მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-35. 3525043001
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.153.016045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  

გ  ა  ნ  კ  ა  რ  გ  უ  ლ  ე  ბ  ა გ-35. 3525043001

2025 წლის 12 თებერვალი

 ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში  მდებარე სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების შესახებ  

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი  ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის,  ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა და  მე-7 მუხლის  შესაბამისად,

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს – (ქუჩა, ჩიხი და შესახვევი) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკების (№1 და №2 სიტუაციური რუკა)  შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 თებერვლის  №გ-35. 35240472 განკარგულება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                            გიორგი ელოშვილი