საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№331-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 205-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ რეგლამენტის 2041−20412 მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი ამ რეგლამენტის 2041−20412​ მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ირჩევს, როგორც წესი, მისთვის შესაბამისი კანდიდატურის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს ამ რეგლამენტის 2042−20412 მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს. ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის არჩევის შემთხვევაზე, თუ ამ რეგლამენტის 2041 მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას ამ რეგლამენტის 2041−20412 მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა კანდიდატურების მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

6. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით განიხილავს კანდიდატურებს და უსმენს ამ რეგლამენტის 2043−20412​ მუხლებით გათვალისწინებულ ყოველ კონკრეტულ თანამდებობაზე დასახელებულ თითოეულ კანდიდატს.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

20 თებერვალი 2025 წ.

N331-IIმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.02.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.02.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №331-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016117.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №331-IIმს-XIმპ, 20.02.2025, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016117 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6418081/