საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1974
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბრძანებულება  საქართველოს  სსრ  უმაღლესი  საბჭოს  პრეზიდიუმისა
საქართველოს  სსრ  სამოქალაქო  სამართლის  კოდექსში  ცვლილებების  შეტანის  შესახებ
„კოლმეურნეობებისა და საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან, აგრეთვე ერთმანეთს შორის ხელშეკრულების დადებისას წარმოშობილ უთანხმოებათა გადაჭრის წესის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულების და „სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების მე-6 და 42-ე მუხლებში ცვლილებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დაემატოს მე-6 მუხლს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„ვიდრე წარადგენდნენ სარჩელს, რომელიც გამომდინარეობს ორგანიზაციათა შორის ურთიერთობიდან, სავალდებულოა პრეტენზიის წარდგენა. ამ წესიდან გამონაკლისს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა“.

2. 160-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შორის ხელშეკრულების დადების დროს წარმოიშობა უთანხმოება, რომელიც უნდა გადაჭრას სასამართლომ, არბიტრაჟმა ან სამედიატორო სასამართლომ (ამ კოდექსის 162-ე მუხლი)“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                         გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                                  ზ. კვაჭაძე.

თბილისი, 1974 წლის 24 იანვარი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.01.1974.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.01.1974. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).00.000000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.1974 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №0, 24.01.1974, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.1974). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6418493/