# საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ კონვენცია

- ტიპი: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
- მიმღები ორგანო: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №18-235
- მიღების თარიღი: 01.02.2025
- კონსოლიდირებული რედაქცია: 01.02.2025
- სარეგისტრაციო კოდი: 480610000.03.030.016808
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6405614/0
- წყარო: https://legali.ge/law/6405614/

> ეს არის 01.02.2025 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. 1. ეს კონვენცია განსაზღვრავს დებულებებს საქონლის ტრანზიტულ გადაზიდვაზე თანამეგობრობასა და EFTA-ს ქვეყნებში, როგორც საერთო ტრანზიტის პროცედურის მქონე ქვეყნებს შორის, ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში, გ

2. ამ კონვენციის დებულებების, კერძოდ, გარანტიების შესახებ დებულებების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქონელი, რომელიც გადაადგილდება თანამეგობრობის ტერიტორიაზე, ითვლება კავშირის გავლით ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულად.

3. ქვემოთ მოცემული მე-7-12 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, საერთო ტრანზიტის პროცედურის მარეგულირებელი წესები მოცემულია ამ კონვენციის I და II დამატებებში.

4. ტრანზიტის დეკლარაციები და ტრანზიტის თანმხლები დოკუმენტები, საერთო ტრანზიტის პროცედურის მიზნებისათვის უნდა შეესაბამებოდეს და შედგენილი იყოს III დამატების შესაბამისა

[https://legali.ge/law/6405614/muxli-1/](https://legali.ge/law/6405614/muxli-1/)

---

## მუხლი 2. 1. საერთო ტრანზიტის პროცედურა ამ კონვენციის ტექსტში საჭიროებისამებრ მოხსენიებულია, როგორც T1 პროცედურა ან T2 პროცედურა

2. T1 პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი საქონლის მიმართ, რომელიც გადაზიდულია პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. T2 პროცედურა ვრცელდება პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაზიდულ საქონელზე:

ა) თანამეგობრობაში:

მხოლოდ მაშინ, როდესაც საქონელი მიეკუთვნება კავშირს. „კავშირის საქონელი“ ნიშნავს საქონელს, რომელიც მოექცევა რომელიმე შემდეგ კატეგორიაში:

– საქონელი, რომელიც მთლიანად მოპოვებულია თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე და არ შეიცავს საქონელს, რომელიც იმპორტირებულია თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან;

– საქონელი, რომელიც შემოტანილია თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში;

– საქონელი მიღებული ან წარმოებული თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე, ან მხოლოდ მეორე აბზაცში მითითებული საქონლისგან ან პირველ და მეორე აბზაცებში მითითებული საქონლისგან.

თუმცა, წინამდებარე კონვენციის ან თანამეგობრობის მიერ დადებული სხვა შეთანხმებებისთვის ზიანის მიუყენებლად, საქონელი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებს ზემოთ მოყვანილ აბზაცებში დადგენილ პირობებს, თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიიდან ექსპორტის შემდეგ ხელახლა შემოტანისას არ მიიჩნევა კავშირის საქონელად.

ბ) საერთო ტრანზიტის ქვეყანაში:

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ჩამოვიდა ამ ქვეყანაში T2 პროცედურით და ხელახლა იგზავნება მე-9 მუხლში მითითებული სპეციალური პირობების შესაბამისად.

4. ამ კონვენციით დადგენილი სპეციალური პირობები საქონლის T2 პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებით, ასევე ვრცელდება კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაზე, ხოლო საქონელს, რომელიც გადაადგილდება ასეთი დოკუმენტით, აქვს ისეთივე სტატუსი, როგორიც T2 პროცედურით გადაზიდულ საქონელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ არის საჭირო კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის თანხლებ

[https://legali.ge/law/6405614/muxli-2/](https://legali.ge/law/6405614/muxli-2/)

---

## მუხლი 3. 1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი:

ა) „ტრანზიტი“ ნიშნავს პროცედურას, რომლის დროსაც საქონელი გადაიზიდება კომპეტენტური ორგანოების კონტროლის ქვეშ ერთი ხელშემკვრელი მხარიდან მეორე ხელშემკვრელ მხარეში ან იმავე ხელშემკვრელ მხარეში სულ მცირე ერთი საზღვრის გავლით;

ბ) „ქვეყანა“ ნიშნავს ნებისმიერ საერთო ტრანზიტის ქვეყანას, თანამეგობრობის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა ამ კონვენციას;

გ) „მესამე ქვეყანა“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე;

დ) „საერთო ტრანზიტის ქვეყანა“ ნიშნავს ნებისმიერ ქვეყანას, გარდა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოსა, რომელიც არის ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე.

_______

3. T1 ან T2 პროცედურებთან დაკავშირებით ამ კონვენციით გათვალისწინებული წესების გამოყენებისას საერთო ტრანზიტის ქვეყნებს და თანამეგობრობას და მის წევრ სახელმწიფოებს აქვთ იგივე უფლებები და ვალდებულებებ

[https://legali.ge/law/6405614/muxli-3/](https://legali.ge/law/6405614/muxli-3/)

---

## მუხლი 4. 1.  ეს კონვენცია ზიანს არ აყენებს ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმების გამოყენებას ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებით, რომელიც ექვემდებარება გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვას საქონლის 

2.    ეს კონვენცია ასევე არ ზღუდავს:

ა) დროებითი შემოტანის პროცედურის ფარგლებში საქონლის გადაადგილებას; და

ბ) შეთანხმებებს სასაზღვრო მიმოსვლასთან დაკავშირები

[https://legali.ge/law/6405614/muxli-4/](https://legali.ge/law/6405614/muxli-4/)

---

## მუხლი 5. ხელშემკვრელ მხარეებსა და მესამე ქვეყანას შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, რომლითაც ხელშემკვრელ მხარეებს შორის მოძრავი საქონელი შეიძლება გადატანილ იქნას აღნიშნულ მესამე ქვეყანაში T1 ან T2 პრო



[https://legali.ge/law/6405614/muxli-5/](https://legali.ge/law/6405614/muxli-5/)

---

## მუხლი 6. იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილია საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება, ქვეყნებს შეუძლიათ, Tl ან T2 პროცედურების ფარგლებში, ერთმანეთს დაუწესონ გამარტივებული პროცედურები, ორმ

ასეთი შეთანხმებები ეცნობება ევროპული თანამეგობრობის კომისიას და სხვა ქვეყნებს.

ტრანზიტის პროცედურების განხორციელე

[https://legali.ge/law/6405614/muxli-6/](https://legali.ge/law/6405614/muxli-6/)

---

## მუხლი 7. 1. ამ კონვენციის ნებისმიერი სპეციალური დებულების გათვალისწინებით, საერთო ტრანზიტის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან იკისრონ გამგზავნი საბაჟოს, ტრანზიტის საბაჟოს, დანიშნულების საბაჟ

2. თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიიღონ Tl ან T2 დეკლარაციები ტრანზიტისთვის საერთო ტრანზიტის ქვეყანაში მდებარე დანიშნულების საბაჟოში. ამ კონვენციის ნებისმიერი სპეციალური დებულების გათვალისწინებით, ისინი ასევე უნდა ადასტურებდნენ ამ საქონლის საბაჟო სტატუსს, როგორც კავშირის საქონლის.

3. როდესაც საქონლის რამდენიმე პარტია დაჯგუფებულია ერთად, იტვირთება ერთ სატრანსპორტო საშუალებაში და იგზავნება კონსოლიდირებულ ტვირთად პროცედურის ერთი მფლობელის მიერ ერთ T1 ან T2 ოპერაციით, ერთი გამგზავნი საბაჟოდან ერთ დანიშნულების საბაჟომდე ერთი მიმღებისთვის მიტანის მიზნით, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ასეთი გადაზიდვები გამონაკლის, სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში შეტანილი იყოს ერთ T1 ან T2 დეკლარაციაში,  საქონლის შესაბამისი ნუსხით.

4. კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამოწმების მოთხოვნის მიუხედავად, პირს, რომელიც ახორციელებს ექსპორტთან დაკავშირებულ ფორმალობებს ხელშემკვრელი მხარის სასაზღვრო საბაჟოში, არ მოეთხოვება საქონლის განთავსება Tl ან T2 პროცედურებში, განურჩევლად საბაჟო პროცედურისა, რომლის მიხედვითაც საქონელი განთავსდება მეზობელ სასაზღვრო საბაჟოში.

5. კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამოწმების მოთოვნის მიუხედავად, ხელშემკვრელი მხარის სასაზღვრო საბაჟოს, სადაც სრულდება ექსპორტის ფორმალობა, შეუძლია უარი თქვას საქონლის T1 ან T2 პროცედურებში მოქცევაზე, თუ ეს პროცედურა უნდა დასრულდეს მეზობელ სასაზღვრო საბაჟოზ

[https://legali.ge/law/6405614/muxli-7/](https://legali.ge/law/6405614/muxli-7/)

---

## მუხლი 9. 1. საქონელი, რომელიც შემოტანილია საერთო ტრანზიტის ქვეყანაში T2 პროცედურით და შეიძლება ხელახლა გადაიზიდოს ამ პროცედურის ფარგლებში, უნდა იმყოფებოდეს ამ ქვეყნის საბაჟო ორგანოების მუდმივი კონტროლის ქვეშ, 

2. როდესაც ასეთი საქონელი ხელახლა გადაიზიდება საერთო ტრანზიტის ქვეყნიდან, აღნიშნულ საერთო ტრანზიტის ქვეყანაში მოთავსების შემდეგ, საბაჟო პროცედურის დროს, გარდა ტრანზიტის ან საწყობის პროცედურისა, არ შეიძლება გამოყენებული იქნას T2 პროცედურა.

თუმცა, ეს დებულება არ ვრცელდება საქონელზე, რომელიც დროებით შემოტანილია გამოფენაზე, ბაზრობაზე ან მსგავს საჯარო ღონისძიებაზე წარმოსადგენად და რომელზეც არ განხორციელებულა სხვა ზემოქმედება, გარდა იმ პროცედურებისა, რომლებიც საჭიროა თავდაპირველი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ან ტვირთის გასაყოფად.

3. თუ საქონელი გადაიზიდება საერთო ტრანზიტის ქვეყნიდან საწყობში შენახვის შემდეგ, T2 პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ შემდეგი პირობებით:

- საქონელი ინახებოდა არაუმეტეს ხუთი წლის ვადით; თუმცა, იმ საქონლის შემთხვევაში, რომელიც მიეკუთვნება საქონლის საბაჟო ტარიფების კლასიფიკაციის ნომენკლატურის 1-24 თავებს (საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ 1983 წლის 14 ივნისის კონვენცია), ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს,

- საქონელი ინახებოდა სპეციალურ ოთახებში და არ მიუღია სხვა დამუშავება, გარდა იმისა, რაც საჭიროა მისი თავდაპირველი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ან ტვირთის დაყოფისთვის შეფუთვის გამოცვლის გარეშე,

- ნებისმიერი დამუშავება განხორციელდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

4. ნებისმიერი მიღებული T2 დეკლარაცია ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია საერთო ტრანზიტის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, უნდა შეიცავდეს მითითებას შესაბამის T2 დეკლარაციაზე ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომლითაც საქონელი შევიდა აღნიშნულ საერთო ტრანზიტის ქვეყანაში, ასევე მასზე უნდა იყოს განხორციელებული ყველა სპეციალური დამოწმებ

[https://legali.ge/law/6405614/muxli-9/](https://legali.ge/law/6405614/muxli-9/)

---

## მუხლი 10. 1. თუ სხვა რამ არ არის მითითებული ქვემოთ მე-2 პუნქტში ან დამატებებში, T1 ან T2 ოპერაციას თან უნდა ახლდეს გარანტია, რომელიც მოქმედებს ამ ოპერაციაში ჩართული ყველა ხელშემკვრელი მხარისთვის

2. პირველი პუნქტის დებულებები არ ზღუდავს უფლებას:

ა) ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ T1 ან T2 ოპერაციები უშუალოდ მათ ტერიტორიებზე გათავისუფლებულია გარანტიისგან;

ბ) ხელშემკვრელმა მხარემ არ მოითხოვოს გარანტია Tl ან T2 ოპერაციის ნაწილზე გამგზავნ ოფისსა და პირველ ტრანზიტის ოფისს შორის.

_____

[https://legali.ge/law/6405614/muxli-10/](https://legali.ge/law/6405614/muxli-10/)

---

## მუხლი 11. 1. როგორც წესი, საქონლის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია დალუქვით

2. დალუქვას ექვემდებარება:

ა) საქონლის განთავსების სივრცე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი დაშვებულია სხვა რეგულაციების შესაბამისად ან ჩაითვალა გამგზავნი საბაჟოს მიერ დალუქვისთვის შესაფერისად;

ბ) თითოეული ინდივიდუალური პაკეტი სხვა შემთხვევებში.

