საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ კონვენცია
მიღების თარიღი 01.02.2025
ძალაში შესვლა 01.02.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18-235
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016808 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/02/2025
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენცია შეთანხმება სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის
მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო
ტრანსპორტირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ კონვენცია
საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ კონვენცია
შესწორებულია შემდეგით: (OJ L 226 13.8.1987, გვ. 2)
ოფიციალური ჟურნალი
N
გვერდი
თარიღი
Ml
1988 წლის 22 აპრილის EEC-EFTA გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N1/88 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 162
5
29.6.1988
M2
1989 წლის 3 მაისის EEC-EFTA გაერთიანებული
კომიტეტის გადაწყვეტილება N1/89 საერთო ტრანზიტის შესახებ
L200
4
13.7.1989
M3
1989 წლის 8 დეკემბრის EEC-EFTA გაერთიანებული კომიტეტოს გადაწყვეტილება N2/89 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 108
4
28.4.1990
M4
1990 წლის 13 დეკემბრის EEC-EFTA გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N1/90 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 75
2
21.3.1991
M5
1991 წლის 19 სექტემბრის EEC-EFTA გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N1/91 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 402
1
31.12.1992
M6
შეთანხმება წერილების გაცვლის გზით ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობასა და ავსტრიის რესპუბლიკას, ფინეთის რესპუბლიკას, ისლანდიის რესპუბლიკას, ნორვეგიის სამეფოს, შვედეთის სამეფოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის კონვენციის შესწორებასთან დაკავშირებით 1987 წლის 20 მაისის საერთო სატრანზიტო პროცედურის შესახებ
L 25
27
2.2.1993
M7
1993 წლის 23 სექტემბრის EEC-EFTA გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N2/93 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 12
33
15.1.1994
M8
1994 წლის 8 დეკემბრის EEC-EFTA გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N1/94 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 371
2
31.12.1994
M9
1994 წლის 8 დეკემბრის EEC-EFTA გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N3/94 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 371
6
31.12.1994
M10
1993 წლის 23 სექტემბრის რეკომენდაცია N1/93 EEC-EFTA-ს ერთობლივი კომიტეტის მიერ საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივებაზე
L 36
27
14.2.1996
M11
1993 წლის 23 სექტემბრის რეკომენდაცია N1/93 EEC-EFTA-ს ერთობლივი კომიტეტის მიერ საერთო ტრანზიტის შესახებ
L 36
32
14.2.1996
M12
1995 წლის 26 ოქტომბრის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N3/94 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 117
14
14.5.1996
M13
1996 წლის 5 დეკემბრის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N3/96 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 43
32
14.2.1997
M14
1996 წლის 5 დეკემბრის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N4/96 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 43
33
14.2.1997
M15
შეთანხმება წერილების გაცვლის გზით ევროპის თანამეგობრობასა და ისლანდიის რესპუბლიკას, ნორვეგიის სამეფოს, შვედეთის სამეფოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის კონვენციის შესწორებასთან დაკავშირებით 1987 წლის 20 მაისის საერთო სატრანზიტო პროცედურის შესახებ
L 91
14
5.4.1997
M16
1997 წლის 23 ივლისის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N2/97 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 238
27
29.8.1997
M17
1997 წლის 23 ივლისის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N3/97 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 238
30
29.08.1997
M18
1997 წლის 17 დეკემბრის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N4/97 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 5
34
9.1.1998
M19
1999 წლის 12 თებერვლის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N1/99 საერთო ტრანზიტის
L 65
50
12.3.1999
M20
1999 წლის 30 მარტის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N2/99 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 119
53
7.5.1999
M21
2000 წლის 20 დეკემბრის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N1/2000 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 9
1
12.1.2001
M22
2001 წლის 7 ივნისის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N1/2001 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 165
54
21.6.2001
M23
2002 წლის 27 ნოემბრის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N2/2002 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 4
18
9.1.2003
M24
2005 წლის 17 ივნისის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N1/2005 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 189
35
21.7.2005
M25
2005 წლის 17 ივნისის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N2/2005 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 189
59
21.7.2005
M26
2005 წლის 17 ივნისის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N3/2005 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 189
61
21.7.2005
M27
