„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მერიის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.129.016449
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

2025 წლის 7 თებერვალი

ქ. ჭიათურა

,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მერიის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მერიის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25  დეკემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  26/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.129.016443) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21 პუნქტის, აგრეთვე „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი