სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 8 25 00000151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 8 25 00000151

2025 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს სს „პრივატიზე“ (ფაქტობრივი მისამართი:  ქ. გორი, აღმაშენებლის გამზირი  №103, ჭანტურიას №38; ს/კ 404392082) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი – „არასპეციალიზებული დახმარება“.

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობისა და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს, ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: სს „პრივატის“  (ს/კ 404392082) დირექტორის, სოფიო ბერაიას განცხადებები – N1320441,   12.12.2024წ;  N1331031,   16.12.2024წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 2209 - 161, 24.01.2025წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №1, 24.01.2025წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                       ლეილა ქოჩიაშვილ