2005 წლის 15 აგვისტოს EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N4/2005 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 225
29
31.8.2005
M28
2005 წლის 4 ოქტომბრის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N6/2005 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 324
96
10.12.2005
M29
2007 წლის 16 აპრილის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N1/2007 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 145
18
7.6.2007
M30
2008 წლის 16 ივნისის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N1/2008 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 274
1
15.10.2008
M31
2009 წლის 31 ივლისის EC-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N1/2009 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 207
12
11.8.2009
M32
2012 წლის 26 ივნისის EU-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N3/2012 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 182
42
13.7.2012
M33
2012 წლის 26 ივნისის EU-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N4/2012 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 297
34
26.10.2012
M34
2013 წლის 1 ივლისის EU-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N1/2013 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 277
14
18.10.2013
M35
2013 წლის 7 ნოემბრის EU-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება No 2/2013 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 315
106
26.11.2013
M36
2015 წლის 17 ივნისის EU-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N2/2015 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 174
32
3/7/2015
M37
2015 წლის 26 ნოემბრის EU-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N4/2015 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 344
7
30.12.2015
M38
2016 წლის 28 აპრილის EU-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება N1/2016 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 142
25
31.5.2016
M39
2017 წლის 5 დეკემბრის
EU-EFTA-ს გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილება
N1/2017 საერთო ტრანზიტის შესახებ
L 8
1
12.1.2018
M40
2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2018 EU-CTC-ს გაერთიანებული კომიტეტის მიერ
L 317
48
14.12.2018
M41
2019 წლის 4 დეკემბრის საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ 1987 წლის 20 მაისის კონვენციით შექმნილი EU-CTC ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება N1/2019
L 103
47
3.4.2020
M42
2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება N1/2021 EU-CTC-ს გაერთიანებული კომიტეტის მიერ
L 240
5
7.7.2021
M43
2022 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/2022 EU-CTC-ს გაერთიანებული კომიტეტის მიერ
L 253
1
30.9.2022
M44
2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/2022 EU-CTC-ს გაერთიანებული კომიტეტის მიერ
L 272
36
20.10.2022
შესწორებულია შემდეგით:
C1 კორექტურული შეცდომები, OJ L 013, 16.1.2002, გვ. 36 (1/2000)
C2 კორექტურული შეცდომები, OJ L 045, 19.2.2015, გვ. 22 (1/2008)
საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ კონვენცია
ავსტრიის რესპუბლიკა, ფინეთის რესპუბლიკა, ისლანდიის რესპუბლიკა, ნორვეგიის სამეფო, შვედეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია (შემდგომში – EFTA ქვეყნები),
ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (შემდგომში – თანამეგობრობა),
ითვალისწინებენ რა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს თანამეგობრობასა და თითოეულ EFTA-ს ქვეყანას შორის,
ითვალისწინებენ რა 1984 წლის 9 აპრილს ლუქსემბურგში EFTA-ს ქვეყნებისა და თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მინისტრებისა და ევროპის თანამეგობრობის კომისიის მიერ მიღებულ ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მოწოდებაა ევროპის ეკონომიკური სივრცის შექმნა, განსაკუთრებით სასაზღვრო ფორმალობებისა და წარმოშობის წესების გამარტივებასთან დაკავშირებით,
ითვალისწინებენ რა საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენციას, დადებულს EFTA-ს ქვეყნებსა და თანამეგობრობას შორის, ერთიან ადმინისტრაციულ დოკუმენტად, რომელსაც გამოიყენებენ ამგვარ ვაჭრობაში,
ითვალისწინებენ რა, რომ აღნიშნული ერთიანი დოკუმენტის გამოყენება, საერთო ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში საქონლის გადაზიდვისას თანამეგობრობასა და EFTA-ს ქვეყნებს შორის და თავად EFTA-ს ქვეყნებს შიგნით გამოიწვევს გამარტივებას,
ითვალისწინებენ რა, რომ ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზა იქნება EFTA-ს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ იყენებენ მას, ტრანზიტის იმ პროცედურის გავრცელება, რომელიც ამჟამად გამოიყენება საქონლის გადაზიდვაზე თანამეგობრობის შიგნით, თანამეგობრობას, ავსტრიის რესპუბლიკას და შვეიცარიის კონფედერაციას, და ავსტრიის რესპუბლიკას და შვეიცარიის კონფედერაციას შორის,
ითვალისწინებენ ასევე, ფინეთის რესპუბლიკის, ნორვეგიის სამეფოსა და შვედეთის სამეფოს შორის მოქმედ სკანდინავიური ტრანზიტის პროცედურას,
იღებენ გადაწყვეტილებას შეთანხმდნენ შემდეგ კონვენციაზე:
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს კონვენცია განსაზღვრავს დებულებებს საქონლის ტრანზიტულ გადაზიდვაზე თანამეგობრობასა და EFTA-ს ქვეყნებში, როგორც საერთო ტრანზიტის პროცედურის მქონე ქვეყნებს შორის, ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში, გადაზიდულ, გადაგზავნილ ან საწყობში განთავსებულ საქონლზე საერთო ტრანზიტის პროცედურის შემოღებით, საქონლის სახეობისა და წარმოშობის მიუხედავად.
