კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №8/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016905 94
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/02/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №8/04
2025 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულება“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულება
თავი I
კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების (შემდგომში – დებულება) მიზანია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მართვის წესის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს დერივატივების რისკების დროულ და მართლზომიერ ასახვას კაპიტალში.
2. ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისთვის და უცხოური კომერციული ბანკის/მიკრობანკის ფილიალებისა და შვილობილებისთვის (შემდგომში – ბანკი).
3. ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ეფუძნება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ განსაზღვრული ჩარჩოთი და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების შესახებ 575/2013 რეგულაციით (შემდგომში – რეგულაცია) დადგენილ კონტრაჰენტის რისკის მართვის ჩარჩოს. თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება, ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებითა და რეგულაციით.
4. ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია, ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონტრაჰენტის საკრედიტო რისკი – გარიგებით გათვალისწინებული ტრანზაქციის შესრულებამდე კონტრაჰენტის დეფოლტის რისკი;
ბ) მარჟის მინიმალური მოთხოვნა – ბანკის კლიენტის ან კლირინგის სისტემის მონაწილის დაფინანსებული უზრუნველყოფა, რომელიც განთავსებულია ცენტრალურ კონტრაჰენტთან ან ბანკში, კლირინგის სისტემის მონაწილის/ბანკის კლიენტის მიმართ ბანკის პოტენციური მომავალი რისკის პოზიციის ღირებულების მიტიგაციისთვის, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მომავალში გარიგების ღირებულების ცვლილებით;
გ) საწყისი მარჟა – კონტრაჰენტის მარჟის მინიმალური მოთხოვნისა და მასზე მეტობით განთავსებული უზრუნველყოფის ერთობლიობა. მარჟის მინიმალურ მოთხოვნაზე მეტობით განთავსებული უზრუნველყოფა საწყის მარჟაში გაითვალისწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკს საჭიროების წარმოშობისას შეუძლია აღნიშნული უზრუნველყოფის შეუზღუდავად განკარგვა;
დ) ვარიაციის მარჟა – კლირინიგის სისტემის მონაწილის/ბანკის კლიენტის დაფინანსებული უზრუნველყოფა, რომელიც გარიგების ღირებულების ცვლილების შესაბამისად ბანკსა და კონტრაჰენტს შორის შეთანხმებული პერიოდულობით განთავსდება ცენტრალურ კონტრაჰენტთან/ბანკში;
ე) ურთიერთგაქვითვის ბადე – გარიგებების ერთობლიობა ერთი და იგივე კონტრაჰენტთან, რომლებიც აღსრულებადია ორმხრივი ურთიერთგაქვითვის გარიგების შესაბამისად და რომლისთვისაც ურთიერთგაქვითვა აღიარებულია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის პირობების თანახმად და რომელიც გამოიყენება ჯგუფური გარიგების შემთხვევაში. თითოეული გარიგება, რომელიც არ ექვემდებარება ურთიერთგაქვითვას, აღიარებულ უნდა იქნეს როგორც ცალკეული ურთიერთგაქვითვის ბადე ამ დებულების მიზნებისთვის;
ვ) ჰეჯირების ბადე – გარიგებების ერთობლიობა ერთი ურთიერთგაქვითვის ბადეში, რომლის ფარგლებშიც კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის გამოთვლის სტანდარტიზებული მეთოდის მიზნებისთვის პოტენციური რისკის პოზიციის ღირებულების დასათვლელად, სრული ან ნაწილობრივი ურთიერთგაქვითვაა შესაძლებელი;
ზ) მარჟირებული გარიგება – ისეთი გარიგება, რომლის ფარგლებშიც გარიგების ღირებულების ცვლილების შესაბამისად ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს ვარიაციის მარჟა;
თ) მარჟის ზღვარი – უდიდესი რისკის პოზიციის ღირებულება მანამ, სანამ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს მიეცემა დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენის მოთხოვნის უფლება;
ი) გრძელვადიანი ანგარიშსწორების გარიგებები – გარიგებები, სადაც მხარე უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდის, რეალური საქონლის ან ვალუტის მიწოდებას ნაღდი ფულის, სხვა ფინანსური ინსტრუმენტის ან რეალური საქონლის სანაცვლოდ ანგარიშსწორების თარიღში, რომელიც ხელშეკრულების პირობებით აღემატება მოცემული ინსტრუმენტის სტანდარტულ საბაზრო ვადიანობასა და ბანკის მიერ ხელშეკრულების დადების თარიღიდან 5 (ხუთ) სამუშაო დღეს შორის უმცირესს;
კ) საკრედიტო გადაფასების კორექტირება – კონტრაჰენტთან არსებული პორტფელის შუალედური გადაფასების კორექტირება. იგი ასახავს საკრედიტო რისკის საბაზრო ღირებულებას (საბაზრო რისკს), რომელიც გამოწვეულია კონტრაჰენტის დეფოლტის შედეგად. აღნიშნული კორექტირებით შესაძლოა გამოიხატოს მხოლოდ კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის საბაზრო ღირებულება ან ორივე – როგორც კონტრაჰენტის, ასევე ბანკის საკრედიტო რისკის საბაზრო ღირებულება;
ლ) მარჟის რისკის პერიოდი – დროის მონაკვეთი კონტრაჰენტთან უზრუნველყოფის ბოლო გაცვლის მომენტიდან (როდესაც უზრუნველყოფით დაიფარა გარიგებების ურთიერთგაქვითვის ბადე) ამავე კონტრაჰენტთან პოზიციების საბოლოო დახურვამდე და შედეგად მიღებული საბაზრო რისკების ხელახალ ჰეჯირებამდე;
მ) ცენტრალური კონტრაჰენტი – იურიდიული პირი, რომელიც ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ბაზარზე დადებული ხელშეკრულების მხარეთა მიმართ მოქმედებს, როგორც მყიდველი ყველა გამყიდველის მიმართ და როგორც გამყიდველი ყველა მყიდველის მიმართ;
ნ) კვალიფიციური ცენტრალური კონტრაჰენტი – ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ ავტორიზებული (ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დაარსებული) ან აღიარებული (ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში დაარსებული) ცენტრალური კონტრაჰენტი;
ო) კლირინგის სისტემის მონაწილე – კლირინგის წევრი ან უშუალო მონაწილე, რომელსაც უფლება აქვს, დადოს გარიგება ცენტრალურ კონტრაჰენტთან;
პ) სავაჭრო რისკის პოზიცია – მოიცავს კლირინგის სისტემის მონაწილის ან კლიენტის მიმდინარე ან სამომავლო რისკის პოზიციას და საწყის მარჟას;
ჟ) დეფოლტის ფონდი – კლირინგის სისტემის მონაწილეების დაფინანსებული ან დაუფინანსებელი შენატანები ცენტრალური კონტრაჰენტის ორმხრივი ზარალის გაზიარების ფონდში;
რ) ჩანაცვლების ღირებულება – ფინანსური ინსტრუმენტის მიმდინარე საბაზრო ღირებულების თანხა, რომელიც საჭირო იქნებოდა კონტრაჰენტის დეფოლტის შემთხვევაში ფინანსური ინსტრუმენტის ჩასანაცვლებლად;
ს) დერივატივი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგება;
ტ) დეფოლტი − გარიგების მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რეჟიმის ამოქმედება ან გარიგების მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, რომლის შედეგადაც გარიგების მეორე მხარეს წარმოეშობა ფინანსური გირავნობის ამოქმედების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლება.
მუხლი 3🔗. კონტრაჰენტის საკრედიტო რისკი
1. ბანკი ვალდებულია, გამოავლინოს გარიგებები, რომლებიც წარმოშობს კონტრაჰენტის საკრედიტო რისკს და გამოთვალოს კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის შესაძლო დანაკარგი.
2. კონტრაჰენტის საკრედიტო რისკს წარმოშობს შემდეგი გარიგებები:
ა) არაორგანიზებულ ბაზარზე დადებული დერივატივები;
ბ) ორგანიზებულ ბაზარზე დადებული დერივატივები;
გ) გრძელვადიანი ანგარიშსწორების გარიგებები.
მუხლი 4🔗. კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის დათვლის მეთოდები
1. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარიგების სახეებისთვის, რომლებიც არ სრულდება ცენტრალურ კონტრაჰენტთან, ბანკმა უნდა დათვალოს რისკის პოზიციის ღირებულება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით.
2. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბანკმა უნდა გამოიყენოს კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის დათვლის შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთი:
ა) კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის გამოთვლის სტანდარტიზებული მეთოდის (ამ დებულების დანართი №1-ის მიხედვით) გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს;
ბ) კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის გამოთვლის გამარტივებული სტანდარტიზებული მეთოდის (ამ დებულების დანართი №2-ის მიხედვით) გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკის დერივატივების ჯამური ნომინალური ღირებულება ყოველი თვის ბოლო საანგარიშგებო დღეს აკმაყოფილებს ორივე შემდეგ პარამეტრს:
ბ.ა) მთლიანი აქტივების 10%-ის ტოლი ან მასზე ნაკლებია;
ბ.ბ) 300 მლნ (სამასი მილიონი) ლარის ტოლი ან მასზე ნაკლებია.
გ) საწყისი რისკის პოზიციის მეთოდის (ამ დებულების დანართი №3-ის მიხედვით) გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკის დერივატივების ჯამური ნომინალური ღირებულება ყოველი თვის ბოლო საანგარიშგებო დღეს აკმაყოფილებს ორივე შემდეგ პარამეტრს:
გ.ა) მთლიანი აქტივების 5%-ის ტოლი ან მასზე ნაკლებია;
გ.ბ) 100 მლნ (ასი მილიონი) ლარის ტოლი ან მასზე ნაკლებია.
3. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარიგების სახეებისთვის, რომლებიც შესრულებულია ცენტრალურ კონტრაჰენტთან, ბანკმა უნდა დათვალოს რისკის პოზიციის ღირებულება ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად.
4. ცენტრალური კონტრაჰენტის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულება, რომელიც გამოწვეულია ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების ტრანზაქციით (კაპიტალი, ფასიანი ქაღალდები, სპოტ სავალუტო და სპოტ რეალური საქონლის), ამ დებულების შესაბამისად გამოთვლას არ ექვემდებარება.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდების თანახმად, კონკრეტული კონტრაჰენტის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულება გამოითვლება, როგორც ყველა ურთიერთგაქვითვის ბადის ჭრილში გამოთვლილი რისკის პოზიციების ღირებულებების ჯამი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის, ბანკმა დერივატივების მოცულობა უნდა დათვალოს ყოველთვიურად, თვის ბოლო საანგარიშგებო დღეს, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) დერივატივების ღირებულება თვის ბოლო საანგარიშგებო დღეს უნდა შეფასდეს საბაზრო ღირებულებით. თუ თვის ბოლო საანგარიშგებო დღისთვის საბაზრო ღირებულება ხელმისაწვდომი არ არის, რისკის პოზიციის შეფასებისთვის ბანკს შეუძლია სამართლიანი ღირებულების გამოყენება. თუ თვის ბოლო საანგარიშგებო დღისათვის არც სამართლიანი ღირებულების დადგენაა შესაძლებელი, ბანკმა რისკის პოზიციის განსაზღვრისთვის უნდა გამოიყენოს უახლესი საბაზრო ან სამართლიანი ღირებულება;
ბ) ბანკმა უნდა მოიცვას ყველა დერივატივის პოზიცია (დერივატივების გრძელი პოზიციების აბსოლუტური ღირებულების და დერივატივების მოკლე პოზიციების აბსოლუტური ღირებულების ჯამი), გარდა იმ საკრედიტო დერივატივებისა, რომლებიც აღიარებულია საბანკო წიგნის საკრედიტო რისკის პოზიციის ღირებულების შიდა ჰეჯირების ინსტრუმენტებად.
მუხლი 5🔗. ცენტრალური კონტრაჰენტის მიმართ ბანკის რისკის პოზიციის შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნები
1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ცენტრალური კონტრაჰენტების (კვალიფიციური ან არაკვალიფიციური) მიმართ არსებული რისკის პოზიციებზე, რომლებიც გამომდინარეობს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარიგებებიდან.
2. მიუხედავად იმისა, ცენტრალური კონტრაჰენტი არის თუ არა კვალიფიციური, რეკომენდებულია ბანკმა უზრუნველყოს რისკის პოზიციის შესაბამისი ადეკვატური კაპიტალის შექმნა მინიმალურ მოთხოვნაზე მეტობით.
3. ბანკმა რეგულარულად უნდა აწარმოოს ცენტრალური კონტრაჰენტების მიმართ რისკის პოზიციების, მათ შორის, ცენტრალური კონტრაჰენტის დეფოლტის ფონდის საწევრო ვალდებულებების მონიტორინგი, ასევე, ბანკის დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოსთან ანგარიშგება.
4. თუ დერივატივების, ფასიანი ქაღალდების ან გრძელვადიანი ანგარიშსწორების გარიგებების შესრულება ხორციელდება კვალიფიციური ცენტრალური კონტრაჰენტის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-5 პუნქტი, ხოლო არაკვალიფიციური ცენტრალური კონტრაჰენტის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები. თუ ცენტრალურ კონტრაჰენტს შეუწყდება კვალიფიციური ცენტრალური კონტრაჰენტის სტატუსი, მომდევნო 3 (სამი) თვის განმავლობაში ბანკს შეუძლია მასთან დადებული გარიგებების უკვე არსებული მეთოდით ანგარიშგება, თუ ეროვნული ბანკისგან არ აქვს მიღებული განსხვავებული ინსტრუქცია. 3 (სამი) თვის შემდეგ ბანკმა რისკის პოზიციების ღირებულების ანგარიშგება უნდა განახორციელოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიხედვით.
5. ბანკის რისკის პოზიციას კვალიფიციური ცენტრალური კონტრაჰენტის მიმართ მიენიჭება რისკის წონა 2%-ის ოდენობით.
6. ბანკმა არაკვალიფიცირებულ ცენტრალურ კონტრაჰენტთან სავაჭრო რისკის პოზიციების მიმართ უნდა გამოიყენოს კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის გამოთვლის სტანდარტიზებული მეთოდი.
7. ბანკმა უნდა გამოიყენოს 1250%-იანი რისკის წონა არაკვალიფიციურ ცენტრალურ კონტრაჰენტთან მათი დეფოლტის ფონდის შენატანებზე.
მუხლი 6🔗. კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის შეწონვა
1. კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის გამოთვლის სტანდარტიზებული მეთოდით გამოთვლის ფარგლებში, კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის პოზიცია უნდა შეიწონოს კონტრაჰენტის რისკის შესაბამისი რისკის წონით ამ დებულების დანართი №1-ის ცხრილი №4-ის შესაბამისად.
2. კონტრაჰენტის რისკის წონის განსაზღვრისთვის საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტის (შემდგომში – სშგი) საკრედიტო შეფასების გამოყენებისას ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 46-ე მუხლითა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 24-ე მუხლით.
3. იმ კონტრაჰენტების რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ნომინირებული სშგი-ების საკრედიტო შეფასებები ხელმისაწვდომი არ არის, უნდა მიენიჭოთ 100%-იან რისკის წონასა და ბანკის დაფუძნების იურისდიქციის ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციის რისკის წონას შორის უმაღლესი.
4. ნომინირებული სშგი-ს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკს უნდა მიენიჭოს 50%-იან რისკის წონასა და იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციის რისკის წონას შორის უმაღლესი, რომლის იურისდიქციაშიც არის დაფუძნებული ეს ბანკი.
5. 3 (სამი) ან 3 (სამ) თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკების მიმართ უნდა მიენიჭოს 20%-იანი რისკის წონასა და იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციის რისკის წონას შორის უმაღლესი, რომლის იურისდიქციაშიც არის დაფუძნებული ეს ბანკი.
მუხლი 7🔗. საგამონაკლისო შემთხვევები კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნის დათვლისას
ბანკი არ არის ვალდებული, კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნა დათვალოს ამ დებულების შესაბამისად შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:
ა) საკრედიტო დერივატივებისთვის, რომლებიც ბანკმა შეიძინა საბანკო წიგნის რისკის პოზიციის ან კონტრაჰენტის რისკის პოზიციის მიტიგაციის მიზნებისთვის;
ბ) საბანკო წიგნში გაყიდული საკრედიტო დეფოლტის სვოპების შემთხვევაში, როდესაც მოცემული დერივატივები გამოიყენება, როგორც ბანკის მიერ მიწოდებული გარანტია და სრული ნომინალი ექვემდებარება საკრედიტო რისკის რეზერვს;
გ) გაყიდული გასხვისების ოფციონებისთვის, როდესაც ბანკს წინასწარ სრულად აქვს მიღებული პრემიუმი.
მუხლი 8🔗. ბანკის დამატებითი ვალდებულებები
1. ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დათვლის მეთოდის ცვლილების ან/და მისი გამოყენების შეწყვეტის შესახებ.
2. ბანკმა არ უნდა დადოს დერივატივი მხოლოდ იმ მიზნით, რომ დააკმაყოფილოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პარამეტრები.
3. თუ ბანკი ვეღარ აკმაყოფილებს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს, მან აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს.
4. ბანკმა უნდა შეწყვიტოს კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის ღირებულების ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით დათვლა ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევის დადგომიდან 3 (სამი) თვის ვადაში:
ა) ბანკი არ აკმაყოფილებს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს ან/და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს ზედიზედ 3 (სამი) თვის განმავლობაში;
ბ) ბანკი არ აკმაყოფილებს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს ან/და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს წინა 12 (თორმეტი) თვიდან უწყვეტად 6 (ექვს) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
5. თუ ბანკს შეწყვეტილი აქვს კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის ღირებულების ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით დათვლა, მან უნდა შეძლოს დემონსტრირება, რომ აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნები უწყვეტად კმაყოფილდებოდა 1 (ერთი) წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ისევ შეძლოს დერივატივების პოზიციების იმავე ქვეპუნქტების მიხედვით დათვლა.
თავი II
საკრედიტო გადაფასების კორექტირების რისკის ჩარჩო
მუხლი 9🔗. საკრედიტო გადაფასების კორექტირების რისკის შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნა
1. საკრედიტო გადაფასების კორექტირების რისკისთვის რისკით შეწონილი აქტივები განისაზღვრება ამ თავით დადგენილი კაპიტალის მოთხოვნების 12.5-ზე გამრავლებით.
2. კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნებზე დამატებით ბანკმა უნდა განსაზღვროს კაპიტალის მოთხოვნები მოსალოდნელი საბაზრო ღირებულების დანაკარგების დასაფარად, რომლებიც გამომდინარეობს არაორგანიზებულ ბაზარზე დადებული დერივატივების კონტრაჰენტების მოსალოდნელი რისკებიდან. საკრედიტო გადაფასების კორექტირებისთვის კაპიტალის მოთხოვნა ბანკმა უნდა დათვალოს იმის მიხედვით, თუ რა მეთოდს იყენებს კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის დათვლის მიზნებისთვის (სტანდარტიზებულ მეთოდს, გამარტივებულ სტანდარტიზებულ მეთოდს, საწყისი რისკის პოზიციის მეთოდს). ბანკს არ მოეთხოვება საკრედიტო გადაფასების კორექტირების დანაკარგის მიმართ კაპიტალის მოთხოვნის დათვლა, თუ გარიგებები დადებულია კვალიფიციურ ცენტრალურ კონტრაჰენტთან, ადგილობრივ ცენტრალურ მთავრობასთან ან ადგილობრივ ცენტრალურ ბანკთან.
მუხლი 10🔗. სტანდარტიზებული საკრედიტო გადაფასების კორექტირების რისკის შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნის დათვლა
ბანკმა პორტფელის საკრედიტო გადაფასების კორექტირების რისკის შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნა უნდა დაითვალოს შემდეგი ფორმულის მიხედვით:
სადაც:
ა) არის ერთწლიანი რისკის ჰორიზონტი (გამოხატული წლებში), ;
ბ) არის კონტრაჰენტის წონა, რომელიც შეესაბამება კონტრაჰენტის სშგი-ს საკრედიტო შეფასებას ამ მუხლის ცხრილი №1-ის მიხედვით. თუ კონტრაჰენტს არ აქვს გარე საკრედიტო შეფასება, ასეთ შემთხვევაში ბანკმა უნდა მიანიჭოს მას კონტრაჰენტის წარმოშობის ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის შესაბამისი წონა;
გ) არის კონტრაჰენტის რისკის საბოლოო პოზიციის ღირებულება (დაჯამებული ურთიერთგაქვითვის ბადეების ჭრილში), რომელიც მოიცავს უზრუნველყოფის ეფექტს. ჯამური რისკის პოზიციის ღირებულება უნდა დადისკონტირდეს შემდეგი ფაქტორით:
დ) არის ბანკის მიერ შეძენილი single-name CDS hedges ნომინალური თანხა, რომელიც კონტრაჰენტს მიესადაგება და საკრედიტო გადაფასების კორექტირება რისკის ჰეჯირებისთვის გამოიყენება. მოცემული ნომინალური თანხა უნდა დადისკონტირდეს შემდეგი ფაქტორით:
ე) არის CVA რისკის დასაზღვევად შეძენილი ერთი ან რამდენიმე ინდექს CDS-ის სრული (ჯამური) ნომინალური ღირებულება. მოცემული ნომინალური თანხა უნდა დადისკონტირდეს შემდეგი ფაქტორით:
ვ) არის ინდექს ჰეჯირების ინსტრუმენტის შესაბამისი წონა. ბანკმა ინდექსი უნდა შეადაროს შვიდი წონიდან ერთ-ერთს, ინდექსის საშუალო სპრედზე დაყრდნობით;
ზ) არის კონტრაჰენტის მიმართ ნომინალის მიხედვით შეწონილი საშუალო ეფექტური ვადიანობა (effective maturity);
თ) არის ჰეჯირების ინსტრუმენტის ვადიანობა. თუ მსგავსი პოზიცია რამდენიმეა, ასეთ შემთხვევაში თანხები უნდა დაჯამდეს;
ი) არის ინდექს ჰეჯირების ინსტრუმენტის ვადიანობა. თუ მსგავსი ინდექს ჰეჯი რამდენიმეა, ასეთ შემთხვევაში დაითვლება, როგორც ნომინალით შეწონილი საშუალო ვადიანობა.
ცხრილი №1
საკრედიტო ხარისხის ბიჯი მოცემულია ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების დანართებით განსაზღვრული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიანი შკალის თანახმად.
რეიტინგი
წონა (wi)
1
0.70%
2
0.80%
3
1.00%
4
2.00%
5
3.00%
6
10.00%