ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნინო წერეთლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ-მაიორის, ადმირალის გიგლა ირემაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 28.01.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016967
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/02/2025
161 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №579 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 21.11.2023 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 28.01.2025 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.03.2025 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვასილ კოპცოვის ქუჩის მონაკვეთისთვის და ნავთლუღის VI შესახვევის მონაკვეთისთვის ვასილ კოპცოვის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.03.2025 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ-მაიორის ბორის გრიგოლაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 25.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნინო წერეთლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ-მაიორის, ადმირალის გიგლა ირემაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №32  2025 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნინო წერეთლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ-მაიორის, ადმირალის გიგლა ირემაძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ნაძალადევის რაიონში, ნინო წერეთლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს გენერალ-მაიორის, ადმირალის გიგლა ირემაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე