ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 108-ე მუხლში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 108-ე მუხლში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 108-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
თუ მოქალაქე პირადი საკუთრების საცხოვრებელ სახლს, აგარაკს (სახლის, აგარაკის ნაწილს) ან სხვა ქონებას სისტემატურად იყენებს. არაშრომითი შემოსავლის მისაღებად, ეს სახლი, აგარაკი (სახლის, აგარაკის ნაწილი) ან სხვა ქონება უსასყიდლოდ უნდა იქნეს ჩამორთმეული სასამართლო წესით მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სარჩელით.
სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამორთმეული სახლი (აგარაკი) ან სახლის (აგარაკის) ნაწილი ჩაირიცხება მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს ფონდში, სასამართლოს შეუძლია მესაკუთრეს და მასთან ერთად მცხოვრებ პირთ ჩამოართვას ამ სახლში საცხოვრებელი ფართობით სარგებლობის უფლება, მაგრამ თუ მათ არა აქვთ მუდმივ საცხოვრებლად ვარგისი სხვა ბინა, საცხოვრებელი ფართობი მიეცემათ მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს საბინაო ფონდიდან, არსებული ნორმების შესაბამისად.
ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები არ ვრცელდება იმ შემთხვევებში, როდესაც სახლი, აგარაკი (სახლის, აგარაკის ნაწილი) გაქირავებულია ამ კოდექსის 299-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი, 1974 წლის 29 აპრილი