ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის შევსების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის შევსების შესახებ
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 13 მაისის ბრძანებულების „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების 49-ე მუხლის შევსების შესახებ“ („სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1969 წ., N21, მუხ. 186) შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „სახელმწიფო სტანდარტების, ტექნიკური პირობებისა და პრეისკურანტების მოთხოვნილებათა შესაბამისად“ შემდეგ დაემატოს სიტყვები:
„ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პროდუქციის მიწოდებას კომპლექტის დამატებითი ნაკეთობებით (ნაწილებით) ან მყიდველისათვის იმ ცალკეული არასაჭირო ნაკეთობების (ნაწილების) გარეშე, რომლებიც კომპლექტში შედიან“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ბ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი, 1969 წლის 27 აგვისტო