პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების 2025-2029 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-168
სარეგისტრაციო კოდი
340120000.22.023.016895
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-168

2025 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების 2025-2029 წლების სამოქმედო გეგმის  დამტკიცების შესახებ

„პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 მაისის №215 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების 2025-2029 წლების სამოქმედო გეგმა.“.
მუხლი 2
სსიპ – სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ პერიოდულად უზრუნველყოს „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების 2025-2029 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენა.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
📎 დანართები (1)
N2-198_დანართი.docx

პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების 2025-2029 წლების სამოქმედო გეგმა

შინაარსი

შესავალი ----------------------------------------------------------------------------------- – 3

სიტუაციის ანალიზი ---------------------------------------------------------------------- – 3

სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები ------------------------------------------- – 8

სამოქმედო გეგმა – პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებები (დანართი №1) ---------------------------------------------------------------12

შესავალი

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/128/EC დირექტივის მე-4 მუხლის საფუძველზე და „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 მაისის №215 დადგენილების შესაბამისად შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოქმედების ჩარჩოს, რომელიც ადგენს მიზნებს, ამოცანებს, ქმედებებს, ინდიკატორებს და ვადებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ პესტიციდების გამოყენების რისკისა და უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის, ალტერნატიული მიდგომების ან მეთოდების წახალისებისა და პესტიციდების გამოყენებაზე დამოკიდებულების და მათი გამოყენებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად.

სიტუაციის ანალიზი

საქართველო არის ტრადიციული აგრარული ქვეყანა. საქართველოს სპეციფიკური პირობები – სასოფლო-სამეურნეო და ტყის კულტურების ნიადაგობრივ-კლიმატური თავისებურებები (49 ნიადაგური ტიპი) და ბიომრავალფეროვნება ქმნის უნიკალურ პირობებს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. სურსათის წარმოების უსაფრთხოება მოიცავს: ნიადაგის დაცვას, მავნე ორგანიზმების მდგრად ინტეგრირებულ მართვას და მცენარეთა ჯანმრთელობას.

საქართველოში შექმნილია მცენარეთა დაცვის საშუალებების (შემდგომ – მდს) სახელმწიფო რეგისტრაციისა და კონტროლის სისტემა. მდს-ს სახელმწიფო რეგისტრაციის საფუძველზე შექმნილია ქვეყანაში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგი. მოწმდება პესტიციდების ხარისხი. დაინერგა პესტიციდების სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტების, საწყობებისა და მცირე დაფასოების საწარმოების ინსპექტირებისა და აღიარების სისტემა. ინფორმაცია პესტიციდების და აგროქიმიკატების სფეროში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ეცნობება საზოგადოებას და აისახება სააგენტოს საიტზე. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოწმდება პესტიციდების ნარჩენების არსებობა მარკეტებსა და აგრარულ ბაზრებში აღებულ მცენარეული წარმოშობის პროდუქციაში.

განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების განხორციელებისას, მოწმდება ნარჩენების არსებობა როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში, ასევე ნიადაგსა და წყლის ობიექტებში. არასაკმარისი ლაბორატორიული შესაძლებლობების გამო არ ხდება ბაზარზე გათავსებული მდს-ის სრული ასორტიმენტის ნარჩენი რაოდენობების კვლევა.

სასოფლო-სამეურნეო მიწის კერძო საკუთრებაში გადასვლამ განაპირობა მცირე ფართობების მქონე მეურნეობების წარმოქმნა. მცენარეთა დაცვის სფეროში არასაკმარისი ცოდნის და ინფორმაციის ნაკლებობის გამო, აღნიშნული ნაკვეთების მესაკუთრეების მიერ მდს-ის არასწორი გამოყენება (გაზრდილი ხარჯვის ნორმები და დამუშავების ჯერადობა, ლოდინის პერიოდის დარღვევა ) საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასამიზნე ორგანიზმების მასობრივი განადგურება.

