„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლების და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| შეთანხმება |
მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების სურვილით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საფუძველზე,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგებას,
თანხმდებიან შემდეგზე:
მხარეები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე მხარს დაუჭერენ და განავითარებენ მხარეთა სახელმწიფოების შესაბამის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში და გააფართოვებენ ურთიერთობებს სამეცნიერო სფეროში, მათ შორის, შემდეგი მიმართულებებით:
სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროების გათვალისწინებით, მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობას მეცნიერების, ტექნოლოგიების, განვითარებისა და ინოვაციების სფეროებში.
მხარეები შემდგომში წაახალისებენ თანამშრომლობას ევროკავშირის მრავალმხრივი პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების კონცეპტუალური ჩარჩოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების საერთაშორისო კონკურსებში.
მხარეები მხარს უჭერენ სახელმწიფოთა უმაღლესი და (ან) დიპლომისშემდგომი განათლებისა და მეცნიერების ორმხრივი და მრავალმხრივი მონაწილეობის ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო პროექტებსა და პროგრამებს, აგრეთვე ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებისა და ერთობლივი ინოვაციური საქმიანობის განხორციელებას.
მხარეები რეგულარულად გაცვლიან საკანონმდებლო და მარეგულირებელ აქტებს უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში, აგრეთვე გამოცდილებას უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლების სისტემების ორგანიზებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას და ჩაატარებენ კონსულტაციებს განათლების დოკუმენტების აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მხარეები ყოველწლიურად გაცვლიან სტუდენტებს ეკვივალენტურ საფუძველზე, 5 (ხუთ) ადამიანამდე, მათ შორის, 2 (ორი) ბაკალავრიატის სტუდენტი, 2 (ორი) მაგისტრატურის სტუდენტი და 1 (ერთი) დოქტორანტი.
ეკვივალენტური გაცვლა ითვალისწინებს უფასო განათლებას, ყოველთვიურ სტიპენდიას, ჯანმრთელობის დაზღვევას და საერთო საცხოვრებელში განთავსებას მასპინძელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაასრულებენ უმაღლეს და (ან) დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებს და წარმატებით გაივლიან საბოლოო (სახელმწიფო) გამოცდას, მიიღებენ საგანმანათლებლო დოკუმენტებს მასპინძელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ შეთანხმების მე-7 მუხლის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური არხების მეშვეობით ყოველწლიურად გაცვალონ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი სტიპენდიების პირობებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
გამომგზავნი მხარეები ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 აპრილისა, აცნობებენ მიმღებ მხარეებს, რომ მზად არიან, მიიღონ კანდიდატები სასწავლებლად. გამომგზავნი მხარე ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 მაისისა, წარუდგენს მიმღებ მხარეს სასწავლებლად კანდიდატების წინადადებებსა და საჭირო დოკუმენტებს.
მიმღები მხარე ყოველწლიურად, 15 აგვისტომდე, აცნობებს გამომგზავნ მხარეს სასწავლებლად კანდიდატების მიღების შესაძლებლობის შესახებ და წარუდგენს მხარეთა სახელმწიფოების უმაღლესი და (ან) დიპლომისშემდგომი განათლების მიმღები ორგანიზაციების სახელებს.
გამომგზავნი მხარე აცნობებს მიმღებ მხარეს არაუგვიანეს 2 (ორი) კვირით ადრე სწავლის დაწყებამდე გაცვლის მონაწილეთა ჩამოსვლის თარიღს.
სწავლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მიმღები მხარე მისი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია ყოველწლიურად მიწოდებულ იქნება ქართული მხარის მიერ.
უმაღლესი და დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო ორგანიზაციების სია ყოველწლიურად მიწოდებულ იქნება ყაზახური მხარის მიერ.
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ექვემდებარება შესაბამისი ფინანსური რესურსების არსებობას, მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.
ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების ინტერპრეტაციის ან გამოყენების შედეგად, უნდა გადაწყდეს მეგობრულად, მხარეებს შორის კონსულტაციების გზით.
მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები და დამატებები, რომლებიც მისი განუყოფელი ნაწილია, შეიძლება შესრულდეს და გაფორმდეს ცალკეული ოქმებით, რომლებიც ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით.
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის ვადით. შეთანხმება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 5 (ხუთ)-წლიანი ვადებით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
ამ შეთანხმების შეწყვეტა ან ვადის გასვლა არ იმოქმედებს მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების დასრულებამდე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
ხელმოწერილია ქ. ასტანაში 2025 წლის 6 თებერვალს ორ დედნად ქართულ, ყაზახურ და ინგლისურ ენებზე, თითოეული თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაში განსხვავებების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის (ხელმოწერილია) |
ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროსთვის (ხელმოწერილია)
|