შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: თეა ნიკოლეიშვილი M1740)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2025 წლის 13 თებერვალი
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)
აღმასრულებელი დირექტორი: გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის 129ა, სართული 4
ელფოსტა: specialist@indexi.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M1740
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:
თეა ნიკოლეიშვილი პ/ნ 17001002968 მის.: ვანი თამარ მეფის ქ. N47
აუქციონის ჩატარების დრო: 21/02/2025 წლის 14:00 სთ-დან 24/02/2025 წლის 11:00 სთ-მდე
აუქციონის ჩატარების ადგილი:
Auction.livo.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 188 044,43 ლარი
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: მუნიციპალიტეტი ვანი, ადმინისტრაციული ერთეული ქალაქი ვანი, ნაკვეთი 184; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 6019.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 31.01.02.037; მასზე მდგომი შენობა-ნაგებობ(ებ)ით; სხვა ფართი: მიწის ნაკვეთი - 2987 კვ.მ. უფლების დამდგენი დოკუმენტით; 3032 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულის წესით ასაღიარებელი ნაწილი; საკადასტრო კოდი: 31.01.25.184
გარდამავალი უფლება: ფიქსირდება ვალდებულება. საგანი: თვითნებურად დაკავებულის წესით ასაღიარებელი ნაწილი 3032 კვ.მ. - საკუთრების უფლების აღიარებისთვის მესაკუთრის მიერ წარმოსადგენია დოკუმენტი. მიწის ნაკვეთის სრული ფართობის განკარგვა შესაძლებელი იქნება თვითნებურად დაკავებულის წესით ასაღიარებელ ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების შემდეგ. მხოლოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის განკარგვა შესაძლებელია თვითნებურად დაკავებულის წესით აღიარების ნაწილის გამოყოფის შემთხვევაში
სხვა უფლება: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) Auction.livo.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა პერსონალური ბალანსის მეშვეობით. მომხმარებელს პერსონალურ ბალანსზე თანხის შეტანა შეუძლია ვებგვერდზე მითითებულ კომპანიის ანგარიშზე: ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; გ) ვებგვერდზე პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანით.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.
1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.
შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს Auction.livo.ge-ს სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.
სპეციალისტი შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე