პუბლიკაციის თარიღი 03.02.2025
მოქმედების პერიოდი 03.02.2025 — 30.01.2026
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2025 წლის 31 იანვარი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ – საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე. გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლებისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 იანვრის №1 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016486).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე
დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
1.ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG xITL x C x K, სადაც
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. ბაღდათის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.45-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ზონირება არ ხორციელდება);
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 130-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ბაღდათში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN
0.45
1
0.24
130
14,04
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის ფასის 50%- ის ოდენობით და შეადგინოს 7,02ლარი (14,04-ის 50%).
4. კურორტ საირმეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის ხუთმაგი ოდენობით და შეადგინოს 70, 2ლარი (14,04 X 5).
5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგინოს 4,21ლარი (14,04-ის 30%).
6. „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და შეადგინოს 11,23 ლარი (14,04-ის 80%). ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.