არ არის გამიჯნული მდს-ის პროფესიონალი და არაპროფესიონალი მომხმარებლები, რაც განაპირობებს მთელი რიგი მდს-ის მომხმარებელთა მიერ უკონტროლო შესყიდვა/გამოყენებას, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე გარემოს.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული აგრონომების, მათ შორის, მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მწვავე დეფიციტის გამო (მცენარეთა დაცვის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადების შეწყვეტა), გაზრდილია მდს-ის არასწორი გამოყენების შემთხვევები. მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სისტემების შემუშავება და ბიოლოგიური მეურნეობების განვითარება.

სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მდს-ს შესაძლოა მოხვდეს ზედაპირულ, გრუნტის და სასმელ წყალში. არასაკმარისი ლაბორატორიული კვლევებისა და მდს-ის არასწორი გამოყენების გამო გაზრდილია გარემოს ობიექტების (ნიადაგი, წყალი, ჰაერი) ნარჩენებით დაბინძურების რისკი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. მცენარეთა დაცვის მიზანია ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღება გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით.

პესტიციდების მიმოქცევას არეგულირებს შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

საკანონმდებლო აქტები:

– „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონი, რის საფუძველზეც შეიქმნა პესტიციდების რეგისტრაციისა და კონტროლის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია FAO-ს ,,პესტიციდების გამოყენებისა და დისტრიბუციის საერთაშორისო კოდექსის” პრინციპებსა და 91/414 ევროდირექტივის დებულებების მოთხოვნებზე;

– სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი (2012 წ.), რომელიც ეფუძნება 2002 წლის 28 იანვრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) No 178/2002 რეგულაციას „სურსათის კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებისა და დებულებების დადგენის, სურსათის უვნებლობის ევროპული ორგანოს შექმნისა და სურსათის უვნებლობის პროცედურების დადგენის შესახებ“ და არეგულირებს სურსათის უვნებლობის პროცედურებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებები:

– „ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №443 დადგენილება, რომელიც შემუშავებულია ევროკომისიის №546/2011/ EU, (EU) №283/2013, (EU) No 844/2012, (EU) No284/2013 და 546/2011/ EU რეგულაციების საფუძველზე და ადგენს მდს-ის შეფასებისა და რეგისტრაციის ერთიან პრინციპებს, აქტიური ნივთიერებების მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მდს-ის ბაზარზე გათავსებისა და აქტიური ნივთიერებების განახლების პროცედურების განხორციელების პირობებს;

– „ტექნიკური რეგლამენტის – „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილება, რომელიც შემუშავებულია (EU) 547/2011 და (EC) 1272/2008 რეგულაციების საფუძველზე და აწესებს მოთხოვნებს პესტიციდების მარკირებასთან დაკავშირებით GHS/CLP-ის შესაბამისად;

– „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბერის №623 დადგენილება, რომელიც ასახავს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2005 წლის 23 თებერვლის (EC) №396/2005 რეგულაციის მოთხოვნებს, სურსათში პესტიციდების ნარჩენების მიმართ;

– „ტექნიკური რეგლამენტის – მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბერის №516 დადგენილება, რომელიც ასახავს ევროკომისიის 2002 წლის 11 ივლისის დირექტივა 2002/63/EC მოთხოვნებს და არეგულირებს პესტიციდების ნიმუშის აღების მეთოდების გამოყენებას;

– „ტექნიკური რეგლამენტის – „ბაზარზე გათავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშების აღების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №447 დადგენილება, რომელიც არეგულირებს სარეალიზაციო ქსელში გათავსებული პესტიციდების ნიმუშის აღების და კონტროლის ჩატარების წესს;

– „ტექნიკური რეგლამენტის – ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №451 დადგენილება, რომელიც არეგულირებს პესტიციდების მიმოქცევისა და გამოყენების წესებს;

– ,,ტექნიკური რეგლამენტის – „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №437 დადგენილება, რომელიც არეგულირებს პესტიციდების წვრილი დაფასოების საწარმოს მიმართ დაწესებულ მოთხოვნებს;

– „ტექნიკური რეგლამენტის – ორგანულ (ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ) წარმოებაში გამოსაყენებლად დაშვებული პროდუქტებისა და ნივთიერებების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 აპრილის №125 დადგენილება, რომელიც არეგულირებს ორგანულ მეურნეობაში გამოსაყენებლად დაშვებული პესტიციდების ჩამონათვალს;

– „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილების მე-3 და მე-8 მუხლები, რომელიც არეგულირებს ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზირების წესს;

– „ტექნიკური რეგლამენტის „სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №35 დადგენილება;

– „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილება, რომელიც არეგულირებს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, პესტიციდების შემოტანისას დღგ-ს გადახდისაგან გათავისუფლების წესს;

– „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს პესტიციდების რეგისტრაციისას გაწეული მომსახურების საფასურს;

– „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილება, რომელიც მოიცავს როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციებით აკრძალულ ნივთიერებების ნუსხას და ასახავს DNA-ს ფუნქციებსა და პროცედურებს. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია პესტიციდებზე, არასოდეს გაუცია თანხმობა აკრძალული პესტიციდების შემოტანაზე და გამოყენებაზე ქვეყანაში;

– „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბერის №590 დადგენილება, რომელიც ასახავს მოთხოვნებს პესტიციდებისა და სასუქების სპეციალიზებული შესანახი და სავაჭრო ობიექტებისადმი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის/სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებები:

– „ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №2-152 ბრძანება, რომელიც შემუშავებულია No540/2011 და No541/2011 რეგულაციების საფუძველზე და ადგენს ევროკავშირში გამოსაყენებლად დაშვებული პესტიციდების მოქმედი ნივთიერებების სიას;

– „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 2 ოქტომბრის №2-751 ბრძანება, რომლითაც დადგენილია გამოსაყენებლად დაშვებული პესტიციდების მოქმედი ნივთიერებების, პრეპარატების სია და მათი გამოყენების რეგლამენტი;

– „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის №2-501 ბრძანება, რომელიც ადგენს გამოსაყენებლად დაშვებული აგროქიმიკატების სიას და მათი გამოყენების რეგლამენტს;

– „საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდების და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-152 ბრძანება, რომლითაც რეგულირდება რეგისტრანტების მიერ გამოსაცდელი პრეპარატების შემოტანა;

– „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 20 მარტის №2-65 ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს სალიცენზიო მოწმობის ფორმასა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები

სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია მიზნები, მიზნების მიღწევისთვის ამოცანები და აქტივობები:

1. მიზანი – ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ პესტიციდების გამოყენების რისკისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.

1.1. ამოცანა – პესტიციდების რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა;

1.1.1. აქტივობა – პესტიციდების ახალი სარეგისტრაციო სისტემის ფუნქციონირებისათვის პროცედურების შემუშავება, რაც გულისხმობს მოქმედი ნივთიერების და პრეპარატული ფორმების რეგისტრაციებთან ერთად ანტიდოტების, სინერგისტების და ადიუვანტების რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის სიის და რეგისტრაციის პროცედურების შემუშავებას;

1.1.2. აქტივობა – პესტიციდების კატალოგისა და სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის ცვლილება, რის საფუძველზეც კატალოგში დაემატება დაბალი რისკის მქონე მდს-ის ნუსხა მოყვარული მომხმარებლებისთვის. სარეგისტრაციო მოწმობაში ჩაიწერება გამოყენების პირობები სრულად, მომხმარებლის კატეგორიის მითითებით.

1.2 ამოცანა – პესტიციდების მომხმარებლების კატეგორიზაცია:

1.2.1. აქტივობა – მომხმარებელთა კატეგორიზაციის წესის შემუშავება, რაც გულისხმობს მომხმარებელთა კატეგორიზაციის კრიტერიუმების დადგენას. საქართველოს მთავრობის №451 დადგენილება 2013 წლის 31 დეკემბერი, ტექნიკური რეგლამენტის – „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისი ცვლილებების შეტანას;

1.2.2. აქტივობა – მომხმარებლების აღრიცხვა, რაც გულისხმობს მომხმარებელთა კატეგორიზაციის წესის თანახმად აღრიცხვას, კატეგორიზაციას (პროფესიონალი და მოყვარული მომხმარებელი) და შესაბამისი რეესტრის შექმნას;

1.2.3. აქტივობა – პროფესიონალ მომხმარებელთა გადამზადების პროგრამის შექმნა, რაც გულისხმობს პროფესიონალი მომხმარებლებისთვის გადამზადების პროგრამის ფარგლებში, მდს-ის მიმოქცევასა და გამოყენების შესახებ აუცილებელი ცოდნის გადაცემას;

1.2.4. აქტივობა – პროფესიონალ მომხმარებელთა სერტიფიცირება და რეესტრის შექმნა, რაც გულისხმობს პროფესიონალ მომხმარებელთა გადამზადების კურსის გავლის შემდეგ სერტიფიცირებას, სერტიფიცირებული პროფესიონალი მომხმარებლების რეესტრის შექმნას.

1.3. ამოცანა – პესტიციდების გამოყენებით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებთან, მოწამვლასთან დაკავშირებული რისკის შემცირება:

1.3.1. აქტივობა – მოწამვლის შემთხვევების მონიტორინგი, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება, რაც გულისხმობს მოწამვლის შემთხვევების აღრიცხვას, ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას, მდს-ის ინტენსიური გამოყენების ზონების იდენტიფიცირებას, რუკების შედგენას, პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას;

1.3.2. აქტივობა – ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ბაზარზე გათავსებისა და სათანადო გამოყენების კონტროლი, რაც გულისხმობს ბაზარზე გათავსებული საშუალებების სახელმწიფო კონტროლს;

1.3.3. აქტივობა – თეორიული და პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა პესტიციდების შეძენისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ, რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს, პრაქტიკულ სწავლებებს;

1.3.4. აქტივობა – პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების კონსულტანტების გადამზადების პროგრამის შექმნა, რაც გულისხმობს გადამზადების პროგრამის ფარგლებში სარეალიზაციო ობიექტების კონსულტანტებისთვის მდს-ის უსაფრთხო გამოყენების წესების სწავლებას;

1.3.5. აქტივობა – პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების კონსულტანტების სერტიფიცირება, რაც გულისხმობს გადამზადების კურსის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მიღებას და მდს-ის სარეალიზაციო ობიექტებში დასაქმების უფლებას.

1.4. ამოცანა – პესტიციდების გამოყენებისას გარემოზე ზემოქმედების შემცირების უზრუნველყოფა:

1.4.1. აქტივობა – გარემოს (ნიადაგი, ზედაპირული წყლები, გრუნტის წყლები) და სასმელი წყლის მონიტორინგი, მონაცემების ანალიზი და ინფორმაციის გამოქვეყნება გამოყენებული პესტიციდების და მოქმედი ნივთიერებების შესახებ, რაც გულისხმობს განხორციელებული ინსპექტირებებისას აღებულ ნიმუშებს, ჩატარებულ კვლევებს და ანგარიშის შედგენას;

1.4.2. აქტივობა – პესტიციდების ნარჩენების აღრიცხვა და მათი განკარგვის მექანიზმის შემუშავება, რაც გულისხმობს სარეალიზაციო ობიექტებში არსებული გამოსაყენებლად უვარგისი მდს-ის აღრიცხვას, მათი განკარგვის მექანიზმების შემუშავებას;

1.4.3. აქტივობა – პესტიციდების შემტანი მოწყობილობების აღრიცხვა, რაც გულისხმობს ქვეყანაში არსებული მდს-ს შემტანი მოწყობილობების რეესტრის შექმნას;

1.4.4. აქტივობა – პესტიციდების შემტანი მოწყობილობების შემოწმების (ინსპექტირების) წესის შემუშავება, რაც გულისხმობს მდს-ს შემტანი მოწყობილობების ინსპექტირების წესის შემუშავებას;

1.4.5. აქტივობა – პესტიციდების შემტანი მოწყობილობების შემოწმებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ტექნიკური პერსონალის მომზადება, რაც გულისხმობს მდს-ს შემტანი მოწყობილობების შემოწმებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას, ტექნიკური პერსონალის მომზადებას;

1.4.6. აქტივობა – პესტიციდების შემტანი მოწყობილობების ინსპექტირება, რაც გულისხმობს ქვეყანაში არსებული სპეციალური ტექნიკის ინსპექტირებას დადგენილი წესის მიხედვით და შესაბამისი მოწმობების გაცემას.

1.5. ამოცანა – პესტიციდების ბაზარზე გათავსების და გამოყენების ოფიციალური კონტროლის უზრუნველყოფა:

1.5.1. აქტივობა – ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების მოქმედი ნივთიერებების კვლევის მიზნით, რაც გულისხმობს ბაზარზე გათავსებული მდს-ის მოქმედი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევის მეთოდების დანერგვას მდს-ის ხარისხის კონტროლისა და სურსათში ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მიზნით;

1.5.2. აქტივობა – პროფესიონალი მომხმარებლების მიერ პესტიციდის გამოყენების კონტროლი, რაც გულისხმობს მდს-ს გამოყენების ჩანაწერების და პირველადი წარმოებისას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში მდს-ს დასაშვები მაქსიმალური ნარჩენი რაოდენობების კონტროლს.

2. მიზანი – პესტიციდების ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა.

2.1. ამოცანა – მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნა:

2.1.1. აქტივობა – სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სისტემის სახელმძღვანელოს შემუშავება, რაც გულისხმობს ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისი სახელმძღვანელოს შემუშავებას;

2.1.2. აქტივობა – მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვის წახალისების მექანიზმების შემუშავება, რაც გულისხმობს შემუშავებული მექანიზმების საფუძველზე მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვას;

2.1.3. აქტივობა – ინფორმაციის გავრცელება მავნე ორგანიზმების კონტროლის ინტეგრირებული მეთოდების შესახებ, რაც გულისხმობს ჩატარებულ შეხვედრებს; მომზადებულ ვიდეორგოლებს; დარიგებულ საინფორმაციო მასალებს.

2.2. ამოცანა – ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა არაქიმიური ალტერნატივების გამოყენების ხელშეწყობა:

2.2.1. აქტივობა – სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა არაქიმიური ალტერნატივების გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება, რაც გულისხმობს ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად აღნიშნული მეთოდების გათვალისწინებით სახელმძღვანელოს შემუშავებას;

2.2.2. აქტივობა – ბიოლოგიურ მეურნეობაში დაშვებული პესტიციდების სიის შექმნა და პერიოდული განახლება, რაც გულისხმობს მომხმარებელთათვის ბიოლოგიურ მეურნეობებში გამოსაყენებლად მდს-ის სიის შექმნას;

2.2.3. აქტივობა – სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა არაქიმიური ალტერნატივების გამოყენების წახალისების მექანიზმების შემუშავება, რაც გულისხმობს შემუშავებული მექანიზმების საფუძველზე აღნიშნული მეთოდების გათვალისწინებით ბიოლოგიური მეურნეობების ჩამოყალიბებას და განვითარებას;

2.2.4. აქტივობა – ინფორმაციის გავრცელება მავნე ორგანიზმების კონტროლის არაქიმიური ალტერნატივებისა და ბიოლოგიური მეთოდების შესახებ, რაც გულისხმობს ჩატარებულ შეხვედრებს, მომზადებულ ვიდეორგოლებს, დარიგებულ საინფორმაციო მასალებს.

3. მიზანი – პესტიციდების გამოყენებაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

3.1. ამოცანა – საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება:

3.1.1. აქტივობა – საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების შექმნა, რაც გულისხმობს მდს-ის მიმოქცევისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ საინფორმაციო ხასიათის პროგრამის შექმნას;

3.1.2. აქტივობა – საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების განხორციელება, რაც გულისხმობს, რაც გულისხმობს ჩატარებულ შეხვედრებს, მომზადებული ვიდეორგოლებს, დარიგებულ საინფორმაციო მასალებს.

