტის უშუალო სიახლოვეს არამედ მისგან მოშორებით.
3. სკპ-ს უნდა გააჩნდეს და ჰყავდეს:
ა) სათანადო რაოდენობის კვალიფიციური პერსონალი;
ბ) შენობა-ნაგებობები, რომლებიც შეესაბამება ცხოველთა და საქონლის კატეგორიის ბუნებასა და მოცულობას;
გ) აღჭურვილობა და შენობა-ნაგებობები, რომლებიც საშუალებას იძლევა განხორციელებულ იქნეს სახელმწიფო კონტროლი ყველა იმ კატეგორიის ცხოველებსა და საქონელზე, რომელთა მიმართ აღიარებულია ეს სასაზღვრო კონტროლის პუნქტი;
დ) შესაძლებლობა, რათა საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილ იქნეს ხელმისაწვდომობა ნებისმიერ სხვა აღჭურვილობაზე, შენობასა და მომსახურებაზე, რომელიც აუცილებელია ამ წესების 65-67-ე მუხლებით განსაზღვრული ზომების მისაღებად, შეუსაბამობაზე საეჭვო, შეუსაბამო ან რისკის შემცველი ტვირთების შემთხვევებში;
ე) საგანგებო ღონისძიებები, რომ გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი პირობების ან მოვლენების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნეს შეუფერხებელი სახელმწიფო კონტროლი და ამ წესების 65-67-ე მუხლების შესაბამისად მიღებული ზომების ეფექტური გამოყენება;
ვ) ტექნოლოგიური საშუალებები და აღჭურვილობა IMSOC-ის ეფექტური გამოყენებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მართვის სხვა კომპიუტერიზებული სისტემებისთვის, რომლებიც აუცილებელია მონაცემთა და ინფორმაციის დამუშავებისა და გაცვლისთვის;
ზ) წვდომა ოფიციალური ლაბორატორიების მომსახურებაზე, რომლებსაც აქვთ ანალიზის, ტესტირების და დიაგნოსტიკის შედეგების შესაბამის ვადებში მიწოდების შესაძლებლობა და აღჭურვილნი არიან საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებით, რომლებიც აუცილებელია ჩატარებული ანალიზების, ტესტების ან დიაგნოსტიკის შედეგების IMSOC-ში სათანადოდ ასახვისათვის;
თ) შესაბამისი ღონისძიებები სხვადასხვა კატეგორიის ცხოველებთან და საქონელთან სათანადო დამუშავება (ჰენდლინგი) და ჯვარედინი დაბინძურების შედეგად გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად;
ი) ბიოუსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის სათანადო ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადებათა გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე.
4. ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს დეტალური წესები ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისადმი, რათა გათვალისწინებულ იქნეს სპეციფიკური თავისებურებები და ლოჯისტიკური საჭიროებები, დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან და ამ წესების 66-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების და 67-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების გამოყენებასთან, ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცხოველებისა და საქონლის სხვადასხვა კატეგორიის მიმართ.
5. ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს წესები იმ შემთხვევებთან და პირობებთან დაკავშირებით, როდესაც დაუმუშავებელი მორების, დახერხილი და დაპობილი ხის საქართველოში შემოტანისთვის აღიარებული სასაზღვრო კონტროლის პუნქტი შესაძლებელია გათავისუფლებულ იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ვალდებულებისგან, სპეციფიკური გეოგრაფიული შეზღუდვების პირობებში მოქმედი, სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი, კომპეტენტური ორგანოს საჭიროებების გათვალისწინებით, კონტროლის სათანადო უზრუნველყოფისთვის.
მუხლი 65🔗. შეუსაბამობაზე
ეჭვი
და
გაძლიერებული
სახელმწიფო
კონტროლი
1. ამ წესების 44-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის ტვირთის, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წესებთან შეუსაბამობაზე ეჭვის შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი აღნიშნული ეჭვის დადასტურების ან უარყოფის მიზნით.
2. ცხოველებისა და საქონლის ტვირთები, რომლებიც არ არის დეკლარირებული ბიზნესოპერატორების მიერ, როგორც ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიები, უნდა დაექვემდებაროს კომპეტენტური ორგანოების სახელმწიფო კონტროლს, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ასეთი კატეგორიების ცხოველები ან საქონელი წარმოდგენილია ტვირთში.
3. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ტვირთების ოფიციალური დაკავება, ამავე პუნქტების შესაბამისად ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიღებამდე. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიღებამდე უნდა მოხდეს ასეთი ტვირთების იზოლაცია ან კარანტინში განთავსება და ცხოველების უზრუნველყოფა თავშესაფრით, კვებით, წყლის მიწოდებით და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობით.
4. როდესაც კომპეტენტურ ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის მიერ შეცდომაში შემყვან ქმედებებზე, ან განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები მნიშვნელოვნად ან არაერთგზის იქნა დარღვეული, კომპეტენტურმა ორგანომ საჭიროების შესაბამისად და ამ წესების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით მიღებულ ზომებზე დამატებით, სათანადოდ უნდა გააძლიეროს სახელმწიფო კონტროლი იმავე წარმოშობის ან იმავე დანიშნულების ტვირთებზე.
5. კომპეტენტურმა ორგანომ IMSOC-ის საშუალებით ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გაძლიერებული კონტროლის გადაწყვეტილების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების მიზეზების მითითებით.
6. შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული, გაძლიერებული სახელმწიფო კონტროლის კოორდინირებული განხორციელების პროცედურების შესახებ.
მუხლი 66🔗. საქართველოს
ტერიტორიაზე
შემომსვლელი, შეუსაბამო
ტვირთების
მიმართ
მისაღები
ზომები
1. კომპეტენტურმა ორგანომ ოფიციალურად უნდა დააკავოს საქართველოში შემომსვლელი ცხოველების ან საქონლის ნებისმიერი ტვირთი, რომელიც არ შეესაბამება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ წესებს და უნდა უარყოს მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე კომპეტენტურმა ორგანომ, საჭიროების მიხედვით, უნდა მოახდინოს ასეთი ტვირთების იზოლაცია ან კარანტინი და უზრუნველყოს ცხოველების დაბინავება, მოვლა-პატრონობა და მოპყრობა შესაბამის პირობებში. თუ შესაძლებელია კომპეტენტურმა ორგანომ, ასევე უნდა გაითვალისწინოს ზოგიერთი ტიპის ტვირთებისთვის განსაკუთრებული მოპყრობის საჭიროება.
2. ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იზოლაციისა და კარანტინის პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების წესები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტვირთთან დაკავშირებით, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოითხოვოს, რომ ტვირთზე პასუხისმგებელმა ბიზნესოპერატორმა დაყოვნების გარეშე:
ა) გაანადგუროს ტვირთი;
ბ) გადაგზავნოს ტვირთი საქართველოს ფარგლებს გარეთ ამ წესების 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად;
გ) დაუქვემდებაროს ტვირთი სპეციალურ გადამუშავებას ამ წესების 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ან სხვა ნებისმიერ ღონისძიებას, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გამოიყენოს ტვირთი, თავდაპირველი დანიშნულებისაგან განსხვავებული მიზნებისთვის;
დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებისმიერი ქმედება უნდა განხორციელდეს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად, მათ შორის ცხოველების ტვირთების შემთხვევაში იმ წესების შესაბამისად, რომლებიც მიმართულია, რომ აარიდოს ცხოველებს ნებისმიერი ტკივილი, სტრესი ან ტანჯვა;
ე) თუ ტვირთი შედგება მცენარეებისგან, მცენარეული პროდუქტებისგან ან სხვა ობიექტებისაგან, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ვრცელდება მთლიან ტვირთზე ან მის ნაწილზე;
ვ) კომპეტენტურმა ორგანომ, ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორისგან ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების მოთხოვნამდე, უნდა მოუსმინოს შესაბამის ბიზნესოპერატორს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივი ქმედება, ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარის სიჯანსაღესთან, ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებულ რისკზე, ასევე გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში – გარემოს რისკზე რეაგირებისათვის.
4. თუ კომპეტენტური ორგანო მოითხოვს ბიზნესოპერატორისგან განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ , „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთი ან მეტი ქმედება, ამ კომპეტენტურ ორგანოს, გამონაკლისის სახით შეუძლია დაუშვას, რომ ეს ქმედება განხორციელდეს ტვირთის მხოლოდ ნაწილზე იმ პირობით, რომ ტვირთის ნაწილობრივი განადგურება, გადაგზავნა, სპეციალური გადამუშავება ან სხვა ღონისძიება:
ა) იმგვარია, რომ უზრუნველყოფს შესაბამისობას;
ბ) არ წარმოქმნის ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარის სიჯანსაღესთან, ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებულ რისკს, ასევე გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში – გარემოს რისკს;
გ) არ არღვევს სახელმწიფო კონტროლის პროცედურებს.
5. კომპეტენტური ორგანო, IMSOC – ის საშუალებით, დაუყოვნებლივ აცნობებს ნებისმიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტვირთის შემოსვლის უარყოფის შესახებ და ამ მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების და 67-ე მუხლის შესაბამისი ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ:
ა) სააგენტოს;
ბ) საბაჟო ორგანოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;
გ) ტვირთის წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს;
დ) ტვირთზე პასუხისმგებელ ბიზნესოპერატორს.
6. თუ ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველების და საქონლის კატეგორიების ტვირთი არ არის წარდგენილი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, ან არ არის წარდგენილი ამ წესების 50-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 56-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, ან 48-ე მუხლის, 49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 51-ე მუხლის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 58-ე მუხლით განსაზღვრული წესების შესაბამისად, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოითხოვოს ასეთი ტვირთის შეჩერება ან უკან გაბრუნება და მისი დაუყოვნებლივი განთავსება ოფიციალური დაკავების ქვეშ. ასეთ ტვირთებზე უნდა გავრცელდეს ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტები.
7. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები ხორციელდება ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის ხარჯით.
მუხლი 67🔗. ზომები, სხვა
ქვეყნებიდან
შემომსვლელი
ცხოველებისა
და
საქონლის
მიმართ, რომლებიც
წარმოადგენენ
რისკს
1. როდესაც სახელმწიფო კონტროლი ავლენს, რომ ცხოველების ან საქონლის პარტია წარმოადგენს რისკს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისთვის, მცენარის სიჯანსაღისთვის, ცხოველთა კეთილდღეობისთვის, ასევე გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში – გარემოსთვის, უნდა მოხდეს ასეთი ტვირთის იზოლაცია ან კარანტინი და ამ ტვირთს მიკუთვნებული ცხოველების დაბინავება, მოვლა-პატრონობა და მოპყრობა შესაბამის პირობებში, შემდეგი გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაჩეროს ოფიციალური დაკავების ქვეშ განთავსებული ტვირთი და ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორისგან დაუყოვნებლივ მოითხოვოს:
ა) გაანადგუროს ტვირთი ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესების შესაბამისად, მიიღოს ყველა ზომა, რომელიც აუცილებელია ადამიანის, ცხოველების ჯანმრთელობის ან მცენარეების სიჯანსაღის, ან ცხოველთა კეთილდღეობის ან გარემოს დასაცავად, მათ შორის ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში იმ წესების შესაბამისად, რომლებიც მიმართულია, რომ აარიდოს ცხოველებს ნებისმიერი ტკივილი, სტრესი და ტანჯვა;
ბ) დაუქვემდებაროს ტვირთი სპეციალურ გადამუშავებას ამ წესების 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.
3. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები ხორციელდება ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის ხარჯით.
მუხლი 68🔗. სხვა
ქვეყნებიდან
შემომსვლელ
შეუსაბამო
ტვირთებზე
მიღებული
გადაწყვეტილებების
შემდგომი
ქმედებები
1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა:
ა) გააუქმოს ოფიციალური სერტიფიკატები და საჭიროების შემთხვევაში იმ ტვირთის თანმხლები სხვა შესაბამისი დოკუმენტები, რომლის მიმართაც გატარებულ იქნა ამ წესების 66-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით და 67-ე მუხლით გათვალისწინებული ზომები;
ბ) ითანამშრომლოს ამ წესების 102-ე- 108-ე მუხლების შესაბამისად, რათა მიიღოს ყველა შემდგომი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეუძლებელი იყოს საქართველოს ტერიტორიაზე იმ ტვირთების ხელახალი შემოტანა, რომლებიც უარყოფილ იქნა ამ წესების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
2. კომპეტენტურმა ორგანომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ამ წესების 66-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით და 67-ე მუხლით მიღებული ზომების გამოყენებას, რათა ტვირთმა ზიანი არ მიაყენოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, ან მცენარის სიჯანსაღეს ან ცხოველის კეთილდღეობას, ან გარემოს ამ ზომების გამოყენების მიმდინარეობისას.
მუხლი 69🔗. კომპეტენტური
ორგანოს
მიერ
მოთხოვნილი, გასატარებელი
ღონისძიებების
შეუსრულებლობა
ბიზნესოპერატორის
მიერ
1. ტვირთზე პასუხისმგებელმა ოპერატორმა უნდა გაატაროს კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ წესების 66-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით და 67-ე მუხლით მოთხოვნილი ყველა ღონისძიება დაუყოვნებლივ და, არაუმეტეს 60 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც კომპეტენტურმა ორგანომ, ამ წესების 66-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად აცნობა ბიზნესოპერატორს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია განსაზღვროს 60 დღეზე ნაკლები ვადა.
2. თუ ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე არ განხორციელდა არანაირი ქმედება, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოითხოვოს:
ა) ტვირთის განადგურება ან სხვა შესაბამისი ზომების გატარება;
ბ) ამ წესების 67-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ტვირთის განადგურება, სასაზღვრო კონტროლის პუნქტთან რაც შეიძლება ახლოს მდებარე, შესაბამისად მოწყობილ ადგილას. ამ დროს მიღებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ზომა ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობის, ან მცენარის სიჯანსაღის, ცხოველთა კეთილდღეობის ან გარემოს დასაცავად.
3. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გააგრძელოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ვადა იმ დროით, რომელიც საჭიროა ამ წესების 35-ე მუხლით გათვალისწინებული მეორე ექსპერტის მოსაზრების შედეგების მიღებამდე იმ პირობით, რომ ეს ზიანს არ მიაყენებს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობას, მცენარის სიჯანსაღეს, ცხოველის კეთილდღეობას, ან გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში, ასევე, გარემოს.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები ხორციელდება ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის ხარჯით.
მუხლი 70🔗. 66-ე – 68-ე
მუხლების
გამოყენების
თანმიმდევრობა
ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს წესები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ წესების 59-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა სკპ-ში და ამ წესების 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტროლო პუნქტებში კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ წესების 66-ე-68-ე მუხლების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების, გატარებული ღონისძიებების და მოთხოვნების თანმიმდევრულობას, შეუსაბამობების ან რისკის ხშირ ან განმეორებად სიტუაციაზე რეაგირების დროს.
მუხლი 71🔗. ტვირთების
სპეციალური
გადამუშავება
1. ამ წესების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური გადამუშავება, საჭიროების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს:
ა) გადამუშავებას ან დამუშავებას, საჭიროების შემთხვევაში გაუსნებოვნების ჩათვლით, მაგრამ განზავების გარეშე იმგვარად, რომ ტვირთი შეესაბამება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან იმ ქვეყნის მოთხოვნებს, სადაც ის უნდა გადაიგზავნოს; ან
ბ) გადამუშავება ნებისმიერი სხვა მეთოდით, რომელიც შესაბამისია ცხოველის ან ადამიანის მიერ უვნებელი მოხმარებისთვის ან სხვა მიზნებისთვის, გარდა ცხოველის ან ადამიანის მიერ მოხმარებისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური გადამუშავება უნდა:
ა) განხორციელდეს ეფექტურად და უზრუნველყოს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობის, მცენარის სიჯანსაღის, ცხოველთა კეთილდღეობის, ან გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში, ასევე, გარემოს ნებისმიერი რისკის აღმოფხვრა;
ბ) იყოს დოკუმენტირებული და განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოების კონტროლით;
გ) შეესაბამებოდეს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ით განსაზღვრული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური გადამუშავების მოთხოვნები და პირობები.
მუხლი 72🔗. ტვირთების
გადაგზავნა
1. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა დაუშვან ტვირთების გადაგზავნა შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ტვირთის დანიშნულების ადგილი შეთანხმებულია ტვირთზე პასუხისმგებელ ბიზნესოპერატორთან;
ბ) ტვირთზე პასუხისმგებელმა ბიზნესოპერატორმა წერილობით აცნობა საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს, რომ წარმოშობის ქვეყნის, ან თუ წარმოშობისა და დანიშნულების ქვეყნები განსხვავებულია, დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები, ინფორმირებულია იმ მიზეზებისა და გარემოებების შესახებ, რის გამოც ცხოველებისა და საქონლის ტვირთი უარყოფილ იქნა;
გ) როდესაც დანიშნულების ქვეყანა არ არის წარმოშობის ქვეყანა, ბიზნესოპერატორმა მიაღწია შეთანხმებას დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ამ კომპეტენტურმა ორგანოებმა მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს, რომ ისინი მზად არიან ტვირთის მისაღებად;
დ) ცხოველების ტვირთების შემთხვევაში, გადაგზავნა შესაბამისობაშია ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნებთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები არ უნდა გავრცელდეს იმ საქონლის კატეგორიის ტვირთებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით.
მუხლი 73🔗. სხვა
ქვეყნის
მიერ
ჩატარებული
წინასაექსპორტო
კონტროლის
აღიარება
1. სხვა ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია აღიარებულ იქნეს სპეციალური წინასაექსპორტო კონტროლი, რომელსაც განახორციელებს აღნიშნული ქვეყანა საქართველოში ექსპორტის განხორციელებამდე ცხოველებისა და საქონლის ტვირთის მიმართ, რათა შემოწმებულ იქნეს, შეესაბამება თუ არა აღნიშნული ტვირთი ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ ამ კონკრეტული ქვეყნიდან წარმოშობილ ერთი ან მეტი კატეგორიის ცხოველებსა ან საქონელზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღიარებით უნდა განისაზღვროს:
ა) კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მაქსიმალური სიხშირე, როდესაც არ არსებობს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის საფუძვლიანი ეჭვი ან შეცდომაში შემყვანი ქმედებები;
ბ) ოფიციალური სერტიფიკატები, რომლებიც უნდა ახლდეს ტვირთს საქართველოში შემოსვლისას;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მოდელი;
დ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები, რომელთა პასუხისმგებლობითაც უნდა განხორციელდეს წინასაექსპორტო კონტროლი;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანო, რომელზედაც კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გარკვეული დავალებების დელეგირება; ასეთი დელეგირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანო აკმაყოფილებს ამ წესების 28-ე – 33-ე მუხლებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან სხვა ეკვივალენტურ პირობებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წინასაექსპორტო კონტროლი შეიძლება განახორციელოს სხვა ქვეყანამ, თუ არსებული მონაცემებით, და საჭიროების შემთხვევაში, ამ წესების 102-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლით, დადასტურებული იქნება, რომ აღნიშნული ქვეყნის სახელმწიფო კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს:
ა) ცხოველებისა და საქონლის ტვირთის შესაბამისობას ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
ბ) საქართველოში შემოტანამდე სხვა ქვეყანაში ცხოველების ან საქონლის ტვირთების სახელმწიფო კონტროლის საკმარისად ეფექტურობას იმისათვის, რომ შემცირდეს ან შეიცვალოს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იდენტურობის შემოწმება, დოკუმენტური შემოწმება და ფიზიკური შემოწმება.
4. აღიარებული კომპეტენტური ორგანო ან დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანო:
ა) პასუხისმგებელია შესაბამის წინასაექსპორტო კონტროლზე;
ბ) უზრუნველყოფს, რომ მათ მიერ გაკონტროლებულ ყველა ტვირთს თან ახლდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოფიციალური სერტიფიკატი.
5. შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ წინასაექსპორტო კონტროლის აღიარების წესები და კრიტერიუმები, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 74🔗. სხვა
ქვეყნების
მიერ
განხორციელებული წინასაექსპო
რტო
კონტროლის
აღიარებასთან
შეუსაბამობა
და
აღიარების
გაუქმება
1. ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების ტვირთებზე, რომლებზედაც, ამ წესების 73-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღიარებულია წინასაექსპორტო კონტროლი, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, თუ იქნება გამოვლენილი ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სერიოზული და განმეორებითი შეუსრულებლობა, საქართველოს კომპეტენტურმა ორგანომ:
ა) დაუყოვნებლივ IMSOC-ის მეშვეობით უნდა აცნობოს სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს და შესაბამის ბიზნესოპერატორებს, ადმინისტრაციულ დახმარებასთან დაკავშირებით, ამ წესების 95-ე – 96-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურებით;
ბ) გაზარდოს შესაბამისი ქვეყნიდან შემოსული ტვირთების სახელმწიფო კონტროლის რაოდენობა და საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოს სიტუაციის სათანადო ანალიტიკური შესწავლა, შეინახოს ნიმუშების შესაბამისი რაოდენობა სათანადო პირობებში.
2. საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გააუქმოს ამ წესების 73-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აღიარება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის შედეგებით დადასტურდება, რომ აღარ ხდება ამ წესების 73-ე მუხლის მე-3- მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
მუხლი 75🔗. კომპეტენტური
ორგანოების
და
სხვა
ორგანოების
თანამშრომლობა
სხვა
ქვეყნებიდან
საქართველოში
შემომავალ
ტვირთებთან
დაკავშირებით
1. საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა და სხვა ორგანოებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ცხოველების და საქონლის ტვირთის შემოსვლაზე, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ცხოველების და საქონლის ტვირთის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით, აღნიშნულმა ორგანოებმა უნდა:
ა) უზრუნველყონ ორმხრივი ხელმისაწვდომობა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საქმიანობის ორგანიზებისა და წარმართვისთვის, საქართველოში შემომსვლელ ცხოველებთან და საქონელთან დაკავშირებით;
ბ) უზრუნველყონ სათანადო ინფორმაციის დროული გაცვლა, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით.
2. შესაბამისი ნორმატიული აქტით, დადგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოების და სხვა ორგანო(ებ)ის თანამშრომლობის ერთიანი მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) კომპეტენტური ორგანოებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც აუცილებელია საქართველოში შემომსვლელი იმ ცხოველებისა და საქონლის ტვირთის დაუყოვნებლივ და სრული იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან სკპ-ებში სახელმწიფო კონტროლს, ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) საქართველოში შემომსვლელი საქონლისა და ცხოველების ტვირთის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს და სხვა ორგანოების მიერ, ინფორმაციის გაცვლის ან შესაბამისი მონაცემების სინქრონიზაციით არსებული ინფორმაციის განახლება/აქტუალიზაცია;
გ) ამ პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე ამ ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სწრაფი მიწოდება.
მუხლი 76🔗. თანამშრომლობა
კომპეტენტურ
ორგანოებს
შორის
იმ
ტვირთებთან
დაკავშირებით, რომლებიც
საზღვრებზე
არ
ექვემდებარება
სპეციფიკურ
კონტროლს
1. ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები გამოიყენება ცხოველებისა და საქონლის იმ ტვირთებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო კონტროლს და რომელთა მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია.