3. გამგზავნი საბაჟო მიიჩნევს სატრანსპორტო საშუალებებსა და კონტეინერებს დალუქვისთვის შესაფერისად შემდეგ შემთხვევებში:

ა) ლუქები შეიძლება დამაგრდეს სატრანსპორტო საშუალებაზე ან კონტეინერზე მარტივად და ეფექტურად;

ბ) სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი ისეა აგებული, რომ საქონლის ამოღების ან ჩამატების შემთხვევაში ასეთი ამოღება ან ჩამატება ტოვებს თვალსაჩინო კვალს, ლუქები გატეხილია ან აღენიშნება ხელყოფის ნიშნები, ან ელექტრონული მონიტორინგის სისტემა აღრიცხავს ამოღებას ან ჩამატებას;

გ) სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი არ შეიცავს ფარულ სივრცეებს, რომლებშიც შესაძლებელია საქონლის დამალვა;

დ) საქონლისთვის განკუთვნილი სივრცე ადვილად ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოებისთვის შესამოწმებლად.

4. გამგზავნ საბაჟოს შეუძლია არ გამოიყენოს დალუქვა, თუ იდენტიფიკაციის სხვა შესაძლო მეთოდების გათვალისწინებით, საქონლის აღწერა დეკლარაციის მონაცემებში ან დამატებით დოკუმენტებში იძლევა ადვილად იდენტიფიცირების საშუალება

[https://legali.ge/law/6405614/muxli-11/](https://legali.ge/law/6405614/muxli-11/)

---

## მუხლი 13. 1. შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის სათანადო გამოყენების უზრუნველსაყოფად

2. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს მიაწვდიან ყველა მიღებულ მონაცემს, დოკუმენტს, მოხსენებას, პროტოკოლს და ინფორმაციას T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში განხორციელებულ სატრანსპორტო ოპერაციებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამგვარ შეუსაბამობასთან ან დარღვევებთან დაკავშირებით.

ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს აწვდიან ყველა მიღებულ მონაცემს საქონლის შესახებ, რომელზედაც უზრუნველყოფილია ურთიერთდახმარება და რომელიც განთავსდა საბაჟო საწყობის პროცედურაში.

3. შეუსაბამობასთან ან დარღვევებთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია საქონელთან, რომელიც შემოტანილია ერთ ქვეყანაში მეორე ქვეყნიდან ან რომელმაც გაიარა ერთ ქვეყანაში ან შენახული იქნა საბაჟო საწყობის პროცედურის ფარგლებში, შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს მიაწოდეთ ყველა ინფორმაცია რომელიც ეხება:

ა)  პირობებს, რომლითაც ეს საქონელი იქნა გადაზიდული:

- განურჩევლად იმისა, თუ რა გზით იქნა ის გადაგზავნილი მოთხოვნის მიმღებ ქვეყანაში ჩასატანად T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან

- განურჩევლად იმისა, თუ რა გზით იქნა ის ჩატანილი მოთხოვნის მიმღები ქვეყნიდან გადასაგზავნად T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქონლის საბაჟო საწყობში განთავსების პირობებს იმ ქვეყანაში, სადაც ის ჩატანილი იქნა და რომლის მიმართაც არსებობს მოთხოვნა T2 პროცედურის ფარგლებში ან მოთხოვნა კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, ან სადაც ის ხელახლა გაიგზავნა აღნიშნული ქვეყნიდან T2 პროცედურის  ფარგლებში ან მოთხოვნა კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით.

4. პირველი – მე-3 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას იმ შემთხვევაზე ან შემთხვევებზე, რომლებსაც იგი ეხება.

5. თუ ქვეყნის კომპეტენტური ორგანო ითხოვს დახმარებას, რომელსაც ის ვერ გაწევდა მოთხოვნის შემთხვევაში, მან უნდა მიუთითოს მოთხოვნაში ამ ფაქტზე. ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხორციელდება იმ კომპეტენტური ორგანოს შეხედულებისამებრ, რომელმაც მიიღო ასეთი მოთხოვნა.

6. ინფორმაცია, რომელიც მიღებულია პირველი – მე-3 პუნქტების შესაბამისად, გამოყენებული იქნება მხოლოდ წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის და მიმღები ქვეყნის მიერ იქნება იგივენაირად დაცული, როგორც მსგავსი სახის ინფორმაცია ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის მხოლოდ იმ კომპეტენტური ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელმაც ის მიაწოდა და ამ ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვის გათვალისწინებით.

ზარალის ანაზღაურე

[https://legali.ge/law/6405614/muxli-13/](https://legali.ge/law/6405614/muxli-13/)

---

## მუხლი 14. 1. იქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ამ კონვენციის თითოეული ხელშემკვრელი მხარე

2. ერთობლივი კომიტეტი მოქმედებს ურთიერთშეთანხმებით.

3. ერთობლივი კომიტეტი იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს შეხვედრა.

4. ერთობლივი კომიტეტი იღებს საკუთარ დებულებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს დებულებებს სხდომების მოწვევისა და თავმჯდომარის დანიშვნისა და მისი უფლებამოსილების ვადის შესახებ.

5. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს შექმნას ნებისმიერი ქვეკომიტეტი ან სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მას თავისი მოვალეობების შესრულებაშ

[https://legali.ge/law/6405614/muxli-14/](https://legali.ge/law/6405614/muxli-14/)

---

## მუხლი 15. 1. ერთობლივი კომიტეტი პასუხისმგებელია ამ კონვენციის ადმინისტრირებაზე და მისი სათანადო შესრულების უზრუნველყოფაზე. ამ მიზნებისათვის, ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულად აცნობებენ მას ამ კონვენციის გამოყენ

2. კერძოდ, ის გასცემს რეკომენდაციას:

ა) შესწორებებთან დაკავშირებით ამ კონვენციაში, გარდა მე-3 პუნქტში მითითებული    ცვლილებებისა;

ბ) ნებისმიერ სხვა ზომასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა მისი გამოყენებისთვის.

3. ერთობლივი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებებში;

_______

გ) სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციაში, რომელიც გამოწვეულია დამატებებში განხორციელებული ცვლილებებით;

_______

დ) ახალი წევრი სახელმწიფოების თანამეგობრობაში გაწევრიანების შემთხვევაში საჭირო გარდამავალ ზომებთან დაკავშირებით;

ე) მესამე ქვეყნების მოწვევასთან დაკავშირებით მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რათა შეუერთდნენ ამ კონვენციას მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად.

„ა“-„დ“ ქვეპუნქტებით მიღებული გადაწყვეტილებები ამოქმედდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. თუ ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენელი ერთობლივ კომიტეტში დათანხმდა გადაწყვეტილებას დათქმით კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ასეთი გადაწყვეტილება ძალაში შედის, თუ მასში არ არის მითითებული თარიღი, პირველივე დღეს, მას შემდეგ რაც ეცნობება დათქმის მოხსნის შესახებ.

5. მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება მესამე ქვეყნის მოწვევის შესახებ ამ კონვენციაში გასაწევრიანებლად, გადაეგზავნება ევროპის თანამეგობრობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რომელიც აცნობებს მას შესაბამის მესამე ქვეყანას, იმ დროისთვის მოქმედი კონვენციის ტექსტთან ერთად.

6.  მე-5 პუნქტში მითითებული თარიღიდან მესამე ქვეყანა შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთობლივ კომიტეტში, ქვეკომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში დამკვირვებლების მიერ.

მესამე ქვეყნების შეერთე

[https://legali.ge/law/6405614/muxli-15/](https://legali.ge/law/6405614/muxli-15/)

---

## მუხლი 15. ა

1. ნებისმიერი მესამე ქვეყანა შეიძლება გახდეს ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, თუ იგი მოწვეული იქნება კონვენციის დეპოზიტარის მიერ ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებით.

2. მესამე ქვეყანა, რომელიც მოწვეულია ამ კონვენციის ხელშემკვრელ მხარედ, გახდება ხელშემკვრელი მხარე ევროპის თანამეგობრობის საბჭოს გენერალურ სამდივნოში შეერთების ოფიციალური დოკუმენტის წარდგენით. აღნიშნულ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს კონვენციის თარგმანი მონაწილე ქვეყნის ოფიციალურ ენაზე/ენებზე.

3. შეერთება ძალაში შედის დაშვების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენიდან მეორე თვის პირველი დღიდან.

4. დეპოზიტარი აცნობებს ხელშემკვრელ ყველა მხარეს შეერთების დოკუმენტის წარდგენის თარიღს და შეერთების ძალაში შესვლის თარიღს.

5. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღსა და შეერთების ძალაში შესვლის თარიღს შორის ვადაში, ასევე ეცნობება მოწვეულ მესამე ქვეყანას ევროპული თანამეგობრობის საბჭოს გენერალური სამდივნოს მეშვეობით.

ასეთი აქტების მიღების შესახებ განცხადება ჩასმული უნდა იყოს შეერთების ოფიციალურ დოკუმენტში ან ცალკე დოკუმენტში, რომელიც წარედგინება ევროპის თანამეგობრობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შეტყობინების მიღებიდან ეხქვსი თვის განმავლობაში. თუ განცხადება არ იქნება წარდგენილი ამ ვადაში, შეერთება ბათილად ჩაითვლება.

გარდამავალი და დასკვნითი დებულებე

[https://legali.ge/law/6405614/muxli-15-2/](https://legali.ge/law/6405614/muxli-15-2/)

---

## მუხლი 16. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის ზომებს ამ კონვენციის დებულებების ეფექტიანად და ჰარმონიულად გამოყენების უზრუნველსაყოფად, ოპერატორებზე დაწესებული ფორმალობების შეძლებისდაგვარად შემცირების ა



[https://legali.ge/law/6405614/muxli-16/](https://legali.ge/law/6405614/muxli-16/)

---

## მუხლი 18. ამ კონვენციის დებულებები არ გამორიცხავს საქონლის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის აკრძალვებს ან შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია ხელშემკვრელი მხარეების ან თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მიერ და გ



[https://legali.ge/law/6405614/muxli-18/](https://legali.ge/law/6405614/muxli-18/)

---

## მუხლი 20. 1. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება, ერთის მხრივ, იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც მოქმედებს ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და, მეო

2. ეს კონვენცია ასევე ვრცელდება ლიხტენშტეინის სამთავროს მიმართ მანამ, სანამ ეს სამთავრო რჩება შვეიცარიის კონფედერაციის ნაწილად საბაჟო კავშირის ხელშეკრულები

[https://legali.ge/law/6405614/muxli-20/](https://legali.ge/law/6405614/muxli-20/)

---

## მუხლი 22. 1. ეს კონვენცია ძალაში შევა 1988 წლის 1 იანვარს, იმ პირობით, რომ ხელშემკვრელი მხარეები 1987 წლის 1 ნოემბრამდე ჩააბარებენ შეერთების ოფიციალურ დოკუმენტებს ევროპული თანამეგობრობის საბჭოს სამდივნოში, რომე

2. თუ ეს კონვენცია არ შევა ძალაში 1988 წლის 1 იანვარს, იგი ძალაში შევა შეერთების უკანასკნელი ოფიციალური დოკუმენტის დეპონირების შემდეგ მეორე თვის პირველ დღეს.

3. დეპოზიტარი აცნობებს თითოეული ხელშემკვრელი მხარის შეერთების ოფიციალური დოკუმენტის დეპონირების თარიღს და ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღ

[https://legali.ge/law/6405614/muxli-22/](https://legali.ge/law/6405614/muxli-22/)

---

## მუხლი 23. 1. ამ კონვენციის ძალაში შესვლით, 1972 წლის 30 ნოემბრის და 1972 წლის 23 ნოემბრის შეთანხმებები თანამეგობრობის ტრანზიტის წესების გამოყენების შესახებ, დადებული ავსტრიისა და შვეიცარიის მიერ, შესაბამისად, თ

2. პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებები კვლავაც ვრცელდება ამ კონვენციის ძალაში შესვლამდე დაწყებულ Tl ან T2 ოპერაციებზე.

3. ფინეთს, ნორვეგიასა და შვედეთს შორის გამოყენებული სკანდინავიური ტრანზიტის პროცედურა წყვეტს მოქმედებას ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდა

[https://legali.ge/law/6405614/muxli-23/](https://legali.ge/law/6405614/muxli-23/)

---

## მუხლი 24. ამ კონვენციაში, რომელიც შედგენილია ერთ ეგზემპლარად დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, იტალიურ, პორტუგალიურ, ესპანურ, ფინურ, ისლანდიურ, ნორვეგიულ და შვედურ ენებზე, ყველა ტექსტი თა

შესრულებულია ინტერლაკენში, 1987 წლის 20 მაის

[https://legali.ge/law/6405614/muxli-24/](https://legali.ge/law/6405614/muxli-24/)