დანართი №1

სამოქმედო გეგმა – პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებები

მიზანი 1 ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ პესტიციდების გამოყენების რისკისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.
ამოცანები ინდიკატორი
ამოცანა 1.1 პესტიციდების რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა შემუშავებული (დამტკიცებული) პროცედურები, შეცვლილი კატალოგისა და სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა
ამოცანა 1.1 პესტიციდების რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა
აქტივობა შესრულების ვადა აქტივობის შედეგის ინდიკატორი პასუხისმგებელი უწყება პარტნიორი უწყება ბიუჯეტი დაფინანსების წყარო
1.1.1. პესტიციდების ახალი სარეგისტრაციო სისტემის ფუნქციონირებისათვის პროცედურების შემუშავება 2029 წლის 1 იანვარი შემუშავებული (დამტკიცებული) პროცედურები სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტი
1.1.2. პესტიციდების კატალოგისა და სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის ცვლილება 2029 წლის 1 იანვარი შეცვლილი კატალოგისა და სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტი
ამოცანა ინდიკატორი
ამოცანა 1.2. პესტიციდების მომხმარებლების კატეგორიზაცია შექმნილი კატეგორიზაციის სისტემა
ამოცანა 1.2. პესტიციდების მომხმარებლების კატეგორიზაცია
აქტივობა შესრულების ვადა აქტივობის შედეგის ინდიკატორი პასუხისმგებელი უწყება პარტნიორი უწყება ბიუჯეტი დაფინანსების წყარო
1.2.1. მომხმარებელთა კატეგორიზაციის წესის შემუშავება 2027 წლის 1 იანვარი შემუშავებული წესი სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტი
1.2.2. მომხმარებლების აღრიცხვა 2028 წლის 1 იანვარი შექმნილი რეესტრი სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტი
1.2.3. პროფესიონალ მომხმარებელთა გადამზადების პროგრამის შექმნა 2027 წლის 1 იანვარი შექმნილი გადამზადების პროგრამა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტი; დონორი ორგანიზაცია
1.2.4. პროფესიონალ მომხმარებელთა სერტიფიცირება და რეესტრის შექმნა 2030 წლის 1 იანვარი, ყოველწლიურად სერტიფიცირებული პროფესიონალი მომხმარებლები სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტი
ამოცანა ინდიკატორი
ამოცანა 1.3. პესტიციდების გამოყენებით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებთან, მოწამვლასთან დაკავშირებული რისკის შემცირება. აღრიცხული შემთხვევები და შემუშავებული პრევენციული ღონისძიებები; სერტიფიცირებული კონსულტანტები;
ამოცანა 1.3. პესტიციდების გამოყენებით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებთან, მოწამვლასთან დაკავშირებული რისკის შემცირება.
აქტივობა შესრულების ვადა აქტივობის შედეგის ინდიკატორი პასუხისმგებელი უწყება პარტნიორი უწყება ბიუჯეტი დაფინანსების წყარო
1.3.1. მოწამვლის შემთხვევების მონიტორინგი, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება 2026 წლის 1 იანვრიდან ყოველწლიურად ყოველწლიური ანგარიში. იდენტიფიცირებული ზონები, შედგენილი რუკები, აღრიცხული რაოდენობები; შემუშავებული პრევენციული ღონისძიებები სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ნიკოლოზ მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინის და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სახელმწიფო ბიუჯეტი
1.3.2. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ბაზარზე გათავსებისა და სათანადო გამოყენების კონტროლი 2026 წლის 1 იანვრიდან ყოველწლიურად განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი. სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტი
1.3.3. თეორიული და პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა პესტიციდების შეძენისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ 2026 წლის 1 იანვრიდან ყოველწლიურად ჩატარებული ტრენინგები, პრაქტიკული მეცადინეობები სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო; სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ნიკოლოზ მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინის და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სახელმწიფო ბიუჯეტი
1.3.4. პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების კონსულტანტების გადამზადების პროგრამის შექმნა 2026 წლის 1 იანვარი შექმნილი გადამზადების პროგრამა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტი
1.3.5. პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების კონსულტანტების სერტიფიცირება 2027 წლის 1 იანვარი, ყოველწლიურად სერტიფიცირებული კონსულტანტები სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტი
ამოცანა ინდიკატორი

ამოცანა 1.4. პესტიციდების გამოყენებისას გარემოზე ზემოქმედების შემცირების

უზრუნველყოფა

შემუშავებული პესტიციდების ნარჩენებით დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებები;

შემოწმებული პესტიციდების შემტანი მოწყობილობები; მომზადებული პერსონალი

ამოცანა 1.4. პესტიციდების გამოყენებისას გარემოზე ზემოქმედების შემცირების უზრუნველყოფა.
აქტივობა შესრულების ვადა აქტივობის შედეგის ინდიკატორი პასუხისმგებელი უწყება პარტნიორი უწყება ბიუჯეტი დაფინანსების წყარო
1.4.1. გარემოს (ნიადაგი, ზედაპირული წყლები, გრუნტის წყლები) და სასმელი წყლის მონიტორინგი, მონაცემების ანალიზი და ინფორმაციის გამოქვეყნება გამოყენებული პესტიციდების და მოქმედი ნივთიერებების შესახებ 2025 წლის 1 იანვრიდან ყოველწლიურად ჩატარებული კვლევები, განხორციელებული ინსპექტირებები; შედგენილი ანგარიშები

სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო

სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო

სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტი
1.4.2. პესტიციდების ნარჩენების აღრიცხვა და მათი განკარგვის მექანიზმის შემუშავება 2026 წლის 1 იანვარი, ყოველწლიურად ნარჩენები აღრიცხულია. შემუშავებულია განკარგვის მექანიზმი სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტი
1.4.3. პესტიციდების შემტანი მოწყობილობების აღრიცხვა 2026 წლის 1 იანვარი პესტიციდების შემტანი მოწყობილობების რეესტრი სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტი
1.4.4. პესტიციდების შემტანი მოწყობილობების შემოწმების (ინსპექტირების) წესის შემუშავება 2026 წლის 1 იანვარი შემუშავებული მდს-ს შემტანი მოწყობილობების შემოწმების (ინსპექტირების) წესი სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტი; დონორი ორგანიზაცია
1.4.5. პესტიციდების შემტანი მოწყობილობების შემოწმებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ტექნიკური პერსონალის მომზადება 2028 წლის 1 იანვარი შექმნილი პესტიციდების შემტანი მოწყობილობების შემოწმებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მომზადებულია ტექნიკური პერსონალი სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო კერძო სექტორი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დისტრიბუტორები სახელმწიფო ბიუჯეტი; დონორი ორგანიზაცია
1.4.6. პესტიციდების შემტანი მოწყობილობების ინსპექტირება 2029 წლის 1 იანვრამდე ინსპექტირებების რაოდენობები, გაცემული მოწმობები სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტი
ამოცანა ინდიკატორი
ამოცანა 1.5. პესტიციდების ბაზარზე გათავსების და გამოყენების ოფიციალური კონტროლის უზრუნველყოფა პირველადი წარმოების ეტაპზე გაკონტროლებული პროდუქცია
ამოცანა 1.5. პესტიციდების ბაზარზე გათავსების და გამოყენების ოფიციალური კონტროლის უზრუნველყოფა.
აქტივობა შესრულების ვადა აქტივობის შედეგის ინდიკატორი პასუხისმგებელი უწყება პარტნიორი უწყება ბიუჯეტი დაფინანსების წყარო
1.5.1. ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების მოქმედი ნივთიერებების კვლევის მიზნით 2027 წლის 1 იანვარი მოქმედი ნივთიერებების დანერგილი ლაბორატორიული კვლევის მეთოდები სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

კერძო ლაბორატორიები;

დონორი ორგანიზაცია

სახელმწიფო ბიუჯეტი; დონორი ორგანიზაციის
1.5.2. პროფესიონალი მომხმარებლების მიერ პესტიციდების გამოყენების კონტროლი 2028 წლის 1 იანვარი პესტიციდების გამოყენების ჩანაწერების და პირველადი წარმოებისას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში პესტიციდების დასაშვები მაქსიმალური ნარჩენი რაოდენობების კონტროლი სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო

სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია,

კერძო ლაბორატორიები

სახელმწიფო ბიუჯეტი
მიზანი 2 პესტიციდების ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა
ამოცანა ინდიკატორი
ამოცანა 2.1 მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნა შექმნილი მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სისტემა
ამოცანა 2.1 მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნა
აქტივობა შესრულების ვადა აქტივობის შედეგის ინდიკატორი პასუხისმგებელი უწყება პარტნიორი უწყება ბიუჯეტი დაფინანსების წყარო
2.1.1 სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული დაცვის სისტემის სახელმძღვანელოს შემუშავება 2028 წლის 1 იანვარი შემუშავებული სახელმძღვანელო სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო

სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ა(ა)იპ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი; დონორი ორგანიზაცია
2.1.2. მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვის წახალისების მექანიზმების შემუშავება 2028 წლის 1 იანვარი შემუშავებული მექანიზმები სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტი; დონორი ორგანიზაცია
2.1.3. ინფორმაციის გავრცელება მავნე ორგანიზმების კონტროლის ინტეგრირებული მეთოდების შესახებ 2029 წლის 1 იანვარი ჩატარებული შეხვედრები; მომზადებული ვიდეორგოლები; დარიგებული საინფორმაციო მასალა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო; ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო დარგობრივი ასოციაციები სახელმწიფო ბიუჯეტი
ამოცანა ინდიკატორი
ამოცანა 2.2. ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა არაქიმიური ალტერნატივების გამოყენების ხელშეწყობა შექმნილი ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა არაქიმიური ალტერნატივების გამოყენების სისტემა
ამოცანა 2.2. ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა არაქიმიური ალტერნატივების გამოყენების ხელშეწყობა
აქტივობა შესრულების ვადა აქტივობის შედეგის ინდიკატორი პასუხისმგებელი უწყება პარტნიორი უწყება ბიუჯეტი დაფინანსების წყარო
2.2.1. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა არაქიმიური ალტერნატივების გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება 2028 წლის 1 იანვარი შემუშავებული სახელმძღვანელო სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო; სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ა(ა)იპ -ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა; ა(ა)იპ -საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტი
2.2.2. ბიოლოგიურ მეურნეობაში დაშვებული პესტიციდების სიის შექმნა და პერიოდული განახლება 2028 წლის 1 იანვარი, პერიოდულად გამოქვეყნებული სია სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტი
2.2.3. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა არაქიმიური ალტერნატივების გამოყენების წახალისების მექანიზმების შემუშავება 2028 წლის 1 იანვარი შემუშავებული მექანიზმები სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტი; დონორი ორგანიზაცია
2.2.4. ინფორმაციის გავრცელება მავნე ორგანიზმების კონტროლის არაქიმიური ალტერნატივებისა და ბიოლოგიური მეთოდების შესახებ 2029 წლის 1 იანვარი ჩატარებული შეხვედრები; მომზადებული ვიდეორგოლები; დარიგებული საინფორმაციო მასალა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო; ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო დარგობრივი ასოციაციები სახელმწიფო ბიუჯეტი
მიზანი 3 პესტიციდების გამოყენებაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
ამოცანა ინდიკატორი
ამოცანა 3.1 საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება ინფორმირებული საზოგადოება
ამოცანა 3.1. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება
აქტივობა შესრულების ვადა აქტივობის შედეგის ინდიკატორი პასუხისმგებელი უწყება პარტნიორი უწყება ბიუჯეტი დაფინანსების წყარო
3.1.1. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების შექმნა 2026 წლის 1 იანვარი – 2029 წ. 1 იანვარი შექმნილი პროგრამა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტი
3.1.2. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების განხორციელება 2026 წლის 1 იანვარი – 2029 წ. 1 იანვარი ჩატარებული შეხვედრები; მომზადებული ვიდეორგოლები; დარიგებული საინფორმაციო მასალა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტი