პუბლიკაციის თარიღი 10.02.2025
მოქმედების პერიოდი 10.02.2025 — 07.03.2025
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2025 წლის 7 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის ინსტრუქცია.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკახაბერ ჩანგელია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული
მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის
მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
მუხლი 2🔗.
მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი
1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი (მესაკუთრე) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის ოდენობა
1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობა ასაშენებელი/დასანგრევი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის შეადგენს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში:
ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 2 (ორი) ლარს;
ა.ბ) სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარს;
ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისათვის – 3 (სამი) ლარს;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში:
ბ.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 1 (ერთი) ლარს;
ბ.ბ) სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 4 (ოთხი) ლარს;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისათვის – 2 (ორი) ლარს.
2. ისეთი შენონა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისთვის, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2)-ს საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარს; IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარს.
3. ხაზობრივი ნაგებობებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 (ერთი) გრძივ მეტრზე შეადგენს 1 ლარს.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
1. მოსაკრებელი ჩაირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამის სახაზინო კოდზე – ბიუჯეტის შემოსავლების სახაზინო კოდი – 300823090
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე.
3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროეტების მართვისა და არქიტექტურის სამსახური.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღვათი
ა) მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;
ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.
გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები.
მუხლი 7🔗.
მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი
1. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უბრუნდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.