📋

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 03.02.2025
მოქმედების პერიოდი 03.02.2025 — 24.12.2025
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
03.02.2025
24.12.2025
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2025 წლის 30 იანვარი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული  ოდენობა განისაზღვროს თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2023 წლის 26  დეკემბრის   №33 დადგენილება. (www.matsne.gov.ge,  01/01/2024,  სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.141.016403). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან დანართი   ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  საკრებულოს სხდომებში,  საკრებულოს  კომისიებისა  და ფრაქციების მუშაობაში    მონაწილების მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების,    აგრეთვე საკრებულოს წევრის  სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების  განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 908 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  ამ დანართის პირველ მუხლში  გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 2.     საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი),  უფლებამოსილების  განხოციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს  ანაზღაურებასთან ერთად.