2. საბაჟო ორგანოს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უნდა შეაჩეროს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, თუ მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტვირთი შეიძლება წარმოადგენდეს რისკს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისთვის, მცენარის სიჯანსაღისთვის, ცხოველთა კეთილდღეობისთვის, ასევე გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში – გარემოსთვის. ამ შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სკპ-ს უფლებამოსილ პირს ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შეჩერების შესახებ.
3. ტვირთი, რომლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შეჩერებულია, გაშვებული უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში, თუ გაშვების შეჩერებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში სკპ-ს უფლებამოსილი პირი არ მიმართავს საბაჟო ორგანოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს შეჩერების გაგრძელების შესახებ ან აცნობებს რისკის არარსებობის თაობაზე.
4. სასაზღვრო კონტროლის პუნქტის კომპეტენტური ორგანო თუ მიიჩნევს, რომ არსებობს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისთვის, მცენარის სიჯანსაღისთვის, ცხოველთა კეთილდღეობისთვის, ასევე გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შემთხვევაში – გარემოსთვის რისკი, ამ შემთხვევაში:
ა) მათ უნდა მოსთხოვონ საბაჟო ორგანოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, არ გაუშვან ტვირთი თავისუფალ მიმოქცევაში და ტვირთის თანმხლებ ინვოისზე ან სხვა შესაბამის ნებისმიერ დოკუმენტზე, ან შესაბამის ელექტრონულ ეკვივალენტზე მიუთითონ შემდეგი შინაარსის აღნიშვნა – „პროდუქტი წარმოადგენს რისკს, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება არ არის ნებადართული“;
ბ) სკპ-ს უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე სხვა საბაჟო პროცედურები დაუშვებელია;
გ) გამოიყენება ამ წესების 66-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4 პუნქტები, 67-ე – 69-ე მუხლები, 71-ე- 72-ე მუხლების პირველი და მე-2 პუნქტები.
მუხლი 77🔗.
წესები
სპეციფიკური
სახელმწიფო
კონტროლისა
და
ამ
კონტროლის
შემდგომ
მისაღები
ზომების
შესახებ
1. შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება წესები სპეციფიკური სახელმწიფო კონტროლისა და შეუსაბამობის შემთხვევაში მისაღები ზომების შესახებ შემდეგი კატეგორიის ცხოველებისა და საქონლის ან მათი ტრანსპორტირების პირობებისა და სატრანსპორტო საშუალებების გათვალისწინებით:
ა) თევზჭერის ახალი პროდუქტების ტვირთი, რომლებიც პირდაპირ შემოსულია აღიარებულ პორტებში, სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემით;
ბ) გატყავებული, საბეწვე ველური ცხოველების ტვირთი;
გ) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის კატეგორიების ტვირთები, რომლებიც მიეწოდება სპეციალურად აღიარებულ საბაჟო საწყობებში ან თავისუფალ ზონებში შენახვით ან შენახვის გარეშე საქართველოდან გამსვლელ ხომალდებს და განკუთვნილია ხომალდების მომარაგების ან ეკიპაჟის წევრების, ან მგზავრთა მოხმარებისათვის;
დ) ცხოველთა საკვები, რომელიც თან ახლავს ცხოველებს და განკუთვნილია მათ გამოსაკვებად;
ე) ცხოველები ან საქონელი, რომელიც შეძენილია დისტანციური კონტრაქტით და მიწოდებულია სხვა ქვეყნიდან საქართველოს დანიშნულებით და შეტყობინების მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის სათანადოდ განხორციელებისათვის;
ვ) მცენარეული პროდუქტები, რომლებმაც, მათი შემდგომი დანიშნულების ადგილიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიწვიოს ცხოველთა ინფექციური ან გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი;
ზ) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების ტვირთი, რომლებიც წარმოშობილია საქართველოში და ბრუნდება საქართველოში, სხვა ქვეყნის მიერ უარყოფის გამო;
თ) სხვა ქვეყნიდან შემომსვლელი ნაყარი საქონელი, მიუხედავად იმისა არის თუ არ არის წარმოშობილი ამ ქვეყანაში;
ი) ცხოველები და საქონელი, რომლებიც ამ წესების 48-ე მუხლის თანახმად გათავისუფლებულია ამ წესების 47-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლისგან;
კ) შესაფუთი ხის მასალა.
2. შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება გარკვეული ცხოველებისა და საქონლის ტვირთების ტრანსპორტირებისა და მიღების მონიტორინგის პირობები შემოსვლის სასაზღვრო კონტროლის პუნქტიდან დანიშნულების საწარმომდე, დანიშნულების სასაზღვრო კონტროლის პუნქტამდე ან გასვლის სასაზღვრო კონტროლის პუნქტამდე.
3. შესაბამისი ნორმატიული აქტით, შესაძლოა განისაზღვროს:
ა) ოფიციალური სერტიფიკატების მოდელები და მათი გაცემის წესები;
ბ) დოკუმენტების ფორმა, რომელიც თან უნდა ახლდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცხოველების ან საქონლის კატეგორიებს.
მუხლი 78🔗. სახელმწიფო
კონტროლისა
და
სხვა
ოფიციალური
საქმიანობის
დაფინანსების
ზოგადი
წესები
1. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პერსონალი სათანადო ფინანსური რესურსებით და სხვა რესურსებით, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განსახორციელებლად.
2. 78-ე – 85-ე მუხლები ასევე ვრცელდება ამ წესების 28-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების და სხვა ოფიციალური საქმიანობის დელეგირებისას.
მუხლი 79🔗. საფასური
გარდა ამ წესების 78-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებისა, დაინტერესებული პირი ვალდებულია:
ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურების მიერ გასაწევი მომსახურებისათვის საფასური გადაიხადოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების შესაბამისად;
ბ) სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის საფასური გადაიხადოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 80🔗. სხვა
საფასური
გარდა ამ წესების 78-ე-79-ე მუხლებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთებისა, ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს სხვა საფასური, თუ ეს არ არის აკრძალული ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სფეროების მარეგულირებელი წესების საკანონმდებლო დებულებებით.
მუხლი 81🔗. ხარჯები
1. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთარი სახსრების ფარგლებში.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთარი სახსრების ბიუჯეტიდან განსაზღვრული ფულადი თანხა გამოყოფილი უნდა იქნეს შემდეგი ხარჯების გასაწევად:
ა) თანამშრომელთა ხელფასები, მათ შორის დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში, მათი სოციალური უზრუნველყოფის, პენსიისა და დაზღვევის ხარჯები;
ბ) სათავსოების და აღჭურვილობის/მოწყობილობების ღირებულება, მათ შორის მათი ტექნიკური მომსახურების და სადაზღვევო ხარჯები და სხვა დაკავშირებული ხარჯები;
გ) სახარჯო მასალებისა და ხელსაწყოების ღირებულება;
დ) დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის კომპეტენტური ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის კონკრეტული დელეგირებული ამოცანის შესრულების მომსახურების ღირებულება;
ე) კომპეტენტურ ორგანოებში პროფესიული საქმიანობისათვის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალის ტრენინგის/სწავლების ხარჯები;
ვ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალის სამივლინებო ხარჯები;
ზ) ნიმუშის აღების და ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 82🔗. საფასურის განსაზღვრა
კომპეტენტური ორგანოების მიერ საფასურის განსაზღვრა ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 83🔗. საფასურის
გამოყენება
1. საჩივრის საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული საფასური ბიზნესოპერატორს დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
2. ამ წესების 79-ე – მე-80 მუხლებით გათვალისწინებული საფასურის დაბრუნებას პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ საფასურის დაკისრება მოხდა ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით.
3. საფასურის ამოღების უფლება შესაძლებელია მიენიჭოს სხვა ორგანოს, გარდა კომპეტენტური ორგანოსა ან დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს.
მუხლი 84🔗. საფასურის
გადახდა
1. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მოთხოვნისთანავე ბიზნესოპერატორებისათვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუ ბიზნესოპერატორებს სხვაგვარად არ ექნებათ წვდომა ამ მტკიცებულებაზე.
2. საფასური უნდა იქნეს გადახდილი ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ.
მუხლი 85🔗. გამჭვირვალობა
1. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენტური ორგანო ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ამ წესების 79-ე – მე-80 მუხლებით გათვალისწინებულ საფასურთან მიმართებაში, კერძოდ:
ა.ა) საფასურის განსაზღვრის მეთოდი და გამოყენებული მონაცემები;
ა.ბ) საფასურის რაოდენობა თითოეული კატეგორიის ბიზნესოპერატორისათვის და თითოეული კატეგორიის სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობისათვის;
ა.გ) ხარჯების ჩაშლა ამ წესების 81-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
ბ) საფასურზე პასუხისმგებელი ორგანოს დასახელება.
2. თითოეულმა კომპეტენტურმა ორგანომ, ყოველ საცნობარო პერიოდში, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია საფასურის შესახებ ასევე ინფორმაცია იმ ხარჯების შესახებ, რომლებზეც საფასური დაწესდა ამ წესების 79-ე და – მე-80 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად.
3. კომპეტენტური ორგანო ვალდებულია კონსულტაციები გაიაროს დაინტერესებულ მხარეებთან ამ წესების 79-ე – მე-80 მუხლებით განსაზღვრული საფასურის დადგენისას.
თავი VIII
ოფიციალური სერტიფიცირება
მუხლი 86🔗. ზოგადი მოთხოვნები ოფიციალურ სერტიფიცირებასთან დაკავშირებით
1. ოფიციალური სერტიფიცირების შედეგად გაიცემა ერთ-ერთი:
ა) ოფიციალური სერტიფიკატი;
ბ) ოფიციალური მოწმობა, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2. თუ კომპეტენტური ორგანოების მიერ ხდება ოფიციალური სერტიფიკატის ან ოფიციალური მოწმობის გაცემასთან ან ამ წესების 91-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ამოცანის დელეგირება, იგი უნდა განხორციელდეს ამ წესების 28-ე – 33-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 87🔗. ოფიციალური
სერტიფიკატები
ამ წესების 88-ე – 90-ე მუხლები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე უნდა გაიცეს ოფიციალური სერტიფიკატი;
ბ)როდესაც ოფიციალური სერტიფიკატი საჭიროა ცხოველებისა და საქონლის ექსპორტისათვის ან ოფიციალური სერტიფიკატი მოთხოვნილია ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველებისა და საქონლის ტვირთის დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.
მუხლი 88🔗. ხელმოწერა
და
ოფიციალური
სერტიფიკატის
გაცემა
1. ოფიციალური სერტიფიკატების გაცემა ხდება კომპეტენტური ორგანოების მიერ.
2. კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრავენ მასერტიფიცირებელ უფლებამოსილ პირს (ავტორიზებულ პირს), რომლებიც ახორციელებენ სერტიფიცირებას და უფლებამოსილი არიან ხელი მოაწერონ ოფიციალურ სერტიფიკატს. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირი (ავტორიზებული პირი):
ა) იყოს მიუკერძოებელი, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი, კერძოდ, არ იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად გავლენა მოახდინოს სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ, მისი პროფესიული ქცევის მიუკერძოებლობაზე;
ბ) გავლილი ჰქონდეს შესაბამისი ტრენინგი/სწავლება იმ წესების შესახებ, რომლებთანაც შესაბამისობა დასტურდება ოფიციალური სერტიფიკატით და ამ წესებთან შესაბამისობის ტექნიკურ შეფასებაზე.
3. ოფიციალურ სერტიფიკატს ხელს აწერს და გასცემს მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირი (ავტორიზებული პირი) შემდეგ ერთ-ერთ საფუძველზე:
ა) სერტიფიცირებასთან დაკავშირებული აუცილებელი განახლებული ფაქტებისა და მონაცემების ცოდნის საფუძველზე, რომელიც მიღებულია ერთ-ერთი გზით:
ა.ა) სახელმწიფო კონტროლის შედეგად;
ა.ბ) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სხვა ოფიციალური სერტიფიკატის შედეგად;
ბ) სერტიფიცირებისთვის აუცილებელი ფაქტების და მონაცემების საფუძველზე, რომელიც დადგენილია სხვა მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირის (ავტორიზებული პირის) მიერ, რომელიც ამ მიზნით უფლებამოსილია კომპეტენტური ორგანოების მიერ და საქმიანობს კომპეტენტური ორგანოების კონტროლის ქვეშ, იმ პირობით, რომ სერტიფიცირების განმახორციელებელ მასერტიფიცირებელ უფლებამოსილ პირს (ავტორიზებულ პირს) შეუძლია გადაამოწმოს ასეთი ფაქტებისა და მონაცემების სიზუსტე;
გ) სერტიფიცირებისთვის აუცილებელი ფაქტებისა და მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია ბიზნესოპერატორების შიდა კონტროლის სისტემებიდან, რომელსაც ემატება დადასტურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები, თუ მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირი (ავტორიზებული პირი) დარწმუნებულია, რომ დაცულია ოფიციალური სერტიფიკატის გაცემისათვის ყველა აუცილებელი პირობა.
4. ოფიციალურ სერტიფიკატს ხელს აწერს მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირი (ავტორიზებული პირი) და გაიცემა მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე, თუ ეს დადგენილია ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებით.
მუხლი 89🔗.ოფიციალური
სერტიფიკატების
სანდოობის
გარანტიები
1. ოფიციალური სერტიფიკატი:
ა) უნდა იყოს უნიკალური კოდით;
ბ) არ უნდა იყოს ხელმოწერილი მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირის (ავტორიზებული პირის) მიერ, თუ არ არის შევსებული ან შევსებულია არასრულად;
გ) შევსებული უნდა იყოს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, ან, საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის მიმღები დანიშნულების ქვეყნის ოფიციალურ ენაზე;
დ) უნდა იყოს ავთენტური და ზუსტი;
ე) უნდა იძლეოდეს იმ პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, რომელმაც ხელი მოაწერა მას და ასევე გაცემის თარიღის დადგენის საშუალებას;
ვ) უნდა იძლეოდეს სერტიფიკატის, სერტიფიკატის გამცემი ორგანოს, სატრანსპორტო საშუალების, სერტიფიკატში აღნიშნული ცალკეულ ცხოველის ან საქონლის ტვირთს შორის კავშირის მარტივად გადამოწმების საშუალებას.
2. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი სერტიფიკატის გაცემა ან ოფიციალური სერტიფიკატის არასწორად გამოყენება.
მუხლი 90🔗. ოფიციალურ
სერტიფიკატებთან
დაკავშირებული
უფლებამოსილებები
ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამისი წესები, რომლითაც დადგენილი იქნება ამ წესების 88-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული წესების გამოყენების პირობები, კერძოდ:
ა) ოფიციალური სერტიფიკატების ნიმუშები და მათი გაცემის პირობები, თუ შესაბამისი წესები არ არის განსაზღვრული ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებით;
ბ) მექანიზმები და ტექნიკური მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზუსტი და უტყუარი ოფიციალური სერტიფიკატების გაცემას და გაყალბების რისკების პრევენციას;
გ) ოფიციალური სერტიფიკატის გაუქმებისა და ოფიციალური სერტიფიკატის აღდგენის (განმეორებით გაცემის) პროცედურები;
დ) ოფიციალური სერტიფიკატების დამოწმებული ასლების შედგენის წესები;
ე) დოკუმენტების ფორმები, რომლებიც თან ახლავს ცხოველებსა და საქონლის ტვირთს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შემდეგ;
ვ) ელექტრონული სერტიფიკატის გაცემის და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების წესები.
მუხლი 91🔗. ოფიციალური
მოწმობები
1. თუ ეს წესები ან ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები ითვალისწინებს კომპეტენტური ორგანოების ზედამხედველობით ბიზნესოპერატორების მიერ, ან თვით კომპეტენტური ორგანოების მიერ ოფიციალური მოწმობების გაცემას, გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები. ოფიციალური მოწმობები:
ა) უნდა იყოს ავთენტური და ზუსტი;
ბ) შევსებული უნდა იყოს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, ან, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყნის ოფიციალურ ენაზე;
გ) თუ ისინი მიეკუთვნება კონკრეტულ ტვირთს ან პარტიას, უნდა იძლეოდეს ოფიციალურ მოწმობასა და შესაბამის ტვირთს ან პარტიას შორის კავშირის დადგენის შესაძლებლობას.
2. კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ, რომ პერსონალი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, ზედამხედველობას უწევს ოფიციალური მოწმობის გაცემას ან როდესაც ოფიციალური მოწმობა გაცემულია კომპეტენტური ორგანოების მიერ, პერსონალი, რომელიც მონაწილეობს ამ ოფიციალური მოწმობის გაცემაში:
ა) არის მიუკერძოებელი, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი, კერძოდ, არ იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად გავლენა მოახდინოს სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ, მათი პროფესიული ქცევის მიუკერძოებლობაზე;
ბ) გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი/სწავლება:
ბ.ა) იმ წესების შესახებ, რომლებთანაც შესაბამისობა დასტურდება ოფიციალური მოწმობით და ამ წესებთან შესაბამისობის ტექნიკური შეფასების შესახებ;
ბ.ბ) ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
3. კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ რეგულარულ სახელმწიფო კონტროლს იმის დასადასტურებლად, რომ:
ა) მოწმობის გამცემი ბიზნესოპერატორები ასრულებენ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მოწმობა გაიცემა შესაბამისი, უტყუარი და შემოწმებას დაქვემდებარებული ფაქტებისა და მონაცემების საფუძველზე.
თავი IX
ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია
მუხლი 92🔗. გადაწყვეტილება ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის განსაზღვრის შესახებ
1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით რეგულირებულ სფეროებში განსაზღვრული უნდა იქნეს ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია, რამდენადაც სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის ხარისხი, მთლიანობა და სანდოობა ასევე დამოკიდებულია:
ა) ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტირების იმ მეთოდებზე, რომლებსაც გამოიყენებენ ოფიციალური ლაბორატორიები, რომლებიც დანიშნულნი არიან ამ წესების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ბ) ამ ოფიციალური ლაბორატორიების მიერ განხორციელებული ლაბორატორიული გამოკვლევებით, ტესტირებითა და დიაგნოსტირებით მიღებული შედეგების ხარისხზე, ერთგვაროვნებასა და საიმედოობაზე.
2. რეფერენს-ლაბორატორია იქმნება, თუ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული ერთიანი პრაქტიკის წახალისების აუცილებლობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდების შემუშავებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.
მუხლი 93🔗. ეროვნული
რეფერენს-ლაბორატორიის
განსაზღვრა
1. შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს:
ა) საჯაროდ შერჩევის პროცესით;
ბ) არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით ან რეგულარულად მოხდეს გადახედვა.
3. ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია:
ა) საქმიანობს ISO/IEC 17025 სტანდარტით („ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობის მიმართ“) და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეტანილია სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ წარმოებულ აკრედიტებულ პირთა რეესტრში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.
ან შეტანილია იმ უცხო ქვეყნის აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ წარმოებულ აკრედიტებულ ორგანიზაციების რეესტრში, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი აღიარების შეთანხმება ევროპის აკრედიტაციის ორგანიზაციასთან (EA) და/ან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობასთან (ILAC). აკრედიტაციის სფერო:
ა.ა) მოიცავს ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტირების ყველა იმ მეთოდს, რომელსაც უნდა იყენებდეს რეფერენს-ლაბორატორია;
ა.ბ) შეიძლება მოიცავდეს ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირების ან დიაგნოსტირების ერთ ან მეტ მეთოდს, ან მეთოდების ჯგუფს;
ა.გ) შეიძლება განისაზღვროს მოქნილად ისე, რომ აკრედიტაციის სფერომ შეიძლება მოიცვას ზოგიერთი მეთოდის მოდიფიცირებული ვერსიები, რომლებსაც იყენებენ სხვა საერთაშორისო რეფერენს-ლაბორატორიები, ან დამატებით ახალი მეთოდები, რომლებიც დამყარებულია ლაბორატორიის საკუთარ ვალიდაციაზე, ისე, რომ არ მოხდეს გამოყენებამდე ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს მიერ შესაბამისი მოდიფიცირებული ან ახალი მეთოდების სპეციალური შეფასება;
ბ) არის მიუკერძოებელი, თავისუფალი ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტისაგან, კერძოდ, არ იმყოფება ისეთ სიტუაციაში, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გავლენა მოახდინოს მათი პროფესიული ქცევის მიუკერძოებლობაზე, ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით;
გ) ჰყავს ან აქვს ხელშეკრულებით წვდომა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალთან, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი/სწავლება მათი კომპეტენციის სფეროში ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირების და დიაგნოსტირების მეთოდებთან დაკავშირებით (რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით), და საჭიროების შემთხვევაში, ჰყავს დამხმარე პერსონალი;
დ) ფლობს ან აქვს წვდომა მათთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფრასტრუქტურაზე, აღჭურვილობასა და პროდუქტებზე;
ე) ლაბორატორიას ჰყავს პერსონალი (მათ შორის ხელშეკრულებით დასაქმებულს), რომელსაც აქვს საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის სათანადო ცოდნა და თავიანთ მუშაობაში ითვალისწინებენ კვლევის უახლეს მიღწევებს;
ვ) აღჭურვილი უნდა იყოს ან ჰქონდეს წვდომა საჭირო აღჭურვილობასთან, საგანგებო სიტუაციის დროს მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, აღჭურვილი იქნეს ბიოუსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
4. ამ წესების 39-ე მუხლით, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ეროვნულ რეფერენს-ლაბორატორიაზეც.
5. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესებით რეგულირებული სფეროსათვის შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრული ოფიციალური ლაბორატორია, ამ წესების 41-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის საფუძველზე, დასახელდეს რეფერენს-ლაბორატორიად, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. ამ წესების მე-8 მუხლით განსაზღვრული პერსონალის კონფიდენციალურობის ვალდებულებები ვრცელდება ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის პერსონალზეც.
მუხლი 94🔗. ეროვნული
რეფერენს-ლაბორატორიის
პასუხისმგებლობები
და
ამოცანები
1. ეროვნულმა რეფერენს-ლაბორატორიამ თავისი კომპეტენციის სფეროში:
ა) უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების საცნობარო ლაბორატორიებთან და მონაწილეობა მიიღოს ამ ლაბორატორიების მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსებსა და ლაბორატორიათაშორის შედარებით ტესტებში;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს ამ წესების 37-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოფიციალური ლაბორატორიების საქმიანობას ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტირების მეთოდების ჰარმონიზაციასა და გაუმჯობესებაში, ასევე მათ გამოყენებაში;
გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება გაუკეთოს ლაბორატორიათაშორისი შედარებითი გამოკვლევების და პროფესიული (საკვალიფიკაციო) ტესტირებების ჩატარებას ოფიციალურ ლაბორატორიებს შორის, უზრუნველყოს ამ გამოკვლევების ზედამხედველობა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოებს;
დ) უზრუნველყოს კომპეტენტურ ორგანოებსა და ოფიციალურ ლაბორატორიებში ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც აწვდის სხვა ქვეყნის რეფერენს-ლაბორატორიები;
ე) სამეცნიერო და ტექნიკური დახმარება გაუწიონ კომპეტენტურ ორგანოებს ამ წესების 97-ე მუხლით განსაზღვრულ კონტროლის მრავალწლიანი ეროვნული გეგმის (შემდგომში – კმეგ) განსახორციელებლად;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს რეაქტივების ვალიდაცია, შექმნას არსებული ეტალონური ნივთიერებების სია, მოახდინოს ამ ნივთიერებებისა და რეაქტივების მწარმოებლებისა და მომწოდებლების სიების აქტუალიზაცია;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ამ წესების 37-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოფიციალური ლაბორატორიების პერსონალისთვის ტრენინგის/სწავლების კურსების ჩატარება;
თ) აქტიური დახმარება გაუწიოს კომპეტენტურ ორგანოებს სურსათით გამოწვეული დაავადებების, ზოონოზური ან ცხოველთა დაავადებების ან მცენარეთა მავნე ორგანიზმების აფეთქების დიაგნოსტირებაში, და ტვირთების შეუსაბამობის შემთხვევაში, დამადასტურებელი დიაგნოზის, ეპიზოოტიური ან ტაქსონომიური კვლევების განხორციელებით, განახორციელონ კვლევები პათოგენის იზოლატების ან მავნე ორგანიზმების ნიმუშებზე.
2. საჭიროების შემთხვევაში ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს დამატებითი მოთხოვნები ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის პასუხისმგებლობებისა და ამოცანების მიმართ.
3. ეროვნულ რეფერენს-ლაბორატორიებზე ვრცელდება ამ წესის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 39-ე მუხლით, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
თავი X
ადმინისტრაციული დახმარება და თანამშრომლობა
მუხლი 95🔗.ზოგადი წესები
1. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებსა და სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს შორის შესაძლებელია შეთანხმება ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მართებულად გამოყენების მიზნით, ხდება მათ შორის ინფორმაციის გაცვლა.
2. შესაბამის შემთხვევებში ადმინისტრაციული დახმარება ითვალისწინებს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობას სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო კონტროლში.
3. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები არ გამოიყენება:
ა) სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიწოდებისას;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების კომერციული ინტერესების დაცვისას.
4. მიღებული უნდა იქნეს ზომები, რათა კომპეტენტურ ორგანოებს სამართალდამცავი ორგანოებიდან, სახელმწიფო ბრალმდებლიდან და სასამართლოდან დროულად მიეწოდოს ინფორმაცია ამ წესების პირველი მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ წესებთან შეუსაბამობების შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ეხება ერთ-ერთს:
ა) ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარეთა სიჯანსაღესთან, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ რისკებს ან გმო-სთან და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან დაკავშირებულ გარემოს რისკებს;
ბ) ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესების დარღვევას, რომელიც ხორციელდება მოტყუების პრაქტიკის გამოყენებით.
5. კომპეტენტურ ორგანოებს შორის ყველა სახის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მატერიალური ან ინფორმაციის ელექტრონული საშუალებით.
6. შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იყოს დამატებითი მოთხოვნები ინფორმაციის გაცვლის სტანდარტული ფორმების შემუშავებისათვის.
მუხლი 96🔗. დახმარება
სხვა
ქვეყნებიდან
მიღებული
ინფორმაციის
საფუძველზე
1. თუ კომპეტენტური ორგანოები იღებენ ინფორმაციას სხვა ქვეყნიდან, რომელიც მიუთითებს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობაზე ან მიუთითებს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარეთა სიჯანსაღესთან, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ რისკებზე, ან გმო-სთან და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან დაკავშირებულ გარემოს რისკებზე, კომპეტენტურმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ამ წესების შესაბამისად განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისა და მოკვლევის შედეგად, შესაძლებელია გადაეცეს სხვა ქვეყნის კომპენტენტურ ორგანოს იმ პირობით, რომ:
ა) კომპეტენტური ორგანო, რომელმაც მიაწოდა ეს ინფორმაცია, თანახმაა ინფორმაციის მიწოდებაზე;
ბ) სხვა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს საჭირო დახმარება იმ პრაქტიკების მტკიცებულებების მოპოვებაზე, რომლებიც არ შეესაბამება ან შესაძლებელია არ შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს ან წარმოქმნიან ადამიანის, ცხოველის, მცენარის ან გარემოსთან დაკავშირებულ რისკებს;
გ) დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ქვეყნისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის წესები.
თავი XI
დაგეგმვა და ანგარიშგება
მუხლი 97🔗. კონტროლის მრავალწლიანი ეროვნული გეგმა
1. ამ წესებით რეგულირებული სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ კმეგ-ის საფუძველზე.
2. სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) კმეგ-ის შემუშავების კოორდინაციას, სახელმწიფო კონტროლში მონაწილე ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს შორის;
ბ) კმეგ-ის თანმიმდევრულობას;
გ) კმეგ-ის განხორციელების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ამ წესების მეასე მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის წარსადგენად.
მუხლი 98🔗. კმეგ-ის
შინაარსი
1. კმეგ უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვა და განხორციელება ყველა იმ სფეროში, რომლებიც რეგულირდება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-9 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების და მე-18-27-ე მუხლებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
2. კმეგ შეიცავს ზოგად ინფორმაციას ყველა სფეროში სახელმწიფო კონტროლის სტრუქტურისა და ორგანიზაციის შესახებ, ასევე სულ მცირე შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) კმეგ-ის სტრატეგიული მიზნები, სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტების განსაზღვრა და რესურსების განაწილება;
ბ) რისკის კატეგორიზაციაზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლი;
გ) კომპეტენტური ორგანოების განსაზღვრა და მათი ამოცანები ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე და ამ ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი რესურსები;
დ) საჭიროების მიხედვით გარკვეული ამოცანების დელეგირება დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოზე;
ე) სახელმწიფო კონტროლის ზოგადი ორგანიზება და მართვა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, ცალკეულ საწარმოში ოფიციალური კონტროლის ჩათვლით;
ვ) კონტროლის სისტემები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სექტორში და კოორდინაცია კომპეტენტური ორგანოების სხვადასხვა სამსახურებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სექტორებში სახელმწიფო კონტროლზე;
ზ) პროცედურები და ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოების ვალდებულებების დაცვას;
თ) კომპეტენტური ორგანოების თანამშრომელთა ტრენინგი/სწავლება;
ი) დოკუმენტირებული პროცედურები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით;
კ) კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმების ზოგადი ორგანიზება და ფუნქციონირება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ლ) სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ზოგადი ორგანიზება.
მუხლი 99🔗.
კმეგ-ს
შემუშავება, განახლება
და
გადახედვა
1. კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ, რომ ამ წესების 97-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კმეგ იყოს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, გარდა გეგმის იმ ნაწილებისა, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობაზე.
2. რეგულარულად უნდა მოხდეს კმეგ-ს განახლება, ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის სულ მცირე შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) ახალი დაავადებების, მცენარეთა მავნე ორგანიზმების ან ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობასთან, ცხოველის კეთილდღეობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული სხვა რისკების, გმო-სთან და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან დაკავშირებული გარემოს რისკების წარმოქმნა;
ბ) კომპეტენტური ორგანოების სტრუქტურის, მართვისა და საქმიანობის არსებითი ცვლილებები;
გ) კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები;
დ) სამეცნიერო მიგნებები;
ე) სხვა ქვეყანის მიერ საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები.
მუხლი 100🔗. წლიური
ანგარიშები
ყოველწლიურად, პირველ მარტამდე, კომპეტენტური ორგანოები აქვეყნებენ მათ მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის წლიურ ანგარიშს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) კმეგ-ში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას, ამ წესების 99-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფაქტორების გათვალისწინებით;
ბ) კმეგ-ის საფუძველზე წინა წელს (საანგარიშო პერიოდი) განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგებს;
გ) საანგარიშო პერიოდში კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობების გამოვლენილი შემთხვევების არეალსა და რაოდენობას;
დ) კმეგ-ის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის მიღებულ ზომებს, მათ შორის, აღსრულების ქმედებებს და ამ ზომების შედეგებს;
ე) მინიშნებას კომპეტენტური ორგანოს ვებგვერდის ბმულზე, რომელიც შეიცავს საჯარო ინფორმაციას ამ წესების 85-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასურის შესახებ.
მუხლი 101🔗.
სურსათის/ცხოველის
საკვებთან
დაკავშირებული
საგანგებო
ზომები
და
კრიზისული
მდგომარეობის
მართვის
გეგმა
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად, კომპეტენტურმა ორგანოებმა, სააგენტოს კოორდინაციით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეიმუშაონ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
2. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა, რომელიც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვებთან, უნდა განსაზღვრავდეს:
ა) კომპეტენტურ ორგანოებს;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს;
გ) შესაბამის ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გადაცემის საშუალებებსა და გზებს.
3. კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან პერიოდულად გადახედონ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და მისი განხორციელებისას და სიმულაციური სავარჯიშოების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები.
თავი XII
კომპეტენტური ორგანოების მიერ სხვა ქვეყნებში განხორციელებული კონტროლი
მუხლი 102🔗.
სხვა
ქვეყნებში
განხორციელებული
კონტროლი
1. კომპეტენტური ორგანოების ექსპერტებს შეუძლიათ განახორციელონ კონტროლი სხვა ქვეყნებში, რათა:
ა) შეამოწმონ სხვა ქვეყნებში კანონმდებლობისა და სისტემების, მათ შორის, ოფიციალური სერტიფიკატის და ოფიციალური მოწმობის გაცემის, ოფიციალური ეტიკეტის და სხვა ოფიციალური მოწმობის გაცემის შესაბამისობა ან ეკვივალენტურობა ამ წესების პირველი მუხლის მე-2 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
ბ) შეამოწმოს სხვა ქვეყნის კონტროლის სისტემის შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ საქართველოში ექსპორტირებული ცხოველებისა და საქონლის ტვირთები შეესაბამებოდეს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადენილ, ან, სულ მცირე, ეკვივალენტურ მოთხოვნებს;
გ) შეაგროვოს ინფორმაცია და მონაცემები სხვა ქვეყნიდან ცხოველებისა და საქონლის ექსპორტთან დაკავშირებული განმეორებადი ან წარმოქმნილი პრობლემების მიზეზების დადგენისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლი განსაკუთრებით ითვალისწინებს:
ა) სხვა ქვეყნის კანონმდებლობას;
ბ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მოწყობას, მათ უფლებამოსილებებსა და დამოუკიდებლობას, ზედამხედველობას, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან და უფლებამოსილებას, რომელიც მათ აქვთ მოქმედი კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებისთვის;
გ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგს/სწავლებას;
დ) რესურსებს, მათ შორის, ანალიტიკურ, ლაბორატორიული გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტირების საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია კომპეტენტური ორგანოებისთვის;
ე) პრიორიტეტებზე დაფუძნებული დოკუმენტირებული კონტროლის პროცედურებისა და კონტროლის სისტემების არსებობას და ფუნქციონირებას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში სიტუაციას, რომელიც უკავშირდება ცხოველთა ჯანმრთელობას, ცხოველთა კეთილდღეობას, ზოონოზებსა და მცენარეთა სიჯანსაღეს და ცხოველთა დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების გავრცელების შესახებ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის შეტყობინების პროცედურებს;
ზ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ სხვა ქვეყნებიდან შესულ ცხოველებზე, მცენარეებსა და მათ პროდუქტებზე განხორციელებული კონტროლის დონეს და ქმედებებს;
თ) გარანტიებს, რომლებიც სხვა ქვეყანას შეუძლია გასცეს ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ან ეკვივალენტურობასთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლის ეფექტურობის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, კონტროლის განხორციელებამდე მოითხოვოს, რომ სხვა ქვეყანამ უზრუნველყოს:
ა) ამ წესების 105-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი ჩანაწერები კონტროლის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ამ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები.
მუხლი 103🔗.
სხვა
ქვეყნებში
განხორციელებული
კონტროლის
სიხშირე
და
ანგარიში
1. კომპეტენტური ორგანოს მიერ სხვა ქვეყანაში განხორციელებული კონტროლის სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) სხვა ქვეყნიდან საქართველოში ექსპორტირებული საქონლისა და ცხოველების რისკების შეფასება;
ბ) ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;
გ) სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსული ცხოველებისა და საქონლის მოცულობა და ბუნება;
დ) კომპეტენტური ორგანოების ან სხვა ორგანოების მიერ უკვე ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები;
ე) შესაბამისი ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ცხოველებსა და საქონელზე სახელმწიფო კონტროლისა და ნებისმიერი სხვა ოფიციალური საქმიანობის შედეგები, რომელიც განახორციელა სხვა ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანოებმა;
ვ) ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოდან ან მსგავსი ორგანოდან;
ზ) ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ისეთი საერთაშორისო ორგანოებიდან, როგორებიცაა:
ზ.ა) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია;
ზ.ბ) კოდექს ალიმენტარიუსის კომისია;
ზ.გ) ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია;
ზ.დ) ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია და მცენარეთა დაცვის სხვა რეგიონული ორგანიზაციები, რომლებიც შექმნილია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომში – IPPC) ფარგლებში;
ზ.ე) IPPC-ის სამდივნო;
ზ.ვ) OECD;
ზ.ზ.) გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის;
ზ.თ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის სამდივნო;
თ) დაავადების წარმოქმნის ან სხვა გარემოებებთან დაკავშირებული მონაცემები, რომლებმაც სხვა ქვეყნიდან საქართველოში ცხოველებისა და საქონლის შეტანით შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ან გარემოს, ან მოტყუების რისკები;
ი) ცალკეულ ქვეყნებში საგანგებო სიტუაციის შესწავლა ან რეაგირება.
2. კომპეტენტური ორგანოები თითოეული კონტროლის განხორციელების შედეგების მიხედვით ადგენს ანგარიშს ამ მუხლისა და ამ წესების 103-ე მუხლის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიში უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
მუხლი 104🔗. საქართველოში
ევროკავშირის
ქვეყნებისა
და
სხვა
ქვეყნების
მიერ
განხორციელებული
კონტროლი
1. ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს, საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლიათ განახორციელონ დაგეგმილი/გეგმური კონტროლი იმ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესების პირველი მუხლის მეორე პუნქტით.
2. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონტროლში, ევროკავშირის ქვეყნების და სხვა ქვეყნების იმ კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც განახორციელებენ კონტროლს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილი პირების მონაწილეობა დაგეგმილ/გეგმურ კონტროლში მოიცავს:
ა) ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევას;
ბ) ინფორმაციისა და მონაცემების მიწოდებას, რომლებიც შესაძლებელია სასარგებლო იყოს ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელებისათვის;
გ) თანმიმდევრულობისა და ერთგვაროვნების ხელშეწყობას, ევროკავშირის ქვეყნების და სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელებისას.
თავი XIII
საქართველოში ცხოველებისა და საქონლის შემოსვლის პირობები
მუხლი 105🔗. ინფორმაცია
სხვა
ქვეყნებში
კონტროლის
სისტემების
შესახებ
1. საქართველოს კომპეტენტური ორგანოები იმ სხვა ქვეყნიდან, საიდანაც განსაზღვრულია საქართველოში ცხოველებისა და საქონლის ექსპორტი, გამოითხოვენ ზუსტ და განახლებულ ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის ზოგადი ორგანიზაციისა და მართვის შესახებ, ეს ინფორმაციაა:
ა) მათ ტერიტორიაზე დადგენილი ან შემოთავაზებული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ნებისმიერი წესი;
ბ) რისკის შეფასების პროცედურები და ფაქტორები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს რისკის შეფასებისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული დაცვის შესაბამისი დონის განსაზღვრისათვის;
გ) კონტროლისა და ინსპექტირების ნებისმიერი პროცედურები და მექანიზმები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველებთან და საქონელთან მიმართებაში, რომელთა შემოტანა ხდება სხვა ქვეყნიდან;
დ) ოფიციალური სერტიფიცირების მექანიზმები;
ე) საჭიროების მიხედვით ამ წესების 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის განსაზღვრული რეკომენდაციების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ზომა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილ ცხოველებზე და საქონელზე ჩატარებული კონტროლის შედეგები;
ზ) საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია კონტროლის სისტემების სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიღებულია სანიტარიული ან ფიტოსანიტარიული მოთხოვნების ან ამ წესების 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციების შესრულებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მოთხოვნა დამოკიდებულია საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველებისა და საქონლის ბუნებაზე, ასევე ამ ქვეყანაში სპეციფიკურ სიტუაციასა და მოწყობაზე.
მუხლი 106🔗. საქართველოში
შემომსვლელი
ცხოველებისა
და
საქონლის
მიმართ
დამატებითი
პირობების
დაწესება
1. შესაბამისი ნორმატიული აქტით დამატებით განისაზღვრება პირობები, საქართველოში შემომსვლელი ცხოველებისა და საქონლის მიმართ, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობა ცხოველების ან საქონლის ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, გარდა „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებისა, ან სულ მცირე, ამ მოთხოვნების ეკვივალენტურად აღიარებულ მოთხოვნებთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობებით, ცხოველები და საქონელი უნდა იდენტიფიცირდებოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისი კოდების მიხედვით და შეიძლება მოიცავდეს:
ა) მოთხოვნას, რომ გარკვეული ცხოველები და საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილი იქნეს მხოლოდ განსაზღვრული ქვეყნიდან ან რეგიონიდან, რომელიც ამ მიზნისათვის დადგენილია კომპეტენტური ორგანოს მიერ სიის შესაბამისად;
ბ) მოთხოვნას, რომ გარკვეული ცხოველები და საქონლის ტვირთები სხვა ქვეყნიდან გაიგზავნოს და შესაბამისად დამზადებული ან მომზადებული იქნეს იმ საწარმო ერთეულებში, რომლებიც შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან ეკვივალენტურად აღიარებულ მოთხოვნებს;
გ) მოთხოვნას, რომ გარკვეული ცხოველებს და საქონლის ტვირთებს სხვა ქვეყნიდან თან უნდა ახლდეს ოფიციალური სერტიფიკატი, ოფიციალური მოწმობა ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტვირთი შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ან ეკვივალენტურად აღიარებულ მოთხოვნებს, მათ შორის, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ, ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს;
დ) დადგენილი ფორმატის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას;
ე) ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ განსაზღვრული ცხოველები და საქონელი უზრუნველყოფდეს ჯანმრთელობის დაცვის დონეს, ხოლო გმო-სთან მიმართებაში ასევე გარემოს დაცვას, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების ეკვივალენტურია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად, ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს სერტიფიკატების, ოფიციალური მოწმობის ან ნებისმიერი სხვა აუცილებელი დოკუმენტების ფორმა.
მუხლი 107🔗. სხვა
ქვეყნების
სიაში
ჩართვა
1. ამ წესების 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სიაში სხვა ქვეყნის ამ მისი რომელიმე რეგიონის ჩართვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების შესაბამისად.
2. კომპეტენტურმა ორგანომ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა აღიაროს სხვა ქვეყნის მიერ მისთვის გადაცემული მოთხოვნა, რომელსაც თან ახლავს სათანადო მტკიცებულებები და გარანტიები, რომ ცხოველები და საქონელი ამ ქვეყნიდან აკმაყოფილებენ ამ წესების 106-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ, ან მის ეკვივალენტურ მოთხოვნებს.
3. კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) შესაბამის სფეროში სხვა ქვეყნის კანონმდებლობა;
ბ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა და კონტროლის ორგანოების სტრუქტურა და მოწყობა, მათი უფლებამოსილებები და მათ მიერ წარმოდგენილი გარანტიები შესაბამის სფეროში ამ სხვა ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებასა და აღსრულების უზრუნველსაყოფად და ასევე ოფიციალური სერტიფიცირების პროცედურების სანდოობასთან დაკავშირებით;
გ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ სათანადო სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური ღონისძიებების განხორციელება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის, მცენარეთა სიჯანსაღის და ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული საფრთხეების არსებობის შეფასებისათვის, ან გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან დაკავშირებული გარემოს საფრთხეების არსებობის შეფასებისათვის;
დ) სხვა ქვეყნის მიერ ინფორმაციის რეგულარული და ოპერატიული მიწოდება, ადამიანის და ცხოველთა ჯანმრთელობის ან მცენარეთა სიჯანსაღის ან ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული საფრთხეების არსებობის შესახებ ან, გმო-ებთან და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, გარემოსთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ;
ე) სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი გარანტიები, რომ:
ე.ა) პირობები, რომლებიც გამოიყენება იმ საწარმოს მიმართ, საიდანაც ხორციელდება საქართველოში ცხოველების ან საქონლის ექსპორტი, ამ წესების 106-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების ეკვივალენტურია;
ე.ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოების სია შედგენილი და განახლებულია;
ე.გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოების შედგენილი და განახლებული სია დაუყოვნებლივ გადაეცემა კომპეტენტურ ორგანოებს;
ე.დ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ რეგულარულად და ეფექტურად ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოების სახელმწიფო კონტროლი;
ვ) კომპეტენტური ორგანოს მიერ სხვა ქვეყანაში ჩატარებული კონტროლის შედეგები ამ წესების 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ან მონაცემები სხვა ქვეყნის გარანტიების შესახებ, რომ საქართველოში შემოდის ცხოველები ან საქონელი, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვის იგივე ან ეკვივალენტურ დონეს, რაც განსაზღვრულია ამ წესების 106-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებით.
4. კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ წესების 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიიდან სხვა ქვეყნების ან სხვა ქვეყნის რეგიონის ამოღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სიაში რეგისტრაციისათვის საჭირო პირობები აღარ სრულდება. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურა.
მუხლი 108🔗. სპეციალური
ზომები
გარკვეული
ცხოველებისა
და
საქონლის
საქართველოში
შემოსვლის
მიმართ
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 51-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ გარკვეული ცხოველების ან საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა სხვა ქვეყნიდან, მისი რეგიონიდან ან სხვა ქვეყნების ჯგუფიდან წარმოქმნის ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარეების სიჯანსაღესთან დაკავშირებულ რისკებს, ან შემოტანილი გმო წარმოადგენს გარემოსთვის რისკს, ან სადაც არსებობს მტკიცებულება, რომ არსებობს სერიოზული, პოტენციური და მნიშვნელოვანი შეუსაბამობები ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს ის ზომები, რომლებიც აუცილებელია რისკების პრევენციისა ან გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზომების საშუალებით ხდება ცხოველებისა და საქონლის იდენტიფიცირება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისი კოდების საშუალებით და შეიძლება მოიცავდეს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იმ ცხოველებისა და საქონლის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, რომლებიც წარმოშობილნი არიან ან იგზავნება განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან ან მისი რეგიონიდან;
ბ) მოთხოვნას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ცხოველები და საქონელი, რომლებიც წარმოშობილნი არიან ან იგზავნება განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან ან მისი რეგიონიდან, გაგზავნამდე დაექვემდებაროს სპეციალურ დამუშავებას ან კონტროლს;
გ) მოთხოვნას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ცხოველები და საქონელი, რომლებიც წარმოშობილნი არიან ან იგზავნება განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან ან მისი რეგიონიდან, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებაროს სპეციალურ დამუშავებას ან კონტროლს;
დ) მოთხოვნას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცხოველებისა და საქონლის ტვირთს, რომლებიც წარმოშობილია ან იგზავნება საქართველოში განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან ან მისი რეგიონიდან, თან უნდა ახლდეს ოფიციალური სერტიფიკატი, ოფიციალური მოწმობა ან სხვა ნებისმიერი მტკიცებულება, რომ ტვირთი შეესაბამება ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ან მოთხოვნებს, რომლებიც, სულ მცირე, აღიარებულია როგორც ამ მოთხოვნების ეკვივალენტური;
ე) მოთხოვნას, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულება, წარმოდგენილი უნდა იქნეს დადგენილი ფორმატის შესაბამისად;
ვ) ნებისმიერ სხვა ზომებს, რომლებიც საჭიროა რისკ(ებ)ის შესაკავებლად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზომების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ამ წესების 105-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია;
ბ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იქნა დაინტერესებული სხვა ქვეყნების მიერ;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ამ წესების 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები.
4. გადაუდებელი აუცილებლობის სათანადოდ დასაბუთებული მიზეზების საფუძველზე, რომლებიც უკავშირდება ადამიანის და ცხოველთა ჯანმრთელობასთან, მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებულ რისკებს ან, გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით – გარემოს რისკებს, შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ გასატარებელი ზომები.
მუხლი 109🔗. ეკვივალენტურობა
1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში, გარდა „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა, ნორმატიული აქტით კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლებელია დაადგინოს, რომ სხვა ქვეყანაში ან მის რეგიონებში მიღებული ზომები ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების ეკვივალენტურია. ამ გადაწყვეტილების საფუძველი უნდა იყოს:
ა) დაინტერესებული სხვა ქვეყნის მიერ ამ წესების 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციისა და მონაცემების საფუძვლიანი შესწავლა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ამ წესების 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის დამაკმაყოფილებელი შედეგები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს დაინტერესებული სხვა ქვეყნიდან ან მისი რეგიონიდან საქართველოში ცხოველებისა და საქონლის შემოსვლის პრაქტიკული ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს:
ა) ოფიციალური სერტიფიკატების ან ოფიციალური დამოწმების ფორმას და შინაარსს, რომლებიც თან უნდა ახლდეს ცხოველს ან საქონელს;
ბ) სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება საქართველოში ცხოველებისა და საქონლის შემოსვლისათვის და სახელმწიფო კონტროლს;
გ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სხვა ქვეყანაში, საიდანაც დაშვებულია ცხოველთა და საქონლის შემოსვლა საქართველოში, რეგიონების ან საწარმოების სიების შედგენისა და შესწორების პროცედურებს.
3. თუ აღარ სრულდება ეკვივალენტობის აღიარებისათვის ერთი ან რამდენიმე პირობა, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმატიული აქტის გაუქმება.
თავი XIV
კომპეტენტური ორგანოებისა და სხვა ორგანოების პერსონალის ტრენინგები/სწავლებები
მუხლი 110🔗. პერსონალის
ტრენინგები/სწავლებები
და
გაცვლა
1. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლებელია ორგანიზება გაუკეთოს მისი, და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანოების პერსონალის ტრენინგის/სწავლების, რომლებიც ახორციელებენ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამობების დადგენას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრენინგი/სწავლება ხელს უწყობს სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობისადმი ჰარმონიზებულ მიდგომას. ეს ტრენინგი/სწავლება მოიცავს:
ა) ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო კონტროლის მეთოდებსა და ტექნიკას;
გ) წარმოების, გადამუშავებისა და მარკეტინგის მეთოდებსა და ტექნიკას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრენინგი/სწავლება შეიძლება მოიცავდეს ასევე სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების პერსონალს და შესაძლებელია ორგანიზებული იქნეს საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
4. კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტით დადგენილი ტრენინგით/სწავლებით მიღებული ცოდნა გავრცელდეს საჭიროებისამებრ და სათანადოდ იქნეს გამოყენებული ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პერსონალის ტრენინგში/სწავლებაში.
5. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ან სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით მოაწყოს გაცვლითი პროგრამები კომპეტენტური ორგანოების პერსონალისათვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს ან სხვა ოფიციალურ საქმიანობას.
თავი XV
ინფორმაციის მართვის სისტემა
მუხლი 111🔗. მენეჯმენტის ინფორმაციული მართვის სისტემა სახელმწიფო კონტროლისათვის
1. კომპეტენტური ორგანოები, მექანიზმებისა და ინსტრუმენტების ინტეგრირებული მუშაობისათვის, ქმნის მენეჯმენტის ინფორმაციული მართვის სისტემას სახელმწიფო კონტროლისათვის – IMSOC) (შემდგომ – IMSOC), რომლის საშუალებითაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლთან ან სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ავტომატური მართვა, დამუშავება და გაცვლა.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავება IMSOC და მისი რომელიმე კომპონენტის მეშვეობით უნდა განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის მიზნით, ამ წესებისა და ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 112🔗. მართვის სისტემის ზოგადი ფუნქციები
IMSOC:
ა) საშუალებას იძლევა მოხდეს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო იმ ინფორმაციის, მონაცემებისა და დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავება და გაცვლა, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის და რომელიც მიიღება სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შედეგად, ან მოახდინოს კონტროლის, ან სახელმწიფო კონტროლის შედეგების რეგისტრაცია, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული წესები ან სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესების მე-16-27-ე მუხლებით, ითვალისწინებენ ასეთი ინფორმაციის, მონაცემების და დოკუმენტების გაცვლას კომპეტენტურ ორგანოებს შორის, ან საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანოებსა და ბიზნესოპერატორებს შორის;
ბ) იძლევა მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცვლის მექანიზმებს ამ წესების 95-ე-96-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის ანგარიშების შეგროვებისა და მართვის ინსტრუმენტს;
დ) საშუალებას იძლევა განხორციელდეს „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №317 დადგენილებით განსაზღვრული, ნავიგაციური სისტემების საშუალებით მიღებული „მგზავრობის ჟურნალის“, ასევე ოფიციალური სერტიფიკატების და ამ წესების 56-ე მუხლით განსაზღვრული „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტის“ შედგენა, დამუშავება და მიწოდება ელექტრონული სახით;
ე) ახდენს არსებული კომპიუტერული სისტემების ინტეგრირებას და გამოყენებას მონაცემთა, ინფორმაციისა და დოკუმენტების სწრაფი გაცვლისთვის ადამიანების, ცხოველების ჯანმრთელობის, ცხოველთა კეთილდღეობისა და მცენარეთა სიჯანსაღის რისკებთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს შესაბამის კავშირებს ამ სისტემებსა და მის სხვა კომპონენტებს შორის.
მუხლი 113🔗. IMSOC-ის
გამოყენება
იმ
შემთხვევაში, როდესაც
ცხოველები
და
საქონელი
ექვემდებარება
გარკვეულ
სახელმწიფო
კონტროლს
1. საექსპორტო ცხოველებისა და საქონლის შემთხვევაში, რომელთა მიმართ ექსპორტის სერტიფიკატის გაცემისათვის გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და პროცედურები, IMSOC საშუალებას აძლევს გაგზავნის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს და სხვა კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე, რეალური დროის რეჟიმში განახორციელონ შესაბამის ცხოველებთან და საქონელთან და ასევე მათზე განხორციელებულ სახელმწიფო კონტროლის შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცვლა.
2. ცხოველებთან და ტვირთებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ამ წესების 44-ე-64-ე მუხლებით, IMSOC:
ა) საშუალებას აძლევს კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ცხოველებისა და საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე, რეალური დროის რეჟიმში განახორციელონ შესაბამის ცხოველებთან და საქონელთან და ასევე მათზე განხორციელებულ სახელმწიფო კონტროლის შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცვლა;
ბ) საშუალებას აძლევს შესაბამისმა უწყებებმა გაუზიარონ და გაცვალონ შესაბამისი მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები საბაჟო ორგანოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და სხვა ორგანოებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ცხოველებზე ან საქონელზე კონტროლის განხორციელებაზე და ასევე ტვირთის შემოსვლის პროცედურებში ჩართულ ბიზნესოპერატორთან, ამ წესების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით, 75-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად;
გ) ხელს უწყობს და ოპერირებს ამ წესების 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და 65-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ პროცედურებს.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის IMSOC-ში ინტეგრირებული უნდა იყოს Traces-ის სისტემაში.
მუხლი 114🔗. IMSOC-ის ფუნქციონირება
IMSOC-ის ფუნქციონირებისათვის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იქნეს:
ა) IMSOC-ის ტექნიკური მახასიათებლები და მისი კომპონენტები, მათ შორის, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის მექანიზმი არსებულ ეროვნულ სისტემებთან გაცვლისთვის, გამოყენებული სტანდარტების იდენტიფიცირება, შეტყობინების სტრუქტურის განსაზღვრა, მონაცემთა ტერმინები, პროტოკოლებისა და პროცედურების გაცვლა;
ბ) IMSOC-ისა და მისი სისტემის კომპონენტების ფუნქციონირების სპეციფიკური წესები პერსონალური მონაცემების დაცვისა და ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
გ) IMSOC-ისა და მისი კომპონენტების ფუნქციონირებისა და გამოყენების სპეციფიკური წესები, მათ შორის, ამ წესების 112-ე მუხლით და 113-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სისტემების განახლებისა და მათ შორის აუცილებელი კავშირების შექმნის წესები;
დ) საგანგებო ღონისძიებების პროცედურები, რომლებიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არა არის ხელმისაწვდომი IMSOC-ის რომელიმე ფუნქცია;
ე) შემთხვევები და პირობები, როდესაც სხვა ქვეყნებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შეიძლება მიეცეთ ნაწილობრივი წვდომა IMSOC-ის ფუნქციებზე და ასეთი წვდომის პრაქტიკულ მეთოდებზე;
ვ) IMSOC-ის გამოყენებით მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების გადაცემის შემთხვევები და პირობები;
ზ) ელექტრონული სისტემის შესახებ წესები, რომელთა მიხედვითაც სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ელექტრონული სერტიფიკატები მიღებული უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოების მიერ;
თ) შემთხვევები და პირობები, რომლებშიც IMSOC-ის გამოყენებისგან გამონაკლისი შეიძლება მიენიჭოს შემთხვევით/არამუდმივ მომხმარებლებს.
მუხლი 115🔗. მონაცემთა
დაცვა
და
უსაფრთხოება
1. მონაცემთა დაცვა ხორციელდება იმ ზომით, რა ზომითაც IMSOC-ის საშუალებით დამუშავებული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს.
2. კომპეტენტური ორგანო განსაზღვრავს აუცილებელ ზომებს კონფიდენციალურობის დაცვისათვის, რომლის დროსაც დაცული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეგროვდა სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაციისა, რომელმაც შეიძლება შელახოს ბიზნესოპერატორის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული რეპუტაცია. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპროფესიული მიზნებისათვის გამოყენება ან უკანონოდ გავრცელება.
3. კომპეტენტური ორგანოს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.
4. კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფს IMSOC-ში მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების წესების შესრულებას.
თავი XVI
კომპეტენტური ორგანოების ქმედებები და ჯარიმები
მუხლი 116🔗. კომპეტენტური
ორგანოების
ზოგადი
ვალდებულებები
შესაბამისობის
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით
1. კომპეტენტურმა ორგანოებმა, თავიანთი საქმიანობის ფარგლებში, უპირატესობა უნდა მიანიჭონ იმ ზომებს, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასთან, მცენარის სიჯანსაღესთან, ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული რისკების, ხოლო გმო-სა და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, ასევე გარემოს რისკების პრევენციის, აღმოფხვრისა და სათანადო დონემდე შემცირებისათვის.
2. შეუსაბამობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ შესწავლას/მოკვლევას ამ ეჭვის დადასტურების ან აღმოფხვრის მიზნით.
3. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ქმედებები მოიცავს:
ა) ცხოველებზე, საქონელსა და ბიზნესოპერატორებზე გაძლიერებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას შესაბამისი პერიოდის განმავლობაში;
ბ) კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ცხოველებისა და საქონლის, ასევე ნებისმიერი არაავტორიზებული/დაუშვებელი ნივთიერების ან პროდუქტის ოფიციალურ დაკავებას.
მუხლი 117🔗. ქმედებები დადგენილი შეუსაბამობის შემთხვევაში
1. თუ დადგინდა შეუსაბამობა, კომპეტენტური ორგანოები განახორციელებენ:
ა) ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აუცილებელია შეუსაბამობის წარმოშობისა და ტიპის/ხარისხის დასადგენად და ასევე ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობის დასადგენად;
ბ) შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისმა ბიზნესოპერატორმა გამოასწოროს შეუსაბამობა და შემდგომში თავიდან აიცილოს ასეთი შეუსაბამობის შემთხვევები.
2. გადაწყვეტილების მიღებისას კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ ამ შეუსაბამობის ტიპი/ხარისხი და ბიზნესოპერატორის ძველი ჩანაწერები შესაბამისობასთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოქმედებისას, კომპეტენტური ორგანოები იღებენ ნებისმიერ ზომას, რომელსაც მიიჩნევენ მიზანშეწონილად, რათა უზრუნველყონ ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის:
ა) მოითხოვოს ცხოველების მკურნალობა ან განახორციელონ ეს პროცედურა;
ბ) მოითხოვოს ცხოველების გადმოტვირთვა, სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა, ცხოველების მოვლა და მკურნალობა, საკარანტინო პერიოდი, ცხოველთა დაკვლის გადადება და, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალური დამხმარე/ვეტერინარი ტექნიკოსი;
გ) მომხმარებლის ინფორმირებულობისათვის გასცენ მითითება საქონლის დამუშავებაზე, ეტიკეტის ცვლილებაზე ან ინფორმაციის შესწორებაზე;
დ) შეზღუდონ ან აკრძალონ ცხოველთა და საქონლის ბაზარზე განთავსება, გადაადგილება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ექსპორტი; ასევე აკრძალონ მათი საქართველოში დაბრუნება ან მოითხოვონ მათი გამომგზავნ ქვეყანაში დაბრუნება;
ე) მოითხოვოს ბიზნესოპერატორისაგან გაზარდოს შიდა კონტროლის სიხშირე;
ვ) მოითხოვოს, რომ ბიზნესოპერატორის განსაზღვრული საქმიანობები დაექვემდებაროს გაძლიერებულ ან სისტემატურ სახელმწიფო კონტროლს;
ზ) მოსთხოვოს საქონლის გამოთხოვა, ამოღება, გატანა ან განადგურება, საჭიროების შემთხვევაში, საქონლის გამოყენება, თავდაპირველი დანიშნულებისაგან განსხვავებული მიზნებით;
თ) მოითხოვოს, რომ მოხდეს გარკვეული დროის განმავლობაში შესაბამისი ბიზნესოპერატორის საწარმოს ან ცხოველთა შენახვის ადგილის ან სხვა შენობა-ნაგებობების სრულად ან ნაწილობრივ იზოლირება ან დახურვა;
ი) მოითხოვოს, რომ შესაბამისმა ბიზნესოპერატორმა, გარკვეული დროის განმავლობაში, სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს საქმიანობა და, საჭიროების შემთხვევაში, იმ ინტერნეტსაიტებზე საქმიანობა, რომლებსაც ის იყენებს;
კ) მოითხოვოს შესაბამისი საწარმოს, ქარხნის, მეურნეობის ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღიარების ან გადამზიდველის უფლებამოსილების ან მძღოლის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის შეჩერება ან გაუქმება.
ლ) მოითხოვოს ცხოველების დაკვლა ან მოკვლა იმ პირობით, თუ ეს არის ყველაზე შესაფერისი ზომა ადამიანის და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ცხოველთა კეთილდღეობის დასაცავად.
4. კომპეტენტური ორგანოები პასუხისმგებელ ბიზნესოპერატორს ან მის წარმომადგენელს აწვდიან:
ა) წერილობით შეტყობინებას მათი გადაწყვეტილების შესახებ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განსახორციელებელი ქმედებების ან ზომების შესახებ, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზების მითითებით;
ბ) ინფორმაციას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ნებისმიერი უფლების და გასაჩივრების უფლების ვადებისა და მოქმედი პროცედურის შესახებ.
5. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები ხორციელდება პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის ხარჯით.
6. კომპეტენტურმა ორგანოებმა ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ოფიციალური სერტიფიკატების გაცემის ან ოფიციალური სერტიფიკატის არამართებულად გამოყენების შემთხვევაში უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის:
ა) სერტიფიკატის გამცემი პირის მოვალეობის დროებით შეჩერება;
ბ) ოფიციალურ სერტიფიკატზე ხელმოწერის უფლებამოსილების გაუქმება;
გ) ნებისმიერი სხვა ზომა ამ წესების 89-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულების/დარღვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად.
მუხლი 118🔗. პასუხისმგებლობები
ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და სხვა კანონებით.
დანართი №1
კომპეტენტური ორგანოების პერსონალის ტრენინგი/სწავლება
თავი I
სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგის/სწავლების თემები
სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგის/სწავლების თემებია:
ა) კონტროლის სხვადასხვა მეთოდები და ტექნიკა, როგორიცაა: ინსპექტირება, გადამოწმება, სკრინინგი, მიზანმიმართული სკრინინგი, ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევები, ტესტირება და დიაგნოსტირება;
ბ)კონტროლის პროცედურები;
გ) ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესები;
დ) ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წესებთან შეუსაბამობის შეფასება;
ე) ცხოველებისა და საქონლის წარმოება, გადამუშავებასა და დისტრიბუციასთან დაკავშირებული საფრთხეები;
ვ) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის სხვადასხვა ეტაპები, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სადაც საჭიროა, ცხოველების ჯანმრთელობის, მცენარეების სიჯანსაღის, ცხოველების კეთილდღეობისთვის და ასევე გარემოსთვის შესაძლო რისკები;
ზ) HACCP-ის პროცედურების და კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გამოყენების შეფასება;
თ) მართვის სისტემები, როგორიცაა: ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამები, რომლებსაც მართავენ ბიზნესოპერატორები და მათი შეფასება იმდენად, რამდენადაც ისინი შეესაბამებიან ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული წესებით დადგენილ მოთხოვნებს;
ი) ოფიციალური სერტიფიცირების სისტემები;
კ) საგანგებო ღონისძიებები, მათ შორის, კომუნიკაცია სხვა სახელმწიფოებთან ან სხვა ქვეყნებთან;
ლ) სამართლებრივი წარმოება და სახელმწიფო კონტროლის შედეგები;
მ) წერილობითი ჩანაწერების, დოკუმენტური მასალისა და სხვა ჩანაწერების შესწავლა/შემოწმება, მათ შორის, ლაბორატორიათაშორის შედარებით გამოკვლევებთან, აკრედიტაციასთან და რისკის შეფასებასთან დაკავშირებული ჩანაწერების გამოკვლევა, რომელიც შეიძლება იყოს რელევანტური ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წესებთან შესაბამისობის შესაფასებლად; ეს შეიძლება შეიცავდეს ფინანსურ და კომერციულ ასპექტებს;
ნ) სხვა ქვეყნებიდან შემოსული ცხოველებისა და საქონლის საქართველოში შემოსვლის კონტროლის პროცედურები და მოთხოვნები;
ო) ნებისმიერი სხვა სფერო, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად.
თავი II
კონტროლის პროცედურების თემატური სფეროები
კონტროლის პროცედურების თემატური სფეროებია:
ა) კომპეტენტური ორგანოების ორგანიზაცია და ურთიერთობა სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებსა და იმ ორგანოებს შორის, რომლებსაც დავალებული აქვთ სახელმწიფო კონტროლის ან სხვა ოფიციალური საქმიანობების შესრულება;
ბ) ურთიერთობა კომპეტენტურ ორგანოსა და დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც დელეგირებული აქვთ გარკვეული ამოცანების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო კონტროლთან ან სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან;
გ) განაცხადი მისაღწევი მიზნების შესახებ;
დ) პერსონალის ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და უფლებამოსილებები;
ე) ნიმუშის აღების პროცედურები, კონტროლის მეთოდები და ტექნიკა, მათ შორის, ლაბორატორიული გამოკვლევები, ტესტირება და დიაგნოსტირება, შედეგების ინტერპრეტაცია და მიღებული გადაწყვეტილებები;
ვ) სკრინინგის და მიზნობრივი სკრინინგის პროგრამები;
ზ) ურთიერთდახმარება იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო კონტროლი მოითხოვს ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოს მიერ ზომების მიღებას;
თ) ქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით;
ი) თანამშრომლობა სხვა პასუხისმგებელ სამსახურებთან და დეპარტამენტებთან, ან ბიზნესოპერატორებთან;
კ) ნიმუში აღების და ლაბორატორიული გამოკვლევის, ტესტირებისა და დიაგნოსტირების მეთოდების შესაბამისობის შემოწმება;
ლ) სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი სხვა საქმიანობა ან ინფორმაცია.
დანართი №2
გამოკვლევის მეთოდების დახასიათება
1. გამოკვლევის მეთოდები და გაზომვის შედეგები უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) სიზუსტე (accuracy);
ბ) გამოყენებადობა (applicability);
გ) გამოვლენის (დეტექციის) ზღვარი (limit of detection);
დ) რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარი (limit of quantificatio);
ე) პრეციზიულობა (precision);
ვ) განმეორებადობა (repeatability);
ზ)რეპროდუქციულობა (reproducibility);
თ)აღდგენა (recovery);
ი)სელექტიურობა (selectivity);
კ) სენსიტიურობა/მგრძნობელობა (sensitivit);
ლ) წრფიულობა (linearity);
მ) გაზომვის ცდომილება (measurement uncertainty);
ნ) სხვა კრიტერიუმები, რომლებიც შეიძლება შერჩეული იქნეს საჭიროების მიხედვით.
2. ამ დანართის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრეციზიულობა (სიზუსტე) მიღებული უნდა იქნეს ან ლაბორატორიათშორისი გამოკვლევების საფუძველზე, რომელიც ტარდება საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლის (მაგ., ISO 5725 „გაზომვის მეთოდების სიზუსტე (სინამდვილე და სიზუსტე) და შედეგები“) შესაბამისად, ან, თუ დადგენილია ანალიზური მეთოდების შესრულების კრიტერიუმები, გარკვეულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით. განმეორებადობის და რეპროდუქციულობის მნიშვნელობა გამოისახება საერთაშორისოდ აღიარებული ფორმით (მაგ., 95% ნდობის ინტერვალი, როგორც ეს განსაზღვრულია ISO 5725-ით „გაზომვის მეთოდებისა და შედეგების სიზუსტე (სინამდვილე და სიზუსტე)“). ლაბორატორიათშორისი გამოკვლევების შედეგები უნდა იყოს საჯარო ან თავისუფლად ხელმისაწვდომი.
3. ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდებს, რომლებიც ერთნაირად გამოიყენება საქონლის სხვადასხვა ჯგუფებისათვის, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ მეთოდებთან შედარებით, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ცალკეულ საქონელზე.
4. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოკვლევის მეთოდების ვალიდაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ ლაბორატორიაში, ეს მეთოდები უნდა დადასტურდეს საერთაშორისოდ მიღებული სამეცნიერო პროტოკოლების ან გაიდლაინების შესაბამისად, ან, თუ დადგენილია გამოკვლევის მეთოდების შესრულების კრიტერიუმები, მათი ვალიდაცია უნდა მოხდეს ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის გამოკვლევების საფუძველზე.
5. ამ წესების შესაბამისად მიღებული გამოკვლევის მეთოდები რედაქტირებული უნდა იქნეს ISO-ს მიერ რეკომენდებული ანალიზის მეთოდების სტანდარტული ფორმის შესაბამისად.