ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №24 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№03
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016466
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №03

2025 წლის 31 იანვარი

ქ. ქარელი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №24 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.35.144.016419)  და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე



დანართი №1

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა
 
  •  
  • პოლიტიკური თანამდებობის პირები

    რიცხოვნობა

    თანამდებობრივი სარგო

    (ლარი)

    1.

    პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარე

    1

    5986.0

    2. 

    პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

    1

    4526.0

    3.

    პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

    2

    3942.0

    4.

    პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

    5

    3212.0

    5.

    პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

    2

    2920.0

    პოლიტიკური თანამდებობის პირი  – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

    7

    2336.0

          №            

    ადმინისტრაციული ხელშეკრულებით

    დასაქმებული პირი

    რიცხოვნობა

    თანამდებობრივი სარგო (ლარი)

    1.

    პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი

    1

    2482.0

    პროფესიული საჯარო მოხელეები

    რიცხოვნობა

    თანამდებობრივი სარგო (ლარი)

    1.

    მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

    3

    1606.0

    2.

    მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

    9

    1460.0