📋

„შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის და დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 27.02.2025
მოქმედების პერიოდი 27.02.2025 — 18.06.2025
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №73
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
27.02.2025
18.06.2025
„შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის და დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება  №73 2025 წლის 26 თებერვალი ქ. ბათუმი „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის, დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა  და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის, დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების, მათი გაცემისა და გამოყენების წესი.“ მუხლი 2🔗 დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს  წინამდებარე ბრძანების შესაბამისად სარეგისტრაციო მოწმობების ფორმების დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის, დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების, მათი გაცემისა და გამოყენების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის, დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის (შემდეგში – მოწმობა) ფორმების, მათი დამზადებისა და გაცემის პირობებს. 2. მოწმობის დამზადების ორგანიზებას, გაცემას, შეცვლასა და შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას   ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ (შემდეგში – სააგენტო). 3. მოწმობის ბლანკი წარმოადგენს პოლიგრაფიული წესით დამზადებულ მოწმობის შეუვსებელ ფორმას. 4.  მოწმობის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მოცემულია ამ წესის დანართ №1-ში. მუხლი 2🔗. მოწმობის შინაარსი,  შევსებისა და გაცემის წესი 1. სააგენტოს მიერ მოწმობაზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) რეგისტრაციის ნომერი/ REG.N; ბ) სატრანსპორტო საშუალების სახელი/ NAME; გ) რეგისტრაციის თარიღი/ REG. DATE; დ) მფლობელი / OWNER; ე) საიდენტიფიკაციო ნომერი /ID; ვ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი/TYPE; ზ) საერთო ტევადობა/GT; თ) სიგრძე (მ) /LENGTH (M); ი) კორპუსის მასალა და ნომერი/ HULL MATERIAL & N; კ) ნაოსნობა ღამით/ NAVIGATION AT NIGHT; ლ) ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა/ TOTAL NUMBER OF PERSONS; მ) გაცემის თარიღი / DATE OF ISSUE; ნ) მოქმედების ვადა / EXPIRY DATE; ო) იპოთეკის რეგისტრაციის თარიღი / DATE OF MORTGAGE; პ) მოგირავნის დასახელება/ NAME OF MORTGAGEE; ჟ) ძრავის მონაცემები (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში) (ძრავი, ტიპი, სერიული N და სიმძლავრე) / ENGINE DETAILS (ENGINE, TYPE, SERIAL N, PROPULSION); რ) განსაკუთრებული მოთხოვნები / SPECIAL REQUIREMENTS. 2. მოწმობაზე დასატანი მონაცემების შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში (შემდეგში – რეესტრი) შეყვანა/შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე. მოწმობის  შევსებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შეყვანას უზრუნველყოფს სააგენტოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, ხოლო მოწმობების  გაცემას უზრუნველყოფს მათ გაცემაზე პასუხისმგებელი სამმართველო.   3. მოწმობის უკანა მხარეს დაიტანება QR კოდი და ელექტრონული ნომერი, რომელიც შედგება 7 (შვიდი) ლათინური ასოსგან და 6 (ექვსი) ციფრისგან, რომელიც რეესტრის სისტემიდან ავტომატურად მიენიჭება მოწმობას (მაგალითად, MTAIWID: 000000). 4. მოწმობა გაიცემა სატრანსპორტო საშუალების მფლობელზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ გაცემული მინდობილობისა და მინდობილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში, ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ განცხადებაში მითითებულ პიროვნებაზე (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). 5. დამზადებული მოწმობები გაცემამდე ინახება შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტის სათანადოდ დაცულ ადგილას. 6.  მოწმობის  მიღების ფაქტს მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით ან/და ელექტრონულად. 7.  მოწმობის  გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება რეესტრში. მუხლი 3🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერის წესი 1. მოწმობის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა: ა) მისი შევსების  (ბეჭდური/ტექნიკური) დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ექვემდებარება აღრიცხვასა და შესაბამისი დეპარტამენტისთვის/სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდებას. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. მოწმობებზე  ინფორმაციის დატანის ზოგადი პირობები 1.  მოწმობაზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე. 2. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სახელი და გვარი  ქართულ და ინგლისურ ენაზე დაიტანება ფიზიკური პირის პირადობის მოწმობაში/სამოქალაქო პასპორტში არსებული ჩანაწერის იდენტურად, ხოლო იურიდიული პირის მონაცემები კომპანიის ამონაწერში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად. დანართი №1 მოწმობის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მუხლი 1🔗. მოწმობის ბლანკის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. მოწმობის ბლანკი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას. რეგისტრაციის მოწმობისთვის ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ნომინალური ზომები: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00 მმ (53,92 მმ – 54,03 მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80 მმ (0,76 მმ – 0,84 მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18 მმ (2,88 მმ – 3,48 მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08 მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან. 2.  მოწმობის ბლანკის ფონი ღია ნაცრისფერია და მზადდება პლასტიკური მასალისაგან, რომელსაც გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის არანაკლებ სამი ნიშანი: ა) მიკროტექსტი – მოწმობაზე მიკროტექტის დაიტანება 2 სვეტად: პირველი სვეტი ქართულად – „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად – „Maritime Transport Agency of Georgia“; ბ) ულტრაიისფერი ნიშანი – სატრანსპორტო საშუალების გამოსახულება, რომელიც განთავსდება მოწმობის ზედაპირზე; გ)  მოწმობის ბლანკის რიგითი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც დატანილი უნდა იყოს მოწმობის ბლანკის წინა მხარეს, მისი დამზადების პროცესში. ნომერი შედგება სამი ლათინური ასოსგან ,,EIW’ ან ,,WIW’’ (სადაც ,,EIW’ და ,,WIW’’ არის  EAST/WEST INLAND WATERWAYS-ის აღმნიშვნელი) და 6 ციფრისგან, რომელიც დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. 3.მოწმობაზე  მონაცემები დაიტანება ელექტრონული სისტემის საშუალებით. მუხლი 2🔗. მოწმობის ბლანკზე დასატანი ინფორმაცია 1. მოწმობის ბლანკის წინა გვერდზე  დაიტანება: ა) სააგენტოს დასახელება – ,,საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო/MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA“: ბ) სათაური – „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების  რეგისტრაციის მოწმობა“/„INLAND WATERWAYS TRANSPORT CERTIFICATE OF REGISTRY“; გ) საქართველოს რუკა (სახელმწიფო დროშით),  მცირე ზომის გერბი და სატრანსპორტო საშუალების გამოსახულება; დ) შემდეგი შინაარსის ტექსტი: „თუ მოწმობის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს/IN CASE OF CERTIFICATE AUTHENTICITY DOUBTS, CONTACT MTA; ე) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი. 2. მოწმობის ბლანკის უკანა მხარეს დაიტანება: ა) სააგენტოს დასახელება – ,,საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო/MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA“; ბ) მცირე ზომის გერბი; გ) შემდეგი ტექსტი ,,საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ადასტურებს მფლობელის საკუთრებას და აძლევს სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უფლებას/THIS CERTIFICATE IS ISSUED UNDER THE INLAND WATERWAYS TRANSPORT REGULATIONS OF GEORGIA, THE CERTIFICATE PROVES THE OWNERSHIP AND GRANTS THE VEHICLE THE RIGHT TO NAVIGATE IN INLAND WATERS. მუხლი 3🔗. მოწმობის ბლანკების  დამზადებისა და შენახვის პირობები 1. მოწმობის ბლანკების დამზადება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე. 2. მოწმობის ბლანკები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში/სათავსში, რომელიც არის ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი