„ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 20.07.1998, № 90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №96
1998 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 20.07.1998, № 90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე „ცსოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 20. 07.1998, № 90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით ვბრძანებ:
1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 20. 07. 1998, № 90 ბრძანების დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დანართი, X ჯგუფი “გარეული იხვი – გადასახადის საბაზრო ფასის ოდენობა 3 ლარი”
ბ) დანართი, XI ჯგუფი „ჩიბუხა, დუპელი, მწყერი, გვრიტი, ქედანი - გადასახადის საბაზრო ფასის ოდენობა 0,5 ლარი“
გ) დანართი, XI ჯგუფი „ტყის ქათამი, მელოტა- გადასახადის საბაზრო ფასის ოდენობა 1 ლარი“
2. ეს ბრძანება ოფიციალურად გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის განმავლობაში.
3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება - საქართველოს კანონები, 1997 წ., 19 ნოემბერი) 61-ე მუხლის შესაბამისად ამ ბრძანების ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვალოს მისი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
4. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ზ. თავართქილაძე