„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2025 წლის 3 თებერვალი დაბა ხარაგაული |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: (დანართი თან ერთვის)
|
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 31–ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და საჯარო მოსამსახურეთა უფლება–მოვალეობებს.
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარატი წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს, რომელიც შედგება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში;
დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;
ზ) აკონტროლებს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
1. აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი).
2. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.
1. აპარატი შედგება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.
2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი.
3. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეები:
ა) მესამე რანგის მეორე კარეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
ბ) მესამე რანგის მეორე კარეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
გ) მესამე რანგის მეორე კარეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;
დ) მესამე რანგის მესამე კარეგორიის უფროსი სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;
ე) მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
4. საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ ინსტრუქციებს დასამტკიცებლად;
ვ) შეიმუშავებს აპარატის შინაგანაწესის პროექტს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად;
ზ) აკონტროლებს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მათ საქმიანობაზე;
თ) კოორდინაციას უწევს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას (კოდიფიცირებას) და სამართლებრივი აქტების რეესტრის წარმოებას;
ი) უფლებამოსილია საკრებულოს სახელით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
კ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ლ) ორგანიზებას უწევს აპარატის მოსამსახურეთა სწავლებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მოხელე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში:
ა) ახორციელებს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალუირი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ბ) აკონტროლებს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) უზრუნველყოფს საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
დ) უზრუნველყოფს საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8. მესამე რანგის მეორე კარეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში
მესამე რანგის მეორე კარეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოსა და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებასა და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
გ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
დ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ე) უზრუნველყოფს საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებას, ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვას.
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში:
ა) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს, აკონტროლებს კორესპონდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმის წარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;
გ) საარქივო დოკუმენტაციის წარმოებას, დაცვას და მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
დ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას.
მესამე რანგის მესამე კარტეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში:
ა) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება;
გ) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, „მრგვალი მაგიდების“, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;
დ) ახდენს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალებისა და პუბლიკაციების ანალიზს;
ე) უზრუნველყოფს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (დადგენილებები, განკარგულებები, ბრძანებები) და საჯარო ინფორმაციის (საკრებულოსა და ბიუროს აგრეთვე საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმების) ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
ვ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის სამსახურებრივ დავალებებს.
მესამე რანგის მესამე კარეგორიის უფროსი სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:
ა) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის ტექნიკურ უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობისათვისსაჭირო საოფისემომსახურების უზრუნველსაყოფად;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათააღრიცხვის,შენახვის, რაციონალურად გამოყენებისა და დაცვისათვის;
დ) ორგანიზებას უწევს საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილებების, ენერგო მომარაგების და სატელეფონო ქსელის გამართულ მუშაობას;
ე) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს აპარატის უფროსის დავალებებს.
მუხლი 12. საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დასაქმდნენ პირები, რომელთაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვთ საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
აპარატის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 15. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
აპარატის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
აპარატის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „შრომის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შრომითი ხელშეკრულებით.
1. საკრებულოს აპარატის დებულებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.
2. აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ.
აპარატის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.