საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 107-ე მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1974
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 107- მუხლში  ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებანი და დამატებანი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 107-ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 107. სახლის (აგარაკის) თვითნებურად აშენების შედეგები

მოქალაქეს, რომელმაც სათანადო ნებართვის ან დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტის გარეშე, ანდა პროექტისაგან არსებითი გადახვევით ან ძირითადი სამშენებლო ნორმებისა და წესების უხეში დარღვევით აიშენა საცხოვრებელი სახლი (აგარაკი) ან სახლის (აგარაკის) ნაწილი, უფლება არ აქვს განკარგოს ეს სახლი (აგარაკი) ან სახლის (აგარაკის) ნაწილი – გაყიდოს, გააჩუქოს, გააქირავოს და ა. შ.

მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ასეთი სახლი (აგარაკი) თუ სახლის აგარაკის) ნაწილი უნდა დაანგრიოს თვითნებურად ამშენებელმა მოქალაქემ, ან იგი დანგრეულ უნდა იქნეს მის ხარჯზე, ანდა სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი უსასყიდლოდ იქნება ჩამორთმეული და ჩაირიცხება მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს ფონდში. ამასთან, გამოსახლებული იქნებიან  თვითნებურად ამშენებელი მოქალაქე და მასთან ერთად მცხოვრები პირები.“

2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ზემოთ ჩამოყალიბებული 107-ე მუხლის წესები გამოყენებული იქნება ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ თვითნებურად აშენებული სახლების (აგარაკების) მიმართ.

ბრძანებულების ძალაში შესვლამდე თვითნებურად აშენებული სახლების (აგარაკების) მიმართ გამოყენებული იქნება ის წესები, რომლებიც ადრე მოქმედებდნენ.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე               . ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                        . კვაჭაძე.

თბილისი, 1974 წლის 12 აპრილი