📋

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის განსაზღვრული მომსახურების ტარიფების, წესებისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 20.02.2025
მოქმედების პერიოდი 20.02.2025 — 23.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №3/ნ
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
20.02.2025
23.06.2025
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის განსაზღვრული მომსახურების ტარიფების, წესებისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №3/ნ 2025 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის განსაზღვრული მომსახურების ტარიფების, წესებისა და პირობების დამტკიცების თაობაზე „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 22-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიზნით, დამტკიცდეს: ა) „ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის კოდები, სერვისის მოცულობა და ტარიფები“ №1 დანართის შესაბამისად; ბ) „ქიმიო და ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და ჯერადობა“ №2 დანართის შესაბამისად; გ) „ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების დაფინანსების წესი“ №3 დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 20 თებერვლიდან და გავრცელდეს სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2025 წლის 20 თებერვლიდან გაცემულ თანხმობის წერილებზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე