⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2026)
გაუქმებულია:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2025
ძალის დაკარგვა 03.02.2026
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010040030.35.104.016572 7
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
448 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2025 მიღება
03.02.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
04.02.2025
30.01.2026
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2025 წლის 31 იანვარი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ პუნქტის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.  მუხლი 2🔗 ამ  დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №4 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი/ შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება  შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: C n= | MG X | TL X C X K,  სადაც: ა) C n – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის     ნორმატიული ფასი; ბ)  |MG – არის წალენჯიხის მაკრო მდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს. გ) | TL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს/ რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება/; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 225-ს. მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ა)  ქ. წალენჯიხისა  და  ქ. ჯვრის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: |MG |TL C        K Cn (ლარი)      0,37 1 0,24     225 19,98 ბ)   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულებისა) – ამ დადგენილების  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50% ოდენობით/9,99ლარი/; გ)  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვრისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით /10.99 ლარი/; დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 25% ოდენობით /5.0 ლარი/; ე)  სოფ. ჯგალის სქურის უბანში – ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით /15.99ლარი/.