„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“

მიღების თარიღი 26.01.2024
ძალაში შესვლა 22.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით
ნომერი №18-234
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016807 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/02/2025
922 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2024 მიღება
22.01.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2017-2021 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 23.05.2017 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 29.11.2017 პროგრამა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2018-2020 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 25.11.2017 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2022-2025 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 07.12.2022 საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, მასმედიის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 27.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახით და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სახით (შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“ ან „მხარე“), რომლებიც ხელმძღვანელობენ რა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, მეგობრობისა და ურთიერთგაგების სურვილით; მხედველობაში იღებენ რა ორივე ქვეყნის ისტორიულ წარსულს, შეგნებული აქვთ კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და შენარჩუნების გადაუდებელი აუცილებლობა; ეფუძნებიან რა „საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ 1992 წლის ხელშეკრულებას; თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 წინამდებარე პროგრამის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობა კულტურისა და ხელოვნების სფეროებში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების  საფუძველზე.  პროგრამის თანახმად, მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს შორის ინფორმაციისა და სპეციალისტების გაცვლას. ასევე, მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო სფეროებში თანამშრომლობას, ისტორიული ძეგლებისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ამ მიზნების მისაღწევად მხარეები ქმნიან ერთობლივ კულტურულ სამუშაო ჯგუფს. მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში, მათ შორის, მუსიკალურ, კინო, საოპერო, საბალეტო, თეატრალურ ფესტივალებში, კონკურსებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ერთმანეთის მონაწილეობას. მუხლი 3🔗 მხარეები უფლებამოსილი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩაატარონ სხვა ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე პროგრამის მიზნებს, მათ შორის, კულტურის დღეები ორივე ქვეყანაში, ასევე ხელი შეუწყონ კერძო ინიციატივებს, რომელთა მიზანია კულტურული თანამშრომლობა. მუხლი 4🔗 მხარეები წაახალისებენ თავიანთი ქვეყნების თეატრის რეჟისორებს მეორე მხარეს თეატრებში სპექტაკლების დასადგმელად, ორი ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებს შორის შეთანხმებული კონკრეტული ვადებისა და პირობების შესაბამისად.        მუხლი 5🔗 მხარეები წაახალისებენ ლიტერატურის სფეროში თანამშრომლობას ერთმანეთის ქვეყნებში მეორე მხარის ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნისა და გამოცემის გზით. მუხლი 6🔗 მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებას კინემატოგრაფიის სფეროში. მუხლი 7🔗 1. მხარეები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით ხელს შეუწყობენ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციას და/ან რესტავრაციას. მხარეები წაახალისებენ კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობას და შექმნიან ერთობლივ სამუშაო ქვეჯგუფს, რომელიც იმუშავებს ქვემოთ აღწერილი მიმართულებებით. ერთობლივი სამუშაო ქვეჯგუფის საქმიანობა წარიმართება ქვეჯგუფის მიერ ამ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავებული შესაბამისი სამოქმედო გეგმის საფუძველზე.   მიმართულება I. უნდა შეირჩეს კულტურული მემკვიდრეობის ის ძეგლები, რომლებსაც სჭირდება გადაუდებელი კონსერვაცია/რესტავრაცია, რათა შესაძლებელი იყოს მათი შემდგომი დაზიანების და/ან ჩამონგრევის პრევენცია და გამაგრება. სამუშაოები განხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ორივე მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად. სამუშაოების დაწყებამდე მხარეები შეთანხმდებიან ძეგლების წინასწარი სრულყოფილი კვლევის ჩატარების თაობაზე. წინამდებარე მიმართულების შესაბამისად შექმნილმა ერთობლივმა სამუშაო ქვეჯგუფმა უნდა ჩაატაროს პროგრამის მხარეთა კომპეტენციაში შემავალი შერჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია და განსაზღვროს სამუშაო განრიგი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევის პროცესში მხარეები გაითვალისწინებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, უნიკალური და მნიშვნელოვანია, ამიტომ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობისას ორივე მხარე ხელს შეუწყობს მათი თავდაპირველი და ისტორიული არქიტექტურული იერსახის დაცვას. მიმართულება II. I მიმართულებით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევამდე და ამ პროგრამის ამოქმედებამდე მხარეები მიზნად ისახავენ, განსაზღვრონ აღსადგენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული დამცავი და პრევენციული ღონისძიებები, აგრეთვე, მეორე მხარეს მიაწოდონ მეთოდოლოგიური შენიშვნები და წინადადებები აღნიშნულ ძეგლებზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების შესახებ. მიმართულება III. ორივე მხარემ უნდა მოიპოვოს კანონით გათვალისწინებული ყველა  საჭირო ნებართვა კონკრეტული შენობის/ადგილების მოსანახულებლად და ამის შესახებ მეორე მხარეს აცნობოს წერილობით, შესაბამისი ფორმით. მიმართულება IV. ერთობლივი სამუშაო ქვეჯგუფის ტექნიკური კვლევების მეშვეობით მხარეები განსაზღვრავენ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ძეგლების კონსერვაციის ან/და რესტავრაციის ფარგლებს თითოეული ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის მნიშვნელობის მიხედვით, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. თუმცა, რომელიმე მხარის მიერ ნაცვალგება არ შეიძლება განიმარტოს მეორე მხარის მიერ განხორციელებული სამუშაოების მხოლოდ ფინანსურ ღირებულებაზე დარყდნობით. 2. ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობის თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით მხარეები მიიღებენ ერთობლივი სამუშაო ქვეჯგუფის რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც იქნება ამ პროგრამის განუყოფელი ნაწილი. 3. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, მხარეები ხელს შეუწყობენ მეორე მხარის წარმომადგენლებს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შერჩეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული აუცილებელი დოკუმენტების (ფოტოები, პროექტები, გრავიურები, რუკები და სხვ.) მოპოვებაში. 4. საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს დამატებითი ოქმები ერთობლივი სამუშაო ქვეჯგუფის შესაბამისი წინადადებების საფუძველზე. მუხლი 8🔗 მხარეები ესწრაფვიან განავითარონ თანამშრომლობა კულტურული ფასეულობების უკანონო იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტისა და მათზე საკუთრების უფლების გადაცემის პრევენციისა  და აკრძალვის მიმართულებით. მუხლი 9🔗 მხარეები კულტურის სფეროში გაცვლას განახორციელებენ შემდეგი პირობებით: a) სამხატვრო კოლექტივების, დელეგაციებისა და ცალკეულ პირთა გაცვლის შემთხვევაში, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, მიმღები მხარე კისრულობს საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, ასევე, ქვეყნის შიგნით ტრანსპორტით მომსახურებას. გამგზავნი მხარე ანაზღაურებს ორივე მიმართულებით მგზავრობისა (მათ შორის – ბარგისა და რეკვიზიტების) და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს; b) სამუზეუმო ფონდებისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენების შემთხვევაში პირობები და ვადები, მათ შორის, ექსპოზიციის ადგილი და სადაზღვევო ხარჯები განისაზღვრება მხარეთა შორის ცალკე შეთანხმებით. მუხლი 10🔗 ცალკე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში სპეციალისტების გაცვლა ხორციელდება შემდეგი პირობებით: a) გამგზავნი მხარე ანაზღაურებს სპეციალისტის საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯებს; b) მიმღები მხარე ანაზღაურებს განთავსების, საცხოვრებლის, ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარჯებს თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 11🔗 ეს პროგრამა შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს მხარეთა ურთიერთწერილობითი თანხმობით. ცვლილებები ძალაში შედის ამ პროგრამის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად. მუხლი 12🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე პროგრამის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 13🔗 წინამდებარე პროგრამა ძალაში შედის მხარეთა მიერ ამისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების  დღეს და ავტომატურად განახლდება 5 (ხუთი) წლით იმ შემთხვევაში, თუკი მე-7 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული არ იქნება პროგრამის მოქმედების ვადის გასვლამდე. მუხლი 14🔗 თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ პროგრამის მოქმედება მეორე მხარისათვის მისი შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით  გაგზავნის გზით. ამ შემთხვევაში წინამდებარე პროგრამა მოქმედებას წყვეტს მხარისგან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია სტამბულში, 2024 წლის 26 იანვარს ორ თანაბრად ავთენტიკურ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ინტერპრეტაციაში განსხვავებულობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს მთავრობის სახელით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერი კულტურისა და სპორტის მინისტრი მეჰმეთ ნური ერსოი კულტურისა და ტურიზმის მინისტრი