2. ამ კონვენციის დებულებების, კერძოდ, გარანტიების შესახებ დებულებების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქონელი, რომელიც გადაადგილდება თანამეგობრობის ტერიტორიაზე, ითვლება კავშირის გავლით ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულად.
3. ქვემოთ მოცემული მე-7-12 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, საერთო ტრანზიტის პროცედურის მარეგულირებელი წესები მოცემულია ამ კონვენციის I და II დამატებებში.
4. ტრანზიტის დეკლარაციები და ტრანზიტის თანმხლები დოკუმენტები, საერთო ტრანზიტის პროცედურის მიზნებისათვის უნდა შეესაბამებოდეს და შედგენილი იყოს III დამატების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. საერთო ტრანზიტის პროცედურა ამ კონვენციის ტექსტში საჭიროებისამებრ მოხსენიებულია, როგორც T1 პროცედურა ან T2 პროცედურა.
2. T1 პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი საქონლის მიმართ, რომელიც გადაზიდულია პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. T2 პროცედურა ვრცელდება პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაზიდულ საქონელზე:
ა) თანამეგობრობაში:
მხოლოდ მაშინ, როდესაც საქონელი მიეკუთვნება კავშირს. „კავშირის საქონელი“ ნიშნავს საქონელს, რომელიც მოექცევა რომელიმე შემდეგ კატეგორიაში:
– საქონელი, რომელიც მთლიანად მოპოვებულია თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე და არ შეიცავს საქონელს, რომელიც იმპორტირებულია თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან;
– საქონელი, რომელიც შემოტანილია თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში;
– საქონელი მიღებული ან წარმოებული თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე, ან მხოლოდ მეორე აბზაცში მითითებული საქონლისგან ან პირველ და მეორე აბზაცებში მითითებული საქონლისგან.
თუმცა, წინამდებარე კონვენციის ან თანამეგობრობის მიერ დადებული სხვა შეთანხმებებისთვის ზიანის მიუყენებლად, საქონელი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებს ზემოთ მოყვანილ აბზაცებში დადგენილ პირობებს, თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიიდან ექსპორტის შემდეგ ხელახლა შემოტანისას არ მიიჩნევა კავშირის საქონელად.
ბ) საერთო ტრანზიტის ქვეყანაში:
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ჩამოვიდა ამ ქვეყანაში T2 პროცედურით და ხელახლა იგზავნება მე-9 მუხლში მითითებული სპეციალური პირობების შესაბამისად.
4. ამ კონვენციით დადგენილი სპეციალური პირობები საქონლის T2 პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებით, ასევე ვრცელდება კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაზე, ხოლო საქონელს, რომელიც გადაადგილდება ასეთი დოკუმენტით, აქვს ისეთივე სტატუსი, როგორიც T2 პროცედურით გადაზიდულ საქონელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ არის საჭირო კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის თანხლება.
მუხლი 3🔗
1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი:
ა) „ტრანზიტი“ ნიშნავს პროცედურას, რომლის დროსაც საქონელი გადაიზიდება კომპეტენტური ორგანოების კონტროლის ქვეშ ერთი ხელშემკვრელი მხარიდან მეორე ხელშემკვრელ მხარეში ან იმავე ხელშემკვრელ მხარეში სულ მცირე ერთი საზღვრის გავლით;
ბ) „ქვეყანა“ ნიშნავს ნებისმიერ საერთო ტრანზიტის ქვეყანას, თანამეგობრობის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა ამ კონვენციას;
გ) „მესამე ქვეყანა“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე;
დ) „საერთო ტრანზიტის ქვეყანა“ ნიშნავს ნებისმიერ ქვეყანას, გარდა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოსა, რომელიც არის ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე.
_______
3. T1 ან T2 პროცედურებთან დაკავშირებით ამ კონვენციით გათვალისწინებული წესების გამოყენებისას საერთო ტრანზიტის ქვეყნებს და თანამეგობრობას და მის წევრ სახელმწიფოებს აქვთ იგივე უფლებები და ვალდებულებები.
მუხლი 4🔗
1. ეს კონვენცია ზიანს არ აყენებს ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმების გამოყენებას ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებით, რომელიც ექვემდებარება გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვას საქონლის გადაზიდვის დროს თანამეგობრობის ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში, და ნებისმიერ სხვა შეზღუდვას საქონლის თანამეგობრობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით.
2. ეს კონვენცია ასევე არ ზღუდავს:
ა) დროებითი შემოტანის პროცედურის ფარგლებში საქონლის გადაადგილებას; და
ბ) შეთანხმებებს სასაზღვრო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
მუხლი 5🔗
ხელშემკვრელ მხარეებსა და მესამე ქვეყანას შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, რომლითაც ხელშემკვრელ მხარეებს შორის მოძრავი საქონელი შეიძლება გადატანილ იქნას აღნიშნულ მესამე ქვეყანაში T1 ან T2 პროცედურების შესაბამისად, ასეთი პროცედურა ვრცელდება მესამე ქვეყანაში გადატანილ საქონელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიის გავლით გადაზიდვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შედგენილი ერთი სატრანსპორტო დოკუმენტის ფარგლებში და ამ პროცედურის მოქმედება შეჩერებულია მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗
იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილია საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება, ქვეყნებს შეუძლიათ, Tl ან T2 პროცედურების ფარგლებში, ერთმანეთს დაუწესონ გამარტივებული პროცედურები, ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების საშუალებით, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს I დამატებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება გადაზიდვის გარკვეულ სახეობებზე ან მითითებულ საქმიანობებზე.
ასეთი შეთანხმებები ეცნობება ევროპული თანამეგობრობის კომისიას და სხვა ქვეყნებს.
ტრანზიტის პროცედურების განხორციელება
მუხლი 7🔗
1. ამ კონვენციის ნებისმიერი სპეციალური დებულების გათვალისწინებით, საერთო ტრანზიტის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან იკისრონ გამგზავნი საბაჟოს, ტრანზიტის საბაჟოს, დანიშნულების საბაჟოს და გარანტიის საბაჟოს ფუნქციები.
2. თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიიღონ Tl ან T2 დეკლარაციები ტრანზიტისთვის საერთო ტრანზიტის ქვეყანაში მდებარე დანიშნულების საბაჟოში. ამ კონვენციის ნებისმიერი სპეციალური დებულების გათვალისწინებით, ისინი ასევე უნდა ადასტურებდნენ ამ საქონლის საბაჟო სტატუსს, როგორც კავშირის საქონლის.
3. როდესაც საქონლის რამდენიმე პარტია დაჯგუფებულია ერთად, იტვირთება ერთ სატრანსპორტო საშუალებაში და იგზავნება კონსოლიდირებულ ტვირთად პროცედურის ერთი მფლობელის მიერ ერთ T1 ან T2 ოპერაციით, ერთი გამგზავნი საბაჟოდან ერთ დანიშნულების საბაჟომდე ერთი მიმღებისთვის მიტანის მიზნით, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ასეთი გადაზიდვები გამონაკლის, სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში შეტანილი იყოს ერთ T1 ან T2 დეკლარაციაში, საქონლის შესაბამისი ნუსხით.
4. კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამოწმების მოთხოვნის მიუხედავად, პირს, რომელიც ახორციელებს ექსპორტთან დაკავშირებულ ფორმალობებს ხელშემკვრელი მხარის სასაზღვრო საბაჟოში, არ მოეთხოვება საქონლის განთავსება Tl ან T2 პროცედურებში, განურჩევლად საბაჟო პროცედურისა, რომლის მიხედვითაც საქონელი განთავსდება მეზობელ სასაზღვრო საბაჟოში.
5. კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამოწმების მოთოვნის მიუხედავად, ხელშემკვრელი მხარის სასაზღვრო საბაჟოს, სადაც სრულდება ექსპორტის ფორმალობა, შეუძლია უარი თქვას საქონლის T1 ან T2 პროცედურებში მოქცევაზე, თუ ეს პროცედურა უნდა დასრულდეს მეზობელ სასაზღვრო საბაჟოზე.
მუხლი 8🔗
დაუშვებელია T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში გადაზიდული საქონლის დამატება, ამოღება ან შეცვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტვირთი დაყოფილია, ხდება მისი გადატვირთვა ან წარმოადგენს ნაყარ ტვირთს.
მუხლი 9🔗
1. საქონელი, რომელიც შემოტანილია საერთო ტრანზიტის ქვეყანაში T2 პროცედურით და შეიძლება ხელახლა გადაიზიდოს ამ პროცედურის ფარგლებში, უნდა იმყოფებოდეს ამ ქვეყნის საბაჟო ორგანოების მუდმივი კონტროლის ქვეშ, რათა მათ უზრუნველყონ საქონლის ნამდვილობა ან მდგომარეობის უცვლელობა.
2. როდესაც ასეთი საქონელი ხელახლა გადაიზიდება საერთო ტრანზიტის ქვეყნიდან, აღნიშნულ საერთო ტრანზიტის ქვეყანაში მოთავსების შემდეგ, საბაჟო პროცედურის დროს, გარდა ტრანზიტის ან საწყობის პროცედურისა, არ შეიძლება გამოყენებული იქნას T2 პროცედურა.
თუმცა, ეს დებულება არ ვრცელდება საქონელზე, რომელიც დროებით შემოტანილია გამოფენაზე, ბაზრობაზე ან მსგავს საჯარო ღონისძიებაზე წარმოსადგენად და რომელზეც არ განხორციელებულა სხვა ზემოქმედება, გარდა იმ პროცედურებისა, რომლებიც საჭიროა თავდაპირველი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ან ტვირთის გასაყოფად.
3. თუ საქონელი გადაიზიდება საერთო ტრანზიტის ქვეყნიდან საწყობში შენახვის შემდეგ, T2 პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ შემდეგი პირობებით:
- საქონელი ინახებოდა არაუმეტეს ხუთი წლის ვადით; თუმცა, იმ საქონლის შემთხვევაში, რომელიც მიეკუთვნება საქონლის საბაჟო ტარიფების კლასიფიკაციის ნომენკლატურის 1-24 თავებს (საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ 1983 წლის 14 ივნისის კონვენცია), ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს,
- საქონელი ინახებოდა სპეციალურ ოთახებში და არ მიუღია სხვა დამუშავება, გარდა იმისა, რაც საჭიროა მისი თავდაპირველი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ან ტვირთის დაყოფისთვის შეფუთვის გამოცვლის გარეშე,
- ნებისმიერი დამუშავება განხორციელდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.
4. ნებისმიერი მიღებული T2 დეკლარაცია ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია საერთო ტრანზიტის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, უნდა შეიცავდეს მითითებას შესაბამის T2 დეკლარაციაზე ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომლითაც საქონელი შევიდა აღნიშნულ საერთო ტრანზიტის ქვეყანაში, ასევე მასზე უნდა იყოს განხორციელებული ყველა სპეციალური დამოწმება.
მუხლი 10🔗
1. თუ სხვა რამ არ არის მითითებული ქვემოთ მე-2 პუნქტში ან დამატებებში, T1 ან T2 ოპერაციას თან უნდა ახლდეს გარანტია, რომელიც მოქმედებს ამ ოპერაციაში ჩართული ყველა ხელშემკვრელი მხარისთვის.
2. პირველი პუნქტის დებულებები არ ზღუდავს უფლებას:
ა) ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ T1 ან T2 ოპერაციები უშუალოდ მათ ტერიტორიებზე გათავისუფლებულია გარანტიისგან;
ბ) ხელშემკვრელმა მხარემ არ მოითხოვოს გარანტია Tl ან T2 ოპერაციის ნაწილზე გამგზავნ ოფისსა და პირველ ტრანზიტის ოფისს შორის.
_______
მუხლი 11🔗
1. როგორც წესი, საქონლის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია დალუქვით.
2. დალუქვას ექვემდებარება:
ა) საქონლის განთავსების სივრცე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი დაშვებულია სხვა რეგულაციების შესაბამისად ან ჩაითვალა გამგზავნი საბაჟოს მიერ დალუქვისთვის შესაფერისად;
ბ) თითოეული ინდივიდუალური პაკეტი სხვა შემთხვევებში.
3. გამგზავნი საბაჟო მიიჩნევს სატრანსპორტო საშუალებებსა და კონტეინერებს დალუქვისთვის შესაფერისად შემდეგ შემთხვევებში:
ა) ლუქები შეიძლება დამაგრდეს სატრანსპორტო საშუალებაზე ან კონტეინერზე მარტივად და ეფექტურად;
ბ) სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი ისეა აგებული, რომ საქონლის ამოღების ან ჩამატების შემთხვევაში ასეთი ამოღება ან ჩამატება ტოვებს თვალსაჩინო კვალს, ლუქები გატეხილია ან აღენიშნება ხელყოფის ნიშნები, ან ელექტრონული მონიტორინგის სისტემა აღრიცხავს ამოღებას ან ჩამატებას;
გ) სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი არ შეიცავს ფარულ სივრცეებს, რომლებშიც შესაძლებელია საქონლის დამალვა;
დ) საქონლისთვის განკუთვნილი სივრცე ადვილად ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოებისთვის შესამოწმებლად.
4. გამგზავნ საბაჟოს შეუძლია არ გამოიყენოს დალუქვა, თუ იდენტიფიკაციის სხვა შესაძლო მეთოდების გათვალისწინებით, საქონლის აღწერა დეკლარაციის მონაცემებში ან დამატებით დოკუმენტებში იძლევა ადვილად იდენტიფიცირების საშუალებას.
მუხლი 12🔗
_______
3. პროცედურის მფლობელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ტრანზიტის სტატისტიკაზე პასუხისმგებელი ეროვნული დაწესებულებების მოთხოვნით უნდა წარმოადგინოს სტატისტიკის შეგროვებისთვის აუცილებელი T1 ან T2 დეკლარაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
ადმინისტრაციული დახმარება
მუხლი 13🔗
1. შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის სათანადო გამოყენების უზრუნველსაყოფად.
2. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს მიაწვდიან ყველა მიღებულ მონაცემს, დოკუმენტს, მოხსენებას, პროტოკოლს და ინფორმაციას T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში განხორციელებულ სატრანსპორტო ოპერაციებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამგვარ შეუსაბამობასთან ან დარღვევებთან დაკავშირებით.
ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს აწვდიან ყველა მიღებულ მონაცემს საქონლის შესახებ, რომელზედაც უზრუნველყოფილია ურთიერთდახმარება და რომელიც განთავსდა საბაჟო საწყობის პროცედურაში.
3. შეუსაბამობასთან ან დარღვევებთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია საქონელთან, რომელიც შემოტანილია ერთ ქვეყანაში მეორე ქვეყნიდან ან რომელმაც გაიარა ერთ ქვეყანაში ან შენახული იქნა საბაჟო საწყობის პროცედურის ფარგლებში, შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს მიაწოდეთ ყველა ინფორმაცია რომელიც ეხება:
ა) პირობებს, რომლითაც ეს საქონელი იქნა გადაზიდული:
- განურჩევლად იმისა, თუ რა გზით იქნა ის გადაგზავნილი მოთხოვნის მიმღებ ქვეყანაში ჩასატანად T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან
- განურჩევლად იმისა, თუ რა გზით იქნა ის ჩატანილი მოთხოვნის მიმღები ქვეყნიდან გადასაგზავნად T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საქონლის საბაჟო საწყობში განთავსების პირობებს იმ ქვეყანაში, სადაც ის ჩატანილი იქნა და რომლის მიმართაც არსებობს მოთხოვნა T2 პროცედურის ფარგლებში ან მოთხოვნა კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, ან სადაც ის ხელახლა გაიგზავნა აღნიშნული ქვეყნიდან T2 პროცედურის ფარგლებში ან მოთხოვნა კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით.
4. პირველი – მე-3 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას იმ შემთხვევაზე ან შემთხვევებზე, რომლებსაც იგი ეხება.
5. თუ ქვეყნის კომპეტენტური ორგანო ითხოვს დახმარებას, რომელსაც ის ვერ გაწევდა მოთხოვნის შემთხვევაში, მან უნდა მიუთითოს მოთხოვნაში ამ ფაქტზე. ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხორციელდება იმ კომპეტენტური ორგანოს შეხედულებისამებრ, რომელმაც მიიღო ასეთი მოთხოვნა.
6. ინფორმაცია, რომელიც მიღებულია პირველი – მე-3 პუნქტების შესაბამისად, გამოყენებული იქნება მხოლოდ წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის და მიმღები ქვეყნის მიერ იქნება იგივენაირად დაცული, როგორც მსგავსი სახის ინფორმაცია ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის მხოლოდ იმ კომპეტენტური ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელმაც ის მიაწოდა და ამ ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვის გათვალისწინებით.
ზარალის ანაზღაურება
მუხლი 13🔗 (ა)
შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები, თუ T1 ან T2 ოპერაციასთან დაკავშირებით წარმოიშობა სარჩელი ზარალის ანაზღაურებაზე ერთმანეთს უწევენ დახმარებას IV დამატების დებულებების შესაბამისად.
ერთობლივი კომიტეტი
მუხლი 14🔗
1. იქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ამ კონვენციის თითოეული ხელშემკვრელი მხარე.
2. ერთობლივი კომიტეტი მოქმედებს ურთიერთშეთანხმებით.
3. ერთობლივი კომიტეტი იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს შეხვედრა.
4. ერთობლივი კომიტეტი იღებს საკუთარ დებულებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს დებულებებს სხდომების მოწვევისა და თავმჯდომარის დანიშვნისა და მისი უფლებამოსილების ვადის შესახებ.
5. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს შექმნას ნებისმიერი ქვეკომიტეტი ან სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მას თავისი მოვალეობების შესრულებაში.
მუხლი 15🔗
1. ერთობლივი კომიტეტი პასუხისმგებელია ამ კონვენციის ადმინისტრირებაზე და მისი სათანადო შესრულების უზრუნველყოფაზე. ამ მიზნებისათვის, ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულად აცნობებენ მას ამ კონვენციის გამოყენების გამოცდილებაზე, ხოლო ერთობლივი კომიტეტი წარადგენს რეკომენდაციებს, ხოლო მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღებს გადაწყვეტილებებს.
2. კერძოდ, ის გასცემს რეკომენდაციას:
ა) შესწორებებთან დაკავშირებით ამ კონვენციაში, გარდა მე-3 პუნქტში მითითებული ცვლილებებისა;
ბ) ნებისმიერ სხვა ზომასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა მისი გამოყენებისთვის.
3. ერთობლივი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას:
ა) ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებებში;
_______
გ) სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციაში, რომელიც გამოწვეულია დამატებებში განხორციელებული ცვლილებებით;
_______
დ) ახალი წევრი სახელმწიფოების თანამეგობრობაში გაწევრიანების შემთხვევაში საჭირო გარდამავალ ზომებთან დაკავშირებით;
ე) მესამე ქვეყნების მოწვევასთან დაკავშირებით მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რათა შეუერთდნენ ამ კონვენციას მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად.
„ა“-„დ“ ქვეპუნქტებით მიღებული გადაწყვეტილებები ამოქმედდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. თუ ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენელი ერთობლივ კომიტეტში დათანხმდა გადაწყვეტილებას დათქმით კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ასეთი გადაწყვეტილება ძალაში შედის, თუ მასში არ არის მითითებული თარიღი, პირველივე დღეს, მას შემდეგ რაც ეცნობება დათქმის მოხსნის შესახებ.
5. მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება მესამე ქვეყნის მოწვევის შესახებ ამ კონვენციაში გასაწევრიანებლად, გადაეგზავნება ევროპის თანამეგობრობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რომელიც აცნობებს მას შესაბამის მესამე ქვეყანას, იმ დროისთვის მოქმედი კონვენციის ტექსტთან ერთად.
6. მე-5 პუნქტში მითითებული თარიღიდან მესამე ქვეყანა შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთობლივ კომიტეტში, ქვეკომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში დამკვირვებლების მიერ.
მესამე ქვეყნების შეერთება
მუხლი 15🔗ა
1. ნებისმიერი მესამე ქვეყანა შეიძლება გახდეს ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, თუ იგი მოწვეული იქნება კონვენციის დეპოზიტარის მიერ ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
2. მესამე ქვეყანა, რომელიც მოწვეულია ამ კონვენციის ხელშემკვრელ მხარედ, გახდება ხელშემკვრელი მხარე ევროპის თანამეგობრობის საბჭოს გენერალურ სამდივნოში შეერთების ოფიციალური დოკუმენტის წარდგენით. აღნიშნულ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს კონვენციის თარგმანი მონაწილე ქვეყნის ოფიციალურ ენაზე/ენებზე.
3. შეერთება ძალაში შედის დაშვების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენიდან მეორე თვის პირველი დღიდან.
4. დეპოზიტარი აცნობებს ხელშემკვრელ ყველა მხარეს შეერთების დოკუმენტის წარდგენის თარიღს და შეერთების ძალაში შესვლის თარიღს.
5. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღსა და შეერთების ძალაში შესვლის თარიღს შორის ვადაში, ასევე ეცნობება მოწვეულ მესამე ქვეყანას ევროპული თანამეგობრობის საბჭოს გენერალური სამდივნოს მეშვეობით.
ასეთი აქტების მიღების შესახებ განცხადება ჩასმული უნდა იყოს შეერთების ოფიციალურ დოკუმენტში ან ცალკე დოკუმენტში, რომელიც წარედგინება ევროპის თანამეგობრობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შეტყობინების მიღებიდან ეხქვსი თვის განმავლობაში. თუ განცხადება არ იქნება წარდგენილი ამ ვადაში, შეერთება ბათილად ჩაითვლება.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 16🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის ზომებს ამ კონვენციის დებულებების ეფექტიანად და ჰარმონიულად გამოყენების უზრუნველსაყოფად, ოპერატორებზე დაწესებული ფორმალობების შეძლებისდაგვარად შემცირების აუცილებლობისა და წარმოშობილი ნებისმიერი სირთულის ურთიერთდამაკმაყოფილებელი გადაწყვეტის მიღების აუცილებლობის გათვალისწინებით აღნიშნული დებულებების მოქმედების შესახებ.
მუხლი 17🔗
ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ იმ დებულებებს, რომლებსაც ისინი მიიღებენ ამ კონვენციის განსახორციელებლად.
მუხლი 18🔗
ამ კონვენციის დებულებები არ გამორიცხავს საქონლის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის აკრძალვებს ან შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია ხელშემკვრელი მხარეების ან თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მიერ და გამყარებულია საზოგადოებრივი მორალის, საჯარო პოლიტიკის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის დაცვის საფუძვლებით, ასევე მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული საგანძურის დაცვის, ან სამრეწველო ან კომერციული საკუთრების დაცვის აუცილებლობით.
მუხლი 19🔗
ამ კონვენციის დამატებები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 20🔗
1. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება, ერთის მხრივ, იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც მოქმედებს ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და, მეორეს მხრივ, საერთო ტრანზიტის მქონე ქვეყნების ტერიტორიებზე.
2. ეს კონვენცია ასევე ვრცელდება ლიხტენშტეინის სამთავროს მიმართ მანამ, სანამ ეს სამთავრო რჩება შვეიცარიის კონფედერაციის ნაწილად საბაჟო კავშირის ხელშეკრულებით.
მუხლი 21🔗
ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ კონვენციაში მონაწილეობაზე იმ პირობით, რომ იგი წერილობით აცნობებს დეპოზიტარს 12 თვით ადრე, რომელიც შემდეგ აცნობებს ყველა სხვა ხელშემკვრელ მხარეს ამის შესახებ.
მუხლი 22🔗
1. ეს კონვენცია ძალაში შევა 1988 წლის 1 იანვარს, იმ პირობით, რომ ხელშემკვრელი მხარეები 1987 წლის 1 ნოემბრამდე ჩააბარებენ შეერთების ოფიციალურ დოკუმენტებს ევროპული თანამეგობრობის საბჭოს სამდივნოში, რომელიც მოქმედებს როგორც დეპოზიტარი.
2. თუ ეს კონვენცია არ შევა ძალაში 1988 წლის 1 იანვარს, იგი ძალაში შევა შეერთების უკანასკნელი ოფიციალური დოკუმენტის დეპონირების შემდეგ მეორე თვის პირველ დღეს.
3. დეპოზიტარი აცნობებს თითოეული ხელშემკვრელი მხარის შეერთების ოფიციალური დოკუმენტის დეპონირების თარიღს და ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს.
მუხლი 23🔗
1. ამ კონვენციის ძალაში შესვლით, 1972 წლის 30 ნოემბრის და 1972 წლის 23 ნოემბრის შეთანხმებები თანამეგობრობის ტრანზიტის წესების გამოყენების შესახებ, დადებული ავსტრიისა და შვეიცარიის მიერ, შესაბამისად, თანამეგობრობასთან, ასევე 1977 წლის 12 ივლისის შეთანხმება ამ ქვეყნებისა და თანამეგობრობის მიერ დადებული თანამეგობრობის ტრანზიტის წესების გამოყენების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, წყვეტს მოქმედებას.
2. პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებები კვლავაც ვრცელდება ამ კონვენციის ძალაში შესვლამდე დაწყებულ Tl ან T2 ოპერაციებზე.
3. ფინეთს, ნორვეგიასა და შვედეთს შორის გამოყენებული სკანდინავიური ტრანზიტის პროცედურა წყვეტს მოქმედებას ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან.
მუხლი 24🔗
ამ კონვენციაში, რომელიც შედგენილია ერთ ეგზემპლარად დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, იტალიურ, პორტუგალიურ, ესპანურ, ფინურ, ისლანდიურ, ნორვეგიულ და შვედურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია, იგი შეინახება ევროპის თანამეგობრობის საბჭოს სამდივნოს არქივში, რომელიც გადასცემს მის დამოწმებულ ასლს თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს.
შესრულებულია ინტერლაკენში, 1987 წლის 20 მაისს.